მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარგსიანი: სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს
სარგსიანი: სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს

სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, სერჟ სარ­გსი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხეთს შე­უძ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმას უპა­სუ­ხოს, - ამის შე­სა­ხებ"გა­ზე­ტა.რუ" წერს.

"ომის გა­ნახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შე­უძ­ლი­ათ მო­აღ­წი­ონ ერევ­ნის სა­ზღვრამ­დე, მაგ­რამ ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი არას­დროს რჩე­ბა და­უს­ჯე­ლი", - გა­ნა­ცხა­და სარ­გსი­ან­მა სომ­ხურ ტე­ლე­არხ "არმ­ნი­უს­თან"ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მხა­რე­ე­ბის სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას, სომ­ხე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გად არის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი მხა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში".

"სომ­ხეთს აქვს ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უ­სი 300 კმ-ს აჭარ­ბებს და მათ შე­უძ­ლი­ათ მოკ­ლე ვა­დებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი ნან­გრე­ვე­ბად აქ­ცი­ონ. ეს არ­ჩევ­ნის სა­კი­თხია. თუკი მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ შე­უძ­ლი­ათ და უნდა წა­ვიდ­ნენ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გზით, რომ შე­უძ­ლი­ათ სა­მიზ­ნედ გა­მო­ი­ყე­ნონ სომ­ხე­თის არა­სა­სა­ზღვრო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი, დაე იფიქ­რონ თა­ვი­ანთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და სარ­გსი­ან­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სოჭ­ში, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შუ­ა­მავ­ლო­ბით, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის შე­ფა­სე­ბი­სას სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ შეხ­ვედ­რის შე­დე­გად, ახალ შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს.

უკა­ნას­კნე­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი ირ­ღვე­ვა, რა­საც ორი­ვე მხრი­დან მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

შე­გახ­სე­ნებთ, ყა­რა­ბა­ხის კონ­ფლიქ­ტი 1988 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის მო­სახ­ლე­ო­ბამ, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა კი მხა­რე­ებ­მა 1994 წელს და­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სარგსიანი: სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს

სარგსიანი: სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს

სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს, - ამის შესახებ"გაზეტა.რუ" წერს.

"ომის განახლების შემთხვევაში, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მოაღწიონ ერევნის საზღვრამდე, მაგრამ ასეთი ქმედებები არასდროს რჩება დაუსჯელი", - განაცხადა სარგსიანმა სომხურ ტელეარხ "არმნიუსთან"ინტერვიუში.

მხარეების სამხედრო შესაძლებლობებზე საუბრისას, სომხეთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "აზერბაიჯანის ხელისუფლება კარგად არის გათვითცნობიერებული სომხური მხარის შესაძლებლობებში".

"სომხეთს აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კმ-ს აჭარბებს და მათ შეუძლიათ მოკლე ვადებში ნებისმიერი დასახლებული პუნქტი ნანგრევებად აქციონ. ეს არჩევნის საკითხია. თუკი მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ და უნდა წავიდნენ სამხედრო მოქმედებების გზით, რომ შეუძლიათ სამიზნედ გამოიყენონ სომხეთის არასასაზღვრო დასახლებული პუნქტები, დაე იფიქრონ თავიანთ პასუხისმგებლობაზე", - განაცხადა სარგსიანმა.

როგორც ცნობილია, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შეფასებისას სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგად, ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვევა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

შეგახსენებთ, ყარაბახის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მოსახლეობამ, რომელთა უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ, აზერბაიჯანიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი მხარეებმა 1994 წელს დადეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა