პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შემოსული თამბაქო რადიოაქტიური ნივთიერებებისგან მზადდება?
 საქართველოში შემოსული თამბაქო რადიოაქტიური ნივთიერებებისგან მზადდება?

თით­ქმის მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო ამე­რი­კე­ლი ქვრი­ვის - სინ­ტია რო­ბინ­სო­ნის ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც აშშ-ში სი­დი­დით მე­ო­რე თამ­ბა­ქოს კომ­პა­ნი­ამ, RJ Reynold-მა, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და - ეს იმი­ტომ, რომ კომ­პა­ნია სა­თა­ნა­დოდ არ აფრ­თხი­ლებ­და თა­ვის კლი­ენ­ტებს თამ­ბა­ქოს მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. სინ­ტი­ას ქმა­რი კი ქრო­ნი­კუ­ლი მწე­ვე­ლი იყო და 36 წლის ასაკ­ში, ფილ­ტვის კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა. სი­გა­რე­ტის მო­წე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია მკაც­რი კონ­ტრო­ლის ობი­ექ­ტია. იქ თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზის ფა­სიც მა­ღა­ლია და სი­გა­რე­ტიც უფრო ძვი­რი ღირს. სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცი­ზის ფასი ბო­ლოს შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­ზარ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ზის ფასი წელ­საც გა­იზ­რდე­ბა, რა­საც თა­ვის­თა­ვად მოჰ­ყვე­ბა სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბაც. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის და რამ­დე­ნით გა­იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზის ფასი: რო­გორც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს­დღე­ო­ბით ერთი კო­ლო­ფი ფილტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტის აქ­ცი­ზი 75 თეთ­რი ღირს, უფილტრო­სი- 20 თეთ­რი, ხოლო ერთი სი­გა­რი­სა - 90 თეთ­რი.

"თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, მით უმე­ტეს, რომ აქ­ცი­ზის ეტა­პობ­რი­ვი გაძ­ვი­რე­ბა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი:

- ეს არის ყვე­ლა­ზე უფრო ეფექ­ტი­ა­ნი გზა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა­კენ, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვი­ის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, ეს მსოფ­ლიო ბან­კის რე­კო­მენ­და­ცი­აა - უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი გზა იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა მო­წე­ვას თავი და­ა­ნე­ბოს, თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და ფა­სის მა­ტე­ბაა, რათა სი­გა­რე­ტი ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი აღარ იყოს, მით უმე­ტეს, ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის. ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია უკვე რა ხა­ნია მო­ი­თხოვს, რომ თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის რე­ა­ლი­ზა­ცია სკო­ლე­ბი­დან და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან მო­შო­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სე­ბის მა­ტე­ბას, ეს ქვეყ­ნის მიერ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ჯერ კი­დევ 2005 წლი­დან, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნა. ამ კონ­ვენ­ცი­ა­ში წე­რია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ყო­ველ­წლი­უ­რად უნდა მო­უ­მა­ტოს გა­და­სა­ხა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარმს, მაგ­რამ რა მოხ­და 2006 წელს და შემ­დეგ­ში? - ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­და­სა­ხა­დი გაზ­რდი­ლი­ყო, 1,5-ჯერ შემ­ცირ­და, მთავ­რო­ბამ და­არ­ღვია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ კონ­ვენ­ცი­ით აიღო. მხო­ლოდ 2010 წელს გა­ა­თა­ნაბ­რეს ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­უ­რი თამ­ბა­ქოს სა­აქ­ცი­ზო გა­ნაკ­ვე­თე­ბი: თუ ადრე 40 თეთ­რი ღირ­და ად­გი­ლობ­რივ ნა­წარმ­ზე, ხოლო 60 -იმ­პორ­ტი­რე­ბულ­ზე, 2010 წელს ორი­ვე­ზე 60 თეთ­რი და­წეს­და. ამის შემ­დეგ, 2013 წლამ­დე არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში არ ყო­ფი­ლა. ამის გამო მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სა­აქ­ცი­ზო გა­და­სა­ხა­დი ჩვენ გვქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი ამ დარ­გი­დან იყო ძა­ლი­ან მწი­რი, სი­გა­რე­ტი კი - იაფი და მას ბავ­შვე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი ად­ვი­ლად ყი­დუ­ლობ­დნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ღე­რე­ბით ბავ­შვებს ყო­ველ­თვის ად­ვი­ლად შე­ეძ­ლოთ სი­გა­რე­ტის ყიდ­ვა და ახ­ლაც შე­უძ­ლი­ათ. 2013 წელს და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა აქ­ცი­ზის ფა­სის გაზ­რდა­ზე და მსოფ­ლიო ბან­კის ექ­სპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცია იყო, რომ სულ მცი­რე, 40 თეთ­რით უნდა გაზ­რდი­ლი­ყო გა­და­სა­ხა­დი ფილტრი­ან სი­გა­რეტ­ზე, უფილტრო­ზე კი - უფრო მე­ტად, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უფილტრო სი­გა­რეტ­ზე არ გა­და­სუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და: უფილტრო სი­გა­რე­ტის აქ­ცი­ზი გა­ი­ზარ­და მხო­ლოდ 5 თეთ­რით, ხოლო ფილტრი­ა­ნი­სა - 15 თეთ­რით.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, სი­გა­რე­ტი ისე­დაც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­სო - ჩი­ვი­ან მწე­ვე­ლე­ბი.

- მო­დით, დავ­სვათ კი­თხვა - რა­ტომ? 8-9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გა­ი­ზარ­და, სი­გა­რე­ტის ფასი კი - ორ­ჯერ და სამ­ჯერ. გა­მო­დის, რომ მო­გე­ბას იღებს არა სა­ხელ­მწი­ფო, ან მო­სახ­ლე­ო­ბა, არა­მედ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია, რო­მე­ლიც კლავს და წამ­ლავს ადა­მი­ა­ნებს. ამ ბიზ­ნესს არა­ნა­ი­რი ფის­კა­ლუ­რი ეფექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის არ ჰქო­ნია, მაგ­რამ სა­ნაც­ვლოდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი შე­მო­სა­ვა­ლი მოჰ­ქონ­და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და მათი ლო­ბის­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბა­ში იყ­ვნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში, მთავ­რო­ბამ მი­თი­თე­ბუ­ლი 40 თეთ­რის ნაც­ვლად, აქ­ცი­ზი მხო­ლოდ 15 თეთ­რით შე­ამ­ცი­რა, სი­გა­რე­ტის ფასი მა­შინ­ვე გა­ზარ­დეს 30-40 თეთ­რით, რაც ყოვ­ლად აუხ­სნე­ლი ფაქ­ტია: თამ­ბა­ქოს კომ­პა­ნი­ებს ჯერ კი­დევ ჰქონ­დათ მა­რა­გი, მაგ­რამ ფასი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­დეს და სი­ტუ­ა­ცი­აც ხე­ლოვ­ნუ­რად და­ძა­ბეს. წე­სით, ფასი ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში უნდა გაზ­რდი­ლი­ყო. სა­ერ­თოდ, გაძ­ვი­რე­ბის გამო აჟი­ო­ტაჟს თვი­თონ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია ქმნის და არა - მო­სახ­ლე­ო­ბა. სხვა­თა შო­რის, შარ­შან აქ­ცი­ზის უმ­ნიშ­ვნე­ლო გაძ­ვი­რე­ბას ფის­კა­ლუ­რი ეფექ­ტი მა­ინც მოჰ­ყვა და ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და.

- გარ­და აქ­ცი­ზის გაძ­ვი­რე­ბი­სა, ალ­ბათ არ­სე­ბობს სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბიც ამ სფე­როს მო­სა­წეს­რი­გებ­ლად.

- დიახ, უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე პრო­დუქ­ცი­ა­ზე. ასე­თი რამ ჩვენ­თა­ნაც იყო 1995 წლი­დან, კა­ნო­ნიც არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს კა­ნო­ნი გა­ა­უქ­მა. ძა­ლი­ან კარ­გი, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო წი­ნას­წარ არ ახ­მა­უ­რებს აქ­ცი­ზის გაზ­რდის ვა­დებს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა თამ­ბა­ქოს რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­მა ძვე­ლი აქ­ცი­ზე­ბის შე­ძე­ნა და მათი და­სა­ქონ­ლე­ბა მო­ას­წრონ. თუ ინ­დუსტრი­ამ იცის, რომ აქ­ცი­ზის ფასი უნდა გა­ი­ზარ­დოს, ის ყვე­ლა­ფერ იღო­ნებს, რომ ასე მო­იქ­ცეს.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ცნო­ბი­ლია, რომ ევ­რო­პა­ში თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია მკაც­რი კონ­ტრო­ლის ქცეშ არის მოქ­ცე­უ­ლი. რა ხდე­ბა ჩვენ­თან?

- ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, რად­გან ეს სფე­რო აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია. არა­ვინ იცის, რა შე­მო­დის, ან სა­ი­დან... ფაქ­ტია, რომ აქ შე­მო­სუ­ლი თამ­ბა­ქოს ნედ­ლე­უ­ლი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და სტან­დარ­ტებ­თან შე­უ­სა­ბა­მოა. უხა­რის­ხო და ხა­რის­ხი­ა­ნი სი­გა­რე­ტი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა სი­გა­რე­ტი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შერ­ყე­ვა­სა და სიკ­ვდილს იწ­ვევს, მაგ­რამ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­აქვთ დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი, რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თა და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბით სავ­სე ნედ­ლე­უ­ლი, ეს სულ სხვა რა­მეა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

საქართველოში შემოსული თამბაქო რადიოაქტიური ნივთიერებებისგან მზადდება?

 საქართველოში შემოსული თამბაქო რადიოაქტიური ნივთიერებებისგან მზადდება?

თითქმის მთელმა მსოფლიომ შეიტყო ამერიკელი ქვრივის - სინტია რობინსონის ამბავი, რომელსაც აშშ-ში სიდიდით მეორე თამბაქოს კომპანიამ, RJ Reynold-მა, მილიონობით დოლარი გადაუხადა - ეს იმიტომ, რომ კომპანია სათანადოდ არ აფრთხილებდა თავის კლიენტებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ. სინტიას ქმარი კი ქრონიკული მწეველი იყო და 36 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. სიგარეტის მოწევით გამოწვეული დაავადებებისაგან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, დასავლეთის ქვეყნებში თამბაქოს ინდუსტრია მკაცრი კონტროლის ობიექტია. იქ თამბაქოს აქციზის ფასიც მაღალია და სიგარეტიც უფრო ძვირი ღირს. საქართველოში აქციზის ფასი ბოლოს შარშან, სექტემბერში გაიზარდა, გავრცელებული ინფორმაციით, აქციზის ფასი წელსაც გაიზრდება, რასაც თავისთავად მოჰყვება სიგარეტის გაძვირებაც. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რამდენით გაიზრდება აქციზის ფასი: როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზი 75 თეთრი ღირს, უფილტროსი- 20 თეთრი, ხოლო ერთი სიგარისა - 90 თეთრი.

”თამბაქოს კონტროლის ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს, რომ აქციზის ეტაპობრივი გაძვირება ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული:

- ეს არის ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ, რომელიც ჯანდაცვიის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. ამავე დროს, ეს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციაა - უკვე აპრობირებულია, რომ ყველაზე შედეგიანი გზა იმისათვის, რომ ადამიანმა მოწევას თავი დაანებოს, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადებისა და ფასის მატებაა, რათა სიგარეტი ყველასათვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს, მით უმეტეს, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. ჩვენი ასოციაცია უკვე რა ხანია მოითხოვს, რომ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სკოლებიდან და სასწავლო დაწესებულებებიდან მოშორებული უნდა იყოს. რაც შეეხება ფასების მატებას, ეს ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაა ჯერ კიდევ 2005 წლიდან, როცა საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. ამ კონვენციაში წერია, რომ სახელმწიფომ ყოველწლიურად უნდა მოუმატოს გადასახადი თამბაქოს ნაწარმს, მაგრამ რა მოხდა 2006 წელს და შემდეგში? - ნაცვლად იმისა, რომ გადასახადი გაზრდილიყო, 1,5-ჯერ შემცირდა, მთავრობამ დაარღვია ვალდებულება, რომელიც ამ კონვენციით აიღო. მხოლოდ 2010 წელს გაათანაბრეს ადგილობრივი და უცხოური თამბაქოს სააქციზო განაკვეთები: თუ ადრე 40 თეთრი ღირდა ადგილობრივ ნაწარმზე, ხოლო 60 -იმპორტირებულზე, 2010 წელს ორივეზე 60 თეთრი დაწესდა. ამის შემდეგ, 2013 წლამდე არანაირი ცვლილება ამ სფეროში არ ყოფილა. ამის გამო მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი სააქციზო გადასახადი ჩვენ გვქონდა. შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლები ამ დარგიდან იყო ძალიან მწირი, სიგარეტი კი - იაფი და მას ბავშვები და ახალგაზრდები ადვილად ყიდულობდნენ. მოგეხსენებათ, ღერებით ბავშვებს ყოველთვის ადვილად შეეძლოთ სიგარეტის ყიდვა და ახლაც შეუძლიათ. 2013 წელს დაიწყო მსჯელობა აქციზის ფასის გაზრდაზე და მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ სულ მცირე, 40 თეთრით უნდა გაზრდილიყო გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე, უფილტროზე კი - უფრო მეტად, რომ მოსახლეობა უფილტრო სიგარეტზე არ გადასულიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: უფილტრო სიგარეტის აქციზი გაიზარდა მხოლოდ 5 თეთრით, ხოლო ფილტრიანისა - 15 თეთრით.

- ბატონო გიორგი, სიგარეტი ისედაც ძალიან ძვირი ღირსო - ჩივიან მწეველები.

- მოდით, დავსვათ კითხვა - რატომ? 8-9 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული გადასახადები უმნიშვნელოდ გაიზარდა, სიგარეტის ფასი კი - ორჯერ და სამჯერ. გამოდის, რომ მოგებას იღებს არა სახელმწიფო, ან მოსახლეობა, არამედ თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც კლავს და წამლავს ადამიანებს. ამ ბიზნესს არანაირი ფისკალური ეფექტი სახელმწიფოსათვის არ ჰქონია, მაგრამ სანაცვლოდ, წლების განმავლობაში დიდი შემოსავალი მოჰქონდა ბიზნესმენებისა და მათი ლობისტებისათვის, რომლებიც მთავრობაში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, სექტემბერში, მთავრობამ მითითებული 40 თეთრის ნაცვლად, აქციზი მხოლოდ 15 თეთრით შეამცირა, სიგარეტის ფასი მაშინვე გაზარდეს 30-40 თეთრით, რაც ყოვლად აუხსნელი ფაქტია: თამბაქოს კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ მარაგი, მაგრამ ფასი ხელოვნურად გაზარდეს და სიტუაციაც ხელოვნურად დაძაბეს. წესით, ფასი ნოემბერ-დეკემბერში უნდა გაზრდილიყო. საერთოდ, გაძვირების გამო აჟიოტაჟს თვითონ თამბაქოს ინდუსტრია ქმნის და არა - მოსახლეობა. სხვათა შორის, შარშან აქციზის უმნიშვნელო გაძვირებას ფისკალური ეფექტი მაინც მოჰყვა და ბიუჯეტის შემოსავალი რამდენიმე ათეული მილიონით გაიზარდა.

- გარდა აქციზის გაძვირებისა, ალბათ არსებობს სხვა მექანიზმებიც ამ სფეროს მოსაწესრიგებლად.

- დიახ, უამრავ ქვეყანაში დაწესებულია სპეციალური გადასახადი ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციაზე. ასეთი რამ ჩვენთანაც იყო 1995 წლიდან, კანონიც არსებობდა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ეს კანონი გააუქმა. ძალიან კარგი, რომ ფინანსთა სამინისტრო წინასწარ არ ახმაურებს აქციზის გაზრდის ვადებს, რადგან შეიძლება თამბაქოს რეალიზატორებმა ძველი აქციზების შეძენა და მათი დასაქონლება მოასწრონ. თუ ინდუსტრიამ იცის, რომ აქციზის ფასი უნდა გაიზარდოს, ის ყველაფერ იღონებს, რომ ასე მოიქცეს.

- ბატონო გიორგი, ცნობილია, რომ ევროპაში თამბაქოს ინდუსტრია მკაცრი კონტროლის ქცეშ არის მოქცეული. რა ხდება ჩვენთან?

- ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში სრული განუკითხაობაა, რადგან ეს სფერო აბსოლუტურად დერეგულირებულია. არავინ იცის, რა შემოდის, ან საიდან... ფაქტია, რომ აქ შემოსული თამბაქოს ნედლეული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სტანდარტებთან შეუსაბამოა. უხარისხო და ხარისხიანი სიგარეტი არ არსებობს, ყველა სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობის შერყევასა და სიკვდილს იწვევს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში შემოაქვთ დაძველებული, რადიაქტიური ნივთიერებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით სავსე ნედლეული, ეს სულ სხვა რამეა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია