ტიბეტური დიეტა - წონის დაკარგვა ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯზე

ტიბეტური დიეტა - წონის დაკარგვა ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯზე

დიეტა ერთ კვირას გრძელდება და კარგავთ 5-7 კილოგრამამდე. დიეტის დაცვის დროს, სწრაფი შედეგის მისაღწევად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

საკვები დაღეჭეთ საფუძვლიანად, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

კვებასა და კვებას შორის წახემსება აკრძალულია.

რეკომენდირებულია წყლის დალევა საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე, სასურველია მიირთვათ მინერალური წყალი.

შეეცადეთ არ ჭამოთ გვიან, ბოლოს მიირთვით არაუგვიანეს ორი საათით ადრე, დაძინებამდე.

ხშირად გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე და ღრმად ისუნთქეთ.

დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და გაახალგაზრდავებას.

რაც მთავარია, ტიბეტური დიეტა დაიწყეთ, კვირის პირველ დღეს, ორშაბათს.

ორშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა რძე, პატარა ნაჭერი პური.

სადილი: 150 გრამი მოხარშული ლობიო. 200 გ სალათი პომიდორის სალათი. შეგიძლიათ დაამატოთ ტკბილი წიწაკა, ხახვი და ოხრახუში. 1 დიდი მწვანე ვაშლი ან ფორთოხალი.

ვახშამი: 250 გრამი დაჭრილი თეთრი კომბოსტო, ლიმონის წვენით. 150 გ ნებისმიერი ხილი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

სამშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა მინერალური წყალი, 1 დიდი ვაშლი.

სადილი: 200 გრ მოხარშული თევზი, 200 გრ ხილის სალათი ვაშლი. 1 ცალი ფორთოხალი.

ვახშამი: 250 გ ზეთში შემწვარი ყაბაყი, 3 პომიდორი, 1 პატარა ნაჭერი პური, 1 ჭიქა ტომატის წვენი.

ოთხშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 2 ნაჭერი ორცხობილა.

სადილი: 200 გრამი მოხარშული ლობიო, 200 გრამი კიტრი-პომიდორის სალათი ხახვით, 1 კბილი ნიორით და ზეითუნის ზეთით.

ვახშამი: 200 გ მოხარშული გახეხილი ჭარხალი, ოხრახუშთან ერთად. 2 ცალი ვაშლი, ფორთოხალი, პატარა ნაჭერი პური, 1 პომიდორი. 1 ჭიქა ტომატის წვენი.

იხილეთ გაგრძელება

დიეტის დაცვის დროს, სწრაფი შედეგის მისაღწევად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს