პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება
კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება

კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩა­ურ­თვე­ლო­ბის გამო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ზო­მებს ამ­კაც­რებს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით ასა­ნი­ძე გა­ნა­ცხა­და, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბას­თან არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნი­ამ თბი­ლი­სის მე­რი­ის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ მძღო­ლე­ბის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა და­ი­წყო.

"თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად ყო­ველ­წლი­უ­რად სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით არე­მონ­ტებს კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მას ყვე­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში. თუმ­ცა მძღო­ლე­ბი უარს ამ­ბო­ბენ კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის ჩარ­თვა­ზე, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ფი­ნან­სებ­თან, კერ­ძოდ, მძღოლს უწევს და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა საწ­ვავ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნია მძღო­ლებს მგზავ­რთნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბის გამო უწე­სებს სა­ზა­ფხუ­ლო მო­საკ­რე­ბელს, ანუ უმ­ცი­რებს გა­და­სა­ხადს, მძღო­ლე­ბი კონ­დი­ცი­რე­ბას მა­ინც არ რთა­ვენ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ასა­ნი­ძემ.

მისი თქმით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლებ­ზე მკაცრ­დე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და ქა­ლაქ­ში იმოძ­რა­ვე­ბენ მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აღ­მო­ა­ჩე­ნენ დარ­ღვე­ვას, მძღო­ლის მი­მართ გამ­კაც­რე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ად­გილ­ზე­ვე გა­ტარ­დე­ბა.

და­ვით ასა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ვე­ლი სან­ქცია გაფრ­თხი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, შემ­დგომ დარ­ღვე­ვა­ზე კი, მძღო­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ იმუ­შა­ვებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ხაზ­ზე, მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში კი მძღოლს გა­უ­უქ­მდე­ბა კონ­ტრაქ­ტი კომ­პა­ნი­ას­თან.

კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება

კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, ადმინისტრაციულ ზომებს ამკაცრებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძე განაცხადა, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანიამ თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება დაიწყო.

"თბილისის მიკროავტობუსი" სეზონის დადგომასთან ერთად ყოველწლიურად საკუთარი სახსრებით არემონტებს კონდიცირების სისტემას ყველა მიკროავტობუსში. თუმცა მძღოლები უარს ამბობენ კონდიცირების სისტემის ჩართვაზე, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსებთან, კერძოდ, მძღოლს უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა საწვავზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მძღოლებს მგზავრთნაკადის შემცირების გამო უწესებს საზაფხულო მოსაკრებელს, ანუ უმცირებს გადასახადს, მძღოლები კონდიცირებას მაინც არ რთავენ", - განაცხადა დავით ასანიძემ.

მისი თქმით, მიკროავტობუსის მძღოლებზე მკაცრდება ზედამხედველობა და ქალაქში იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მუშაობას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ დარღვევას, მძღოლის მიმართ გამკაცრებული სანქციები ადგილზევე გატარდება.

დავით ასანიძის განცხადებით, პირველი სანქცია გაფრთხილება იქნება, შემდგომ დარღვევაზე კი, მძღოლი ორი კვირის განმავლობაში აღარ იმუშავებს მიკროავტობუსის ხაზზე, მესამე შემთხვევაში კი მძღოლს გაუუქმდება კონტრაქტი კომპანიასთან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია