მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარკესი ყველა ფერზე მიდის" - წიგნის შეძენის ახალი მოდა
"მარკესი ყველა ფერზე მიდის" - წიგნის შეძენის ახალი მოდა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ #51 ავ­ტო­ბუსს მივ­ყვე­ბო­დი. ფი­ლარ­მო­ნი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ახ­მე­ტე­ლის მეტ­რომ­დე. ფეხ­ზე მო­მი­წია დგო­მა. ერთი ცუდი ჩვე­ვა მაქვს, რო­დე­საც ვინ­მე კი­თხუ­ლობს, მეც გა­მირ­ბის ხოლ­მე თვა­ლი, რო­გორც წესი, თა­ნა­ბარ ტემპში ვკი­თხუ­ლობთ და არ­ცერ­თს გვექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა ხოლ­მე, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მი­მარ­თლა. არა იმი­ტომ, რომ ჩქა­რა ვკი­თხუ­ლობ­დით ან მე ან ის, არა­მედ იმი­ტომ რომ წიგ­ნი მხო­ლოდ გა­დაშ­ლი­ლი ჰქონ­და და არ ფურ­ცლავ­და, თან ისე ეჭი­რა, რომ კარ­გად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ავ­ტო­რი ( ორ­ჰან ფა­მუ­ქი - მე წი­თე­ლი მქვია), ხშირ-ხში­რად წევ­და თავს, მი­ყუ­რე­ბენ თუ არაო, მერე და­ქალს და­უ­რე­კა - აუ, გავ­გიჟ­დი, რა მა­გა­რი წიგ­ნი­აო. ანუ არ კი­თხუ­ლობ­და და მხო­ლოდ სხვის და­სა­ნა­ხად ედო წიგ­ნი მუხ­ლებ­ზე.

ბოლო წლე­ბია, წიგ­ნის კი­თხვა მო­დურ ტენ­დენ­ცი­ად იქცა. ვი­თომ ამა­ზე კარ­გი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?! არც არა­ფე­რი, თუმ­ცა არის ერთი მო­მენ­ტი - კი­თხვა უფრო მო­დუ­რია, თუ ამა თუ იმ წიგ­ნის ყიდ­ვა და თქმა, რომ იყი­დე?! მე მგო­ნი მე­ო­რე, იყი­დი, მერე ფე­ის­ბუქ­ზე და­წერ რე­ა­დინგ - ამა და ამ წიგნს და ამ დროს სა­ერ­თოდ არ კი­თხუ­ლობ. მერე ამ წიგ­ნის მოკ­ლე ვერ­სი­ას ნა­ხავ, მთა­ვარ გმი­რებს გა­ი­გებ და სა­მე­გობ­რო­ში იტყვი, რომ მთვა­რი გმი­რის ბოლო ფრა­ზამ (რო­მე­ლიც და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი გაქვს) ისე გატ­კი­ნა გული, რომ წიგ­ნის­კენ გა­ხედ­ვაც აღარ გინ­და (ჰო, მა­ნამ­დე ამ ფრა­ზას ას­ტა­ტუ­სებ) და მერე მარ­თლა აღარც იხე­დე­ბი წიგ­ნის­კენ.

ცოტა ხნის წინ წიგ­ნის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში წა­ვა­წყდი ასეთ შემ­თხვე­ვას, ქალ­ბა­ტო­ნი წიგ­ნებს ყდის ფე­რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­და, შპა­ლი­ერს თუ მო­უხ­დე­ბაო, კონ­სულ­ტან­ტიც უმ­ტკი­ცებ­და, რომ მარ­კე­სი ყვე­ლა ფერ­ზე მი­დის. ჰო, მარ­კეს­ზე გა­მახ­სენ­და, ცხო­ნე­ბუ­ლი არც ისე დიდი ხა­ნია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა და უცებ ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი აღ­მოჩ­ნდა. და­ნა­შა­უ­ლი არაა, მაგ­რამ ამ ნა­ხევ­რის ნა­ხე­ვარს გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი უბ­რა­ლოდ წა­კი­თხუ­ლი არ ჰქო­ნია და არც მერე გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი წა­კი­თხვის, თუმ­ცა და­გუ­გ­ლა, ნახა და და­ას­ტა­ტუ­სა: "აუ­რე­ლი­ა­ნო ბუ­ენ­დია ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პერ­სო­ნა­ჟი­ა­ა­ა­ა­აა". აქ დამ­თავ­რდა მისი და მარ­კე­სის ურ­თი­ერ­თო­ბა.

გა­ნაგ­რძეთ სუ­რა­მე­ლის ბლო­გის კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მარკესი ყველა ფერზე მიდის" - წიგნის შეძენის ახალი მოდა

"მარკესი ყველა ფერზე მიდის" - წიგნის შეძენის ახალი მოდა

რამდენიმე დღის წინ #51 ავტობუსს მივყვებოდი. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ახმეტელის მეტრომდე. ფეხზე მომიწია დგომა. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, როდესაც ვინმე კითხულობს, მეც გამირბის ხოლმე თვალი, როგორც წესი, თანაბარ ტემპში ვკითხულობთ და არცერთს გვექმნება პრობლემა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამიმართლა. არა იმიტომ, რომ ჩქარა ვკითხულობდით ან მე ან ის, არამედ იმიტომ რომ წიგნი მხოლოდ გადაშლილი ჰქონდა და არ ფურცლავდა, თან ისე ეჭირა, რომ კარგად გამოჩენილიყო ავტორი ( ორჰან ფამუქი - მე წითელი მქვია), ხშირ-ხშირად წევდა თავს, მიყურებენ თუ არაო, მერე დაქალს დაურეკა - აუ, გავგიჟდი, რა მაგარი წიგნიაო. ანუ არ კითხულობდა და მხოლოდ სხვის დასანახად ედო წიგნი მუხლებზე.

ბოლო წლებია, წიგნის კითხვა მოდურ ტენდენციად იქცა. ვითომ ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს?! არც არაფერი, თუმცა არის ერთი მომენტი - კითხვა უფრო მოდურია, თუ ამა თუ იმ წიგნის ყიდვა და თქმა, რომ იყიდე?! მე მგონი მეორე, იყიდი, მერე ფეისბუქზე დაწერ რეადინგ - ამა და ამ წიგნს და ამ დროს საერთოდ არ კითხულობ. მერე ამ წიგნის მოკლე ვერსიას ნახავ, მთავარ გმირებს გაიგებ და სამეგობროში იტყვი, რომ მთვარი გმირის ბოლო ფრაზამ (რომელიც დამახსოვრებული გაქვს) ისე გატკინა გული, რომ წიგნისკენ გახედვაც აღარ გინდა (ჰო, მანამდე ამ ფრაზას ასტატუსებ) და მერე მართლა აღარც იხედები წიგნისკენ.

ცოტა ხნის წინ წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში წავაწყდი ასეთ შემთხვევას, ქალბატონი წიგნებს ყდის ფერის მიხედვით არჩევდა, შპალიერს თუ მოუხდებაო, კონსულტანტიც უმტკიცებდა, რომ მარკესი ყველა ფერზე მიდის. ჰო, მარკესზე გამახსენდა, ცხონებული არც ისე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა და უცებ ნახევარი საქართველოს საყვარელი მწერალი აღმოჩნდა. დანაშაული არაა, მაგრამ ამ ნახევრის ნახევარს გაბრიელ გარსია მარკესი უბრალოდ წაკითხული არ ჰქონია და არც მერე გასჩენია სურვილი წაკითხვის, თუმცა დაგუგლა, ნახა და დაასტატუსა: "აურელიანო ბუენდია ყველაზე მაგარი პერსონაჟიაააააა". აქ დამთავრდა მისი და მარკესის ურთიერთობა.

განაგრძეთ სურამელის ბლოგის კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს