Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სწორად გარუჯვის წესები, ანუ როგორ დავიცვათ კანი დამწვრობისგან
სწორად გარუჯვის წესები, ანუ როგორ დავიცვათ კანი დამწვრობისგან

ნა­რუ­ჯი ორ­გა­ნიზ­მის ერთ-ერთი დამ­ცვე­ლო­ბი­თი რე­აქ­ცი­აა. კა­ნის რქო­ვა­ნა გარ­სის გა­ს­ქე­ლე­ბა და მე­ლა­ნი­ნის უნა­რი, შთან­თქოს სით­ბუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა, იცავს ორ­გა­ნიზმს გრძელ­ტალ­ღი­ა­ნი ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის­გან, რო­მელ­თაც ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნის ქვე­და ფე­ნებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და მძი­მე დამ­წვრო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლია. გარ­და ამი­სა, ინფრა­წი­თე­ლი სხი­ვე­ბი მზის დაკ­ვრის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. მზის სხი­ვე­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვის და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა წარ­მო­ად­გენს.

მზის და­დე­ბი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საკ­მა­ოდ დი­დია საფრ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნი­სას შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­ტყდეს თავს.

ჩვე­ნი კა­ნის­თვის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი სა­ხი­ფა­თოა. მხო­ლოდ მუქი და შავი ფე­რის კა­ნის ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ე­ყო­ფათ ორ­გა­ნიზ­მში მზის სხი­ვე­ბის მავ­ნე გავ­ლე­ნის­გან და­სა­ცა­ვად საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მე­ლა­ნი­ნი.

ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კანს მი­ად­გეს, მზე­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია. მცი­რე დო­ზით (10 წუ­თამ­დე) მზე კანს მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქად აღი­ზი­ა­ნებს და ზე­რე­ლე სი­წით­ლეს იწ­ვევს. დიდი დო­ზით მზის სხი­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას კი კან­ზე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა და იგი შუპ­დე­ბა. თუ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­რუ­ჯვას გა­ვაგ­რძე­ლებთ, კანი შე­იძ­ლე­ბა და­იწ­ვას და ამ დროს იგი ბუშ­ტუ­კე­ბით და­ი­ფა­რე­ბა. მზე­ზე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ყოფ­ნა კანს იმ­დე­ნად აზი­ა­ნებს, რომ იგი კარ­გავს თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბის უნარს. მძი­მე დამ­წვრო­ბის შემ­თხვე­ვა­ში წყდე­ბა თერ­მო­რე­გუ­ლა­ცია, რაც თა­ვის მხრივ მზის დარ­ტყმას იწ­ვევს.

გარ­და ამი­სა, მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნი­სას შე­იძ­ლე­ბა კან­მა ელას­ტი­კუ­რო­ბა და სიგ­ლუ­ვე და­კარ­გოს და ნა­ო­ჭე­ბით და­ი­ფა­როს. სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა ან შე­ნე­ლე­ბა.

მზით დამ­წვრო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა

1. პირ­ველ რიგ­ში უნდა შეხ­ვი­დეთ შე­ნო­ბა­ში. დამ­წვრო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მზე­ზე ყოფ­ნა სი­ტუ­ა­ცი­ას მხო­ლოდ და­ამ­ძი­მებს;

2. შე­ა­მოწ­მეთ, კან­ზე ბუშ­ტუ­კე­ბი ხომ არ გა­გიჩ­ნდათ. მათი გა­ჩე­ნა კა­ნის ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, რა­საც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. თუ ბუშ­ტუ­კე­ბით კა­ნის დიდი ფარ­თო­ბია და­ფა­რუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ხე­ლე­ბი ან მუ­ცე­ლი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოთ ექიმს.

3. ტკი­ვი­ლის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად მი­ი­ღეთ ცივი შხა­პი ან აბა­ზა­ნა;

4. და­ი­მუ­შა­ვეთ კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბა­ნი ალო­ეს, უმი კარ­ტო­ფი­ლის წვე­ნით ან სხვა გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. არც ერთ ვა­რი­ან­ტში არ და­ი­მუ­შა­ოთ დამ­წვა­რი არე კა­რა­ქით ან ზე­თით! სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა ძვე­ლი და გა­მოც­დი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - ცივი მაწ­ვნის წას­მა.

5. დამ­წვრო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად და­ლი­ეთ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად, იბუპრო­ფე­ნი ან აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი). თუ ტკი­ვი­ლი არ გა­გი­ყუჩ­დათ, მა­შინ მი­მარ­თეთ ექიმს.

კი­დევ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა

1. დამ­წვრო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­შუ­პე­ბით. ამი­ტომ სა­ხის და ყელ-კის­რის ვრცე­ლი დამ­წვრო­ბა ზოგ­ჯერ სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას იწ­ვევს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ ექიმს.

2. კი­დუ­რებ­ზე მი­ღე­ბულ­მა ვრცელ­მა დამ­წვრო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რი შე­შუ­პე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც სის­ხლის ნორ­მა­ლურ მი­მოქ­ცე­ვას და­არ­ღვევს. კი­დუ­რე­ბის და­ბუ­ჟე­ბის, გა­ლურ­ჯე­ბის, მგრძნო­ბე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის ან ჩხვლე­ტის შეგ­რძნე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ვი­ზი­ტი.

3. კა­ნის მო­შუ­შე­ბის პე­რი­ოდ­ში ატა­რეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის­გან (მა­გა­ლი­თად, აბ­რე­შუ­მის ან ბამ­ბის) დამ­ზა­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი. უხე­ში ან სინ­თე­ტი­კუ­რი ქსო­ვი­ლი მხო­ლოდ გა­აძ­ლი­ე­რებს კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას.

4. მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნამ შე­იძ­ლე­ბა სით­ბუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (მა­გა­ლი­თად, სით­ბოს დაკ­ვრა) გა­მო­იწ­ვი­ოს.

მზის აბა­ზა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­უხ­დეს მათ, ვი­საც აქვს ფე­რიმ­ჭა­მე­ლე­ბი. ჭუ­ჭყით და­ცო­ბი­ლი ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბის ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლე­ბას კა­ნის აქერ­ცვლის გა­მოწ­ვე­ვა წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ეს მე­თო­დი უდევს სა­ფუძ­ვლად ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვი მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა იმა­ვე ეფექტს იწ­ვევს. აქერ­ცვლი­სას მკვდარ უჯრე­დებ­თან ერ­თად კა­ნის ზე­და­პირს სცილ­დე­ბა ქერცლი, რომ­ლი­თაც და­ცო­ბი­ლია ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბი და შე­დე­გად, მისი ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა ხდე­ბა.

მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნა ეკ­რძა­ლე­ბათ ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს, 2 წლამ­დე ბავ­შვებს, ორ­სუ­ლებს, ასე­ვე ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც აქვთ ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი), გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ნევ­რას­თე­ნია, წი­თე­ლი მგლუ­რა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მზე­ზე ყოფ­ნის დრო და ხან­გრძლი­ვო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მკურ­ნალ ექიმ­თან უნდა იქ­ნას შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

მზის სხი­ვე­ბი­სად­მი მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა შეძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეთ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ღვიძ­ლის ფუნ­ქცია აქვთ დარ­ღვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის, ან თუნ­დაც ალ­კოჰო­ლის ბო­რო­ტად მოხ­მა­რე­ბის გამო.

მზის სხი­ვე­ბი­სად­მი მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქუ­ჩა­ში ჩრდი­ლი­ან მხა­რეს უნდა ია­როთ, მსუ­ბუ­ქი, ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი ატა­როთ, კა­ნის და­უ­ფა­რავ (ღია) ნა­წი­ლებ­ზე მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი წა­ის­ვათ, ასე­ვე, ნა­თე­ლი ფე­რის ქოლ­გა და მზის სათ­ვა­ლე უნდა იქო­ნი­ოთ.

სამ­წუ­ხა­როდ, მზის მავ­ნე გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი მა­ინც აგ­რძე­ლებს აქ­ტი­უ­რად გა­რუ­ჯვას, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ნა­რუ­ჯი მას ბევ­რად მიმ­ზიდ­ველს გახ­დის.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­რუ­ჯვის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის

მზის აბა­ზა­ნე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია სა­სარ­გებ­ლო, თუ მას თან­და­თა­ნო­ბით იღებთ. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ი­რუ­ჯეთ მხო­ლოდ 2-5 წუთი (კა­ნის ტი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით). ეს სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი ყო­ველ­დღი­უ­რად 2-5 წუ­თით გა­ა­ხან­გრძლი­ვეთ და ასე ადით 2 სა­ა­თამ­დე. ამას­თან, არ და­გა­ვი­წყდეთ ყო­ველ 30-40 წუთ­ში ერთხელ წყალ­ში შეს­ვლა.

პირ­ველ დღეს მზის აბა­ზა­ნა მხო­ლოდ ფე­ხებ­ზე მი­ი­ღეთ. მე­ო­რე დღი­დან კი შე­გიძ­ლი­ათ, მთე­ლი სხე­უ­ლის გა­რუ­ჯვას შე­უდ­გეთ. მოძ­რა­ო­ბის დროს კანი მზის სხი­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბა­ზე უკეთ ადაპ­ტი­რებს. სა­სარ­გებ­ლო­ცაა და სა­სი­ა­მოვ­ნოც, მზის ქვეშ ბად­მინ­ტო­ნის, ფრენ­ბურ­თის თუ ხელ­ბურ­თის თა­მა­ში, ცურ­ვა, ტან­ვარ­ჯი­ში და ა.შ. ეს და­ეხ­მა­რე­ბა თქვენს კანს, შე­ე­გუ­ოს მზის მწველ სხი­ვებს.

არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი გა­რუ­ჯვის წინ სხე­უ­ლის გა­სუფ­თა­ვე­ბა საპ­ნით, ლო­სი­ო­ნით ან ოდე­კო­ლო­ნით. სა­პო­ნი არ­ღვევს კა­ნის დამ­ცველ შრეს და აშ­რობს მას. გახ­სოვ­დეთ, რომ ლო­სი­ო­ნი და ოდე­კო­ლო­ნი კანს მგრძნო­ბი­ა­რეს ხდის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი­სად­მი და შე­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა მო­ყა­ვის­ფრო ლა­ქე­ბი გა­გიჩ­ნდეთ.

რჩე­ვე­ბი გა­რუ­ჯვის მსურ­ვე­ლებს:

1. არ მი­ი­ღოთ მზის აბა­ზა­ნა უზ­მოდ ან საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე. უკე­თე­სია, ეს გა­ა­კე­თოთ ჭა­მი­დან ერთი სა­ა­თის შემ­დეგ.

2. გა­რუ­ჯვის­თვის სა­უ­კე­თე­სო დრო 9-დან 11 სა­ა­თამ­დეა. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მზის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბა სა­დი­ლო­ბის დროს (12-დან 16 სა­ა­თის ჩათ­ვლით), რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში მზის სხი­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიძ­ლი­ე­რით მოქ­მე­დებს კან­ზე.

3. მზის სხი­ვე­ბის ქვეშ ყოფ­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ფა­რეთ თავი და თვა­ლე­ბი.

4. გა­რუ­ჯვი­სას არ მო­იკ­ლათ წყურ­ვი­ლი ცივი წყლით ან ალ­კოჰო­ლით.

5. მზის აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­სარ­გებ­ლოა ოდ­ნავ მლა­შე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა და ცივი ჩაის და­ლე­ვა.

6. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ფეხ­შიშ­ველ­მა ია­რეთ.

7. თუ თქვენ ირუ­ჯე­ბით მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თავი ოდ­ნავ წა­მოს­წი­ეთ.

8. მზის აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის დროს არ შე­იძ­ლე­ბა ძილი და არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კი­თხვა.

9. კა­ნის მზის სხი­ვე­ბის­გან დაც­ვი­სა და დარ­ბი­ლე­ბის მიზ­ნით, არ შე­იძ­ლე­ბა მი­ნე­რა­ლუ­რი ცხი­მის (ვა­ზე­ლი­ნის, გლი­ცე­რი­ნის) გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან ამ დროს კან­ზე ჩნდე­ბა წვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა, შემ­კრე­ბი ლინ­ზის როლს ას­რუ­ლებს. ამას კი შე­იძ­ლე­ბა დამ­წვრო­ბა მოჰ­ყვეს.

10. გა­რუ­ჯვის წინ ტუ­ჩებ­ზე წა­ის­ვით ჰი­გი­ე­ნუ­რი პო­მა­და.

11. ფრჩხი­ლებ­ზე ლა­ქის წას­მა არ არის სა­სურ­ვე­ლი.

12. ძა­ლი­ან არ გა­გი­ტა­ცოთ გა­რუ­ჯვის პრო­ცეს­მა: მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნა, გარ­და იმი­სა, რომ მავ­ნეა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, კა­ნის და­ბე­რე­ბა­საც აჩ­ქა­რებს (რა­ზეც ზე­მოთ უკვე ვი­სა­უბ­რეთ).

ნინო ჩარ­გე­იშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სწორად გარუჯვის წესები, ანუ როგორ დავიცვათ კანი დამწვრობისგან

სწორად გარუჯვის წესები, ანუ როგორ დავიცვათ კანი დამწვრობისგან

ნარუჯი ორგანიზმის ერთ-ერთი დამცველობითი რეაქციაა. კანის რქოვანა გარსის გასქელება და მელანინის უნარი, შთანთქოს სითბური გამოსხივება, იცავს ორგანიზმს გრძელტალღიანი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომელთაც ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში კანის ქვედა ფენებში განლაგებული უჯრედების განადგურება და მძიმე დამწვრობის განვითარება შეუძლია. გარდა ამისა, ინფრაწითელი სხივები მზის დაკვრის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მზის სხივებისგან ორგანიზმის დაცვის დამატებით საშუალებას ოფლის გამოყოფა წარმოადგენს.

მზის დადებითი ზემოქმედების მიუხედავად, საკმაოდ დიდია საფრთხეები, რომლებიც მზეზე დიდხანს ყოფნისას შეიძლება დაგვატყდეს თავს.

ჩვენი კანისთვის ულტრაიისფერი სხივები სახიფათოა. მხოლოდ მუქი და შავი ფერის კანის ადამიანებს გამოეყოფათ ორგანიზმში მზის სხივების მავნე გავლენისგან დასაცავად საკმარისი რაოდენობის მელანინი.

ზიანი, რომელიც შეიძლება კანს მიადგეს, მზეზე გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია. მცირე დოზით (10 წუთამდე) მზე კანს მხოლოდ მსუბუქად აღიზიანებს და ზერელე სიწითლეს იწვევს. დიდი დოზით მზის სხივების მიღებისას კი კანზე ანთებითი პროცესები ვითარდება და იგი შუპდება. თუ ასეთ შემთხვევაში გარუჯვას გავაგრძელებთ, კანი შეიძლება დაიწვას და ამ დროს იგი ბუშტუკებით დაიფარება. მზეზე ძალიან დიდხანს ყოფნა კანს იმდენად აზიანებს, რომ იგი კარგავს თავისი ფუნქციის შესრულების უნარს. მძიმე დამწვრობის შემთხვევაში წყდება თერმორეგულაცია, რაც თავის მხრივ მზის დარტყმას იწვევს.

გარდა ამისა, მზეზე დიდხანს ყოფნისას შეიძლება კანმა ელასტიკურობა და სიგლუვე დაკარგოს და ნაოჭებით დაიფაროს. სამწუხაროდ, შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება ან შენელება.

მზით დამწვრობის მკურნალობა

1. პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ შენობაში. დამწვრობის მიღების შემდეგ მზეზე ყოფნა სიტუაციას მხოლოდ დაამძიმებს;

2. შეამოწმეთ, კანზე ბუშტუკები ხომ არ გაგიჩნდათ. მათი გაჩენა კანის ძლიერ დაზიანებაზე მიუთითებს, რასაც შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. თუ ბუშტუკებით კანის დიდი ფართობია დაფარული, მაგალითად, ხელები ან მუცელი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

3. ტკივილის შესამსუბუქებლად მიიღეთ ცივი შხაპი ან აბაზანა;

4. დაიმუშავეთ კანის დაზიანებული უბანი ალოეს, უმი კარტოფილის წვენით ან სხვა გამაგრილებელი ნივთიერებებით. არც ერთ ვარიანტში არ დაიმუშაოთ დამწვარი არე კარაქით ან ზეთით! სხვათა შორის, ძალიან კარგ შედეგს იძლევა ძველი და გამოცდილი საშუალება - ცივი მაწვნის წასმა.

5. დამწვრობით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (მაგალითად, იბუპროფენი ან აცეტამინოფენი). თუ ტკივილი არ გაგიყუჩდათ, მაშინ მიმართეთ ექიმს.

კიდევ რამდენიმე რჩევა

1. დამწვრობა მიმდინარეობს შეშუპებით. ამიტომ სახის და ყელ-კისრის ვრცელი დამწვრობა ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

2. კიდურებზე მიღებულმა ვრცელმა დამწვრობამ შეიძლება ძლიერი შეშუპება გამოიწვიოს, რაც სისხლის ნორმალურ მიმოქცევას დაარღვევს. კიდურების დაბუჟების, გალურჯების, მგრძნობელობის დაქვეითების ან ჩხვლეტის შეგრძნებების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი ვიზიტი.

3. კანის მოშუშების პერიოდში ატარეთ ნატურალური ქსოვილისგან (მაგალითად, აბრეშუმის ან ბამბის) დამზადებული, თავისუფალი ტანსაცმელი. უხეში ან სინთეტიკური ქსოვილი მხოლოდ გააძლიერებს კანის გაღიზიანებას.

4. მზეზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება სითბური დაავადებები (მაგალითად, სითბოს დაკვრა) გამოიწვიოს.

მზის აბაზანები შეიძლება მოუხდეს მათ, ვისაც აქვს ფერიმჭამელები. ჭუჭყით დაცობილი ცხიმოვანი ჯირკვლების გასუფთავების ერთ-ერთ საშუალებას კანის აქერცვლის გამოწვევა წარმოადგენს. სწორედ ეს მეთოდი უდევს საფუძვლად ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობას. ბუნებრივი მზის სხივების ზემოქმედება იმავე ეფექტს იწვევს. აქერცვლისას მკვდარ უჯრედებთან ერთად კანის ზედაპირს სცილდება ქერცლი, რომლითაც დაცობილია ცხიმოვანი ჯირკვლები და შედეგად, მისი ფუნქციის აღდგენა ხდება.

მზეზე დიდხანს ყოფნა ეკრძალებათ ხანდაზმულ ადამიანებს, 2 წლამდე ბავშვებს, ორსულებს, ასევე ადამიანებს, რომელთაც აქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადებები (განსაკუთრებით ტუბერკულოზი), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნევრასთენია, წითელი მგლურა. ასეთ შემთხვევაში მზეზე ყოფნის დრო და ხანგრძლივობა აუცილებლად მკურნალ ექიმთან უნდა იქნას შეთანხმებული.

მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა შეძლება განუვითარდეთ ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის ფუნქცია აქვთ დარღვეული სხვადასხვა დაავადების, ან თუნდაც ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების გამო.

მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ქუჩაში ჩრდილიან მხარეს უნდა იაროთ, მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი ატაროთ, კანის დაუფარავ (ღია) ნაწილებზე მზისგან დამცავი კრემი წაისვათ, ასევე, ნათელი ფერის ქოლგა და მზის სათვალე უნდა იქონიოთ.

სამწუხაროდ, მზის მავნე გავლენის შესახებ უამრავი ინფორმაციის მიუხედავად, ბევრი მაინც აგრძელებს აქტიურად გარუჯვას, რადგან მიიჩნევს, რომ ნარუჯი მას ბევრად მიმზიდველს გახდის.

რეკომენდაციები გარუჯვის მოყვარულთათვის

მზის აბაზანები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასარგებლო, თუ მას თანდათანობით იღებთ. თავდაპირველად გაირუჯეთ მხოლოდ 2-5 წუთი (კანის ტიპის გათვალისწინებით). ეს სასიამოვნო პროცესი ყოველდღიურად 2-5 წუთით გაახანგრძლივეთ და ასე ადით 2 საათამდე. ამასთან, არ დაგავიწყდეთ ყოველ 30-40 წუთში ერთხელ წყალში შესვლა.

პირველ დღეს მზის აბაზანა მხოლოდ ფეხებზე მიიღეთ. მეორე დღიდან კი შეგიძლიათ, მთელი სხეულის გარუჯვას შეუდგეთ. მოძრაობის დროს კანი მზის სხივების მოქმედებაზე უკეთ ადაპტირებს. სასარგებლოცაა და სასიამოვნოც, მზის ქვეშ ბადმინტონის, ფრენბურთის თუ ხელბურთის თამაში, ცურვა, ტანვარჯიში და ა.შ. ეს დაეხმარება თქვენს კანს, შეეგუოს მზის მწველ სხივებს.

არ არის რეკომენდებული გარუჯვის წინ სხეულის გასუფთავება საპნით, ლოსიონით ან ოდეკოლონით. საპონი არღვევს კანის დამცველ შრეს და აშრობს მას. გახსოვდეთ, რომ ლოსიონი და ოდეკოლონი კანს მგრძნობიარეს ხდის ულტრაიისფერი სხივებისადმი და შედეგად, შეიძლება მოყავისფრო ლაქები გაგიჩნდეთ.

რჩევები გარუჯვის მსურველებს:

1. არ მიიღოთ მზის აბაზანა უზმოდ ან საკვების მიღებისთანავე. უკეთესია, ეს გააკეთოთ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

2. გარუჯვისთვის საუკეთესო დრო 9-დან 11 საათამდეა. არ არის რეკომენდებული მზის აბაზანების მიღება სადილობის დროს (12-დან 16 საათის ჩათვლით), რადგან ამ პერიოდში მზის სხივები განსაკუთრებული სიძლიერით მოქმედებს კანზე.

3. მზის სხივების ქვეშ ყოფნისას აუცილებლად დაიფარეთ თავი და თვალები.

4. გარუჯვისას არ მოიკლათ წყურვილი ცივი წყლით ან ალკოჰოლით.

5. მზის აბაზანის მიღების შემდეგ სასარგებლოა ოდნავ მლაშე საკვების მიღება და ცივი ჩაის დალევა.

6. შეძლებისდაგვარად, ფეხშიშველმა იარეთ.

7. თუ თქვენ ირუჯებით მწოლიარე მდგომარეობაში, თავი ოდნავ წამოსწიეთ.

8. მზის აბაზანის მიღების დროს არ შეიძლება ძილი და არ არის რეკომენდებული კითხვა.

9. კანის მზის სხივებისგან დაცვისა და დარბილების მიზნით, არ შეიძლება მინერალური ცხიმის (ვაზელინის, გლიცერინის) გამოყენება, რადგან ამ დროს კანზე ჩნდება წვეთები, რომლებიც პატარა, შემკრები ლინზის როლს ასრულებს. ამას კი შეიძლება დამწვრობა მოჰყვეს.

10. გარუჯვის წინ ტუჩებზე წაისვით ჰიგიენური პომადა.

11. ფრჩხილებზე ლაქის წასმა არ არის სასურველი.

12. ძალიან არ გაგიტაცოთ გარუჯვის პროცესმა: მზეზე დიდხანს ყოფნა, გარდა იმისა, რომ მავნეა ჯანმრთელობისთვის, კანის დაბერებასაც აჩქარებს (რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ).

ნინო ჩარგეიშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს