Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად და უკანასკნელად ვარ საქართველოში" - დააზარალებს თუ არა ფრანგი ტურისტის სკანდალად ქცეული თავის ტკივილი ტურიზმს?
"პირველად და უკანასკნელად ვარ საქართველოში" - დააზარალებს თუ არა ფრანგი ტურისტის სკანდალად ქცეული თავის ტკივილი ტურიზმს?

ცოტა ხნის წინ ჩვენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ფრან­გი ტუ­რის­ტი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "და­ფალ­გან კო­დე­ი­ნი" აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ამა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და გა­საკ­ვი­რი, რომ არა - ერთი გა­რე­მო­ე­ბა: საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ვებ-გვერ­დზე, ტუ­რის­ტულ ბრო­შუ­რებ­ში, რო­მე­ლიც ფრან­გებს და ზო­გა­დად ევ­რო­პე­ლებს ეპა­ტი­ჟე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­სად წე­რია, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რძა­ლუ­ლია, ხოლო ის, რაც აკ­რძა­ლუ­ლი არაა, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ და­საშ­ვე­ბია. დიდი ალ­ბა­თო­ბით სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით იმოქ­მე­და ზემ­ოთხსე­ნე­ბულ­მა ტუ­რის­ტმაც, მაგ­რამ მწა­რედ შეც­და, სა­მა­გი­ე­როდ სა­მო­მავ­ლოდ ეცო­დი­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი რაც აკ­რძა­ლუ­ლი არაა, არ ნიშ­ნავს რომ და­საშ­ვე­ბია.

მა­შინ, როცა ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტო ახალ-ახალ სა­ი­მი­ჯო კლი­პებს ამ­ზა­დებს და თავს ვი­წო­ნებთ, რომ ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ტუ­რის­ტუ­ლი გა­რე­მოა, ეს ფაქ­ტი ცივი შხა­პის ფუნ­ქცი­ას უსა­თუ­ოდ შე­ას­რუ­ლებს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მინ­და, რომ შე­ას­რუ­ლოს. ეს მე­დი­კა­მენ­ტი საფ­რან­გეთ­ში ისე თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა, რო­გორც ჩვენ­თან ციტ­რა­მო­ნი, ამი­ტომ ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა ფრან­გულ პრე­სა­ში. თით­ქმის ყველ­გან ერთი პა­თო­სის სტა­ტი­ე­ბი და­ი­ბეჭ­და, თუ ჩვენ უან­გა­როდ ვმკურ­ნა­ლობთ ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ ქარ­თვე­ლებს, მათი მხრი­დან ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის გამო ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, უტაქ­ტო­ბა­აო. ძა­ლი­ან მინ­და ფრან­გე­ბის ნათ­ქვამს რა­ი­მე არ­გუ­მენ­ტი და­ვუ­პი­რის­პი­რო, მაგ­რამ რა?!

"და­ფალ­გან კო­დე­ი­ნის" აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მა­რენ ნარ­კო­მა­ნე­ბი, სწო­რედ ამი­ტომ არის აკ­რძა­ლუ­ლი, თუმ­ცა ამ აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­და, სხვებ­საც თუ ჩა­ვა­ყე­ნებთ საქ­მის კურ­სში და სა­ერ­თო­დაც, თუ ტუ­რის­ტებს წი­ნას­წარ ეცო­დი­ნე­ბათ, აკ­რძა­ლუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სია, ური­გო არ იქ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში იკ­რძა­ლე­ბა მე­ტა­დო­ნიც, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს თუ იცო­და ამ ტუ­რის­ტმა ან თუ იცი­ან იმ ფრან­გებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ აპი­რე­ბენ ჩა­მოს­ვლას?! თუ არ იცი­ან, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­ი­გე­ბენ, თო­რემ სა­ვა­რუ­დოდ, იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, რა­შიც ჩვენ­თვის კარ­გად ნან­ცო­ბი ტუ­რის­ტი აღ­მოჩ­ნდა.

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ვინც წას­ვლას აპი­რებს, ნე­ბის­მი­ერ ბუკ­ლეტ­ში შე­უძ­ლია გა­ი­გოს, რომ არა­თუ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, არა­მედ უბ­რა­ლო ხი­ლის შე­ტა­ნაც კი არ შე­უძ­ლი­ათ, მე­ტიც თუ ფეხ­საც­მელ­ზე მიწა გქონ­და, იმა­საც კი გაგხდი­ან, მაგ­რამ ეს არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, რად­გან ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლია ყვე­ლას­თვის. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა წამ­ლე­ბით შე­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად დიდი ძებ­ნი­სა, ვერ­სად მი­ვა­გე­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამის მიგ­ნე­ბა ფრანგ ტუ­რისტს კი­დევ უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ამის მერე ის­მის ლო­გი­კუ­რი კი­თხვა - ასე გვინ­და ტუ­რის­ტულ ქვეყ­ნად ქცე­ვა?!

რო­გორც ყვე­ლა მე­დალს, ამას აქვს მე­ო­რე მხა­რე. რო­დე­საც სა­დღაც მი­დი­ხარ, ნება იბო­ძე და კარ­გად გა­ე­ცა­ნი იმ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას. თუმ­ცა მხო­ლოდ 2 კვი­რა გაქვს შვე­ბუ­ლე­ბა და ნამ­დვი­ლად არ გსურს, ერთი დღე კა­ნო­ნე­ბის კი­თხვას მო­ან­დო­მო, მით უფრო, ეძე­ბო იმ წამ­ლის აკ­რძალ­ვა-არ აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა აფ­თი­აქ­ში იყი­დე­ბა.

მოკ­ლედ ეს ჩვე­ნი ტუ­რის­ტი 2500 ევ­რო­თი და­ა­ჯა­რი­მეს, ამ გაბ­რა­ზე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა თქვა, პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად ვარ ამ ქვე­ყა­ნა­ში და ეს სი­ტყვე­ბი ფრან­გუ­ლი პრე­სის პირ­ველ გვერ­დებ­ზე და­წე­რეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნა­ხე­ვა­რი საფ­რან­გე­თი ამარ­თლებს ლუ­დო­ვი­კოს, სულ­ხან-სა­ბას­თვის დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმის გამო.

ფაქ­ტია, რომ ასე ვერ გავფრინ­დე­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, ვერც ტუ­რიზ­მის ვერ ავაყ­ვა­ვებთ. დროა, ასეთ ნი­უ­ან­სებ­ზეც ვი­ფიქ­როთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ ფრანგს იტა­ლი­ელ­მა, ეს­პა­ნელ­მა, კამ­ბო­ჯელ­მა ან თუნ­დაც ფი­ჯელ­მა ტუ­რის­ტმა არ მი­ბა­ძოს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მერე არ და­ა­ა­ნონ­სოს, რომ ეს მისი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ჩა­მოს­ვლა იყო.

პ.ს. ე.წ. "კრა­კა­დილ­ში­კე­ბი" აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მა­რენ ბენ­ზინს და მან­ქა­ნით შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბიც ხომ არ და­ვა­ჯა­რი­მოთ?!

"პირველად და უკანასკნელად ვარ საქართველოში" - დააზარალებს თუ არა ფრანგი ტურისტის სკანდალად ქცეული თავის ტკივილი ტურიზმს?

"პირველად და უკანასკნელად ვარ საქართველოში" - დააზარალებს თუ არა ფრანგი ტურისტის სკანდალად ქცეული თავის ტკივილი ტურიზმს?

ცოტა ხნის წინ ჩვენმა სამართალდამცავებმა ფრანგი ტურისტი დააკავეს, რომელსაც აკრძალული ნივთიერება "დაფალგან კოდეინი" აღმოუჩინეს. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა - ერთი გარემოება: საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე, ტურისტულ ბროშურებში, რომელიც ფრანგებს და ზოგადად ევროპელებს ეპატიჟება საქართველოში, არსად წერია, რომ ეს მედიკამენტი საქართველოში აკრძალულია, ხოლო ის, რაც აკრძალული არაა, ბუნებრივია, რომ დასაშვებია. დიდი ალბათობით სწორედ ამ პრინციპით იმოქმედა ზემოთხსენებულმა ტურისტმაც, მაგრამ მწარედ შეცდა, სამაგიეროდ სამომავლოდ ეცოდინება, რომ ყველაფერი რაც აკრძალული არაა, არ ნიშნავს რომ დასაშვებია.

მაშინ, როცა ტურიზმის სააგენტო ახალ-ახალ საიმიჯო კლიპებს ამზადებს და თავს ვიწონებთ, რომ ჩვენთან ყველაზე მაგარი ტურისტული გარემოა, ეს ფაქტი ცივი შხაპის ფუნქციას უსათუოდ შეასრულებს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, რომ შეასრულოს. ეს მედიკამენტი საფრანგეთში ისე თავისუფლად იყიდება, როგორც ჩვენთან ციტრამონი, ამიტომ ამ ფაქტმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ფრანგულ პრესაში. თითქმის ყველგან ერთი პათოსის სტატიები დაიბეჭდა, თუ ჩვენ უანგაროდ ვმკურნალობთ ტუბერკულიოზით დაავადებულ ქართველებს, მათი მხრიდან ტკივილგამაყუჩებლის გამო ჩვენი მოქალაქის დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობააო. ძალიან მინდა ფრანგების ნათქვამს რაიმე არგუმენტი დავუპირისპირო, მაგრამ რა?!

"დაფალგან კოდეინის" აქტიურად მოიხმარენ ნარკომანები, სწორედ ამიტომ არის აკრძალული, თუმცა ამ აკრძალვის შესახებ საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვებსაც თუ ჩავაყენებთ საქმის კურსში და საერთოდაც, თუ ტურისტებს წინასწარ ეცოდინებათ, აკრძალული მედიკამენტების სია, ურიგო არ იქნება. სხვათა შორის, საქართველოში იკრძალება მეტადონიც, რომელიც საფრანგეთში ასევე თავისუფლად იყიდება. საინტერესოა, ეს თუ იცოდა ამ ტურისტმა ან თუ იციან იმ ფრანგებმა, რომლებიც სამომავლოდ აპირებენ ჩამოსვლას?! თუ არ იციან, კარგი იქნება თუ გაიგებენ, თორემ სავარუდოდ, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რაშიც ჩვენთვის კარგად ნანცობი ტურისტი აღმოჩნდა.

ახალ ზელანდიაში ვინც წასვლას აპირებს, ნებისმიერ ბუკლეტში შეუძლია გაიგოს, რომ არათუ მედიკამენტების, არამედ უბრალო ხილის შეტანაც კი არ შეუძლიათ, მეტიც თუ ფეხსაცმელზე მიწა გქონდა, იმასაც კი გაგხდიან, მაგრამ ეს არავისთვის იქნება მოულოდნელობა, რადგან ამის შესახებ წინასწარ ცნობილია ყველასთვის. მაგრამ საქართველოში რა წამლებით შემოსვლა შეიძლება, მიუხედავად დიდი ძებნისა, ვერსად მივაგენი. დარწმუნებული ვარ ამის მიგნება ფრანგ ტურისტს კიდევ უფრო გაუჭირდებოდა. ამის მერე ისმის ლოგიკური კითხვა - ასე გვინდა ტურისტულ ქვეყნად ქცევა?!

როგორც ყველა მედალს, ამას აქვს მეორე მხარე. როდესაც სადღაც მიდიხარ, ნება იბოძე და კარგად გაეცანი იმ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას. თუმცა მხოლოდ 2 კვირა გაქვს შვებულება და ნამდვილად არ გსურს, ერთი დღე კანონების კითხვას მოანდომო, მით უფრო, ეძებო იმ წამლის აკრძალვა-არ აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შენს ქვეყანაში ყველა აფთიაქში იყიდება.

მოკლედ ეს ჩვენი ტურისტი 2500 ევროთი დააჯარიმეს, ამ გაბრაზებულმა ქალბატონმა თქვა, პირველად და უკანასკნელად ვარ ამ ქვეყანაში და ეს სიტყვები ფრანგული პრესის პირველ გვერდებზე დაწერეს, დარწმუნებული ვარ, ნახევარი საფრანგეთი ამართლებს ლუდოვიკოს, სულხან-საბასთვის დახმარებაზე უარის თქმის გამო.

ფაქტია, რომ ასე ვერ გავფრინდებით და შესაბამისად, ვერც ტურიზმის ვერ ავაყვავებთ. დროა, ასეთ ნიუანსებზეც ვიფიქროთ, რომ სამომავლოდ ფრანგს იტალიელმა, ესპანელმა, კამბოჯელმა ან თუნდაც ფიჯელმა ტურისტმა არ მიბაძოს და საქართველოში ჩამოსვლის მერე არ დააანონსოს, რომ ეს მისი პირველი და უკანასკნელი ჩამოსვლა იყო.

პ.ს. ე.წ. "კრაკადილშიკები" აქტიურად მოიხმარენ ბენზინს და მანქანით შემოსული ტურისტებიც ხომ არ დავაჯარიმოთ?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია