მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე" - ხაშურში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
"ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე" - ხაშურში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში, ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის 12 შემ­თხვე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტურ­და, ინ­ფექ­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, სამი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის, ძი­რი­თა­დად, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ, ვი­საც მსხვილ­ფე­ხა რქო­სან პი­რუ­ტყვთან აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა აქვთ.

შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას, ხა­შუ­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრში, ეპი­დე­მი­ურ აფეთ­ქე­ბად აფა­სე­ბენ.

"იმ­დე­ნად რთუ­ლია ხა­შურ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეპი­დე­მი­ურ აფეთ­ქე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ბოლო პე­რი­ოდ­ში, 12 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, როცა, აქე­დან, ამ­ხე­ლა პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ხა­შურ­ზე მო­დის, ბუ­ნებ­რი­ვია შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, სამი შემ­თხვე­ვა ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს ვერ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, ზო­მე­ბის მი­ღე­ბა უნდა მოხ­დეს კომ­პლექ­სუ­რად, სხვა უწყე­ბებ­თან ერ­თად. ადრე, მსგავ­სი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იწამ­ლე­ბო­და კე­რე­ბი, პი­რუ­ტყვის სად­გო­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბო­და, ახლა კი, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აღარ ტარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­შუ­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ჩი­ქო­ვან­მა.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში, ყი­რიმ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა და ადა­მი­ა­ნებ­ზე ტკი­პის ნაკ­ბე­ნით ვრცელ­დე­ბა. ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში ჩა­სულ­მა ენ­ტო­მო­ლო­გებ­მა და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ტკი­პე­ბი რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ხა­შურ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მძი­მე სტა­ტის­ტი­კის ფონ­ზე, რო­გორც ექი­მი ქე­თე­ვან ჩი­ქო­ვა­ნი აცხა­დებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პა­ცი­ენ­ტთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ მკვეთ­რად იმა­ტა.

ტკი­პის კბე­ნის შე­დე­გად და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბოლო გარ­დაც­ვლი­ლი, სო­ფელ ტე­ზე­რის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მაყ­ვა­ლა შა­ი­ნი­ძე, 12 აგ­ვის­ტოს დაკ­რძა­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის გარ­და, იგი­ვე დი­აგ­ნო­ზით, ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში, ორი ქალ­ბა­ტო­ნი 1 და 10 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, გა­ცი­ე­ბის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, - ეს ის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბია, რაც ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბას ახ­ლავს. სოფ­ლე­ბი­დან ვაყა, ნარ­ვა­ნი, ტე­ზე­რი, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი თე­რა­პი­ის კურ­სი, ინ­ფექ­ცი­ურ სნე­უ­ლე­ბა­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში, ამ დრომ­დე არა­ერთ პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტი 4 წლის ლიზი ლომ­სა­ძეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე" - ხაშურში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

"ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე" - ხაშურში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

ხაშურის რაიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კი, სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები ჭარბობენ, ვისაც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან აქტიური შეხება აქვთ.

შექმნილ მდგომარეობას, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ.

"იმდენად რთულია ხაშურში მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ბოლო პერიოდში, 12 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად, ჩემი ინფორმაციით, სულ საქართველოში 15 ფაქტია დაფიქსირებული, როცა, აქედან, ამხელა პროცენტული მაჩვენებელი ხაშურზე მოდის, ბუნებრივია შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი, ზომების მიღება უნდა მოხდეს კომპლექსურად, სხვა უწყებებთან ერთად. ადრე, მსგავსი ინფექციების შემთხვევაში, იწამლებოდა კერები, პირუტყვის სადგომების დამუშავება ხდებოდა, ახლა კი, ეს ღონისძიებები აღარ ტარდება", - განაცხადა ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა.

გასული საუკუნის 40-იან წლებში, ყირიმში აღმოჩენილი ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ინფექციაა და ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხაშურის რაიონში ჩასულმა ენტომოლოგებმა დაავადების მატარებელი ტკიპები რამდენიმე სოფელში აღმოაჩინეს.

ხაშურში დაფიქსირებული მძიმე სტატისტიკის ფონზე, როგორც ექიმი ქეთევან ჩიქოვანი აცხადებს, საავადმყოფოში პაციენტთა მიმართვიანობამ მკვეთრად იმატა.

ტკიპის კბენის შედეგად დაინფიცირებული ბოლო გარდაცვლილი, სოფელ ტეზერის მაცხოვრებელი, მაყვალა შაინიძე, 12 აგვისტოს დაკრძალეს. აღნიშნული ქალბატონის გარდა, იგივე დიაგნოზით, ხაშურის რაიონში, ორი ქალბატონი 1 და 10 მაისს გარდაიცვალა.

მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, სისხლჩაქცევები, - ეს ის კლინიკური ნიშნებია, რაც ყირიმ-კონგოს ცხელებას ახლავს. სოფლებიდან ვაყა, ნარვანი, ტეზერი, ანტივირუსული თერაპიის კურსი, ინფექციურ სნეულებათა ეროვნულ ცენტრში, ამ დრომდე არაერთ პაციენტს უტარდება. ინფიცირებულთა შორის, ყველაზე პატარა პაციენტი 4 წლის ლიზი ლომსაძეა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია