სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხუბი, გინება და ბრძოლა პირველობისთვის - როგორ ჩაიარა მერთან შეხვედრის პირველმა დღემ დედაქალაქში
ჩხუბი, გინება და ბრძოლა პირველობისთვის - როგორ ჩაიარა მერთან შეხვედრის პირველმა დღემ დედაქალაქში

დღეს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. მერ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა. დი­ლი­დან არ წყდე­ბო­და რი­გე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ იქ­ნე­ბო­და ცო­ცხა­ლი რიგი, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა რიგი დი­ლის 7 სა­ა­თი­დან და­ი­კა­ვა. ისი­ნი ვინც სი­ა­ში პირ­ვე­ლე­ბი მოხ­ვდე­ბოდ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად მე­რი­ას­თან ყვე­ლა­ზე ადრე მი­ვი­დოდ­ნენ ფიქ­რობ­დნენ, რომ მერ­თან შეხ­ვედ­რის შან­სე­ბი გა­ეზ­რდე­ბო­დათ. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი იყო. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ შეხ­ვედ­რა­ზე მათ მიერ არ­ჩე­ულ მერს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას სთხოვ­დნენ.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შეხ­ვედ­რა 14:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. ერთი სა­ა­თით ადრე კი მე­რი­ას­თან ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. ყვე­ლას პირვლე­ო­ბა უნ­დო­და. იყ­ვნენ მო­ხუ­ცე­ბი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი. ხალ­ხმრავ­ლო­ბამ და სი­ცხემ ისე იმოქ­მე­და, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ინ­დობ­დნენ. იყო ჩხუ­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ბილ­წის­ტყვა­ო­ბა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. ის ვინც ყვე­ლა­ზე ყო­ჩა­ღი და ღო­ნი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, წინა რი­გებ­ში მოხ­ვედ­რა შეძ­ლო, დაც­ვას­თა­ნაც იძა­ლა­ვა და მე­რი­ის შე­ნო­ბის შიგ­ნით აღ­მოჩ­ნდა.

მერ­თან შეხ­ვედ­რის მსურ­ვე­ლე­ბი არც მო­ხუ­ცებს და არც ბავ­შვი­ა­ნებს ატა­რებ­დნენ. ყვე­ლა სა­კუ­თარ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობ­და და დახ­მა­რე­ბის იმე­დით ნარ­მა­ნი­ამ­დე მიღ­წე­ვას ცდი­ლობ­და. მე­რი­ის შე­ნო­ბის წინ მდგა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას უბი­ნა­ო­ბა აწუ­ხებ­და, იყ­ვნენ ისე­თე­ბი ვინც ამ­ბობ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან უსა­მარ­თლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და თბი­ლი­სის ახალ მერს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას სთხოვ­დნენ. ზოგი შვი­ლის, ზოგი შვი­ლიშ­ვი­ლის და ზოგი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე სა­სა­უბ­როდ მო­ვი­და მერ­თან. ზოგს კი აინ­ტე­რე­სებ­და, რო­დის შეძ­ლე­ბა და­ვით ნარ­მა­ნია არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­ცხა­დე­ბუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

"ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვარ 6 სული ვართ ღია ცის ქვეშ ვცხოვ­რობთ. სამ­ჯერ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ და ახლა თვი­თო­ნაც დაგ­ვი­ჭი­როს მხა­რი", - აცხა­დებ­და რიგ­ში მდგო­მი მო­ხუ­ცი.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის შე­ნო­ბას­თან სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ძა­ხე­ბა ორ­ჯერ გახ­და სა­ჭი­რო. რიგ­ში მდგო­მი ასა­კი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და და მას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

შე­უძ­ლოდ გახ­და ასე­ვე შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი. იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას­თან დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­იყ­ვა­ნეს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ნენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

სი­ცხის­გან შე­წუ­ხე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ თუ ნარ­მა­ნი­ას მარ­თლაც სურს ხალ­ხის აზ­რის მოს­მე­ნა, მა­შინ ყვე­ლას ერ­თად შეხ­ვედ­რო­და.

"არა­ფე­რი არ უჭირ­და ნარ­მა­ნი­ას, რომ ერთი სა­ა­თი მო­სახ­ლე­ბის­თვის დარ­ბაზ­ში გა­მო­ე­ყო ყვე­ლას შეხ­ვედ­რო­და და გა­სა­უბ­რე­ბო­და", - ამ­ბობ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი კი აცხა­დებ­დნენ, რომ ნარ­მა­ნის­თან არა მაგ­რამ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის უფორ­სებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნი­ათ.

"არ შე­მიშ­ვეს და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თა, ჯერ "ოჩე­რედ­ში" მომ­კლეს, სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, მერე ნარ­მა­ნი­ას­თან არ შე­მიშ­ვეს მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მა. მე ავირ­ჩიე ნარ­მა­ნია და მისი იმე­დი მქონ­და, მას­თან მინ­დო­და შეხ­ვედ­რა და ახლა აღარც მა­გის მწამს", - ამ­ბობს ნინა ბებო, რო­მე­ლიც მე­რი­ის შე­ნო­ბის წინ 2 სა­ათ­ზე მეტ­ხანს რიგ­ში იდგა.

იყ­ვნენ შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სუ­ლი კმა­ყო­ფი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სურ­ვი­ლი­თა და და­პი­რე­ბის სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბის იმე­დით და­ტო­ვეს შე­ნო­ბა.

"შევხდვი ქა­ლა­ქის მერს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაქვს დიდი იმე­დი, რომ ეს შეხ­ვედ­რა ნამ­დვი­ლად შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გონ­გლა­ძემ.

მე­რი­ის შე­ნო­ბის წინ შექ­მნი­ლი ქა­ო­სის გამო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ცხა­დე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლე­შიც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მო­სულ ადა­მი­ა­ნებს წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

"მო­ვუ­წო­დებთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ნუ შექ­მნი­ან ქა­ოსს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ მათ სა­კითხს მერი, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი და სა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სე­ბი ერ­თნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დე­ბი­ან. ამას­თან, მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­თა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ მი­ღე­ბის სა­ა­თებ­ში შევხდეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ ადა­მი­ანს და და­ვეხ­მა­როთ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში.

აქვე, გან­ვმარ­ტავთ, რომ ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ვერ შეძ­ლე­ბენ მი­ღე­ბა­ზე შეს­ვლას, მი­ღე­ბის მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­გის­ტრირ­დნენ მოქ­მე­დი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად", - აღ­ნიშ­ნავ­დნენ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­რის მო­ად­გი­ლე­ებ­მა კი პი­რო­ბა და­დეს, რომ მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რე­ბი უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რო­გორც მე­რის მო­ად­გი­ლე ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძემ გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი დღე არის იმის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს დაგ­რო­ვი­ლი.

"კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე დიდი ინ­ტე­რე­სია ამ შეხ­ვედ­რის. შე­ვეც­დე­ბით, რომ შემ­დგო­მი შეხ­ვედ­რე­ბი უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოს. ამ შეხ­ვედ­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ცხა­დია, ემო­ცი­უ­რო­ბაც ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა და უფრო სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში გა­და­ვალთ", - გა­ნა­ცხა­და ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძემ.

დღის ბო­ლოს კი გა­ირ­კვა, რომ მერ­თან შე­სახ­ვედ­რად სულ 400-მდე ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრი­და, 250 მათ­გან­მა, მერ­თან მის მო­ად­გი­ლე­ებ­თან და სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სებ­თან შეხ­ვედ­რა შეძ­ლო.

მო­რი­გი შეხ­ვედ­რა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა.

დღე­ი­დან კი ყო­ვე­ლი ორ­შა­ბა­თი თბი­ლი­სის მერ­თან მის მო­ად­გი­ლე­ებ­თან, სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სებ­სა და გამ­გებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დღედ გა­მო­ცხად­და.

თეა ბი­თა­ძე

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ჩხუბი, გინება და ბრძოლა პირველობისთვის - როგორ ჩაიარა მერთან შეხვედრის პირველმა დღემ დედაქალაქში

ჩხუბი, გინება და ბრძოლა პირველობისთვის - როგორ ჩაიარა მერთან შეხვედრის პირველმა დღემ დედაქალაქში

დღეს დედაქალაქის მერიაში მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა. მერთან შეხვედრის სურვილი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. დილიდან არ წყდებოდა რიგები. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ იქნებოდა ცოცხალი რიგი, ამიტომ რამდენიმე მათგანმა რიგი დილის 7 საათიდან დაიკავა. ისინი ვინც სიაში პირველები მოხვდებოდნენ და შესაბამისად მერიასთან ყველაზე ადრე მივიდოდნენ ფიქრობდნენ, რომ მერთან შეხვედრის შანსები გაეზრდებოდათ. დღის პირველ ნახევარში ვითარება შედარებით სტაბილური იყო. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე მათ მიერ არჩეულ მერს პრობლემების მოგვარებას სთხოვდნენ.

დავით ნარმანიას მოქალაქეებთან შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყო. ერთი საათით ადრე კი მერიასთან ვითარება დაიძაბა. ყველას პირვლეობა უნდოდა. იყვნენ მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები. ხალხმრავლობამ და სიცხემ ისე იმოქმედა, რომ მოქალაქეები ერთმანეთს არ ინდობდნენ. იყო ჩხუბი, შეურაცხყოფა, ბილწისტყვაობა და დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირება. ის ვინც ყველაზე ყოჩაღი და ღონიერი აღმოჩნდა, წინა რიგებში მოხვედრა შეძლო, დაცვასთანაც იძალავა და მერიის შენობის შიგნით აღმოჩნდა.

მერთან შეხვედრის მსურველები არც მოხუცებს და არც ბავშვიანებს ატარებდნენ. ყველა საკუთარ პრობლემაზე საუბრობდა და დახმარების იმედით ნარმანიამდე მიღწევას ცდილობდა. მერიის შენობის წინ მდგარი მოქალაქეების უმეტესობას უბინაობა აწუხებდა, იყვნენ ისეთები ვინც ამბობდა, რომ სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და თბილისის ახალ მერს სამართლიანობის აღდგენას სთხოვდნენ. ზოგი შვილის, ზოგი შვილიშვილის და ზოგი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ მოვიდა მერთან. ზოგს კი აინტერესებდა, როდის შეძლება დავით ნარმანია არჩევნების დროს გაცხადებული დაპირებების შესრულებას.

"ძალიან გაჭირვებული ვარ 6 სული ვართ ღია ცის ქვეშ ვცხოვრობთ. სამჯერ მხარი დავუჭირეთ და ახლა თვითონაც დაგვიჭიროს მხარი", - აცხადებდა რიგში მდგომი მოხუცი.

დედაქალაქის მერიის შენობასთან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. რიგში მდგომი ასაკიანი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება დედაქალაქის მერიის შენობის პირველ სართულზე აღმოუჩინეს.

შეუძლოდ გახდა ასევე შუახნის მამაკაცი. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყნენ საპატრულო პოლიციის და დედაქალაქის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

სიცხისგან შეწუხებული მოქალაქეები იმასაც ამბობდნენ, რომ თუ ნარმანიას მართლაც სურს ხალხის აზრის მოსმენა, მაშინ ყველას ერთად შეხვედროდა.

"არაფერი არ უჭირდა ნარმანიას, რომ ერთი საათი მოსახლებისთვის დარბაზში გამოეყო ყველას შეხვედროდა და გასაუბრებოდა", - ამბობდნენ მოქალაქეები.

შეხვედრიდან გამოსულები კი აცხადებდნენ, რომ ნარმანისთან არა მაგრამ სხვადასხვა სამსახურის უფორსებთან შეხვედრაზე პრობლემები არ შექმნიათ.

"არ შემიშვეს დავით ნარმანიასთა, ჯერ "ოჩერედში" მომკლეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, მერე ნარმანიასთან არ შემიშვეს მისმა ხელქვეითებმა. მე ავირჩიე ნარმანია და მისი იმედი მქონდა, მასთან მინდოდა შეხვედრა და ახლა აღარც მაგის მწამს", - ამბობს ნინა ბებო, რომელიც მერიის შენობის წინ 2 საათზე მეტხანს რიგში იდგა.

იყვნენ შეხვედრიდან გამოსული კმაყოფილი მოქალაქეებიც, რომლებმაც პრობლემების მოგვარების სურვილითა და დაპირების სწრაფად შესრულების იმედით დატოვეს შენობა.

"შევხდვი ქალაქის მერს, კმაყოფილი ვარ, მაქვს დიდი იმედი, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედეგიანი გამოდგება", - განაცხადა თამარ გონგლაძემ.

მერიის შენობის წინ შექმნილი ქაოსის გამო, მოგვიანებით განცხადება დედაქალაქის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა, რომლეშიც თბილისის მერიაში მოსულ ადამიანებს წესრიგისკენ მოუწოდებდნენ.

"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნუ შექმნიან ქაოსს და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკითხს მერი, მისი მოადგილეები და სალაქო სამსახურის უფროსები ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან. ამასთან, მერიის თანამშრომელთა და მოქალაქეთა მოწესრიგებული მოქმედება დაგვეხმარება, რომ მიღების საათებში შევხდეთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და დავეხმაროთ პრობლემების გადაწყვეტაში.

აქვე, განვმარტავთ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ შეძლებენ მიღებაზე შესვლას, მიღების მომდევნო დღეებისთვის აუცილებლად დარეგისტრირდნენ მოქმედი წესის შესაბამისად", - აღნიშნავდნენ განცხადებაში.

მერის მოადგილეებმა კი პირობა დადეს, რომ მომდევნო შეხვედრები უფრო ორგანიზებული იქნება. როგორც მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე არის იმის გამოხატულება, რომ საზოგადოებას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დაგროვილი.

"კომუნიკაციის დეფიციტის ფონზე დიდი ინტერესია ამ შეხვედრის. შევეცდებით, რომ შემდგომი შეხვედრები უფრო ორგანიზებული იყოს. ამ შეხვედრების ფარგლებში, ცხადია, ემოციურობაც ნაკლები იქნება და უფრო სამუშაო რეჟიმში გადავალთ", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ მერთან შესახვედრად სულ 400-მდე ადამიანი დარეგისტრიდა, 250 მათგანმა, მერთან მის მოადგილეებთან და სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან შეხვედრა შეძლო.

მორიგი შეხვედრა მოქალაქეებთან მომდევნო ორშაბათს გაიმართება.

დღეიდან კი ყოველი ორშაბათი თბილისის მერთან მის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და გამგებლებთან შეხვედრის დღედ გამოცხადდა.

თეა ბითაძე

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა