მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა დედები თბილისში, რომლებიც მორგში ცხოვრობენ
უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა დედები თბილისში, რომლებიც მორგში ცხოვრობენ

გა­ჭირ­ვე­ბა, უსახ­ლკა­რო­ბა, უმუ­შევ­რო­ბა... - და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, რაც კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბა­ში თავ­შე­ფა­რე­ბულ ქა­ლებს აერ­თი­ა­ნებთ. ისი­ნი მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი არი­ან - ზოგი ქმარს და­შორ­და, ზოგი დაქვრივ­და, ზო­გიც პა­ტიმ­რის ცო­ლია. სი­დუ­ხ­ჭი­რის მი­უ­ხე­და­ვად, შვი­ლებ­ზე უარს არ ამ­ბო­ბენ. არა­და, სა­ხელ­მწი­ფო მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუსს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ანი­ჭებს, თუ ქალს შვი­ლი არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს...

ნატა გა­ვა­შე­ლი, მარ­ტო­ხე­ლა დედა:

- მე­უღ­ლე ფილ­ტვის სიმ­სივ­ნით გარ­და­მეც­ვა­ლა, მერე ჩემი ძმა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა, ხერ­ხე­მა­ლი და­ი­ზი­ა­ნა, შე­იძ­ლე­ბო­და ხე­ი­ბა­რი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სას­წრა­ფოდ გავ­ყი­დე ბინა და ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თე... ბი­ნის ფუ­ლის დიდი ნა­წი­ლი წამ­ლებ­ში და­ი­ხარ­ჯა და ქი­რით გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. არ ვმუ­შა­ობ­დი, ქმა­რი აღარ მყავ­და და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­სა და მო­ხუ­ცი დე­დის რჩე­ნა მარ­ტოს მი­წევ­და. ფული მალე გა­მოგ­ვე­ლია, ქირა ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დეთ და დი­ა­სახ­ლის­მა ბი­ნი­დან გა­მოგ­ვყა­რა. სამი დღე და ღამე მეტ­რო "გუ­რა­მიშ­ვილ­თან" ბაღ­ში გა­ვა­ტა­რეთ. ძვე­ლით ახა­ლი წელი იყო, ხალ­ხი ილ­ხენ­და, ჩვენ კი სა­ქა­ნე­ლებ­ზე ვა­თევ­დით ღა­მე­ებს. ვი­ცო­დი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ობი­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობ­და, სა­დაც უსახ­ლკა­რო ოჯა­ხე­ბი იყ­ვნენ შე­სახ­ლე­ბუ­ლი. და­ვი­წყე ასე­თი შე­ნო­ბე­ბის ძებ­ნა და კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბის სარ­დაფ­ში ცა­რი­ელ ოთახს მი­ვა­გე­ნი. იქა­უ­რო­ბა ერთი შე­ხედ­ვით სამ­რე­ცხა­ოს ჰგავ­და. რკი­ნის მა­გი­და იდგა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი საჭ­რე­ლით დავ­ჭე­რი და ჯარ­თად ჩა­ვა­ბა­რე. მახ­სოვს, 15 ლარი გა­და­მი­ხა­დეს და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. იმ ფუ­ლით მა­კა­რო­ნი და ზეთი ვი­ყი­დე. ამას, ცხოვ­რე­ბა კი არა, არ­სე­ბო­ბა ერ­ქვა და არც კი ვი­ცო­დით, რომ სი­ცო­ცხლეს მორ­გში ვა­ტა­რებ­დით. თურ­მე მთე­ლი ხუთი თვე პრო­ზექ­ტუ­რა­ში გვი­ცხოვ­რია, რკი­ნის მა­გი­და კი სა­კა­ცე იყო, რო­მელ­ზეც გვა­მებს კვეთ­დნენ. ჩვენს თავ­ზე მდე­ბა­რე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მილი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და და ფე­კა­ლუ­რი მა­სე­ბი ჩვენს კედ­ლებ­ზე იღ­ვრე­ბო­და. დე­დამ ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ვე­ღარ გა­უძ­ლო, ორ­ჯერ ინ­ფარ­ქტი გა­და­ი­ტა­ნა და გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­დეგ შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე ოთა­ხი გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მე და ჩემი შვი­ლი იქ გა­და­ვე­დით. მორგს ბევ­რად სჯობს, მაგ­რამ არც წყა­ლი გვაქვს, არც დენი, არც კა­ნა­ლი­ზა­ცია და ზოგ­ჯერ არც სან­თლის სა­ყი­დე­ლი ფული. უკი­დუ­რეს სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში ვცხოვ­რობთ. ჩემი შვი­ლი ობ­ლო­ბის პენ­სი­ას იღებს - თვე­ში 100 ლარს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ჩაის ფე­რიც არ გვქო­ნია, შა­ქარ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ... სად არ ვი­ყა­ვი, ყველ­გან ვე­ძე­ბე სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვი­შო­ვე. სა­ხელ­მწი­ფო არც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუსს მაძ­ლევს, რად­გან ჩემს სა­ხელ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - როცა სახ­ლი გავ­ყი­დე, მან­ქა­ნა შე­ვი­ძი­ნე და გა­ვა­ქი­რა­ვე. მაგ­რამ მძღო­ლი, რო­მელ­მაც ავ­ტო­მო­ბი­ლი იქი­რა­ვა, ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მან­ქა­ნა დღე­საც მცხე­თა­ში, სა­ჯა­რი­მო ავ­ტო­სად­გომ­ზე დგას. იმ­დე­ნი ჯა­რი­მა და­ე­რი­ცხა, ოთხჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ამ თან­ხის გა­დახ­და მე არ შე­მიძ­ლია... სწო­რედ ამ და სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის "თეთ­რი" და "შავი" სი­ე­ბი შე­ად­გი­ნა. მე "შავ სი­ა­ში" მოვ­ხვდი... ახლა ამ შე­ნო­ბა­შიც არ გვა­ჩე­რე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ აქ შიდსი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრი უნდა აშენ­დეს...

მაკა ქარ­და­ვა, მარ­ტო­ხე­ლა დედა:

- პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, შვი­დი წელი ვი­მუ­შა­ვე, ბევრ ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტს ვიც­ნობ, მაგ­რამ არა­ვის ვეხ­მი­ა­ნე­ბი, არ მინ­და, ჩემი პრობ­ლე­მე­ბით ვინ­მე შე­ვა­წუ­ხო. ჩემ­მა ქმარ­მა თა­მა­ში და ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო, რის გა­მოც ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა და დღემ­დე პა­ტი­მა­რია. ორ მცი­რე­წლო­ვან შვილს მარ­ტო ვზრდი. სა­ნამ ქმარს და­ი­ჭერ­დნენ, ქი­რით ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ ქირა ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დეთ და აქ მო­ვე­დით. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ, ჩემი მშობ­ლე­ბი ოტო­ბა­ი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ­თა­ნაც ვერ მივ­დი­ვარ, ბავ­შვე­ბის გამო ვში­შობ... სა­ხელ­მწი­ფოს­გან სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას ვი­ღებ, მაგ­რამ ეს ფული სამ­კურ­ნა­ლო­დაც არ მყოფ­ნის - ჩიყ­ვის მძი­მე ფორ­მა მაქვს, კვი­რა­ში 47 ლა­რის წა­მა­ლი მჭირ­დე­ბა, ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი კი თვე­ში მხო­ლოდ 156 ლა­რია. ახლა აღარც ვმკურ­ნა­ლობ. ხელ-ფეხი მი­კან­კა­ლებს, ვე­ღარც დავ­დი­ვარ. ოპე­რა­ცია კი შე­დის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის პა­კეტ­ში, მაგ­რამ სა­ნამ ტოქ­სი­კოზს არ მო­მიხ­სნი­ან, ოპე­რა­ცი­ას არ მი­კე­თე­ბენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

Dr. Mables
0

ჩვენება, ჩვენება !! ჩვენება !!!

მინდა მოწმობდე, თუ როგორ გამოიყენა ღმერთმა ექიმი მაბლები, რომ დამეხმარები თირკმლის ოპერაციის დროს, მე ვარ ესპანეთი მარია და თირკმელი გავყიდე ექიმ მაბსის საავადმყოფოში 500,000 ევროს ოდენობით და ფორმის შევსების შემდეგ და მიღების პირობები და ოპერაცია. გაკეთდა აშშ – ში, კლინიკურ ჰოსპიტალში და კლინიკაში, ადრე მეშინოდა, მაგრამ ოპერაციის დასრულების შემდეგ მე მომცეს 500,000euros და მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ყველა ფინანსური პრობლემა დასრულებულია .. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დაუკავშირდნენ Doctor Mables თირკმლის ოპერაციისთვის

ელ.ფოსტა: mableshociation250@gmail.com

Whatsapp: +2349035384816

პატივისცემით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა დედები თბილისში, რომლებიც მორგში ცხოვრობენ

უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა დედები თბილისში, რომლებიც მორგში ცხოვრობენ

გაჭირვება, უსახლკარობა, უმუშევრობა... - და ეს ყველაფერი არ არის, რაც კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში თავშეფარებულ ქალებს აერთიანებთ. ისინი მარტოხელა დედები არიან - ზოგი ქმარს დაშორდა, ზოგი დაქვრივდა, ზოგიც პატიმრის ცოლია. სიდუხჭირის მიუხედავად, შვილებზე უარს არ ამბობენ. არადა, სახელმწიფო მარტოხელა დედის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუ ქალს შვილი არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს...

ნატა გავაშელი, მარტოხელა დედა:

- მეუღლე ფილტვის სიმსივნით გარდამეცვალა, მერე ჩემი ძმა ავტოავარიაში მოყვა, ხერხემალი დაიზიანა, შეიძლებოდა ხეიბარი დარჩენილიყო. სასწრაფოდ გავყიდე ბინა და ოპერაცია გავუკეთე... ბინის ფულის დიდი ნაწილი წამლებში დაიხარჯა და ქირით გადავედით საცხოვრებლად. არ ვმუშაობდი, ქმარი აღარ მყავდა და მცირეწლოვანი შვილისა და მოხუცი დედის რჩენა მარტოს მიწევდა. ფული მალე გამოგველია, ქირა ვეღარ გადავიხადეთ და დიასახლისმა ბინიდან გამოგვყარა. სამი დღე და ღამე მეტრო "გურამიშვილთან" ბაღში გავატარეთ. ძველით ახალი წელი იყო, ხალხი ილხენდა, ჩვენ კი საქანელებზე ვათევდით ღამეებს. ვიცოდი, მიტოვებული სახელმწიფო ობიექტები არსებობდა, სადაც უსახლკარო ოჯახები იყვნენ შესახლებული. დავიწყე ასეთი შენობების ძებნა და კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობის სარდაფში ცარიელ ოთახს მივაგენი. იქაურობა ერთი შეხედვით სამრეცხაოს ჰგავდა. რკინის მაგიდა იდგა, რომელიც სპეციალური საჭრელით დავჭერი და ჯართად ჩავაბარე. მახსოვს, 15 ლარი გადამიხადეს და ძალიან გამიხარდა. იმ ფულით მაკარონი და ზეთი ვიყიდე. ამას, ცხოვრება კი არა, არსებობა ერქვა და არც კი ვიცოდით, რომ სიცოცხლეს მორგში ვატარებდით. თურმე მთელი ხუთი თვე პროზექტურაში გვიცხოვრია, რკინის მაგიდა კი საკაცე იყო, რომელზეც გვამებს კვეთდნენ. ჩვენს თავზე მდებარე სასწრაფო დახმარების სამსახურს კანალიზაციის მილი გაფუჭებული ჰქონდა და ფეკალური მასები ჩვენს კედლებზე იღვრებოდა. დედამ ამ საშინელებას ვეღარ გაუძლო, ორჯერ ინფარქტი გადაიტანა და გარდაიცვალა. შემდეგ შენობის პირველ სართულზე ოთახი გათავისუფლდა და მე და ჩემი შვილი იქ გადავედით. მორგს ბევრად სჯობს, მაგრამ არც წყალი გვაქვს, არც დენი, არც კანალიზაცია და ზოგჯერ არც სანთლის საყიდელი ფული. უკიდურეს სიდუხჭირეში ვცხოვრობთ. ჩემი შვილი ობლობის პენსიას იღებს - თვეში 100 ლარს. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაის ფერიც არ გვქონია, შაქარზე აღარაფერს ვამბობ... სად არ ვიყავი, ყველგან ვეძებე სამსახური, მაგრამ ვერაფერი ვიშოვე. სახელმწიფო არც სოციალურად დაუცველის სტატუსს მაძლევს, რადგან ჩემს სახელზე ავტომობილია რეგისტრირებული - როცა სახლი გავყიდე, მანქანა შევიძინე და გავაქირავე. მაგრამ მძღოლი, რომელმაც ავტომობილი იქირავა, ავარიაში მოყვა. მანქანა დღესაც მცხეთაში, საჯარიმო ავტოსადგომზე დგას. იმდენი ჯარიმა დაერიცხა, ოთხჯერ გადააჭარბა მის ღირებულებას. ამ თანხის გადახდა მე არ შემიძლია... სწორედ ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მარტოხელა დედების "თეთრი" და "შავი" სიები შეადგინა. მე "შავ სიაში" მოვხვდი... ახლა ამ შენობაშიც არ გვაჩერებენ. ამბობენ, რომ აქ შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრი უნდა აშენდეს...

მაკა ქარდავა, მარტოხელა დედა:

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შვიდი წელი ვიმუშავე, ბევრ ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობ, მაგრამ არავის ვეხმიანები, არ მინდა, ჩემი პრობლემებით ვინმე შევაწუხო. ჩემმა ქმარმა თამაში და ნარკოტიკის მოხმარება დაიწყო, რის გამოც ციხეში აღმოჩნდა და დღემდე პატიმარია. ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ვზრდი. სანამ ქმარს დაიჭერდნენ, ქირით ვცხოვრობდით, შემდეგ ქირა ვეღარ გადავიხადეთ და აქ მოვედით. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემი მშობლები ოტობაიაში ცხოვრობენ. მათთანაც ვერ მივდივარ, ბავშვების გამო ვშიშობ... სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას ვიღებ, მაგრამ ეს ფული სამკურნალოდაც არ მყოფნის - ჩიყვის მძიმე ფორმა მაქვს, კვირაში 47 ლარის წამალი მჭირდება, ჩემი შემოსავალი კი თვეში მხოლოდ 156 ლარია. ახლა აღარც ვმკურნალობ. ხელ-ფეხი მიკანკალებს, ვეღარც დავდივარ. ოპერაცია კი შედის საყოველთაო დაზღვევის პაკეტში, მაგრამ სანამ ტოქსიკოზს არ მომიხსნიან, ოპერაციას არ მიკეთებენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

EXCLUSIVE 20 - „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, მამა-შვილი გარდაიცვალა

საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება