დიახ, გაგიკვირდებათ და ასეთი ამბებიც ხდება. არსებობენ ქალები (და არც ისე ცოტაა მათი რიცხვი), რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ორსულად არიან და ლამის მშობიარობის წინ გებულობენ, რომ შვილს ელოდებიან. ბოლო შემთხვევა ამ წლის გაზაფხულზე მოხდა. 20 წლის ბრიტანელი გოგონა ექიმთან მივიდა ზურგის ტკივილებით. რამდენიმე საათში კი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, თუმცა აზრზეც არ იყო, რომ ორსულად ბრძანდებოდა.
სოფი ელრიჯმა გადაწყვიტა, რომ ზურგის ტკივილები ციკლის ტკივილებისგან იყო გამოწვეული. როცა ტკივილები გაუძლიერდა, ექიმთან მივიდა. იქიდან შინ გაუშვეს, ტკივილგამაყუჩებლების რეცეპტით, თუმცა რამდენიმე საათში ისე ცუდად გახდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკისკენ მიმავალ გზაზე წყლები დაღვარა და ექიმებმა ამცნეს, რომ შვილს აჩენდა.
გოგონა შოკში ჩავარდა. მას არც წონაში მოუმატია, ციკლიც ჩვეულებრივ ჰქონდა, ოღონდ უფრო მტკივნეულად.
"როცა სახლში ბავშვით დავბრუნდი, ჩემი ახლობლები გაოგნდნენ, - ამბობს სოფი, - არავის არაფერი არ ეეჭვებოდა. ამბობენ, რომ ნორმალურ ქალს ორსულობა არ გამოეპარება. მაგრამ მე არც მუცელი მქონდა და არც სხვა სიმპტომები. მადაც კი არ შემცვლია. ზურგის ტკივილების გარდა არაფერი მქონია უჩვეულო".
არადიაგნოსტირებული ორსულობა არც ისე იშვიათია. ექიმების თქმით, ყოველ მე-600 ქალს ემართება ასეთი რამ, რომ მშობიარობის წინ გებულობს ორსულობას. ჩვენ კიდევ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ.
იხილეთ სრულად