პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავსაქმდეთ: ცნობილი ქართული კომპანიების HR-ების რჩევები სამსახურის მაძიებლებს
როგორ დავსაქმდეთ: ცნობილი ქართული კომპანიების HR-ების რჩევები სამსახურის მაძიებლებს

ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა ვი­წყებთ სა­მუ­შა­ოს ძებ­ნას, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა ტი­პის სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მი­ვაგ­ნებთ თუ არა სა­სურ­ველ ვა­კან­სი­ას, მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგე­ბით - რე­ზი­უ­მე­სა და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის შედ­გე­ნა. ეს ორი დო­კუ­მენ­ტი ერ­თგვა­რი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია ჩვენ­სა და დამ­საქ­მე­ბელს შო­რის, რო­მელ­მაც ჩვენ გა­რე­შე უნდა მო­ა­წო­ნოს თავი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირს. ცნო­ბი­ლია, რომ არ­ცთუ ისე იშ­ვი­ა­თად, სწო­რედ ამ ეტაპ­ზე უშ­ვე­ბენ აპ­ლი­კან­ტე­ბი გარ­კვე­ულ შეც­დო­მებს.

რო­გო­რი უნდა იყოს სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, ექ­ცე­ვა თუ არა ყუ­რა­დღე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა­სა და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას, რა ტი­პის შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ კან­დი­და­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად? ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბით "ამ­ბე­ბი.გე"-მ რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თა.

და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო HR-ის კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეთერ ლეშ­ჩინ­სკა­ია:

- აქ­ცევთ თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას რე­ზი­უ­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას? (ზოგი იწყებს სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან და რე­ზი­უ­მეს ბოლო ნა­წილ­ში აქვს ინ­ფორ­მა­ცი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ).

- რო­გორც წესი, ამის გამო კან­დი­და­ტის და­წუ­ნე­ბა არ ხდე­ბა. მთა­ვა­რია, ინ­ფორ­მა­ცია პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­ვით იკი­თხე­ბო­დეს და სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მო­ნა­ცე­მე­ბი თან­ხვედ­რა­ში უნდა მო­დი­ო­დეს იმ მო­თხოვ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ას აქვს წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ზოგ­ჯერ კომ­პა­ნი­ე­ბი რე­ზი­უ­მეს­თან ერ­თად ფო­ტო­სუ­რა­თის გაგ­ზავ­ნა­საც ითხო­ვენ. რა შემ­თხვე­ვა­ში ითხოვს თქვე­ნი კომ­პა­ნია ფო­ტო­სუ­რათს, რა ტი­პის ფო­ტოს გაგ­ზავ­ნაა სა­სურ­ვე­ლი და რა შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ ხოლ­მე აპ­ლი­კან­ტე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ფო­ტო­სუ­რა­თი არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, არა­მედ სა­სურ­ვე­ლი ატ­რი­ბუ­ტია. თუმ­ცა ბოლო დრო­ის ტენ­დენ­ცია აჩ­ვე­ნებს, რომ ზოგი კომ­პა­ნია ხაზ­გას­მით მო­ი­თხოვს რე­ზი­უ­მეს­თან ერ­თად ფო­ტო­სუ­რა­თის გაგ­ზავ­ნას. ძი­რი­თა­დად ასე­თი მო­თხოვ­ნა კონ­სულ­ტან­ტის ვა­კან­სი­ა­ზე არის ხოლ­მე. ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 1500-დან 2000-მდე რე­ზი­უ­მე შე­მო­დის. გარ­და ამი­სა, მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცია. რე­გის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი პუნ­ქტი სწო­რედ გა­მარ­თუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თის გან­თავ­სე­ბაა, თუმ­ცა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფოტო იყოს სტან­დარ­ტუ­ლი, ე.წ. 3/4-ზე. ზოგი კან­დი­და­ტი პლაჟ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აგ­ზავ­ნის ხოლ­მე. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯგუ­ფურ ფო­ტოს ურ­თავს რე­ზი­უ­მეს. გზავ­ნი­ან ცეკ­ვის პრო­ცეს­ში ან სუფ­რას­თან ქე­ი­ფის დროს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც, რაც პი­როვ­ნე­ბის მხრი­დან საქ­მი­სად­მი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­ა­დეკ­ვა­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. თუ ვა­კან­სია დი­ზა­ი­ნის ან ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე სფე­როს მუ­შაკ­ზეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, კრე­ა­ტი­ულ­მა ფო­ტომ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­როს და სუ­ლაც არ იქ­ნას და­წუ­ნე­ბუ­ლი.

- სამ-ოთხ დღი­ან ტრე­ნინ­გებს აქ­ცევთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას?

- რა თქმა უნდა. ეს ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს სწავ­ლის, კა­რი­ე­რი­სა და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სად­მი. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რე­ზი­უ­მე 8-9 გვერ­დი­ა­ნი უნდა იყოს. რე­ზი­უ­მეს თა­ვი­სი სტან­დარ­ტი აქვს. რაც უფრო დი­დია, მით უფრო ნაკ­ლე­ბი შან­სია იმი­სა, რომ მას გულ­დას­მით წა­ი­კი­თხა­ვენ. სა­სურ­ვე­ლია CV-ის მო­ცუ­ლო­ბა 2-3 ფურ­ცელს არ აღე­მა­ტე­ბო­დეს.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა CV-ში სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რის მი­თი­თე­ბა, თუ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი?

- თუ კან­დი­და­ტი აგ­ზავ­ნის გა­ნა­ცხადს ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის ვა­კან­სი­ა­ზე და რე­ზი­უ­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი აქვს თი­თო­ე­ულ პო­ზი­ცი­ა­ზე 4-5 მო­ვა­ლე­ო­ბა, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. ზოგ­ჯერ კან­დი­და­ტე­ბი სა­მუ­შა­ოს დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ. ასე ხე­ლოვ­ნუ­რად ზრდი­ან რე­ზი­უ­მეს მო­ცუ­ლო­ბას. ზოგ­ჯერ თითო ვა­კან­სი­ა­ზე მი­ნი­მუმ 400 რე­ზი­უ­მე შე­მო­დის, თი­თო­ე­უ­ლი მა­თა­ნი 8-9 ფურ­ცე­ლი რომ იყოს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად რთუ­ლი იქ­ნე­ბა მათი გულ­დას­მით წა­კი­თხვი­სა და შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­კო­მენ­და­ტო­რე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცია და ზო­გა­დად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა რე­კო­მენ­და­ტო­რე­ბის მი­თი­თე­ბა რე­ზი­უ­მეს ბო­ლოს?

- თუ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არის ვა­კან­სია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რე­კო­მენ­და­ტო­რე­ბის მი­თი­თე­ბას მო­ვი­თხოვთ ხოლ­მე. მეტ­წი­ლად ვა­მოწ­მებთ კი­დეც მათ­თან კან­დი­და­ტის მიერ მი­თი­თე­ბულ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას. ვი­ნა­ი­დან ჩვენ შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია ვართ და კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­შე ერ­თგვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია, ვცდი­ლობთ მაქსმა­ლუ­რად გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ მათ. ზოგ­ჯერ კან­დი­და­ტე­ბი აზ­ვი­ა­დე­ბენ, ან იტყუ­ე­ბი­ან და ეს სწო­რედ რე­კო­მენ­და­ტო­რებ­თან უშუ­ა­ლოდ გა­სა­უბ­რე­ბი­სას გა­მო­ა­შა­რა­ვე­ბუ­ლა.

- რო­გორც წესი, CV-ის ბოლო ნა­წი­ლი ჰო­ბის ეთ­მო­ბა ხოლ­მე. აქ­ცევთ თუ არა ყუ­რა­დღე­ბას და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა ჰო­ბის და რა შემ­თხვე­ვა­ში?

- ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გორც წესი, არ აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას ჰო­ბის. მით უმე­ტეს, რომ კან­დი­და­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წერს წიგ­ნის კი­თხვას, მუ­სი­კის მოს­მე­ნას, რაც უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გაყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ვიდ­რე ჰობი.

იგი­ვე კი­თხვე­ბით "ამ­ბე­ბი.გე"-მ ნი­კო­რას კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა-და­ქი­რა­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ნინო ზა­უ­ტაშ­ვილს მი­მარ­თა:

"უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ რე­ზი­უ­მეს, რო­მელ­შიც ინ­ფორ­მა­ცი­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა აწ­მყო­დან იწყე­ბა და სრულ­დე­ბა წარ­სუ­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბით. რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აპ­ლი­კან­ტმა რო­მელ სას­წავ­ლე­ბელ­ში და­ას­რუ­ლა სწავ­ლა, მაგ­რამ უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაა",- აღ­ნიშ­ნა ნინო ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტო­სუ­რა­თის მნიშ­ვნე­ლო­ბას, მისი თქმით, კომ­პა­ნია "ნი­კო­რა" თით­ქმის არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ითხოვს რე­ზი­უ­მეს­თან ერ­თად ფო­ტო­სუ­რა­თის გაგ­ზავ­ნას, ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. ასე­ვე, კან­დი­და­ტის არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რე­ზი­უ­მეს ბო­ლოს მი­უ­თი­თებს თუ არა რე­კო­მენ­და­ტო­რებს წინა სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან:

"ნი­კო­რას ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი სწო­რედ ის გახ­ლავთ, რომ აპ­ლი­კან­ტებს არ და­ვუ­წე­სოთ ზედ­მე­ტი ბა­რი­ე­რე­ბი და ისი­ნი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ვა­ყე­ნოთ. მი­ნა­ხავს რე­ზი­უ­მე, რო­მელ­საც თან ახ­ლავს რე­პე­რის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცის ფოტო ტყა­ვის შავი ხელ­თათ­მა­ნით. ერ­თმა გო­გო­ნამ რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, რომ ფო­ტო­ში თმა უნდა უფ­რი­ა­ლებ­დეს, არი­ან ისე­თე­ბიც, სა­ცუ­რაო კოს­ტუმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლებს რომ არ ეთა­კი­ლე­ბათ ფო­ტოს გა­მოგ­ზავ­ნა",- გა­ნა­ცხა­და მან.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილს, და­ბალ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნია "ნი­კო­რა­ში" მას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. "მაგ­რამ თუ აპ­ლი­კანტს შე­აქვს გა­ნა­ცხა­დი გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილ­ში წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს თა­ვი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის ეფექ­ტუ­რად "გა­ყიდ­ვას" , ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­თი კან­დი­და­ტი პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვა­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეფექ­ტუ­რად მო­ა­ხერ­ხებს", - აღ­ნიშ­ნა ნინო ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვის მე­ნე­ჯე­რი, თეა მორ­ბე­და­ძე აცხა­დებს, რომ არ არ­სე­ბობს რე­ზი­უ­მეს შედ­გე­ნის უნი­ვერ­სა­ლუ­რი წესი, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია რამ­დე­ნი­მე რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა:

"რე­ზი­უ­მე უნდა იყოს ლა­კო­ნუ­რი, დახ­ვე­წი­ლი, სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი, წა­სა­კი­თხად მარ­ტი­ვი და არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 1-2 გვერდს. გა­მარ­თუ­ლი რე­ზი­უ­მე უნდა მო­ი­ცავ­დეს შემ­დეგ პუნ­ქტებს: პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, გა­ნათ­ლე­ბა და პროფ ტრე­ნინ­გე­ბი (სე­მი­ნა­რე­ბი და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი), სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი (უცხო ენე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნარ-ჩე­ვე­ბი და ა.შ.), და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­თი­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს, მა­გა­ლი­თად მარ­თვის მოწ­მო­ბის ფლო­ბა."

კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში რე­კო­მენ­და­ტო­რე­ბის ფაქ­ტორს "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" საკ­მა­ოდ დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. აპ­ლი­კან­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა რე­კო­მენ­და­ტო­რებ­თან ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა კარ­გი სა­მუ­შაო გუნ­დის შე­სად­გე­ნად:

"რო­გორც წესი, დამ­წყე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბი ამ სა­კითხს ზე­რე­ლედ ეკი­დე­ბი­ან და აპ­ლი­კან­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­კო­მენ­და­ტო­რებ­თან კად­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­და­ა­მოწ­მე­ბენ ხოლ­მე. არა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ შე­მოწ­მე­ბის მი­ზა­ნი არა კან­დი­და­ტის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბაა, არა­მედ მისი თვი­თპ­რე­ზენ­ტა­ცი­ის რე­ა­ლო­ბას­თან სი­ახ­ლო­ვის შე­მოწ­მე­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნია რო­გორც წესი, ყო­ფი­ლი დამ­საქ­მებ­ლის­გან ორი რე­კო­მენ­და­ტო­რის და­სა­ხე­ლე­ბას ითხოვს ხოლ­მე, რაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის მყა­რი გა­რან­ტია", - გა­ნუ­ცხა­და Ambebi.ge-ს თეა მორ­ბე­და­ძემ.

რეს­პო­დენ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რჩე­ვას აძ­ლე­ვენ სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებს:

მაქ­სი­მა­ლუ­რად აა­რი­დეთ თავი შაბ­ლო­ნუ­რი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის შედ­გე­ნას. ეცა­დეთ სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი კონ­კრე­ტულ ვა­კან­სი­ა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­თხოვ­ნებს შე­უ­სა­ბა­მოთ.

უცხო ენის შე­ფა­სე­ბის დო­ნეს ნუ გა­აზ­ვი­ა­დებთ. თუ დამ­საქ­მებ­ლის­თვის თქვე­ნი ცოდ­ნის დონე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მო­გი­წევთ ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლა. სწო­რედ ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სოთ, რათა შემ­დეგ თა­ვად­ვე არ აღ­მოჩ­ნდეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ დავსაქმდეთ: ცნობილი ქართული კომპანიების HR-ების რჩევები სამსახურის მაძიებლებს

როგორ დავსაქმდეთ: ცნობილი ქართული კომპანიების HR-ების რჩევები სამსახურის მაძიებლებს

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვიწყებთ სამუშაოს ძებნას, თუმცა ეს პროცესი სხვადასხვა ტიპის სირთულეებთან არის დაკავშირებული. მივაგნებთ თუ არა სასურველ ვაკანსიას, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგებით - რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა. ეს ორი დოკუმენტი ერთგვარი სავიზიტო ბარათია ჩვენსა და დამსაქმებელს შორის, რომელმაც ჩვენ გარეშე უნდა მოაწონოს თავი კადრების შერჩევაზე პასუხისმგებელ პირს. ცნობილია, რომ არცთუ ისე იშვიათად, სწორედ ამ ეტაპზე უშვებენ აპლიკანტები გარკვეულ შეცდომებს.

როგორი უნდა იყოს სამოტივაციო წერილი, ექცევა თუ არა ყურადღება ინფორმაციის მოცულობასა და თანმიმდევრულობას, რა ტიპის შეცდომებს უშვებენ კანდიდატები ყველაზე ხშირად? ამ და სხვა საინტერესო კითხვებით "ამბები.გე"-მ რამდენიმე წამყვანი კომპანიის კადრების შერჩევის სპეციალისტს მიმართა.

დასაქმების სააგენტო HR-ის კადრების შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი ეთერ ლეშჩინსკაია:

- აქცევთ თუ არა განსაკუთრებულ ყურადღებას რეზიუმეში ჩამოთვლილი ინფორმაციის თანმიმდევრულობას? (ზოგი იწყებს სკოლის პერიოდიდან და რეზიუმეს ბოლო ნაწილში აქვს ინფორმაცი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ).

- როგორც წესი, ამის გამო კანდიდატის დაწუნება არ ხდება. მთავარია, ინფორმაცია პიროვნების შესახებ გარკვევით იკითხებოდეს და სიმართლეს შეესაბამებოდეს. და რაც ყველაზე მთავარია, მონაცემები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას აქვს წამოყენებული.

- ზოგჯერ კომპანიები რეზიუმესთან ერთად ფოტოსურათის გაგზავნასაც ითხოვენ. რა შემთხვევაში ითხოვს თქვენი კომპანია ფოტოსურათს, რა ტიპის ფოტოს გაგზავნაა სასურველი და რა შეცდომას უშვებენ ხოლმე აპლიკანტები ამ შემთხვევაში?

- უმეტეს შემთხვევაში ფოტოსურათი არა სავალდებულო, არამედ სასურველი ატრიბუტია. თუმცა ბოლო დროის ტენდენცია აჩვენებს, რომ ზოგი კომპანია ხაზგასმით მოითხოვს რეზიუმესთან ერთად ფოტოსურათის გაგზავნას. ძირითადად ასეთი მოთხოვნა კონსულტანტის ვაკანსიაზე არის ხოლმე. ჩვენს ორგანიზაციაში დღეში საშუალოდ 1500-დან 2000-მდე რეზიუმე შემოდის. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ გამართული ფოტოსურათის განთავსებაა, თუმცა არ არის აუცილებელი ფოტო იყოს სტანდარტული, ე.წ. 3/4-ზე. ზოგი კანდიდატი პლაჟზე გადაღებულ ფოტოს აგზავნის ხოლმე. არიან ისეთები, რომლებიც ჯგუფურ ფოტოს ურთავს რეზიუმეს. გზავნიან ცეკვის პროცესში ან სუფრასთან ქეიფის დროს გადაღებულ ფოტოებსაც, რაც პიროვნების მხრიდან საქმისადმი უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. თუ ვაკანსია დიზაინის ან ხელოვნების რომელიმე სფეროს მუშაკზეა გამოცხადებული, კრეატიულმა ფოტომ ამ შემთხვევაში შეიძლება განსაკუთრებული მოწონება დაიმსახუროს და სულაც არ იქნას დაწუნებული.

- სამ-ოთხ დღიან ტრენინგებს აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?

- რა თქმა უნდა. ეს ადამიანის დამოკიდებულებაზე მეტყველებს სწავლის, კარიერისა და პიროვნული განვითარებისადმი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეზიუმე 8-9 გვერდიანი უნდა იყოს. რეზიუმეს თავისი სტანდარტი აქვს. რაც უფრო დიდია, მით უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ მას გულდასმით წაიკითხავენ. სასურველია CV-ის მოცულობა 2-3 ფურცელს არ აღემატებოდეს.

- შეიძლება თუ არა CV-ში სამუშაოს აღწერის მითითება, თუ ეს ინფორმაცია სამოტივაციო წერილისთვის არის განკუთვნილი?

- თუ კანდიდატი აგზავნის განაცხადს ფინანსური მენეჯერის ვაკანსიაზე და რეზიუმეში ჩამოთვლილი აქვს თითოეულ პოზიციაზე 4-5 მოვალეობა, სრულიად საკმარისია. ზოგჯერ კანდიდატები სამუშაოს დეტალურად აღწერენ. ასე ხელოვნურად ზრდიან რეზიუმეს მოცულობას. ზოგჯერ თითო ვაკანსიაზე მინიმუმ 400 რეზიუმე შემოდის, თითოეული მათანი 8-9 ფურცელი რომ იყოს, წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნება მათი გულდასმით წაკითხვისა და შერჩევის პროცესი.

- რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდატორების მიერ გაწეული რეკომენდაცია და ზოგადად, აუცილებელია თუ არა რეკომენდატორების მითითება რეზიუმეს ბოლოს?

- თუ მაღალ თანამდებობაზე არის ვაკანსია გამოცხადებული, რეკომენდატორების მითითებას მოვითხოვთ ხოლმე. მეტწილად ვამოწმებთ კიდეც მათთან კანდიდატის მიერ მითითებულ სამუშაო გამოცდილებას. ვინაიდან ჩვენ შუამავალი კომპანია ვართ და კომპანიების წინაშე ერთგვარი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვცდილობთ მაქსმალურად გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ მათ. ზოგჯერ კანდიდატები აზვიადებენ, ან იტყუებიან და ეს სწორედ რეკომენდატორებთან უშუალოდ გასაუბრებისას გამოაშარავებულა.

- როგორც წესი, CV-ის ბოლო ნაწილი ჰობის ეთმობა ხოლმე. აქცევთ თუ არა ყურადღებას დასაქმების მსურველთა ჰობის და რა შემთხვევაში?

- ეს საქართველოში არსებული საერთაშორისო კომპანიების მიერ დამკვიდრებული გამოცდილებაა. ქართული კომპანიები, როგორც წესი, არ აქცევენ ყურადღებას ჰობის. მით უმეტეს, რომ კანდიდატების უმრავლესობა წერს წიგნის კითხვას, მუსიკის მოსმენას, რაც უფრო თავისუფალი დროის გაყვანის საშუალებაა, ვიდრე ჰობი.

იგივე კითხვებით "ამბები.გე"-მ ნიკორას კადრების შერჩევა-დაქირავების განყოფილების ხელმძღვანელს, ნინო ზაუტაშვილს მიმართა:

"უპირატესობას ვანიჭებ რეზიუმეს, რომელშიც ინფორმაციის თანმიმდევრულობა აწმყოდან იწყება და სრულდება წარსული სამუშაო გამოცდილებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აპლიკანტმა რომელ სასწავლებელში დაასრულა სწავლა, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ბოლოდროინდელი სამუშაო გამოცდილებაა",- აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა.

რაც შეეხება ფოტოსურათის მნიშვნელობას, მისი თქმით,  კომპანია "ნიკორა" თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ ითხოვს რეზიუმესთან ერთად ფოტოსურათის გაგზავნას, ეს ნებაყოფლობითია. ასევე, კანდიდატის არჩევანზეა დამოკიდებული, რეზიუმეს ბოლოს მიუთითებს თუ არა რეკომენდატორებს წინა სამუშაო ადგილიდან:

"ნიკორას ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ის გახლავთ, რომ აპლიკანტებს არ დავუწესოთ ზედმეტი ბარიერები და ისინი შეძლებისდაგვარად თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ. მინახავს რეზიუმე, რომელსაც თან ახლავს რეპერის ფორმაში ჩაცმული მამაკაცის ფოტო ტყავის შავი ხელთათმანით. ერთმა გოგონამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ფოტოში თმა უნდა უფრიალებდეს, არიან ისეთებიც, საცურაო კოსტუმში გამოწყობილებს რომ არ ეთაკილებათ ფოტოს გამოგზავნა",- განაცხადა მან.

რაც შეეხება სამოტივაციო წერილს, დაბალ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის შემთხვევაში, კომპანია "ნიკორაში" მას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. "მაგრამ თუ აპლიკანტს შეაქვს განაცხადი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და სამოტივაციო წერილში წარმატებით ახერხებს თავისი უნარ-ჩვევების ეფექტურად "გაყიდვას" , ეს მნიშვნელოვანია. ასეთი კანდიდატი პროდუქტის გაყიდვასაც, სავარაუდოდ, ეფექტურად მოახერხებს", - აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა.

კომპანია "პალიტრა მედიას" პერსონალის შერჩევის მენეჯერი, თეა მორბედაძე აცხადებს, რომ არ არსებობს რეზიუმეს შედგენის უნივერსალური წესი, თუმცა სასურველია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება:

"რეზიუმე უნდა იყოს ლაკონური, დახვეწილი, სტრუქტურირებული, წასაკითხად მარტივი და არ უნდა აღემატებოდეს 1-2 გვერდს. გამართული რეზიუმე უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს: პერსონალური ინფორმაცია, განათლება და პროფ ტრენინგები (სემინარები და კონფერენციები), სამუშაო გამოცდილება, დამატებითი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები (უცხო ენები, კომპიუტერული უნარ-ჩევები და ა.შ.), დამატებითი ინფორმაცია, რომლის მითითება შეიძლება ღირდეს, მაგალითად მართვის მოწმობის ფლობა."

კადრების შერჩევის პროცესში რეკომენდატორების ფაქტორს "პალიტრა მედიაში" საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ. აპლიკანტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება რეკომენდატორებთან ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარგი სამუშაო გუნდის შესადგენად:

"როგორც წესი, დამწყები კომპანიები ამ საკითხს ზერელედ ეკიდებიან და აპლიკანტების შესახებ ინფორმაციას რეკომენდატორებთან კადრის მიღების შემდეგ გადაამოწმებენ ხოლმე. არადა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შემოწმების მიზანი არა კანდიდატის ვარგისიანობის აღიარებაა, არამედ მისი თვითპრეზენტაციის რეალობასთან სიახლოვის შემოწმება. ჩვენი კომპანია როგორც წესი, ყოფილი დამსაქმებლისგან ორი რეკომენდატორის დასახელებას ითხოვს ხოლმე, რაც პროფესიონალი კადრების შერჩევის მყარი გარანტია", - განუცხადა Ambebi.ge-ს თეა მორბედაძემ.

რესპოდენტები რამდენიმე საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევას აძლევენ სამუშაოს მაძიებლებს:

მაქსიმალურად აარიდეთ თავი შაბლონური სამოტივაციო წერილის შედგენას. ეცადეთ სამოტივაციო წერილი კონკრეტულ ვაკანსიასა და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შეუსაბამოთ.

უცხო ენის შეფასების დონეს ნუ გააზვიადებთ. თუ დამსაქმებლისთვის თქვენი ცოდნის დონე მნიშვნელოვანია, გასაუბრების შემდეგ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ ტესტირების გავლა. სწორედ ამიტომ, უმჯობესია საკუთარი უნარები რეალურად შეაფასოთ, რათა შემდეგ თავადვე არ აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია