ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკურ დევნას ვერ ხედავს

ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკურ დევნას ვერ ხედავს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკურ დევნას ვერ ხედავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ალასანიამ Freedom House-ის პრეზიდენტის დევიდ კრეიმერის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

ალასანიას განმარტებით, ის რასაც დევიდ კრეიმერი ამბობს, არის მხოლოდ მისი შთაბეჭდილება.

"დევიდ კრეიმერი ჩვენი ქვეყნის და პირადად ჩემი დიდი მეგობარია. დიდი პატივს ვცემ მასაც და მის აზრებსაც. მისი სურვილია, რომ საქართველოს იმიჯი იყოს ხელუხლებელი და ის დემოკრატიული, დიდი მონაპოვარი, რაც ქვეყანამ 2012 და 2013 წლის არჩევნებით მიიღო, მთელი რეგიონის ქვეყნებისთვის გახდეს სამაგალითო. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ეს მისი შთაბეჭდილებაა, ფაქტები კი არის უტყუარი და არის ის, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ. აქედან გამომდინარე, მე აქ ვერანაირ პოლიტიკურ დევნას ვერ ვხედავ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს სრული საშუალება, სასამართლო პროცესების მიმდინარეობას დააკვირდეს.

Freedom House-ის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა