საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანაშემწე, რომელსაც თავი ისევ პროკურორი ჰგონია
თანაშემწე, რომელსაც თავი ისევ პროკურორი ჰგონია

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წედ ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი ია დო­ლი­ძე და­ი­ნიშ­ნა. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით დარ­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბით, დო­ლი­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო შე­არ­ჩია: ის კარ­გი იუ­რის­ტი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ასე­თი ადა­მი­ა­ნი გვჭირ­დე­ბა საკ­რე­ბუ­ლო­ში, - ამ­ბობს დარ­ჩია.

-ბა­ტო­ნო და­ვით, დო­ლი­ძის წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ თუ ფლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- ჩვენ გვაქვს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა, რომ ბა­ტო­ნი ია არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი.

-თქვენ სა­უბ­რობთ ფაქ­ტზე, რო­დე­საც დო­ლი­ძე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, ქრთა­მის აღე­ბის გამო და­ა­კა­ვეს და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა უკვე მოხ­სნი­ლი აქვს. თუმ­ცა, მე უფრო წინა პე­რი­ოდ­ზე გე­კი­თხე­ბით... მისი პრო­კუ­რო­რად მუ­შა­ო­ბის წლებ­ზე...

- მე მხო­ლოდ ის მა­ინ­ტე­რე­სებს, რომ ია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

თა­ვად დო­ლი­ძე წარ­სულს კარ­გად ვერ იხ­სე­ნებს და დღეს უკვე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე, ისევ პრო­კუ­რო­რის ტო­ნით სა­უბ­რობს, - წერს "გუ­რია ნი­უ­სი".

-ბა­ტო­ნო ია, თქვენს წარ­სულ­ზე მინ­და გკი­თხოთ...

- რა გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩემს წარ­სულ­ზე?

-კარ­გად გვახ­სოვს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, როცა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის­თვის მო­სულს, მა­გი­და­ზე ფე­ხებ­შე­მო­წყო­ბი­ლი დაგ­ვხვდით....

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ. სხვა პრო­კუ­რორ­ში გეშ­ლე­ბით (?!)

-ისიც სხვა პრო­კუ­რო­რი იყო, წყა­როს გათ­ქმას რომ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და?

- ვერ გა­ვი­გე, რას მე­კი­თხე­ბით...

- ფაქ­ტებს გახ­სე­ნებთ, რო­დე­საც ოზურ­გე­თის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი იყა­ვით, ხში­რად იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ჟურ­ნა­ლის­ტებს წყა­როს გათ­ქმას გვთხოვ­დით.

- რომ არ გი­პა­სუ­ხოთ, მაქვს უფ­ლე­ბა?

-თქვე­ნი უფ­ლე­ბაა, თუმ­ცა, კი­თხვე­ბი ბევ­რია...

-შე­უ­რა­ცხყო­ფას არ გა­ყე­ნებთ და არც წყა­როს გათ­ქმას ვთხოვ­დი არა­ვის. ბო­დი­ში, მაგ­რამ გუ­შინ­დე­ლი ბავ­შვი კა­ნონს მე ნუ მას­წავ­ლით. მოვ­თხოვ­დი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. როცა და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხელ და რა­ღა­ცას იძა­ხი, წყა­რო უნდა და­ა­სა­ხე­ლო, - მი­იჩ­ნევს დო­ლი­ძე და ამ­ბობს, რომ თუკი მას­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­სულ­ზე შე­კი­თხვებს დას­ვა­მენ, ეს მხო­ლოდ "ვინ­მეს მიერ და­ქო­ქი­ლი" და "აღ­გზნე­ბუ­ლი" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

ია დო­ლი­ძე "გუ­რია ნი­უ­სის" სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის კა­ბი­ნეტ­ში მი­ტა­ნას ითხოვს და ამ­ბობს, რომ წარ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ შემ­დეგ ისა­უბ­რებს.

ამი­ტომ გა­მო­ცე­მა დო­ლი­ძის წარ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი დიდი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლი­დან, ნა­წილს აქ­ვეყ­ნებს:

გა­ზე­თი "გუ­რია ნი­უ­სი" #48, 1 ნო­ემ­ბე­რი 2004 წელი.

სტა­ტია: "გუ­რია ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რა­ტუ­რა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებს აწე­რი­ნებს და წყა­როს დას­მე­ნას ავალ­დე­ბუ­ლებს".

სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რო­გორ მო­ი­თხოვ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ გუ­ბერ­ნი­ის წინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" უკა­ნო­ნო­ბა­ში ამ­ხელ­და.

"სწო­რედ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ანუ ორ­გა­ნოს, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დაც­ვას ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს, მარ­თებს იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უფ­ლე­ბას აძ­ლევს ჟურ­ნა­ლისტს, არ გათ­ქვას წყა­რო უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­შიც კი", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

თანაშემწე, რომელსაც თავი ისევ პროკურორი ჰგონია

თანაშემწე, რომელსაც თავი ისევ პროკურორი ჰგონია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ყოფილი პროკურორი ია დოლიძე დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას განცხადებით, დოლიძე პროფესიონალიზმის გამო შეარჩია: ის კარგი იურისტი, პროფესიონალია და ასეთი ადამიანი გვჭირდება საკრებულოში, - ამბობს დარჩია.

-ბატონო დავით, დოლიძის წარსულის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?

- ჩვენ გვაქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომ ბატონი ია არ არის ნასამართლევი.

-თქვენ საუბრობთ ფაქტზე, როდესაც დოლიძე სამხედრო პოლიციაში მუშაობისას, ქრთამის აღების გამო დააკავეს და ნასამართლეობა უკვე მოხსნილი აქვს. თუმცა, მე უფრო წინა პერიოდზე გეკითხებით... მისი პროკურორად მუშაობის წლებზე...

- მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ია პროფესიონალია.

თავად დოლიძე წარსულს კარგად ვერ იხსენებს და დღეს უკვე საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, ისევ პროკურორის ტონით საუბრობს, - წერს "გურია ნიუსი".

-ბატონო ია, თქვენს წარსულზე მინდა გკითხოთ...

- რა გაინტერესებთ ჩემს წარსულზე?

-კარგად გვახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, როცა კონკრეტული საქმისთვის მოსულს, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი დაგვხვდით....

- როგორ გეკადრებათ. სხვა პროკურორში გეშლებით (?!)

-ისიც სხვა პროკურორი იყო, წყაროს გათქმას რომ გვავალდებულებდა?

- ვერ გავიგე, რას მეკითხებით...

- ფაქტებს გახსენებთ, როდესაც ოზურგეთის მთავარი პროკურორი იყავით, ხშირად იყო შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს წყაროს გათქმას გვთხოვდით.

- რომ არ გიპასუხოთ, მაქვს უფლება?

-თქვენი უფლებაა, თუმცა, კითხვები ბევრია...

-შეურაცხყოფას არ გაყენებთ და არც წყაროს გათქმას ვთხოვდი არავის. ბოდიში, მაგრამ გუშინდელი ბავშვი კანონს მე ნუ მასწავლით. მოვთხოვდი იმ შემთხვევაში, თუ კანონი ითვალისწინებდა. როცა დანაშაულში ამხელ და რაღაცას იძახი, წყარო უნდა დაასახელო, - მიიჩნევს დოლიძე და ამბობს, რომ თუკი მასთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვებს დასვამენ, ეს მხოლოდ "ვინმეს მიერ დაქოქილი" და "აღგზნებული" ჟურნალისტები იქნებიან.

ია დოლიძე "გურია ნიუსის" საარქივო მასალების კაბინეტში მიტანას ითხოვს და ამბობს, რომ წარსული საქმიანობის შესახებ შემდეგ ისაუბრებს.

ამიტომ გამოცემა დოლიძის წარსული საქმიანობის შესახებ არსებული დიდი საარქივო მასალიდან, ნაწილს აქვეყნებს:

გაზეთი "გურია ნიუსი" #48, 1 ნოემბერი 2004 წელი.

სტატია: "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს პროკურატურა ახსნა-განმარტებებს აწერინებს და წყაროს დასმენას ავალდებულებს".

სტატიაში საუბარია იმაზე, როგორ მოითხოვდა პროკურატურა ჟურნალისტებისგან, დაესახელებინათ გუბერნიის წინ გამართულ აქციაზე გაკეთებული განცხადების ავტორი, რომელიც "ენერგო პრო ჯორჯიას" უკანონობაში ამხელდა.

"სწორედ პროკურატურას, ანუ ორგანოს, რომელიც კანონიერების დაცვას ზედამხედველობს, მართებს იცოდეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს ჟურნალისტს, არ გათქვას წყარო უკიდურეს შემთხვევაშიც კი", - ვკითხულობთ სტატიაში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა