სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლეგ მელნიკოვის სკანდალური აღიარებითი ჩვენება - გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე ის თავს დამნაშავედ თვლის
ოლეგ მელნიკოვის სკანდალური აღიარებითი ჩვენება - გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე ის თავს დამნაშავედ თვლის

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის ყვე­ლა ეპი­ზოდ­ზე თავს დამ­ნა­შა­ვედ თვლის.

აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მელ­ნი­კოვ­მა დღეს, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ პრო­ცეს­ზე მის­ცა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დათა ახა­ლა­ი­ამ და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნა. ამას­თან, მელ­ნი­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დათა ახა­ლა­ია გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ახ­ლდა, შემ­დეგ კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა. ამ დროს კი, რო­გორც მელ­ნი­კო­ვი აცხა­დებს, იგი ავ­ტო­მო­ბილ­ში დათა ახა­ლა­ი­ას ელო­დე­ბო­და. მელ­ნი­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს გეგ­მა და დათა ახა­ლა­ი­ას და­წე­რილ გეგ­მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც და­ე­თან­ხმა, რომ გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი ჩა­ეხ­შოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 4 თა­ნამ­შრომ­ლის და­კა­ვე­ბით.

მელ­ნი­კო­ვის თქმით, ამა­ზე თან­ხმო­ბა არ­სე­ბობ­და რო­გორც ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან, ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან. მისი გან­ცხა­დე­ბით, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოთხ თა­ნამ­შრო­მელს და­ა­კა­ვებ­დნენ და შემ­დეგ კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. ამას­თან, მელ­ნი­კოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დათა ახა­ლა­ი­ას თხოვ­ნით, მან და­წე­რილ ჩვე­ნე­ბას ხელი მო­ა­წე­რა და ახა­ლა­ი­ას და­პირ­და, რომ სა­სა­მარ­თლო­ში აღ­ნიშ­ნულ ჩვე­ნე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და.

მელ­ნი­კოვ­მა აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მუ­შა­ობ­და, პლას­ტი­კურ ბა­რათ­ზე ხელ­ფა­სი ყო­ველ­თვი­უ­რად ერი­ცხე­ბო­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მელ­ნი­კო­ვის და­კი­თხვა ოქ­რო­ყა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბო­და. რო­დე­საც პრო­ცე­სი გა­და­ი­დო, გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ ად­ვო­კა­ტი მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი მელ­ნი­კო­ვის გარ­და, იცავს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ზე ბრალ­დე­ბულ ვა­ლე­რი­ან მეტ­რე­ველს. ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, რომ ვი­ნა­ი­დან მელ­ნი­კოვ­მა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა, მისი ჩვე­ნე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მისი და­სა­ცა­ვი პი­რის ინ­ტე­რე­სებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დად­გა ად­ვო­კა­ტის აცი­ლე­ბის სა­კი­თხი, რის გა­მოც პრო­ცე­სი შე­წყდა.

მელ­ნი­კო­ვის და­კი­თხვა ოქ­რო­ყა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით 13 აგ­ვის­ტოს გაგ­რძელ­დე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მაც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს და­კი­თხულ­მა მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი. პრო­კუ­რო­რის შე­ფა­სე­ბით, ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დათა ახა­ლა­ი­ას ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა. დღეს კი, მან რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და სა­სა­მარ­თლოს.

ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა საკ­მა­ოდ გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა, "ბრალ­დე­ბულ­მა მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მო­იკ­ვე­თა, ვისი თხოვ­ნი­თა და ვისი მი­ნიშ­ნე­ბით გა­ი­ცა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძის გა­ტა­ცე­ბის ბრძა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ოლეგ მელნიკოვის სკანდალური აღიარებითი ჩვენება - გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე ის თავს დამნაშავედ თვლის

ოლეგ მელნიკოვის სკანდალური აღიარებითი ჩვენება - გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე ის თავს დამნაშავედ თვლის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ოლეგ მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის.

აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა დღეს, გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს კი, როგორც მელნიკოვი აცხადებს, იგი ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებით.

მელნიკოვის თქმით, ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან. მისი განცხადებით, მაღალჩინოსნების შეთანხმების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს დააკავებდნენ და შემდეგ კი გაათავისუფლებდნენ. ამასთან, მელნიკოვმა აღნიშნა, რომ დათა ახალაიას თხოვნით, მან დაწერილ ჩვენებას ხელი მოაწერა და ახალაიას დაპირდა, რომ სასამართლოში აღნიშნულ ჩვენებას დაადასტურებდა.

მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა.

დღევანდელ პროცესზე მელნიკოვის დაკითხვა ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით ხდებოდა. როდესაც პროცესი გადაიდო, გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მელნიკოვის გარდა, იცავს აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს. ადვოკატმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.

მელნიკოვის დაკითხვა ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით 13 აგვისტოს გაგრძელდება.

დღევანდელი პროცესის შემდეგ განცხადება გააკეთა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირების დანაშაულებრივი ქმედებები. პროკურორის შეფასებით, ოლეგ მელნიკოვმა თავდაპირველად გირგვლიანის საქმეზე ძველი ხელისუფლების პირობებში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დათა ახალაიას ფაქტორიდან გამომდინარე, ცრუ ჩვენება მისცა. დღეს კი, მან რეალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.

ოლეგ მელნიკოვმა საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა, "ბრალდებულმა მისცა ჩვენება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, ვისი თხოვნითა და ვისი მინიშნებით გაიცა სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცების ბრძანება", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ