"ძმაკაცები მეუბნებიან, ნინო ქათამაძისნაირად იცვამო"

"ძმაკაცები მეუბნებიან, ნინო ქათამაძისნაირად იცვამო"

გემომეტრის სტუმრები გიორგი მახარაშვილი და მზია ორველაშვილი ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

გიორგი:

- თუ გავიგე, რომ სადმე ჩემი ზომა ფეხსაცმელი იყიდება, მომწონს-არ მომწონს, მაშინვე ვყიდულობ, ერთადერთია, რაშიც ფული არ მენანება, 47 ზომა ფეხი მაქვს და სულ პრობლემაა ეს თემა ჩემთვის. შოპინგზე გაყოლა არ მეზარება, მაგრამ ჩემთვის წასვლა - კი, პირველივე, რაც შემხვდება, იმას ვყიდულობ. ასევე ვიწერ ინტერნეტიდან. მაღაზიებიდან ძალიან მომწონს ''მასიმო დუტი'', მიუხედავად იმისა, რომ მე იმ სტილზე არ ვიცვამ, რა სამოსიც იქაა წარმოდგენილი, სულ რამდენიმე მაისური მაქვს იქ ნაყიდი, ასევე მომწონს ''გეპი'', თავისუფალი სტილის სამოსია და ამ ბოლო დროს დავიწყე ასეთი რაღაცების მორგება. ძმაკაცები მეუბნებიან, დაანებე ''გეპის'' დიდ მაისურებს თავი, თორემ უკვე ნინო ქათამაძისნაირად იცვამო, კიდევ მომწონს ''სმარტდრაივი'' და აბაშიძეზე ბუტიკი თაკე თწო.

- აქსესუარების მომხმარებელი თუ ხარ და სად ყიდულობ?

- საათი სულ მიკეთია, მაგრამ არ ვიყენებ, დროის გაგება რომ მჭირდება, მობილურს დავხედავ, მაგრამ აუცილებლად უნდა მეკეთოს. ოპტიკურ სათვალეს ვიყენებ, ამიტომ მზის სათვალეს ნაკლებად ვხმარობ, თუმცა მაჩუქეს და მომწონს, რამდენადაც ვიცი, ძალიან ძვირი გადაიხადეს და ნერვები მომეშალა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ძვირიან სათვალის მაღაზიებში 700 ლარს მისცემ სათვალეში, გამოხვალ და იმავე დიზაინით 10 ლარად ნახავ, ანუ იმდენად იდენტურია, რომ განსხვავებას ვერ შეამჩნევ, თუ კარგად ვერ ერკვევი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება