Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია Vivus.ge-მ ERTAD.GE-ს კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა!
კომპანია Vivus.ge-მ ERTAD.GE-ს კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა!

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ERTAD.GE სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის კუ­თხით ლი­დერ­მა კომ­პა­ნი­ამ,Vivus.ge-მ წა­მო­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არც ისე დიდი ხა­ნია რაც ოპე­რი­რებს, უკვე და­იმ­კვიდ­რა თავი რო­გორც მზარ­დმა ევ­რო­პულ­მა კომ­პა­ნი­ამ. პრო­ექ­ტის წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი 50 000 ლა­რია, ის ყო­ველ­თვი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა და 4000 ლა­რის ფარ­გლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უწყობს ხელს.

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო იდე­ებს უკვე 3 თვეა, რაც აფი­ნან­სებს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 პრო­ექ­ტი და­ფი­ნანსდა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მი­ი­ღო და და­ფი­ნან­სე­ბაც მო­ი­პო­ვა.

პირ­ვე­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და ზაზა ბრო­ძე­ლი, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სუფ­თა სა­ქარ­თვე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლია და უკვე დიდი ხა­ნია, რაც გა­რე­მოს­დაც­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად. კომ­პა­ნია Vivus.ge-სა და პრო­ექტ ERTAD.GE-ს და­ფი­ნან­სე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა ქვა­თა­ხე­ვი­სა და სი­ო­ნის წლა­სა­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ა­სუფ­თა­ვეს და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ნე­რე­ბი გა­ნა­თავ­სეს შემ­დეგ­ში და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ბინ­ძუ­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ კომ­პა­ნია Vivus.ge-სთვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა არა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქი­დან, არა­მედ რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც. ამის დას­ტუ­რი გახ­ლავთქა­ლაქ რუს­თავ­ში მცხოვ­რე­ბი #მე-18 სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლებ­ლის, ქე­თე­ვან ციცქიშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­მაც ივ­ნი­სის თვე­ში და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა პრო­ექ­ტის­თვის "მწვა­ნე გა­რე­მო უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის"და ამ ეტაპ­ზე სკო­ლის ეზოს კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მისი თა­ოს­ნო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სკო­ლის ეზოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი.

ივ­ლი­სის თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის" ხელ­მძღვა­ლე­ლი, შუ­ქია არა­ბუ­ლი გახ­და. შუ­ქი­ას პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით "კა­რუ­სე­ლე­ბი ხევ­სურ ბავ­შვებს" ხევ­სუ­რე­თის სო­ფელ ბა­რი­სა­ხო­ში მდე­ბა­რე ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ეზო­ში ბავ­შვე­ბის­თვის გა­სარ­თო­ბი მო­ედ­ნის მო­წყო­ბას მო­ი­ცავს.აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლა ერ­თა­დერ­თია პი­რა­ქე­თა ხევ­სუ­რეთ­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბი 7 სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან და­დი­ან. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა.

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი კომ­პა­ნია Vivus.ge-ს პატ­რო­ნა­ჟით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და აფი­ნან­სებს რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მიერ შე­მო­ტა­ნილ პრო­ექ­ტებს შემ­დე­გი სფე­რო­ე­ბი­დან: გა­ნათ­ლე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა, სპორ­ტი, კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა.პრო­ექ­ტის აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბა მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ის www.ertad.ge-ს ვებგ­ვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ERTAD.GE და VIVUS.GE ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა და აღიშ­ნუ­ლით ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნას გეგ­მავს.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა იხი­ლეთ ERTAD.GE-ს Facebook-ის გვერ­დზე: http://on.fb.me/1uJn6cp

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი გა­ე­ცა­ნით შემ­დეგ ბმუ­ლებ­ზე:

http://bit.ly/1rhOJqC

http://bit.ly/1kw9RuO

http://bit.ly/1uGb97a

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კომპანია Vivus.ge-მ ERTAD.GE-ს კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა!

კომპანია Vivus.ge-მ ERTAD.GE-ს კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა!

სოციალური პროექტი ERTAD.GE საქართველოში ონლაინ სესხების კუთხით ლიდერმა კომპანიამ,Vivus.ge-მ წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი ხანია რაც ოპერირებს, უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც მზარდმა ევროპულმა კომპანიამ. პროექტის წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარია, ის ყოველთვიური ხასიათისაა და 4000 ლარის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეების განხორციელებას უწყობს ხელს.

სოციალური პროექტი საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეებს უკვე 3 თვეა, რაც აფინანსებს. ამ ხნის განმავლობაში 3 პროექტი დაფინანსდა, რომელმაც საზოგადოების მოწონება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ხმა მიიღო და დაფინანსებაც მოიპოვა.

პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა ზაზა ბროძელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია და უკვე დიდი ხანია, რაც გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევა მოხალისეებთან ერთად. კომპანია Vivus.ge-სა და პროექტ ERTAD.GE-ს დაფინანსებით ორგანიზაციის წევრებმა ქვათახევისა და სიონის წლასაცავის მიმდებარე მნიშვნელოვნად დანაგვიანებული ტერიტორიები დაასუფთავეს და საინფორმაციო ბანერები განათავსეს შემდეგში დასუფთავებული ადგილების განმეორებითი დაბინძურების პრევენციის მიზნით.

საგულისხმოა, რომ კომპანია Vivus.ge-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეების პროექტებში ჩართულობა არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდანაც. ამის დასტური გახლავთქალაქ რუსთავში მცხოვრები #მე-18 სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ქეთევან ციცქიშვილის წარმატება, რომელმაც ივნისის თვეში დაფინანსება მოიპოვა პროექტისთვის „მწვანე გარემო უკეთესი მომავლისთვის“და ამ ეტაპზე სკოლის ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო სამუშაოები მისი თაოსნობით ხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლის ეზოს მშენებლობაში მოსწავლეებიც არიან ჩართულნი.

ივლისის თვის გამარჯვებული ორგანიზაცია „კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივების“ ხელმძღვალელი, შუქია არაბული გახდა. შუქიას პროექტი სახელწოდებით „კარუსელები ხევსურ ბავშვებს“ ხევსურეთის სოფელ ბარისახოში მდებარე ერთადერთი საშუალო სკოლის ეზოში ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობას მოიცავს.აღნიშნული სკოლა ერთადერთია პირაქეთა ხევსურეთში, სადაც ბავშვები 7 სხვადასხვა სოფლიდან დადიან. პროექტის განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება.

სოციალური პროექტი კომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით ხორციელდება და აფინანსებს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ პროექტებს შემდეგი სფეროებიდან: განათლება, მეცნიერების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, სპორტი, კულტურა და ხელოვნება.პროექტის აპლიკაციის შევსება მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი და ის www.ertad.ge-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

ERTAD.GE და VIVUS.GE ქართველ საზოგადოებას მომავალშიც არაერთი ნიჭიერი და მოტივირებული მოქალაქის იდეის განხორციელებას ჰპირდება და აღიშნულით ქვეყნის განვითარებაში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანას გეგმავს.

განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ERTAD.GE-ს Facebook-ის გვერდზე: http://on.fb.me/1uJn6cp

გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაციას კი გაეცანით შემდეგ ბმულებზე:

http://bit.ly/1rhOJqC

http://bit.ly/1kw9RuO

http://bit.ly/1uGb97a

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი