პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები რობინ უილიამსის სიკვდილს
როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები რობინ უილიამსის სიკვდილს

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში 63 წლის რო­ბინ უი­ლი­ამ­სი გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მსა­ხი­ო­ბი დეპ­რე­სი­ას უჩი­ო­და და სიკ­ვდი­ლის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად თვით­მკვლე­ლო­ბა სა­ხელ­დე­ბა. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი კო­ლე­გე­ბი "ტვი­ტერ­ზე" ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან უი­ლი­ამსს.

ბა­რაკ ობა­მა: რო­ბინ უი­ლი­ამ­სი იყო ექი­მი, ძიძა, პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი, გაზ­რდი­ლი პი­ტერ პენი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, ის უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი­ვით გაჩ­ნდა, მაგ­რამ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან რო­გორც ახლო მე­გო­ბა­რი, ისე წა­ვი­და.

სტი­ვენ სპილ­ბერ­გი: რო­ბი­ნი კო­მე­დი­უ­რი გე­ნი­ის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. ის ჩვე­ნი სი­ცი­ლით იკ­ვე­ბე­ბო­და. ის ჩემი მე­გო­ბა­რი იყო და მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ცო­ცხა­ლი აღარ არის.

გლენ კლო­უ­ზი: ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ. რო­ბი­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი და ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნი იყო.

ჯონ ტრა­ვოლ­ტა: არა­სო­დეს შემ­ხვედ­რია მას­ზე კე­თი­ლი, მხი­ა­რუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. რო­ბი­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი საქ­მი­სად­მი, რომ­ლი­თაც ჩვენს ხა­სი­ათს აუმ­ჯო­ბე­სებ­და, ვე­რა­ფერს შე­ედ­რე­ბა. მას ყვე­ლა­ნი ვუყ­ვარ­დით და ჩვენც ყვე­ლას გვიყ­ვარს ის.

თეთ­რი სახ­ლი: მას შე­ეძ­ლო ჩვე­ნი გა­ცი­ნე­ბა, მას შე­ეძ­ლო ჩვე­ნი ატი­რე­ბა. მან და­ას­რუ­ლა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბა­ზე შე­ხე­ბით.

სტივ მარ­ტი­ნი: გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. დიდი ნიჭი, დი­დე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ.

ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი: ვერ ვი­ჯე­რებ მომ­ხდარს. მან იმ­დენ ხალ­ხს აჩუ­ქა სი­ხა­რუ­ლი. გული მაქვს გა­ტე­ხი­ლი.

ლენა და­ნე­მი: გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით მი­ვა­გეთ პა­ტი­ვი რო­ბი­ნის ხსოვ­ნას, ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც დიდი ხანი გვჩუქ­ნი­და მხი­ა­რუ­ლე­ბას.

დენი დე­ვი­ტო: ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული.

პინ­კი: მე დღეს რო­ბინ უი­ლი­ამ­სის ოჯა­ხის­თვის ვლო­ცუ­ლობ. მხო­ლოდ ერთხელ შევ­ხვდი მას, მაგ­რამ ეს მო­მენ­ტი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ნილ პატ­რიკ ჰა­რი­სი: გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ რო­ბი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბით. მას უზო­მო სი­ხა­რუ­ლი და სი­კე­თე მოჰ­ქონ­და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის.

ჯუდ აპა­თოუ: რო­დე­საც 18 წლის ვი­ყა­ვი, სტა­ჟი­რე­ბა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა კო­მე­დი­ურ თე­ატ­რში მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. გე­ნი­ო­სი და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც დე­და­მი­წა უკე­თეს ად­გი­ლად აქ­ცია.

ბენ სტი­ლე­რი: ეს პოს­ტი ვერ გად­მო­ცემს რო­ბინ უი­ლი­ამ­სის ნი­ჭის, სი­კე­თის და სუ­ლის სი­დი­ა­დეს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

კრის­ტი­ნა აპლგე­ი­ტი: მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე გე­ნი­ო­სო. შენ იყა­ვი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო და ლე­გენ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია smh.com.au-ს მი­ხედ­ვით.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | რო­ბინ უი­ლი­ამ­სი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები რობინ უილიამსის სიკვდილს

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები რობინ უილიამსის სიკვდილს

კალიფორნიაში, საკუთარ სახლში 63 წლის რობინ უილიამსი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მსახიობი დეპრესიას უჩიოდა და სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. გაოგნებული კოლეგები "ტვიტერზე" ემშვიდობებიან უილიამსს.

ბარაკ ობამა: რობინ უილიამსი იყო ექიმი, ძიძა, პრეზიდენტი, პროფესორი, გაზრდილი პიტერ პენი, მაგრამ პირველ რიგში, ის უნიკალური ადამიანი იყო. ჩვენს ცხოვრებაში ის უცხოპლანეტელივით გაჩნდა, მაგრამ, ჩვენი ცხოვრებიდან როგორც ახლო მეგობარი, ისე წავიდა.

სტივენ სპილბერგი: რობინი კომედიური გენიის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ის ჩვენი სიცილით იკვებებოდა. ის ჩემი მეგობარი იყო და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ცოცხალი აღარ არის.

გლენ კლოუზი: ძალიან დამწუხრებული ვარ. რობინი ნაციონალური საგანძური და ბრწყინვალე ადამიანი იყო.

ჯონ ტრავოლტა: არასოდეს შემხვედრია მასზე კეთილი, მხიარული, მეგობრული ადამიანი. რობინის დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი, რომლითაც ჩვენს ხასიათს აუმჯობესებდა, ვერაფერს შეედრება. მას ყველანი ვუყვარდით და ჩვენც ყველას გვიყვარს ის.

თეთრი სახლი: მას შეეძლო ჩვენი გაცინება, მას შეეძლო ჩვენი ატირება. მან დაასრულა ყველა ადამიანურ  გრძნობაზე შეხებით.

სტივ მარტინი: გაოგნებული ვარ მისი გარდაცვალების გამო. დიდი ნიჭი, დიდებული პარტნიორი და არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ.

ელენ დეჯენერესი: ვერ ვიჯერებ მომხდარს. მან იმდენ ხალხს აჩუქა სიხარული. გული მაქვს გატეხილი.

ლენა დანემი: გადასაღებ მოედანზე წუთიერი დუმილით მივაგეთ პატივი რობინის ხსოვნას, ადამიანის, რომელიც დიდი ხანი გვჩუქნიდა მხიარულებას.

დენი დევიტო: ძალიან მწყდება გული.

პინკი: მე დღეს რობინ უილიამსის ოჯახისთვის ვლოცულობ. მხოლოდ ერთხელ შევხვდი მას, მაგრამ ეს მომენტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

ნილ პატრიკ ჰარისი: გაოგნებული ვარ რობინის გარდაცვალებით. მას უზომო სიხარული და სიკეთე მოჰქონდა მილიონობით ადამიანისთვის.

ჯუდ აპათოუ: როდესაც 18 წლის ვიყავი, სტაჟირებაზე დავიწყე მუშაობა კომედიურ თეატრში მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი. გენიოსი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც დედამიწა უკეთეს ადგილად აქცია.

ბენ სტილერი: ეს პოსტი ვერ გადმოცემს რობინ უილიამსის ნიჭის, სიკეთის და სულის სიდიადეს. ძალიან სამწუხაროა.

კრისტინა აპლგეიტი: მშვიდად განისვენე გენიოსო. შენ იყავი შთაგონების წყარო და ლეგენდა.

მომზადებულია smh.com.au-ს მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ | რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"