პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსკა მაყაშვილის დედა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ადანაშაულებს - "ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად"
რუსკა მაყაშვილის დედა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ადანაშაულებს - "ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად"

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა | რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის დე­დის ბრალ­დე­ბებს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია პა­სუ­ხობს

2012 წლის 31 დე­კემ­ბერს მეგა შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი­სა და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლის წყვი­ლი გახ­და. პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბულ ვარ­სკვლავს ბა­თუმ­ში ბინა უნდა მი­ე­ღო. Ambebi.ge-ს რუს­კას დედა, თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნია "გუმ­ბათს" და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზო­ნი საკ­მა­ოდ დიდი შრო­მი­სა და ნერ­ვე­ბის ფა­სად მო­ი­გო რუს­კამ. ცხად­დე­ბო­და, რომ ბა­თუმ­ში "სუბტ­რო­პიკ სი­თი­ში" 50 კვ.მ. ბინა გა­და­ე­ცე­მო­და. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, რომ რუს­კა ბი­ნით და­სა­ჩუქრდა. სახ­ლი მშე­ნე­ბა­რე იყო. კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, თეთრ კარ­კასს ჩაგ­ვა­ბა­რებ­დნენ. უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი ბი­ნის სა­ნა­ხა­ვად წელს ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ დამ­ხვდა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სუ­რა­თი. ბი­ნა­ში ტიხ­რე­ბიც კი არ იყო ამოყ­ვა­ნი­ლი და თეთრ კარ­კასს­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. გარ­და ამი­სა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც მშე­ნე­ბა­რე კომ­პა­ნი­ის, ასე­ვე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მხრი­დან იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი - "არ ვიცი, რა ვიცი, ხვალ, ზეგ, მა­ზეგ, გა­არ­კვი­ეთ, გა­მო­არ­კვი­ეთ". მო­ვი­თხო­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, გა­მო­მიგ­ზავ­ნეს დას­კა­ნე­რე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის წა­სა­კი­თხა­დაც დამ­ჭირ­და მა­მა­ჩე­მის ლუპა.

- კონ­ტრაქ­ტის კი­დევ რო­მე­ლი პი­რო­ბე­ბი არ შე­ას­რუ­ლეს?

- 480 ბლო­კის მო­ტა­ნა­სა და ამო­შე­ნე­ბა­ზე მა­ლა­პა­რა­კე­ბენ სამი კვი­რაა, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო. მხო­ლოდ კარი და ფან­ჯრე­ბია ჩას­მუ­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ის ბრა­ლიც არის, რომ კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბი არ შეს­რულ­და. "გუმ­ბათ­მა" 100 კვ. მ. გა­მო­ყო. აქე­დან, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის 50 კვ.მ. იყო და ამ­დე­ნი­ვე იყო "იმე­დის" წი­ლიც. ჩა­მო­ვე­დი და ვნა­ხე, რომ "იმედ­მა" წა­ი­ღო ზღვის ხედი და რუს­კას შიდა, ეზოს მხა­რე გა­და­ე­ცა. ხე­დის სა­კი­თხზე კონ­ტრაქ­ტში ბუნ­დოვ­ნად წე­რია და ვე­რა­ფერს გა­მო­ვე­და­ვე­ბი. ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე იყო პრო­ექ­ტის პრო­დუ­სე­რი, და­ვუ­რე­კე და ვკი­თხე, რა­ტომ არ­ღვევ­დნენ პი­რო­ბებს, მაგ­რამ მან მი­თხრა, აღარ ვმუ­შა­ობ "იმედ­ში" და არ მე­ხე­ბა ეგ სა­კი­თხიო.

სამი კვი­რა "იმე­დი" და "გუმ­ბა­თი" არ­კვე­ვენ, რომ უნდა გა­მი­კე­თონ თუ არა ტიხ­რე­ბი, რომ­ლის კონ­ტრაქ­ტში ამო­კი­თხვა­საც ლუ­პით ვა­ხერ­ხებთ: "ფარ­თო­ბის კონ­ტუ­რის კედ­ლე­ბი და ვიტ­რა­ჟე­ბი. ჭე­რის სი­მაღ­ლე მი­ნი­მუმ 3მ. და 10 სმ. ელ.გაყ­ვა­ნი­ლო­ბის დგა­რი ფა­რე­ბი. ალუ­მი­ნის კარ-ფან­ჯა­რა და ცენ­ტრა­ლუ­რი რკი­ნის კარი შიდა გა­და­ტიხ­რე­ბით, წყალ-კა­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ვენ­ტი­ლა­ცი­ის დგა­რე­ბი ფარ­თში, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ფარ­თი..."

-ახლა რა სი­ტუ­ა­ცია გაქვთ?

- უკვე და­ი­წყეს ტიხ­რე­ბის ამოყ­ვა­ნა, თუმ­ცა თეთ­რი კარ­კა­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა არის და ვინ გა­აგ­რძე­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის სრუ­ლად შეს­რუ­ლე­ბას, ვარ­კვევ. მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი თა­მაზ ბა­ლა­ძე თა­ვის უმ­ცროს შვილს აგ­ზავ­ნის ჩემ­თან შე­სახ­ვედ­რად, რო­მე­ლიც ყო­ველ წუთს ურე­კავს მა­მა­მისს და ეკი­თხე­ბა, თუ რა მი­პა­სუ­ხოს. ორი კვი­რაა დავ­დი­ვარ, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის შო­კის­მომ­გვრე­ლი რო­გორც "გუმ­ბა­თის", ასე­ვე "იმე­დის" მხრი­დან. რე­მონტზე სა­უ­ბა­რი რა თქმა უნდა, ზედ­მე­ტია. მინ­და ეს ამ­ბა­ვი ხალ­ხის ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ბო­ლომ­დე არ კეთ­დე­ბა, რომ ჩვენ ვართ სა­რეკ­ლა­მო რო­ლი­კე­ბის დო­ნე­ზე. ერი შოკ­შია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ისე შე­იც­ვა­ლა, რომ სხვას ნე­ბის­მი­ერს თან ვყვე­ბით და ში­ნა­ურ მღვდელს შენ­დო­ბა არა აქვს. დღეს კიდე "იმედს" ენა უტ­რი­ალ­დე­ბა და რუს­კას ეძა­ხის სხვა პრო­ექ­ტში რე­ი­ტინ­გის წა­მო­სა­წე­ვად.

ამ ყვე­ლა­ფერს ვამ­ბობ ხალ­ხის გა­სა­გო­ნად. ნუ აი­ღე­ბენ ტე­ლე­ფონს და ნუ და­რე­კა­ვენ ნურ­ცერთ პრო­ექ­ტში, ნუ და­ხარ­ჯა­ვენ სა­კუთრ ბი­უ­ჯეტს, მათ მცდე­ლო­ბას შე­დე­გი ბო­ლომ­დე მა­ინც არ ექ­ნე­ბა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რუსკა მაყაშვილის დედა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ადანაშაულებს - "ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად"

რუსკა მაყაშვილის დედა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ადანაშაულებს - "ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად"

ბოლო განახლება | რუსკა მაყაშვილის დედის ბრალდებებს სამშენებლო კომპანია პასუხობს

2012 წლის 31 დეკემბერს მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული რუსკა მაყაშვილისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი გახდა. პროექტის გამარჯვებულ ვარსკვლავს ბათუმში ბინა უნდა მიეღო. Ambebi.ge-ს რუსკას დედა, თამრიკო მაყაშვილი დაუკავშირდა, რომელიც მშენებელ კომპანია "გუმბათს" და ტელეკომპანია "იმედს" კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონი საკმაოდ დიდი შრომისა და ნერვების ფასად მოიგო რუსკამ. ცხადდებოდა, რომ ბათუმში "სუბტროპიკ სითიში" 50 კვ.მ. ბინა გადაეცემოდა. ძალიან გაგვიხარდა, რომ რუსკა ბინით დასაჩუქრდა. სახლი მშენებარე იყო. კონტრაქტის მიხედვით, თეთრ კარკასს ჩაგვაბარებდნენ. უკვე დასრულებული ბინის სანახავად წელს ჩამოვედი, მაგრამ დამხვდა აბსოლუტურად სხვა სურათი. ბინაში ტიხრებიც კი არ იყო ამოყვანილი და თეთრ კარკასსზე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, დამოკიდებულება როგორც მშენებარე კომპანიის, ასევე, ტელეკომპანია "იმედის" მხრიდან იყო აბსოლუტურად განსხვავებული - "არ ვიცი, რა ვიცი, ხვალ, ზეგ, მაზეგ, გაარკვიეთ, გამოარკვიეთ". მოვითხოვე ხელშეკრულება, გამომიგზავნეს დასკანერებული კონტრაქტი, რომლის წასაკითხადაც დამჭირდა მამაჩემის ლუპა.

- კონტრაქტის კიდევ რომელი პირობები არ შეასრულეს?

- 480 ბლოკის მოტანასა და ამოშენებაზე მალაპარაკებენ სამი კვირაა, რომლის გაკეთებაც კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული იყო. მხოლოდ კარი და ფანჯრებია ჩასმული. ტელევიზიის ბრალიც არის, რომ კონტრაქტის პირობები არ შესრულდა. "გუმბათმა" 100 კვ. მ. გამოყო. აქედან, გამარჯვებულისთვის 50 კვ.მ. იყო და ამდენივე იყო "იმედის" წილიც. ჩამოვედი და ვნახე, რომ "იმედმა" წაიღო ზღვის ხედი და რუსკას შიდა, ეზოს მხარე გადაეცა. ხედის საკითხზე კონტრაქტში ბუნდოვნად წერია და ვერაფერს გამოვედავები. ალინა არველაძე იყო პროექტის პროდუსერი, დავურეკე და ვკითხე, რატომ არღვევდნენ პირობებს, მაგრამ მან მითხრა, აღარ ვმუშაობ "იმედში" და არ მეხება ეგ საკითხიო.

სამი კვირა "იმედი" და "გუმბათი" არკვევენ, რომ უნდა გამიკეთონ თუ არა ტიხრები, რომლის კონტრაქტში ამოკითხვასაც ლუპით ვახერხებთ: "ფართობის კონტურის კედლები და ვიტრაჟები. ჭერის სიმაღლე მინიმუმ 3მ. და 10 სმ. ელ.გაყვანილობის დგარი ფარები. ალუმინის კარ-ფანჯარა და ცენტრალური რკინის კარი შიდა გადატიხრებით, წყალ-კანალიზაციისა და ვენტილაციის დგარები ფართში, მოწესრიგებული ფართი..."

-ახლა რა სიტუაცია გაქვთ?

- უკვე დაიწყეს ტიხრების ამოყვანა, თუმცა თეთრი კარკასი აბსოლუტურად სხვა არის და ვინ გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებას, ვარკვევ. მშენებელი კომპანიის დირექტორი თამაზ ბალაძე თავის უმცროს შვილს აგზავნის ჩემთან შესახვედრად, რომელიც ყოველ წუთს ურეკავს მამამისს და ეკითხება, თუ რა მიპასუხოს. ორი კვირაა დავდივარ, დამოკიდებულება არის შოკისმომგვრელი როგორც "გუმბათის", ასევე "იმედის" მხრიდან. რემონტზე საუბარი რა თქმა უნდა, ზედმეტია. მინდა ეს ამბავი ხალხის ყურამდე მივიდეს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი ბოლომდე არ კეთდება, რომ ჩვენ ვართ სარეკლამო როლიკების დონეზე. ერი შოკშია, დამოკიდებულება ისე შეიცვალა, რომ სხვას ნებისმიერს თან ვყვებით და შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს. დღეს კიდე "იმედს" ენა უტრიალდება და რუსკას ეძახის სხვა პროექტში რეიტინგის წამოსაწევად.

ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად. ნუ აიღებენ ტელეფონს და ნუ დარეკავენ ნურცერთ პროექტში, ნუ დახარჯავენ საკუთრ ბიუჯეტს, მათ მცდელობას შედეგი ბოლომდე მაინც არ ექნება.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია