10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპირებდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილი რაფალიანცის საქმის გამჟღავნებას? - ახალაიას ადვოკატი გაუხმაურებელ შეხვედრაზე საუბრობს
აპირებდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილი რაფალიანცის საქმის გამჟღავნებას? - ახალაიას ადვოკატი გაუხმაურებელ შეხვედრაზე საუბრობს

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი რო­მეო სა­ჯა­ია აცხა­დებს, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს სა­ჯა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, შეხ­ვედ­რას, სა­დაც ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე და­ი­გეგ­მა, ეს­წრე­ბოდ­ნენ პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაც­ვლიშ­ვი­ლი და კიწ­მა­რიშ­ვი­ლი იყ­ვნენ წი­ნა­აღ­მდე­გი რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის. ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც უკავ­შირ­დე­ბა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას, მაგ­რამ არის ძა­ლი­ან ცუდი ნიშ­ნე­ბი - ისე უცებ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა, რომ ოჯახ­საც კი უჭირს რე­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის დად­გე­ნა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი აპი­რებ­და ამის თქმას და ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, გა­მო­იწ­ვევ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოშ­ლას, ამ მთავ­რო­ბის გა­დაგ­დე­ბას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მი­ზე­ზი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის", - გა­ნა­ცხა­და სა­ჯა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, "ცი­ხის კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შოკი და აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს. ამის შემ­დეგ გა­და­წყდა ტრა­გე­დი­ე­ბით და პი­ა­რით რა­ღაც ლე­გენ­დის ვერ­სი­ის შე­თხზვა, რო­მე­ლიც და­ა­ზა­რა­ლებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას".

"ეს არ­ჩევ­ნებ­ზე იქო­ნი­ებ­და გავ­ლე­ნას, რა­საც უნდა გა­მო­ეწ­ვია ხალ­ხის აგ­რე­სია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მი­მართ. ერთ-ერთი გეგ­მა იყო რა­ფა­ლი­ან­ცის ბავ­შვის გა­და­მალ­ვა. ის რომ ბავ­შვი მოკ­ლუ­ლია, ფაქ­ტია, საქ­მე კი არ არის გახ­სნი­ლი, იმი­ტომ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ინ­ტე­რე­სე­ბია. თა­ვის დრო­ზე გავ­რცელ­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ ბავ­შვი მოკ­ლეს. იქ იყო ალა­სა­ნი­აც. ეს ოჯა­ხი გა­მო­ი­ყე­ნეს ისე, რო­გორც უნ­დო­დათ, ტრა­გე­დია შექ­მნეს. არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და არც ერთი პარ­ტია არ ღირს ბავ­შვის სიკ­ვდი­ლად", - გა­ნა­ცხა­და სა­ჯა­ი­ამ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

აპირებდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილი რაფალიანცის საქმის გამჟღავნებას? - ახალაიას ადვოკატი გაუხმაურებელ შეხვედრაზე საუბრობს

აპირებდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილი რაფალიანცის საქმის გამჟღავნებას? - ახალაიას ადვოკატი გაუხმაურებელ შეხვედრაზე საუბრობს

ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა.

როგორც Ambebi.ge-ს საჯაიამ განუცხადა, შეხვედრას, სადაც ბარბარე რაფალიანცის საქმე დაიგეგმა, ესწრებოდნენ პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი.

"ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლიშვილი და კიწმარიშვილი იყვნენ წინააღმდეგი რაფალიანცის საქმის განხორციელების. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მაინცდამაინც უკავშირდება ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას, მაგრამ არის ძალიან ცუდი ნიშნები - ისე უცებ, პროფესიონალურად არის შესრულებული მკვლელობა, რომ ოჯახსაც კი უჭირს რეალური ვერსიის დადგენა. შესაძლებელია, ეროსი კიწმარიშვილი აპირებდა ამის თქმას და ეს იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი, გამოიწვევდა ხელისუფლების მოშლას, ამ მთავრობის გადაგდებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების", - განაცხადა საჯაიამ.

მისივე თქმით, "ციხის კადრების ეთერში გასვლამ საზოგადოების შოკი და აღშფოთება გამოიწვია, რაც "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდა წყალს. ამის შემდეგ გადაწყდა ტრაგედიებით და პიარით რაღაც ლეგენდის ვერსიის შეთხზვა, რომელიც დააზარალებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

"ეს არჩევნებზე იქონიებდა გავლენას, რასაც უნდა გამოეწვია ხალხის აგრესია "ნაციონალების" მიმართ. ერთ-ერთი გეგმა იყო რაფალიანცის ბავშვის გადამალვა. ის რომ ბავშვი მოკლულია, ფაქტია, საქმე კი არ არის გახსნილი, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ინტერესებია. თავის დროზე გავრცელდა კულტურის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის განცხადება, რომ ბავშვი მოკლეს. იქ იყო ალასანიაც. ეს ოჯახი გამოიყენეს ისე, როგორც უნდოდათ, ტრაგედია შექმნეს. არც "ქართული ოცნება" და არც ერთი პარტია არ ღირს ბავშვის სიკვდილად", - განაცხადა საჯაიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ