საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ემუქრება მამულიჩა ნუცა ბუზალაძის თაყვანისმცემლებს
რით ემუქრება მამულიჩა ნუცა ბუზალაძის თაყვანისმცემლებს

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე "ახა­ლი ტალ­ღის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მას და მის პრო­დი­უ­სერ კახა მა­მუ­ლაშ­ვილს , იმა­ვე მა­მუ­ლი­ჩას , თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბი­დან მე­ო­რე დღეს შევ­ხვდით, როცა "დღის შოუს" სტუმ­რობ­დნენ. ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ვრცლად სა­უ­ბა­რი არ და­ი­ზა­რეს. მათ­გან შე­ვი­ტყვეთ, რომ ნუ­ცას პრი­ზი, 50 000 ევრო, მთლი­ა­ნად არ გა­და­ე­ცა, ნა­წი­ლი, კერ­ძოდ, 12 000 ევრო, ლატ­ვი­ის სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­სა­ხა­დის სა­ხით და­ი­ტო­ვა...

- რო­გორ აფა­სებთ ზო­გა­დად ამ ფეს­ტი­ვალს. იყო ლა­პა­რა­კი, უნდა წა­სუ­ლი­ყო თუ არა ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი.

კახა:

- ჩვენ ხომ 2008 წელ­საც ვი­ყა­ვით "ახალ ტალ­ღა­ზე". მა­ში­ნაც ასე გა­დავ­წყვი­ტეთ, ახ­ლაც ნუ­ცას­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ. ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და იმ­ღე­რეს, რაც, ალ­ბათ, უფრო გა­საკ­ვი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე ნუ­ცას ჩას­ვლა იურ­მა­ლა­ში. სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, რომ ჩა­ვი­დეთ და ქარ­თუ­ლი დრო­შა ავაფ­რი­ა­ლოთ, გარ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გე­მოვ­ნე­ბა­ზეც და­ვო­ბენ და ჟი­უ­რის წევ­რებს "ნაფ­ტა­ლი­ნებს" უწო­დე­ბენ, მაგ­რამ ისი­ნი უზარ­მა­ზარ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, უყ­ვარს რუ­სულ აუ­დი­ტო­რი­ას და არ ადარ­დებთ, ვინ რას ლა­პა­რა­კობს მათ­ზე. რისი თქმა გინ­დათ, რომ არ უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა აუ­დი­ტო­რია, რო­მე­ლიც "ახალ ტალ­ღას" უყუ­რებს? ნუცა სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით გა­დი­ო­და სცე­ნა­ზე და მღე­რო­და. მგო­ნია, რომ მისი გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლას გა­უ­ხარ­და. ჩვენ ნამ­დვი­ლად გვე­კუთ­ვნო­და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი.

ჟი­უ­რის ქუ­ლებ­ზე არ ვდა­ვობ. ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხა­დეთ და არა­ნა­ი­რი შან­სი არ და­ვუ­ტო­ვეთ, რომ 11 ქულა არ აე­წია. კირ­კო­რო­ვი უკვე თა­ვის იმიჯ­ზეც ფიქ­რობ­და. რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ლა­პა­რა­კობ­დნენ იმა­ზე, რომ ის პეტ­რი­კის პრო­დი­უ­სე­რი იყო.

- ვიცი, რომ ჯესი ჯეის სიმ­ღე­რა "კბი­ლე­ბით გა­ი­ტა­ნეთ".

- დიახ, ასე იყო. ნუ­ცამ მთხო­ვა, პირ­ველ ტურ­ში ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­და. რომ გა­ვაგ­ზავ­ნეთ, პა­სუ­ხი მოგ­ვი­ვი­და, სხვა სიმ­ღე­რე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე­თო. შე­ვარ­ჩიე მაქ­სი­მა­ლუ­რად უც­ნო­ბი და ცუდი სიმ­ღე­რე­ბი და ისი­ნი გა­და­ვუგ­ზავ­ნე (იცი­ნის). მოგ­ვწე­რეს, ჯესი ჯეი იყო­სო...

ლელა სპე­ცი­ა­ლუ­რად ადრე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, რომ რევ­ზი­ნის­თვის "მი­ე­ხე­და". მაგ­რამ მას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, რად­გან ნუცა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნუცა ყვე­ლა­ფერს იწერ­და, რა­საც რევ­ზი­ნი ეუბ­ნე­ბო­და. ბო­ლოს, მა­ინც არ მო­ე­წო­ნა ჯესი ჯეის სიმ­ღე­რა, პირ­ვე­ლად რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რომ შე­ას­რუ­ლა, რევ­ზინ­მა თავი გა­აქ­ნია, არაო. მერე ხმის რე­ჟი­სორ­მა შეს­თა­ვა­ზა პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის 30 წა­მით შე­მოკ­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლად გა­მო­ვი­და. მე­სა­მე ტურ­ში ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რო­გორ უყუ­რებ­და კირ­კო­რო­ვი აგუ­ტინს, თუკი ის 10-იანს ას­წევ­და, თა­ვა­დაც ათი­ანს და­წერ­და და პეტ­რი­კი ნუ­ცას გა­უ­თა­ნაბრდე­ბო­და.

ვფიქ­რობ, ხალ­ხი, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში იჯდა, აღარ მის­ცემ­და სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის, რომ ბოლო ტურ­ზე ნუ­ცას­თვის ათი­ა­ნე­ბი და­ე­წე­რათ. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი ალ­სუს პრო­დი­უ­სერ­თან, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებ­თან. მათ კონ­კურ­სის და­წყე­ბამ­დე ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რო­გო­რი მო­ნა­წი­ლე გვყავ­და ჩაყ­ვა­ნი­ლი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, რომ ნუ­ცას თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნო და რა­ი­მე პრობ­ლე­მა­ზე არ ეფიქ­რა.

ნუცა:

- ჩემი პრო­დი­უ­სე­რი ძა­ლი­ან მი­წყობ­და ხელს. მა­მუ­ლი­ჩამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ჩემი ხა­სი­ა­თი. სხვა­თა შო­რის, რთუ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს (იღი­მის). ისე მი­წყობ­და ხელს, რომ სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი გვაქვს, მაგ­რამ იურ­მა­ლა­ში ყოფ­ნი­სას კომ­ფორ­ტში ვი­ყა­ვი. თუმ­ცა მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ველ დღეს, არ ვი­ცო­დი, რა ქუ­ლებს და­მი­წერ­დნენ. პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ ყვე­ლა მი­ლო­ცავ­და, შენ იქ­ნე­ბი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიო, ყვე­ლას მო­ვე­წო­ნე. მას მერე მე აღარ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ესე­ნი გა­ნიც­დიდ­ნენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რით ემუქრება მამულიჩა ნუცა ბუზალაძის თაყვანისმცემლებს

რით ემუქრება მამულიჩა ნუცა ბუზალაძის თაყვანისმცემლებს

ნუცა ბუზალაძე ''ახალი ტალღის'' გამარჯვებულია. მას და მის პროდიუსერ კახა მამულაშვილს , იმავე მამულიჩას , თბილისში დაბრუნებიდან მეორე დღეს შევხვდით, როცა ''დღის შოუს'' სტუმრობდნენ. ძალიან გადაღლილები იყვნენ, მაგრამ ვრცლად საუბარი არ დაიზარეს. მათგან შევიტყვეთ, რომ ნუცას პრიზი, 50 000 ევრო, მთლიანად არ გადაეცა, ნაწილი, კერძოდ, 12 000 ევრო, ლატვიის სახელმწიფომ გადასახადის სახით დაიტოვა...

- როგორ აფასებთ ზოგადად ამ ფესტივალს. იყო ლაპარაკი, უნდა წასულიყო თუ არა ქართველი კონკურსანტი.

კახა:

- ჩვენ ხომ 2008 წელსაც ვიყავით ''ახალ ტალღაზე''. მაშინაც ასე გადავწყვიტეთ, ახლაც ნუცასთან ერთად გადავწყვიტეთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უკრაინელები ჩავიდნენ და იმღერეს, რაც, ალბათ, უფრო გასაკვირი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ნუცას ჩასვლა იურმალაში. სადაც საშუალება გვექნება, რომ ჩავიდეთ და ქართული დროშა ავაფრიალოთ, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. რასაკვირველია, გემოვნებაზეც დავობენ და ჟიურის წევრებს ''ნაფტალინებს'' უწოდებენ, მაგრამ ისინი უზარმაზარ ქვეყანაში არიან წარმატებულები, უყვარს რუსულ აუდიტორიას და არ ადარდებთ, ვინ რას ლაპარაკობს მათზე. რისი თქმა გინდათ, რომ არ უნდა გამოგვეყენებინა აუდიტორია, რომელიც ''ახალ ტალღას'' უყურებს? ნუცა საქართველოს სიყვარულით გადიოდა სცენაზე და მღეროდა. მგონია, რომ მისი გამარჯვება ყველას გაუხარდა. ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნოდა პირველი ადგილი.

ჟიურის ქულებზე არ ვდავობ. ფილიპ კირკოროვი ბოლოს იძულებული გავხადეთ და არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, რომ 11 ქულა არ აეწია. კირკოროვი უკვე თავის იმიჯზეც ფიქრობდა. რუსული არხები, პირველ რიგში, ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ის პეტრიკის პროდიუსერი იყო.

- ვიცი, რომ ჯესი ჯეის სიმღერა ''კბილებით გაიტანეთ''.

- დიახ, ასე იყო. ნუცამ მთხოვა, პირველ ტურში ამ სიმღერის შესრულება ძალიან უნდოდა. რომ გავაგზავნეთ, პასუხი მოგვივიდა, სხვა სიმღერები გამოგვიგზავნეთო. შევარჩიე მაქსიმალურად უცნობი და ცუდი სიმღერები და ისინი გადავუგზავნე (იცინის). მოგვწერეს, ჯესი ჯეი იყოსო...

ლელა სპეციალურად ადრე ჩამოვიყვანეთ, რომ რევზინისთვის ''მიეხედა''. მაგრამ მას ძალიან დიდი მადლობა, რადგან ნუცა ჩამოაყალიბა. მნიშვნელოვანია, რომ ნუცა ყველაფერს იწერდა, რასაც რევზინი ეუბნებოდა. ბოლოს, მაინც არ მოეწონა ჯესი ჯეის სიმღერა, პირველად რეპეტიციაზე რომ შეასრულა, რევზინმა თავი გააქნია, არაო. მერე ხმის რეჟისორმა შესთავაზა პირველი ვერსიის 30 წამით შემოკლება და ყველაფერი გემრიელად გამოვიდა. მესამე ტურში ნათლად გამოჩნდა, როგორ უყურებდა კირკოროვი აგუტინს, თუკი ის 10-იანს ასწევდა, თავადაც ათიანს დაწერდა და პეტრიკი ნუცას გაუთანაბრდებოდა.

ვფიქრობ, ხალხი, რომელიც დარბაზში იჯდა, აღარ მისცემდა საშუალებას არავის, რომ ბოლო ტურზე ნუცასთვის ათიანები დაეწერათ. ჩასვლისთანავე მქონდა შეხვედრები ალსუს პროდიუსერთან, სოსო პავლიაშვილთან, სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. მათ კონკურსის დაწყებამდე ჰქონდათ ინფორმაცია, როგორი მონაწილე გვყავდა ჩაყვანილი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ნუცას თავი კომფორტულად ეგრძნო და რაიმე პრობლემაზე არ ეფიქრა.

ნუცა:

- ჩემი პროდიუსერი ძალიან მიწყობდა ხელს. მამულიჩამ ძალიან კარგად იცის ჩემი ხასიათი. სხვათა შორის, რთული ხასიათი მაქვს (იღიმის). ისე მიწყობდა ხელს, რომ სულ კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. ყველას ჩვენ-ჩვენი პლუსები და მინუსები გვაქვს, მაგრამ იურმალაში ყოფნისას კომფორტში ვიყავი. თუმცა მაინც ვნერვიულობდი, განსაკუთრებით, პირველ დღეს, არ ვიცოდი, რა ქულებს დამიწერდნენ. პირველი ტურის შემდეგ ყველა მილოცავდა, შენ იქნები გამარჯვებულიო, ყველას მოვეწონე. მას მერე მე აღარ ვნერვიულობდი და ესენი განიცდიდნენ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება