საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო გირგვლიანის ოჯახი თაკო სალაყაიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
სანდრო გირგვლიანის ოჯახი თაკო სალაყაიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, თაკო სა­ლა­ყა­ია და თა­თია მა­ი­სუ­რა­ძე სას­წრა­ფოდ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ეც­ნენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ბი­ძამ , გოგი ენუ­ქი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სა­ლა­ყა­ი­ამ და მა­ი­სუ­რა­ძემ მი­უ­თი­თეს შარ­დე­ნის ცნო­ბი­ლი სუფ­რის წევ­რებს, რომ სან­დრო მათ აწუ­ხებ­დათ.

"მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნე­ბი­დან გა­მოვ­ლინ­და, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში სას­წრა­ფოდ მი­სა­ცე­მი არი­ან თაკო სა­ლა­ყა­ია და თა­თია მა­ი­სუ­რა­ძე. მათ მი­უ­თი­თეს, რომ აწუ­ხებ­დათ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი და ამის შე­დე­გად მათ მი­იჩ­ნი­ეს სა­ჭი­როდ დათა ახა­ლა­ი­ას ჩა­რე­ვა, რომ მას გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა სპეც­რაზ­მის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გოგი ენუ­ქუ­ძემ.

მისი თქმით, სან­დროს მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, თა­თია მა­ი­სუ­რა­ძე გირ­გვლი­ა­ნის ოჯახ­თან მი­დი­ო­და და თა­ნა­უგ­რძნობ­და, თუმ­ცა არც ერთხელ არ უთ­ქვამს, ის, რაც ჩვე­ნე­ბა­ში ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა მი­უ­თი­თა.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ოჯა­ხის აზ­რით, მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნე­ბით კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და დათა ახა­ლა­ი­ამ გა­ა­ყალ­ბეს საქ­მე.

"ვის რამ­დე­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა­ში, ამას პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ავ­ლენს. მე­რა­ბიშ­ვი­ლიც და დათა ახა­ლა­ი­ას უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯონ. დათა ახა­ლა­ია იყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იმის, რაც მოხ­და ოქ­რო­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და გოგი ენუ­ქი­ძემ.

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა გუ­შინ მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ დათა ახა­ლა­ი­ამ გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მას და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­ზე მო­ა­წე­რი­ნა ხელი. მელ­ნი­კო­ვის თქმით, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბის ჩა­სახ­შო­ბად, ახა­ლა­ი­ამ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თან­ხმო­ბის შემ­დეგ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გეგ­მა, რომ­ლი­თაც შსს-ს ოთხი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. მისი თქმით, წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი, რომ ამ პი­რებს მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. მელ­ნი­კოვ­მა საქ­მის ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში ბრა­ლი აღი­ა­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, დათა ახა­ლა­ი­ას თხოვ­ნით, ცრუ ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი, ახლა კი, სი­მარ­თლეს ამ­ბობს.

მელ­ნი­კო­ვის და­კი­თხვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 18 აგ­ვის­ტოს გა­ნახ­ლდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სანდრო გირგვლიანის ოჯახი თაკო სალაყაიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

სანდრო გირგვლიანის ოჯახი თაკო სალაყაიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

მელნიკოვის ჩვენების შემდეგ, თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე სასწრაფოდ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სანდრო გირგვლიანის ბიძამ , გოგი ენუქიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მელნიკოვის ჩვენებით გამოიკვეთა, რომ სალაყაიამ და მაისურაძემ მიუთითეს შარდენის ცნობილი სუფრის წევრებს, რომ სანდრო მათ აწუხებდათ.

"მელნიკოვის ჩვენებიდან გამოვლინდა, რომ პასუხისგებაში სასწრაფოდ მისაცემი არიან თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე. მათ მიუთითეს, რომ აწუხებდათ სანდრო გირგვლიანი და ამის შედეგად მათ მიიჩნიეს საჭიროდ დათა ახალაიას ჩარევა, რომ მას გამოეძახებინა სპეცრაზმისთვის", - განაცხადა გოგი ენუქუძემ.

მისი თქმით, სანდროს მკვლელობის შემდეგ, თათია მაისურაძე გირგვლიანის ოჯახთან მიდიოდა და თანაუგრძნობდა, თუმცა არც ერთხელ არ უთქვამს, ის, რაც ჩვენებაში ოლეგ მელნიკოვმა მიუთითა.

სანდრო გირგვლიანის ოჯახის აზრით, მელნიკოვის ჩვენებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ვანო მერაბიშვილმა და დათა ახალაიამ გააყალბეს საქმე.

"ვის რამდენი წვლილი მიუძღვის საქმის გაყალბებაში, ამას პროკურატურა გამოავლენს. მერაბიშვილიც და დათა ახალაიას უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. დათა ახალაია იყო ორგანიზატორი იმის, რაც მოხდა ოქროყანაში", - განაცხადა გოგი ენუქიძემ.

პატიმრობაში მყოფმა ოლეგ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს ჩვენება გუშინ მისცა და განაცხადა, რომ დათა ახალაიამ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, მას დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინა ხელი. მელნიკოვის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში მღელვარების ჩასახშობად, ახალაიამ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ, განახორციელა გეგმა, რომლითაც შსს-ს ოთხი თანამშრომელი დააკავეს. მისი თქმით, წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ამ პირებს მალევე გაათავისუფლებდნენ. მელნიკოვმა საქმის ყველა ეპიზოდში ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, დათა ახალაიას თხოვნით, ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, ახლა კი, სიმართლეს ამბობს.

მელნიკოვის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 18 აგვისტოს განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ