გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თაკო სალაყაია შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაკითხონ

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თაკო სალაყაია შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაკითხონ

პატიმრობაში მყოფი ოლეგ მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე, შესაძლოა ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაკითხონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გირგვლიანის საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, საქმის ნაწილი კვლავ გამოძიებაშია, რომლის ფარგლებშიც თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე ერთხელ უკვე დაიკითხნენ.

"გირგვლიანის საქმეზე გრძელდება გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. საქმეზე გამოვლენილი ნებისმიერი ახალი გარემოების ირგვლივ მოხდება სამართლებრივი რეაგირება და საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ყველა პირის მიერ ჩადენილ ქმედებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ოლეგ მელნიკოვმა საქალაქო სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ თაკო სალაყაიამ და თათია მაისურაძემ "შარდენ ბარში" დათა ახალაიას უთხრეს, რომ სანდრო გირგვლიანი, რომელიც ამავე ბარში იმყოფებოდა, მათ აწუხებდა. სწორედ ამის შემდეგ, როგორც მელნიკოვი ამბობს, დათა ახალაიამ გამოიძახა სპეცრაზმის წევრები, რომლებმაც ლევან ბუხაიძე და სანდრო გირგვლიანი ოქროყანაში წაიყვანეს.

ოლეგ მელნიკოვმა სასამართლოს გუშინ აღიარებითი ჩვენება მისცა და გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ