პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილს უგზავნის
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილს უგზავნის

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამე­რი­კელ სე­ნა­ტო­რებს სა­პა­სუ­ხო წე­რილს უგ­ზავ­ნის.

წე­რილს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ძვირ­ფა­სო სე­ნა­ტო­რო მა­კ­კე­ინ,

ძვირ­ფა­სო სე­ნა­ტო­რო რიშ, ძვირ­ფა­სო სე­ნა­ტო­რო რუ­ბიო,

ძვირ­ფა­სო სე­ნა­ტო­რო შა­ჰინ,

დიდ მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ თქვე­ნი 2014 წლის პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტოს წე­რი­ლი­სათ­ვის. მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ თქვენ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი წა­მო­წი­ეთ. მე ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ თქვენს მე­გობ­რო­ბას და იმ მხარ­და­ჭე­რას, რო­მელ­საც თქვენ გა­მო­ხა­ტავთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ.

სავ­სე­ბით გე­თან­ხმე­ბით, რომ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე მზად ვარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც შეს­წევს უნა­რი გაგ­ვი­წი­ოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბი­სათ­ვის, ჩვენ ბევ­რი ამ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ ოპო­ზი­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

მე გე­თან­ხმე­ბით იმა­შიც, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის პრო­ცე­სი უნდა წა­რი­მარ­თოს ყო­ველ­გვა­რი ხარ­ვე­ზის გა­რე­შე და ყვე­ლა საქ­მე უნდა იქ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნად, გამჭვირ­ვა­ლედ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლად. მე მეს­მის და ვი­ზი­ა­რებ იმ მღელ­ვა­რე­ბას, რომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლი იყოს, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და ამან შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ში­და­პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

სა­ხი­ფა­თო მე­ზობ­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და იმი­სათ­ვის, რომ გა­ეხ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია. მაგ­რამ ორი­ვე ეს მის­წრა­ფე­ბა, ისე­ვე რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა, მო­ი­თხოვს რე­ა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ას. ჩვენ აგ­ვირ­ჩი­ეს იმი­სათ­ვის, რომ აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტია, დაგ­ვეც­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ხალ­ხი გან­ვი­თა­რე­ბის შე­უქ­ცე­ვად გზა­ზე და უზ­რუნ­ველ­გვე­ყო, რომ ეს წინსვლა ვერ შე­ა­ჩე­როს ვერ­ცერ­თმა მომ­დევ­ნო მთავ­რო­ბამ, მი­უ­ხე­და­ვად პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა.

ჩვენ ამ გეგ­მის ბევ­რი პუნ­ქტი შე­ვას­რუ­ლეთ. ჩვენ ვი­კის­რეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ის რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ­გან ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მო­ი­თხოვ­და. ჩვენ გა­და­ვე­ცით მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხს, გავ­ზარ­დეთ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი და მეტი უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით თვით­მმარ­თვე­ლო­ბას. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, რო­მე­ლიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად. ჩვენ ვა­წეს­რი­გებთ ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­მე­ლიც უპ­რინ­ცი­პოდ იყო გა­და­კე­თე­ბულ-გად­მო­კე­თე­ბუ­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ მიერ ამ წე­რილ­ში დას­მულ სა­კი­თხთა შო­რის - ჩვენ გა­დავ­დგით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის აღ­სად­გე­ნად და და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა იმ სის­ტე­მის­გან, რო­მე­ლიც თქვენ იხი­ლეთ, რო­დე­საც ბო­ლოს ბრძან­დე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ მოვ­სპეთ გა­მო­ძალ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის სის­ტე­მა და წა­მე­ბა ცი­ხე­ებ­ში. დღეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღარ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა­ზე და ბრალ­დე­ბუ­ლებს მრა­ვა­ლი ახა­ლი უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭათ. ის, რომ ჩვე­ნი ბრალ­მდებ­ლე­ბი ხში­რად აგე­ბენ საქ­მე­ებს, პროგ­რე­სის ნი­შა­ნია.

ჩვენ აგ­რეთ­ვე უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ ეს ახა­ლი სის­ტე­მა თა­ნას­წო­რად გა­ნი­ხი­ლავ­დეს ყვე­ლას, მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს. ჩვენ გვინ­და იმ სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გან­ვსჯით მო­მა­ვალ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს და შევ­ქმნით სა­მარ­თლი­ან სის­ტე­მას. მას შემ­დეგ, რაც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მიერ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მისი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, - ამას ბოლო უნდა მო­ე­ღოს და ჩვენ უნდა და­ვამ­კვიდ­როთ უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი. გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის 2014 წლის 23 ივ­ლი­სის ან­გა­რიშ­ში ამის თა­ო­ბა­ზე ნათ­ქვა­მია, რომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს უამ­რა­ვი საქ­მე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვას­თან, რო­მე­ლიც დღემ­დე უყუ­რა­დღე­ბოდ იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ამის გამო აირ­ჩი­ეს, და, ჩვე­ნი ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე, მთავ­რო­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ე­ნი­ჭა უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ძი­ოს წინა და ახ­ლან­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი. ეს არ არის ცალ­მხრი­ვი - ჩვე­ნი მთავ­რო­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს მი­ე­სა­ჯა ერ­თწ­ლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. რამ­დე­ნი­მე და­ბა­ლი რან­გის მო­ხე­ლე და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ასე­ვე მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. მეც სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დე, რომ თუ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ოდეს­მე და­ვარ­ღვევ კა­ნონს, მზად ვარ წა­ვი­დე ცი­ხე­ში.

მა­შინ, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­კუ­რო­რი თა­ვად გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლი საქ­მე აწარ­მო­ოს, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის საქ­მე­ში, სრუ­ლი­ად გა­ა­უ­ფა­სუ­რებ­და იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ გვინ­და გა­ვუ­ზი­ა­როთ ქარ­თველ ხალ­ხს - არა­ვინ არ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა და ჩვე­ნი მზარ­დი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არ გა­და­იქ­ცე­ვა ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლად.

გულ­წრფე­ლად გთხოვთ, თვალ­ყუ­რი მი­ა­დევ­ნოთ ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და ჩა­მობ­რძან­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რათა უშუ­ა­ლოდ და­ეს­წროთ საქ­მის მსვლე­ლო­ბას. მე მო­გი­წო­დებთ, შე­ის­წავ­ლოთ მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლებ­მაც აქამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მხრი­დან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღეს, რათა თა­ვად დარ­წმუნ­დეთ, რომ ბრალ­დე­ბულ­თა სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნის დაც­ვით ჩა­ი­ა­რა. პრო­კუ­რორ­მა უნდა მო­ა­ხერ­ხოს საქ­მის სა­მარ­თლი­ა­ნად წარ­მო­ე­ბა და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა. და თუ ის ამას ვერ შეს­ძლებს, ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მარ­თლდე­ბა.

ჩემი ქვე­ყა­ნა თა­ვის მო­მა­ვალს ურ­ყე­ვად ხე­დავს და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში. ჩვე­ნი სვლა ამ გზა­ზე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბევრ ხი­ფათ­თან - ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­წი­ლი უკა­ნო­ნოდ აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რუ­სეთს და სულ ახ­ლა­ხანს, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის გამო, მათ გაგ­ვი­უქ­მეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვე­ნი მთავ­რო­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ მიზ­ნის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა. ჩვენ არ ვა­პი­რებთ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უშ­ლის ჩვენს მის­წრა­ფე­ბებს. ჩვენ გვჯე­რა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უფრო გა­აღ­რმა­ვებს ჩვენს წინსვლას დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ ქარ­თვე­ლი ერი გულ­წრფე­ლად მი­ე­სალ­მე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მტკი­ცე და უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რას. თქვენ­თან და ჩვენს სხვა და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ჩვენ ვა­შე­ნებთ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს, ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­თა და დი­ნა­მი­კუ­რი ეკო­ნო­მი­კით. ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა გა­დამ­წყვე­ტია იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გამჭვირ­ვა­ლე და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა მოქ­მე­დებ­დეს.

ჩვენ პა­სუხს ვა­გებთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე იმი­სათ­ვის, რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წინსვლა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნე­ბის შე­უქ­ცე­ვად გზა­ზე, რაც მი­უღ­წე­ვა­დია, თუ არ ვა­ღი­ა­რებთ იმას, რომ არა­ვინ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა. ჩვენ გვჯე­რა იმის, რომ დრო გვიჩ­ვე­ნებს - ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის აღ­კვე­თი­სა­კენ სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ცევს უფრო ძლი­ერ ქვეყ­ნად და მო­კავ­ში­რედ.

კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას თქვე­ნი რჩე­ვი­სათ­ვის, ჩემი მთავ­რო­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ თქვე­ნი თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი, ხან­გრძლი­ვი და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ ვინ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­მი­ზი­ა­რებთ თქვენს კრი­ტი­კულ მო­საზ­რე­ბებს და ამას­თან გა­მო­ხა­ტავთ მზად­ყოფ­ნას, რომ ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყვი­ტოთ ისი­ნი", - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილს უგზავნის

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილს უგზავნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილს უგზავნის.

წერილს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო სენატორო მაკკეინ,

ძვირფასო სენატორო რიშ, ძვირფასო სენატორო რუბიო,

ძვირფასო სენატორო შაჰინ,

დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი 2014 წლის პირველი აგვისტოს წერილისათვის. მივესალმები, რომ თქვენ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიეთ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს მეგობრობას და იმ მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ გამოხატავთ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების მიმართ.

სავსებით გეთანხმებით, რომ სიცოცხლისუნარიანი და კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია. მე მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ადამიანთან საქართველოში, რომელსაც შესწევს უნარი გაგვიწიოს კონსტრუქციული პარტნიორობა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ასეთი თანამშრომლობის გაგრძელებისათვის, ჩვენ ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტილება მივიღეთ ოპოზიციის მნიშვნელოვანი თანამონაწილეობით.

მე გეთანხმებით იმაშიც, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებების პროცესი უნდა წარიმართოს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებელად. მე მესმის და ვიზიარებ იმ მღელვარებას, რომ ეს ბრალდებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური დევნა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე.

სახიფათო მეზობლობით დაწყებული და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საჭიროებით დამთავრებული, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავრობა ქვეყნის სათავეში მოვიდა იმისათვის, რომ გაეხსნა საქართველოს სრული ეკონომიკური პოტენციალი და განეხორციელებინა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ ორივე ეს მისწრაფება, ისევე როგორც ქართველი ხალხის უსაფრთხოება, მოითხოვს რეალურ დემოკრატიას. ჩვენ აგვირჩიეს იმისათვის, რომ აგვეშენებინა თანამედროვე დემოკრატია, დაგვეცვა ადამიანის უფლებები, დაგვეყენებინა ჩვენი ხალხი განვითარების შეუქცევად გზაზე და უზრუნველგვეყო, რომ ეს წინსვლა ვერ შეაჩეროს ვერცერთმა მომდევნო მთავრობამ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.

ჩვენ ამ გეგმის ბევრი პუნქტი შევასრულეთ. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ განგვეხორციელებინა ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვდა. ჩვენ გადავეცით მეტი ძალაუფლება ხალხს, გავზარდეთ საარჩევნო ბარიერი და მეტი უფლება მივეცით თვითმმართველობას. ჩვენ ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას, რომელიც შემუშავებული იყო ევროკავშირთან ერთად. ჩვენ ვაწესრიგებთ ჩვენს კონსტიტუციას, რომელიც უპრინციპოდ იყო გადაკეთებულ-გადმოკეთებული წინა ხელისუფლების მიერ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ მიერ ამ წერილში დასმულ საკითხთა შორის - ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები კანონის უზენაესობის აღსადგენად და დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ქართული სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ სისტემისგან, რომელიც თქვენ იხილეთ, როდესაც ბოლოს ბრძანდებოდით საქართველოში. ჩვენ მოვსპეთ გამოძალვაზე დაფუძნებული საპროცესო გარიგების სისტემა და წამება ციხეებში. დღეს მოსამართლეები არიან დამოუკიდებელი, პროკურატურა აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე და ბრალდებულებს მრავალი ახალი უფლება მიენიჭათ. ის, რომ ჩვენი ბრალმდებლები ხშირად აგებენ საქმეებს, პროგრესის ნიშანია.

ჩვენ აგრეთვე უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ახალი სისტემა თანასწორად განიხილავდეს ყველას, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეებს. ჩვენ გვინდა იმ სტანდარტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განვსჯით მომავალ პოლიტიკურ ლიდერებს და შევქმნით სამართლიან სისტემას. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საჯარო მოხელის მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, მისი პასუხისგებაში მიცემა იშვიათად ხდებოდა, - ამას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიშში ამის თაობაზე ნათქვამია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევასთან, რომელიც დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული.

ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს, და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში.

მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი პროკურორი თავად განსაზღვრავს, რომელი საქმე აწარმოოს, ჩემი პოლიტიკური ჩარევა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეში, სრულიად გააუფასურებდა იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვინდა გავუზიაროთ ქართველ ხალხს - არავინ არ დგას კანონზე მაღლა და ჩვენი მზარდი სასამართლო სისტემა არ გადაიქცევა ადამიანთა მცირე ჯგუფის ინტერესების დამცველად.

გულწრფელად გთხოვთ, თვალყური მიადევნოთ ამ სასამართლო პროცესებს და ჩამობრძანდეთ საქართველოში, რათა უშუალოდ დაესწროთ საქმის მსვლელობას. მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება.

ჩემი ქვეყანა თავის მომავალს ურყევად ხედავს დასავლეთთან ინტეგრაციაში. ჩვენი სვლა ამ გზაზე დაკავშირებულია ბევრ ხიფათთან - ჩვენი ქვეყნის ნაწილი უკანონოდ აქვს ოკუპირებული რუსეთს და სულ ახლახანს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, მათ გაგვიუქმეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა და ქართველი ხალხი ამ მიზნის ერთგული რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუშლის ჩვენს მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული სასამართლო პროცესი უფრო გააღრმავებს ჩვენს წინსვლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი ერი გულწრფელად მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და უპირობო მხარდაჭერას. თქვენთან და ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სახელმწიფოს, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და დინამიკური ეკონომიკით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოში გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მოქმედებდეს.

ჩვენ პასუხს ვაგებთ ქართველი ხალხის წინაშე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ქართული სახელმწიფოს წინსვლა კონსოლიდირებული დემოკრატიის შენების შეუქცევად გზაზე, რაც მიუღწევადია, თუ არ ვაღიარებთ იმას, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენ გვჯერა იმის, რომ დრო გვიჩვენებს - ჩვენი ძალისხმევა მიმართული დაუსჯელობის პოლიტიკის აღკვეთისაკენ საქართველოს აქცევს უფრო ძლიერ ქვეყნად და მოკავშირედ.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი რჩევისათვის, ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი თანამიმდევრული, ხანგრძლივი და მტკიცე მხარდაჭერისათვის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც გამიზიარებთ თქვენს კრიტიკულ მოსაზრებებს და ამასთან გამოხატავთ მზადყოფნას, რომ ერთობლივად გადავწყვიტოთ ისინი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა