მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევიდ კრეიმერი - კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა წაყენებული ბრალის გამო კითხვები გაუჩნდება
დევიდ კრეიმერი - კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა წაყენებული ბრალის გამო კითხვები გაუჩნდება

იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სწო­რედ ასე იქ­ცე­ო­და ია­ნუ­კო­ვი­ჩი იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ, - ასე აფა­სებს Freedom House-ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ვიდ კრე­ი­მე­რი "ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას.

"ვფიქ­რობ, საქ­მე გვაქვს სა­პი­რის­პი­რო ინ­ტე­რე­სებ­თან. პირ­ვე­ლი ინ­ტე­რე­სია ის, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა - მათ შო­რის დღე­ვან­დელ­მა თუ ყო­ფილ­მა ლი­დე­რებ­მა - პა­სუ­ხი აგოს სა­კუ­თარ ქმე­დე­ბა­ზე. მე­ო­რე ინ­ტე­რე­სია ის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­აგ­რძე­ლოს წინსვლა, მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო და 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ერ­თგვა­რი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნა ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით ყო­ფილ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დევ­ნა და­სავ­ლეთ­ში წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ რე­აქ­ცი­ებს იწ­ვევს. ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა და გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თე­ბა. ვნა­ხეთ, რომ შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ებ­მაც ამე­რი­კის კონ­გრეს­ში. იმა­ვეს ამ­ბო­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს, გან­სა­კუთ­რე­ბით 2007 წლის ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" და­კა­ვე­ბის­თვის. ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­არ­თუ­ლა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის წა­ყე­ნე­ბულ­მა და­მა­ტე­ბით­მა ბრალ­მა, რო­მე­ლიც 2005 წლის მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სწო­რედ ასე იქ­ცე­ო­და ია­ნუ­კო­ვი­ჩი იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ. იგუ­ლის­ხმე­ბა სხვა და სხვა ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხე­ში არ ჩას­ვა­მენ. სწო­რედ ეს წარ­მო­შობს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვი­ფიქ­როთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის იყე­ნებს. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­ექ­ცე­ვა და­მა­ტე­ბით ტვირთს ამ­ტკი­ცოს, რომ ამ ბრალ­დე­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მი­ზა­ნი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და კრე­ი­მერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, იქო­ნი­ებს თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე, Freedom House-ის პრე­ზი­დენ­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლას, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ "ნატო-ს სა­კი­თხი გა­და­ი­დე­ბა".

"2013 წლის და­სა­წყის­ში, აგ­რეთ­ვე მიმ­დი­ნა­რე წელს გა­მო­ით­ქვა სხვა ბევ­რი შეშ­ფო­თე­ბაც, რომ მთავ­რო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, აგ­რეთ­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ი­სა და მთავ­რო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებ­და. ამ­გვა­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა არ არის სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც რა­ი­მე ახალ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევ­დეს. ეს ამ­ბე­ბი უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბამ­დე და­სავ­ლე­თი ამ მოვ­ლე­ნებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ უთ­მობ­და. დღეს ეს საქ­მე­ე­ბი უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. მე მა­ინც იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლას და შე­ეც­დე­ბა ერო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. ნატო-ს სა­კი­თხი, რო­გორ ჩანს, გა­და­ი­დე­ბა. ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ წელს გა­ფარ­თო­ე­ბის თე­მას არ გა­ნი­ხი­ლავს და სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ისე­დაც არ იდგა დღის წეს­რიგ­ში. მაგ­რამ იქ­ნე­ბა შეშ­ფო­თე­ბა ზო­გი­ერთ დე­და­ქა­ლაქ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, მე ვი­ტყო­დი, ბერ­ლინ­ში. და­სავ­ლეთ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვის შე­სა­ხებ ბერ­ლინს იმ­თა­ვით­ვე ყვე­ლა­ზე მეტი ეჭვი ჰქონ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი კი შეშ­ფო­თე­ბას უფრო გაზ­რდის", - გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ კრე­ი­მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ირო­ნია ის არის, რომ კან­ცლე­რი მერ­კე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დიდი ფანი, თუმ­ცა კი­თხვე­ბი კი გა­უჩ­ნდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლის გამო, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­სო­დეს სწყა­ლობ­და".

Freedom House-ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ვიდ კრე­ი­მერ­თან ინ­ტერ­ვი­უს ქარ­თუ­ლი ვერ­სია რა­დი­ოა "თვა­ი­სუფ­ლე­ბამ" გა­ავ­რცე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

დევიდ კრეიმერი - კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა წაყენებული ბრალის გამო კითხვები გაუჩნდება

დევიდ კრეიმერი - კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა წაყენებული ბრალის გამო კითხვები გაუჩნდება

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ, - ასე აფასებს Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

"ვფიქრობ, საქმე გვაქვს საპირისპირო ინტერესებთან. პირველი ინტერესია ის, რომ ყველა ადამიანმა - მათ შორის დღევანდელმა თუ ყოფილმა ლიდერებმა - პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე. მეორე ინტერესია ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა, მოქმედმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებზე გაამახვილოს ყურადღება. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა ერთგვარი ვერდიქტი გამოუტანა ყოფილ ხელისუფლებას. წაყენებული ბრალდებებით ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დევნა დასავლეთში წინააღმდეგობრივ რეაქციებს იწვევს. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება და გამოთქვა შეშფოთება. ვნახეთ, რომ შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მომხრეებმაც ამერიკის კონგრესში. იმავეს ამბობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლისა და ტელეკომპანია "იმედის" დაკავებისთვის. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალმა, რომელიც 2005 წლის მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვა და სხვა ბრალის წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ. სწორედ ეს წარმოშობს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ პროკურატურა სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს ამტკიცოს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს", - განაცხადა კრეიმერმა.

რაც შეეხება კითხვას, იქონიებს თუ არა სააკაშვილის სამართლებრივი დევნა გავლენას საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე, Freedom House-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროატლანტიკური მიმართულებით სვლას, თუმცა მიიჩნევს, რომ "ნატო-ს საკითხი გადაიდება".

"2013 წლის დასაწყისში, აგრეთვე მიმდინარე წელს გამოითქვა სხვა ბევრი შეშფოთებაც, რომ მთავრობა პროკურატურას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თბილისის ყოფილი მერის, აგრეთვე სააკაშვილის პარტიისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებდა. ამგვარად სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა არ არის სიახლე, რომელიც რაიმე ახალ შეშფოთებას იწვევდეს. ეს ამბები უკვე წელიწადნახევარია, გრძელდება, მაგრამ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებამდე დასავლეთი ამ მოვლენებს დიდ ყურადღებას არ უთმობდა. დღეს ეს საქმეები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ევროატლანტიკური მიმართულებით სვლას და შეეცდება ეროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას. ნატო-ს საკითხი, როგორ ჩანს, გადაიდება. ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ წელს გაფართოების თემას არ განიხილავს და საქართველოს გაწევრიანება ისედაც არ იდგა დღის წესრიგში. მაგრამ იქნება შეშფოთება ზოგიერთ დედაქალაქში, განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, ბერლინში. დასავლეთში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის შესახებ ბერლინს იმთავითვე ყველაზე მეტი ეჭვი ჰქონდა. სააკაშვილისათვის წაყენებული ბრალი კი შეშფოთებას უფრო გაზრდის", - განაცხადა დევიდ კრეიმერმა.

მისივე თქმით, "ირონია ის არის, რომ კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა კითხვები კი გაუჩნდება იმ ადამიანისთვის წაყენებული ბრალის გამო, რომელსაც განსაკუთრებულად არასოდეს სწყალობდა".

Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერთან ინტერვიუს ქართული ვერსია რადიოა "თვაისუფლებამ" გაავრცელა.