სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

ექიმს აღარ ექ­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, პა­ცი­ენ­ტის მხო­ლოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბოს.

პა­ცი­ენ­ტის ზე­დო­ზი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია, თუ სა­ხე­ზეა და­მა­ტე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბის გა­და­ცე­მას კა­ნო­ნით ისე­დაც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ესე­ნია: ყვე­ლა ტრავ­მუ­ლი და ტრავ­მა­ზე სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა, როცა პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ან ავად­მყო­ფი მი­უ­თი­თებს ნა­ძა­ლა­დევ ქმე­დე­ბა­ზე; უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა; ნა­ძა­ლა­დე­ვი სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა; მო­წამ­ვლა­ზე სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა, როცა პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ან ავად­მყო­ფი მი­უ­თი­თებს ნა­ძა­ლა­დევ ქმე­დე­ბა­ზე; ქი­მი­უ­რი ან რა­დი­ა­ცი­უ­ლი მო­წამ­ვლის ყვე­ლა და კვე­ბი­თი ტოქ­სი­კო­ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვა; სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გვა­მის მოყ­ვა­ნი­დან, ან 24 სა­ათ­ში სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა, თუ ის უკავ­შირ­დე­ბა ნა­ძა­ლა­დევ ქმე­დე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­დო­ზი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა (თუ და­მა­ტე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ არის) პო­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბის მი­წო­დე­ბას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, "სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რე­ბი­სათ­ვის ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის 2000 წლის 5 დე­კემ­ბრის ბრძა­ნე­ბა­ში შე­ვი­და. "სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რე­ბი­სათ­ვის ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ" დო­კუ­მენ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­მოს­ცა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

ექიმს აღარ ექნება ვალდებულება, პაციენტის მხოლოდ ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პოლიციას აცნობოს.

პაციენტის ზედოზირების მდგომარეობის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ სახეზეა დამატებითი გარემოებები, რომლებიც პოლიციისთვის ცნობის გადაცემას კანონით ისედაც ექვემდებარება. ესენია: ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა; ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა; მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა; საავადმყოფოში გვამის მოყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.

შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა (თუ დამატებითი გარემოებები არ არის) პოლიციისთვის ცნობის მიწოდებას აღარ ექვემდებარება, "სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში შევიდა. "სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ" დოკუმენტში ცვლილებების შესახებ ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამოსცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია