სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს... ახლა მომიხადონ ბოდიში" - გურამ დონაძე
"ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს... ახლა მომიხადონ ბოდიში" - გურამ დონაძე

გუ­შინ სან­დრო გვირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა. მან ფა­ტ­ქობ­რი­ვად და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­საც გვირ­გვლი­ა­ნის ოჯა­ხი ამ­ბობ­და. მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ექს-ხელ­მძღვა­ნელს, გუ­რამ დო­ნა­ძეს ვთხო­ვეთ:

- მე აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მი­ცე­მუ­ლი მაქვს ჩვე­ნე­ბა და კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რებ, რომ "შარ­დენ ბარ­ში" გუ­რამ დო­ნა­ძის გამო არა­ვი­თა­რი ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რა, ხოლო გა­რეთ რა მოხ­და და ვინ ვის რა ანიშ­ნა, ეს ჩემ­თვის უც­ნო­ბია. რაც ვი­ცო­დი, მე გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი

- მელ­ნი­კოვ­მა თქვა, რომ დათა ახა­ლა­ი­ამ თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­რე­კა გია ალა­ნი­ას...

- ეს გა­მო­ძი­ე­ბა­შიც დევს, რომ ჩემი ტე­ლე­ფო­ნი სუფ­რა­ზე იდო. მგო­ნი ნორ­მა­ლუ­რია, რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან სი­გა­რე­ტი და ტე­ლე­ფო­ნი ჯი­ბე­ში არა­ვის არ უდევს. რო­გორც წესი, მა­გი­და­ზე დე­ბენ ხოლ­მე. ტე­ლე­ფო­ნი იდო მა­გი­და­ზე და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო ესარ­გებ­ლა, მი­თუ­მე­ტეს, თუ დამ­ჯდა­რი ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი.

- მელ­ნი­კო­ვის ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი, მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი თვლის, რომ მელ­ნი­კოვ­მა ეს ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის შე­დე­გად მის­ცა, ეთან­ხმე­ბით მის ამ გან­ცხა­დე­ბას?

- თქვენ ცდი­ლობთ, რომ მე მო­ვახ­დი­ნო მე­ლინ­კო­ვის ჩვე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა. ჩვე­ნე­ბას კი აფა­სებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. მე ზუს­ტად ვიცი, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია, არა­ნა­ირ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, თო­რემ ამ­დე­ნი ხანი ქუ­ჩა­ში არ ვივ­ლი­დი. ცხრაწ­ლი­ა­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბის მერე ხომ და­დას­ტურ­და, რომ გუ­რამ დო­ნა­ძეს არა­ვინ მო­უკ­ლავს?! ამ ტყუ­ი­ლი ლან­ძღვის გამო ვინ­მე მიხ­დის ბო­დიშს?! მთე­ლი ცხრა წელი ხომ მე­ძახ­დნენ მკვლელს, გამ­ტა­ცე­ბელს და ა.შ. ახლა მო­მი­ხა­დოს ბო­დი­ში იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს მე­ძახ­და. მათ შო­რის, ბო­დი­ში უნდა მო­მი­ხა­დონ სო­ზარ სუ­ბარ­მა, ნო­დარ ხა­დურ­მა და სხვ. მე მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს სტრას­ბურ­გის­თვის, უბ­რა­ლოდ, ვე­ლო­დე­ბი რო­დის დას­რულ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, ვე­ლო­დე­ბი, რომ ჩემი და­ნა­შა­უ­ლი არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მექ­ნე­ბა სა­ბუ­თი ხელ­ში და მერე მე გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი ღირ­სე­ბის აღ­დგე­ნის სა­მარ­თლებ­რივ გზას. მე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მაქვს შეგ­რო­ვი­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ბე­სე­ლია მე­ძახ­და მკვლელს და მლან­ძღავ­და, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ და­დას­ტურ­და და თუნ­დაც ერთი სი­ტყვით ვინ­მემ ხომ უნდა მო­მი­ხა­დოს ბო­დი­ში, ვი­ნა­ი­დან წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩემს ოჯახს აყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, დას­ცი­ნოდ­ნენ და სხვ. მე რომ დამ­ნა­შა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ქუ­ჩა­ში არა­ვინ მა­ტა­რებ­და, გინ­და გვირ­გვლი­ა­ნის ოჯა­ხი აი­ღეთ და გნე­ბავთ, რო­ბა­ქი­ძის ოჯა­ხი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის ოჯახ­მა არა­ერ­თხელ ან­თხია ბოღ­მა და ღვარ­ძლი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, ბევრ უზუს­ტო­ბა­ში დამ­დო ბრა­ლი, მაგ­რამ მე ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ვით­მი­ნე, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის­გან. ეს არის უბ­რა­ლოდ გა­უ­გებ­რო­ბას შე­წი­რუ­ლი შვი­ლის ოჯა­ხი და მხო­ლოდ ამი­ტომ ვა­პა­ტიე მათ ის, რა­საც ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ. მე აქ ვარ და სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ გავ­ქცე­ულ­ვარ და არ დავ­მა­ლულ­ვარ, მე ვიბ­რძვი იმის­თვის, რომ და­ვამ­ტკი­ცო ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა.

წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს... ახლა მომიხადონ ბოდიში" - გურამ დონაძე

"ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს... ახლა მომიხადონ ბოდიში" - გურამ დონაძე

გუშინ სანდრო გვირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა. მან ფატქობრივად დაადასტურა ის, რასაც გვირგვლიანის ოჯახი ამბობდა. მელნიკოვის ჩვენების შეფასება შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექს-ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს ვთხოვეთ:

- მე აღნიშნულ საქმეზე მიცემული მაქვს ჩვენება და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ "შარდენ ბარში" გურამ დონაძის გამო არავითარი ინციდენტი არ მომხდარა, ხოლო გარეთ რა მოხდა და ვინ ვის რა ანიშნა, ეს ჩემთვის უცნობია. რაც ვიცოდი, მე გამოძიებას ყველაფერი ვუთხარი

- მელნიკოვმა თქვა, რომ დათა ახალაიამ თქვენი ტელეფონით დაურეკა გია ალანიას...

- ეს გამოძიებაშიც დევს, რომ ჩემი ტელეფონი სუფრაზე იდო. მგონი ნორმალურია, როდესაც მეგობრები იკრიბებიან სიგარეტი და ტელეფონი ჯიბეში არავის არ უდევს. როგორც წესი, მაგიდაზე დებენ ხოლმე. ტელეფონი იდო მაგიდაზე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ესარგებლა, მითუმეტეს, თუ დამჯდარი ჰქონდა ტელეფონი.

- მელნიკოვის ყოფილი ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი თვლის, რომ მელნიკოვმა ეს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, ეთანხმებით მის ამ განცხადებას?

- თქვენ ცდილობთ, რომ მე მოვახდინო მელინკოვის ჩვენების შეფასება. ჩვენებას კი აფასებს საგამოძიებო ორგანო და მართლმსაჯულება. მე ზუსტად ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე არაფერი ჩამიდენია, არანაირ დანაშაულში მონაწილეობა არ მიმიღია, თორემ ამდენი ხანი ქუჩაში არ ვივლიდი. ცხრაწლიანი ლანძღვა-გინების მერე ხომ დადასტურდა, რომ გურამ დონაძეს არავინ მოუკლავს?! ამ ტყუილი ლანძღვის გამო ვინმე მიხდის ბოდიშს?! მთელი ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს და ა.შ. ახლა მომიხადოს ბოდიში იმ საზოგადოებამ, ვინც ამ ყველაფერს მეძახდა. მათ შორის, ბოდიში უნდა მომიხადონ სოზარ სუბარმა, ნოდარ ხადურმა და სხვ. მე მათი ინტერვიუების ჩანაწერები გამზადებული მაქვს სტრასბურგისთვის, უბრალოდ, ველოდები როდის დასრულდება სასამართლო პროცესები, ველოდები, რომ ჩემი დანაშაული არ გამოიკვეთება, მექნება საბუთი ხელში და მერე მე გავაგრძელებ ჩემი ღირსების აღდგენის სამართლებრივ გზას. მე წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები მაქვს შეგროვილი. ქალბატონი ეკა ბესელია მეძახდა მკვლელს და მლანძღავდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ დადასტურდა და თუნდაც ერთი სიტყვით ვინმემ ხომ უნდა მომიხადოს ბოდიში, ვინაიდან წლების მანძილზე ჩემს ოჯახს აყენებდნენ შეურაცხყოფას, დასცინოდნენ და სხვ. მე რომ დამნაშავე ვყოფილიყავი, ქუჩაში არავინ მატარებდა, გინდა გვირგვლიანის ოჯახი აიღეთ და გნებავთ, რობაქიძის ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ბუტა რობაქიძის ოჯახმა არაერთხელ ანთხია ბოღმა და ღვარძლი ჩემს წინააღმდეგ, ბევრ უზუსტობაში დამდო ბრალი, მაგრამ მე ეს ყველაფერი მოვითმინე, როგორც დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახისგან. ეს არის უბრალოდ გაუგებრობას შეწირული შვილის ოჯახი და მხოლოდ ამიტომ ვაპატიე მათ ის, რასაც ჩემზე ამბობდნენ. მე აქ ვარ და სხვებისგან განსხვავებით, არ გავქცეულვარ და არ დავმალულვარ, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა.

წაიკითხეთ მეტი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ