პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გვირჩევს 53 წლის ასაკში მოტაცებული ქალი - "პირველად 14 წლისა მომიტაცა 13 წლით უფროსმა კაცმა..."
რას გვირჩევს 53 წლის ასაკში მოტაცებული ქალი - "პირველად 14 წლისა მომიტაცა 13 წლით უფროსმა კაცმა..."

"გა­მარ­ჯო­ბა. მსურს გი­ამ­ბოთ ცხოვ­რე­ბის­გან და­ტან­ჯულ ქალ­ზე, რო­მელ­საც ერთი დღეც არ გა­უ­ხა­რია და ბედ­მა თუ უბე­დო­ბამ, არა­ნა­ი­რი გან­საც­დე­ლი არ აა­რი­და. ჩემს თავ­ზე მარ­თლაც, წის­ქვი­ლის ქვა არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, თო­რემ სხვა ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ა­რე. ახლა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბაც არ შე­მიძ­ლია; ჯო­ხის დახ­მა­რე­ბით ძლივს დავ­დი­ვარ. ვცხოვ­რობ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით. თა­ვის მოკ­ვლა­ზეც ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ მო­ხუ­ცი დედა მე­ცო­დე­ბა: ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ვა­დაც ვიცი, თუ რა მწა­რეა შვი­ლის სიკ­ვდი­ლი... მა­პა­ტი­ეთ, რომ გა­წუ­ხებთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, გული გა­და­გი­შა­ლოთ", - ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რის სახ­ლში რომ მივ­დი­ო­დი, მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბის­გან და­ჩაგ­რულ, ფი­ზი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბულ ქალს შევ­ხვდე­ბო­დი და მის სა­ოც­რად დამ­თრგუნ­ველ ამ­ბავს მო­ვის­მენ­დი, მაგ­რამ მო­ლო­დი­ნი გა­მიც­რუვ­და.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას გი­ჟი­ვით, ხან მე­ცი­ნე­ბო­და, ხან - მე­ტი­რე­ბო­და. გუ­რუ­ლი ქალი, გუ­რუ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იუ­მო­რით მიყ­ვე­ბო­და გავ­ლილ ეკ­ლი­ან გზა­ზე. მან სიმ­წა­რეც ბევ­რი ნახა და სი­ხა­რუ­ლიც. ალ­ბათ სიმ­წა­რე მეტი იყო, მაგ­რამ სუ­ლით არ და­ცე­მუ­ლა, წაქ­ცე­უ­ლი ყო­ველ ჯერ­ზე წა­მოდ­გო­მას ცდი­ლობ­და ან სხვე­ბი ცდი­ლობ­დნენ ამ ულა­მა­ზე­სი ქა­ლის წა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მელ­საც დრომ თუ გან­ვლილ­მა მძი­მე წლებ­მაც ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. ჰოდა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ის მე­სა­მედ 53 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და, უფრო სწო­რად - მო­ი­ტა­ცეს...

- ძა­ლი­ან კარ­გი, ერ­თმა­ნე­თის მო­სიყ­ვა­რუ­ლე მშობ­ლე­ბი მყავ­და. სა­ოც­რად თბილ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მახ­სოვს, მამა სამ­სა­ხუ­რი­დან 11 სა­ათ­ზე მო­დი­ო­და, ჩვენ კი მას ვე­ლო­დე­ბო­დით, რათა სუფ­რას ერ­თად შე­მოვ­სხდო­მო­დით. სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით და ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი ად­გი­ლი გვქონ­და მა­გი­დას­თან. ოთახ­ში მამა რომ შე­მო­ვი­დო­და, ფეხ­ზე ვდგე­ბო­დით. ტრა­ბახ­ში ნუ ჩა­მით­ვლით, მაგ­რამ ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი. სო­ფელ­ში ვინ­მე თუ გა­თხოვ­დე­ბო­და ან ცოლს მო­იყ­ვან­და, მა­ყარ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ყავ­დი, ვინ­მეს­თან აკ­ვა­ნი ან მზი­თე­ვი თუ იყო წა­სა­ღე­ბი, პირ­ველს მე მიშ­ვებ­დნენ ღია კარ­ში, - ნა­ხონ, რო­გო­რი გოგო გვყავს სო­ფელ­შიო. 14 წლის ვი­ყა­ვი, როცა მე­ზობ­ლის ცო­ლის ძმამ მო­მი­ტა­ცა. ისიც ჩვე­ნი რა­ი­ო­ნი­დან იყო და ჩემ­ზე 13 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ.

- ეს რო­გორ მოხ­და?

- მე და ჩემი და სკო­ლა­ში მივ­დი­ო­დით, როცა ამ კაც­მა მან­ქა­ნა გაგ­ვი­ჩე­რა. თავ­სხმა წვი­მა იყო. მან­ქა­ნა­ში ჩემი მე­ზო­ბე­ლი კაცი (ჩემი მო­მა­ვა­ლი მუ­ლის ქმა­რი) და მისი შვი­ლე­ბი ის­ხდნენ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, სკო­ლა­ში მი­დი­ოდ­ნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩავ­ჯე­ქით. იმ დრო­ში, უფრო სწო­რად, იმ სა­უ­კუ­ნე­ში სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კიც კი აკ­რძა­ლუ­ლი იყო და ბავ­შვებ­მა ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დით ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ჰოდა, მეც არა­ფე­რი მი­ეჭ­ვია. შუ­ა­ში ვი­ჯე­ქი, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე. სკო­ლას­თან რომ მი­ვე­დით, ბავ­შვე­ბი მან­ქა­ნი­დან გა­და­ვიდ­ნენ. გა­დას­ვლა რომ და­ვა­პი­რე, მო­მა­ვა­ლი მუ­ლის შვილ­მა კარი ცხვირ­წინ მო­მი­ჯა­ხუ­ნა და კარ­ში ფეხი მომ­ყვა. სიმ­წრის­გან ავ­კივ­ლდი. მძღოლ­მა, ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ კი მან­ქა­ნა დაძ­რა და წა­ვი­და. ტკი­ვილ­მა ლა­მის გა­მა­გი­ჟა, მაგ­რამ მა­ინც ვკი­თხე, - სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი? - ჩემ­თან წა­გიყ­ვან, ჩემი ცოლი უნდა გახ­დეო. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მეყ­ვი­რა, მე­კივ­ლა, მაგ­რამ ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, თან, ფე­ხიც ძა­ლი­ან მტკი­ო­და და ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი.

- ამა­სო­ბა­ში თქვენ­მა დამ ალ­ბათ, მთე­ლი სკო­ლა შე­ყა­რა...

- პი­რი­ქით, გაკ­ვე­თილ­ზე ისე შე­ვი­და, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყოს. ჩვენს სკო­ლა­ში ერთი ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ის ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ას გვას­წავ­ლი­და. თურ­მე, ვყვა­რე­ბი­ვარ. კლას­ში რომ ვერ მნა­ხა, ჩემი დის­თვის უკი­თხავს, - შენი და სად არი­სო? - წა­იყ­ვა­ნე­სო, - უპა­სუ­ხია. ამ­ტყდა­რა ერთი ამ­ბა­ვი. დი­რექ­ტორს ჩემი და სახ­ლში გა­უშ­ვია: შე­ნებს შე­ა­ტყო­ბი­ნეო... დას დღემ­დე ვე­უბ­ნე­ბი: შენი ბრა­ლია, ამ დღე­ში რომ ვარ, თა­ვის დრო­ზე ყუ­რა­დღე­ბა ვერ მო­მაქ­ციე-მეთ­ქი. არა­და, ის ჩემ­ზე ერთი წლით უმ­ცრო­სია...

- მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ შინ მი­გიყ­ვა­ნათ თუ რო­მე­ლი­მე ნა­თე­სავ­თან?

- დის სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნა. ფეხი გა­სი­ვე­ბუ­ლი მქონ­და და რა­ღაც და­მა­დეს, შე­მიხ­ვი­ეს. მერე სკო­ლის ფორ­მა გამ­ხა­დეს, ბაფ­თა მომხსნეს და მულ­მა თა­ვი­სი შვი­ლის კაბა ჩა­მაც­ვა... ამა­სო­ბა­ში თურ­მე, მამა მე­ზობ­ლის ოჯახ­ში და­ნით მი­ვარ­დნი­ლა: მი­თხა­რით, სად არი­ან, თო­რემ არ გა­ცო­ცხლებ­თო. ეს რომ გა­ი­გეს, სას­წრა­ფოდ, თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს. მამა მხო­ლოდ მა­შინ შე­მი­რიგ­და, როცა პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­მიჩ­ნდა, დედა ცოტა უფრო ადრე, ჩუ­მად და­მე­კონ­ტაქ­ტა.

- მშობ­ლებ­მა მო­ტა­ცე­ბი­დან რამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ გნა­ხეს?

- 4 თვის მერე, მა­ნამ­დე მმა­ლავ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ჩემი მა­მამ­თი­ლი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო. მას მა­მას­თვის უთ­ქვამს: ჩემს შვილს თუ იპო­ვით და თქვე­ნი ნება თუ იქ­ნე­ბა, მო­კა­ლი­თო. ერთი მუ­ლის გარ­და (სულ 9 და-ძმა იყ­ვნენ), არა­ვინ იცო­და, სად ვი­ყა­ვით. რამ­დე­ნი­მე თვე რომ გა­ვი­და, მერე თურ­მე, მა­მას ყვე­ლა ეუბ­ნე­ბო­და: აწი რაღა დრო­სია, შვილს ნუ გა­ა­უ­ბე­დუ­რე­ბო და მი­ლი­ცი­ი­დან სა­ჩი­ვა­რი გა­მო­ა­ტა­ნი­ნეს.

- რო­გორ შე­ე­გუ­ეთ 13 წლით უფ­როს კაც­თან, მით უმე­ტეს - უსიყ­ვა­რუ­ლოდ ცხოვ­რე­ბას?

- მა­ნამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არას­დროს მყო­ლია და შეძ­ლო ჩემი გუ­ლის მო­გე­ბა. თა­ვი­დან შე­ვე­გუე კი­დეც ბედს, მაგ­რამ მას მერე, რაც შვი­ლე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა, ჩვენს ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია სულ უფრო გახ­შირ­და. როცა სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვი­სად და­მი­გუ­ლა და მიხ­ვდა, რომ ყვე­ლა­ფერს ისე ვა­კე­თებ­დი, რო­გორც მას სურ­და, მბრძა­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. სოფ­ლის და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა მი­წევ­და, მერე ამას ბავ­შვე­ბის მოვ­ლაც და­ე­მა­ტა და ცხა­დია, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბაც გა­მიჩ­ნდა. ამას მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტი. მშობ­ლებს არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი მა­ნამ, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ შე­ეს­წრნენ იმას, თუ რო­გორ მა­ყე­ნებ­და მე­უღ­ლე შე­უ­რა­ცხყო­ფას.

- როცა ქმა­რი შე­უ­რა­ცხყო­ფას გა­ყე­ნებ­დათ, მა­მამ­თი­ლი მა­ინც არ ცდი­ლობ­და თქვენს დაც­ვას?

- რო­გორ არა! ერთხელ მი­ვი­და კი­დეც ცხო­ნე­ბუ­ლი ჩემს მშობ­ლებ­თან და უთხრა: ამ ბავ­შვს ნუ მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­თო... ერთხელ ჩემ­მა ქმარ­მა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თოფი ის­რო­ლა ჩემს შე­სა­ში­ნებ­ლად. მა­მა­მი­სი მი­ლი­ცი­ა­ში წა­ვი­და და სა­კუ­თარ შვილს უჩივ­ლა. ეში­ნო­და, ჩემ­თვის რა­ი­მე არ და­ე­შა­ვე­ბი­ნა... გა­უ­საძ­ლი­სი იყო მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა, მაგ­რამ სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი სამი ბავ­შვით ხელ­ში? დე­დამ - არა, მაგ­რამ ერთხელ მა­მამ მი­თხრა: ნუ მო­აკ­ვლე­ვი­ნებ თავს, მი­უ­ყა­რე ბავ­შვე­ბი და ნა­ხოს, რო­გო­რია უშე­ნოდ ყოფ­ნაო, მაგ­რამ მე­ნა­ნე­ბო­და შვი­ლე­ბი და­სა­ტო­ვებ­ლად...

- ბავ­შვებ­თან ერ­თად არ მი­გი­ღებ­დნენ?

- როცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მივ­ხვდი, წა­სას­ვლე­ლიც არ­სად მქონ­და. მა­შინ ბავ­შვებ­თან ერ­თად სახ­ლი­დან წას­ვლა დიდ სირ­ცხვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თან - ჩემს ძმა­საც ცოლი უნდა მო­ეყ­ვა­ნა და ბავ­შვე­ბით ხომ არ მოგ­ვად­გე­ბიო?.. მერე ჩემს გა­სა­ჭირს ისიც და­ე­მა­ტა, რომ მა­მამ­თი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, დე­დამ­თი­ლი ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და და მისი მოვ­ლაც მე და­მაწ­ვა მხრებ­ზე. უფ­რო­სი შვი­ლი რომ წა­მო­ი­ზარ­და, შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და ჩემი ცხოვ­რე­ბა. 9 წლის იყო, წის­ქვილ­ში საფ­ქვა­ვი რომ მიჰ­ქონ­და და ცდი­ლობ­და, ჩემ­თვის ყოფა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე არ მუ­შა­ობ­და?

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში არ ერე­ო­და, მხო­ლოდ თოხ­ნას თუ ითა­ვებ­და. სა­მა­გი­ე­როდ, სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და. სო­ფელ­ში იყო ჩაის კულ­ტუ­რა და გა­დამ­ზი­და­ვად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ რად გინ­და, შვი­ლე­ბის­თვის არას­დროს არა­ფერს ყი­დუ­ლობ­და, ფულს სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის, ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად ხარ­ჯავ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ დროს ტურ­ბა­ზე­ბი არ­სე­ბობ­და, ჩა­მოჰ­ყავ­დათ რუსი ქა­ლე­ბი და ერ­თო­ბო­და...

- ამ ყვე­ლა­ფერს ცხა­დია, აპ­რო­ტეს­ტებ­დით, არა?

- სწო­რედ ამ პრო­ტესტს მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე ძა­ლი­ან დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა. მერე, როცა ჩხუ­ბით გულს მო­ი­ო­ხებ­და, სახ­ლი­და­ნაც გარ­ბო­და. ასეთ დროს დე­დამ­თი­ლიც მე­უბ­ნე­ბო­და: შენ­თვის რა მა­ყუ­რე­ბი­ნებს, როცა ჩემი შვი­ლი სახ­ლში არ არი­სო? როცა ვჭამ­დი, სულ მწყევ­ლი­და და ამ­ბობ­და: შენ უქ­მნი ჩემს შვილს ისეთ პი­რო­ბებს, რომ სახ­ლი­დან წა­ვი­დეს. არ აცლი დაღ­ვი­ნე­ბას, და­ჭკვი­ა­ნე­ბა­სო. არა­და, რო­დის­ღა უნდა და­ჭკვი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო?.. მერე ისე­თი რა­ღაც შეგ­ვემ­თხვა, რა­მაც მარ­თლაც და­ა­სე­რი­ო­ზუ­ლა, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნი იყო... სამ­სა­ხუ­რიც და­კარ­გა...

- რო­გორც მომ­წე­რეთ, შვი­ლის სიკ­ვდი­ლის სიმ­წა­რე გა­მოც­დი­ლი გაქვთ...

- 21 წლის გახ­ლდათ ჩემი უფ­რო­სი ვაჟი, როცა მო­მიკ­ლეს. მა­ნამ­დე, 19 წლი­სამ ცოლი მო­იყ­ვა­ნა. ის გოგო დე­დი­სერ­თა იყო და ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს შვილს ცალ­კე სახ­ლი ჰქონ­და, გა­და­წყვი­ტეს, ცოტა ხანი გო­გოს მშობ­ლებ­თან ეცხოვ­რათ. იმ დღე­საც ცო­ლო­ურ­ში იყო და ქე­ი­ფობ­და. თურ­მე, ვი­ღა­ცებ­მა ჩხუ­ბი ატე­ხეს. ჩემ­მა შვილ­მა მო­ჩხუბ­რე­ბის გაშ­ვე­ლე­ბა სცა­და და ამ დროს, დანა მოხ­ვდა, სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა. ფეხ­მძი­მედ დარ­ჩა ცოლი... მიმ­ძიმს შვილ­ზე ლა­პა­რა­კი. ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩემი ცხოვ­რე­ბა კი­დევ უფრო უკან წა­ვი­და. ჩემი ვაჟ­კა­ცი 4 მა­ისს და­ვა­საფ­ლა­ვეთ და 31-ში მე­უღ­ლეც გარ­და­იც­ვა­ლა. სულ სვამ­და. არა­და, თურ­მე, პანკრე­ა­სის სიმ­სივ­ნე ჰქო­ნია, რო­მე­ლიც ნერ­ვუ­ლი სტრე­სის დროს შხამს გა­მოჰ­ყოფს... ღმერ­თმა ყვე­ლას აშო­როს, სიზ­მარ­შიც არ გე­ნა­ხოთ ის, რაც შვი­ლის სიკ­ვდი­ლის გამო გა­მო­ვი­ა­რე. იმ პე­რი­ოდ­ში ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ ქმარ­საც ვერ ვუვ­ლი­დი, არც მახ­სოვს ეს ყვე­ლა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე თვე ლო­გინ­შიც არ ვწვე­ბო­დი, ია­ტაკ­ზე ვი­ძი­ნებ­დი და ამის გამო, თირკმლე­ბი და­მი­ა­ვად­და, ორ­ჯერ მო­მიხ­და ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა... დამ­რჩა დიდი ტკი­ვი­ლი და ვა­ლე­ბი. აბა, ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვას ცოტა თან­ხა უნ­დო­და? ისე კი, სო­ფელ­მა, ჩე­მებ­მა დიდი პა­ტი­ვი მცეს. იმ პე­რი­ოდ­ში ქა­ლიშ­ვი­ლი გა­თხო­ვი­ლი იყო, უმ­ცრო­სი ვაჟი კი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გახ­ლდათ და ეს სტრე­სი ვერ აი­ტა­ნა. ჩემ­ზე ამ­ბობ­და, - სულ ტი­რის, სულ ცუდ ხა­სი­ათ­ზე­აო და სახ­ლი­დან გარ­ბო­და. რაც ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი მიჰ­ქონ­და... შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც, ჩემი გლო­ვით მი­ვიყ­ვა­ნე ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რომ გან­მარ­ტო­ე­ბას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მეც ხომ ადა­მი­ა­ნი ვარ? როცა ტკი­ვი­ლი მახ­რჩობ­და, სი­ცილს ხომ ვერ და­ვი­წყებ­დი? არა­და, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ოჯახს ვუვ­ლი­დი; ვცდი­ლობ­დი, მე­ზობ­ლე­ბი არ შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა და როცა საქ­მეს მოვ­რჩე­ბო­დი, კარს ჩავ­კე­ტავ­დი ხოლ­მე და ამის შემ­დეგ ვი­წყებ­დი გლო­ვას. ვტი­რო­დი ჩემს ბედს, გარ­დაც­ვლილ შვილს, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქმარ­საც და უმ­ცროს ვაჟ­ზეც ვდარ­დობ­დი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მაწ­ვა­ლებ­და, სის­ხლს მიშ­რობ­და. მე­ზობ­ლე­ბი საყ­ვე­დუ­რობ­დნენ: დე­დას ასე ცუ­დად რა­ტომ ექ­ცე­ვიო? ყვე­ლას ასე პა­სუ­ხობ­და: ვი­საც ეგ უყ­ვარ­და, მოკ­ვდა და მე არ მინ­და სიკ­ვდი­ლი. ეს სახ­ლი მა­მამ მე და­მი­ტო­ვა და მარ­ტო მინ­და აქ ცხოვ­რე­ბაო. ახლა კი მო­ვი­და გონს, ცო­ლიც ჰყავს და შვი­ლე­ბიც, მაგ­რამ მა­შინ მის გამო ქუ­ჩა­ში ამოვ­ყა­ვი თავი; იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­და, სახ­ლი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ალ­ბათ მშობ­ლე­ბის სახ­ლში წახ­ვე­დით, არა?

- არა, ნა­თე­სავ­მა წა­მიყ­ვა­ნა სხვა ქა­ლაქ­ში, სა­მუ­შა­ოდ... მიმ­ძიმს ამის თქმა, მაგ­რამ მერე ისე მოხ­და, რომ გავ­თხოვ­დი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორ მი­ვი­ღე? - თა­ვა­დაც არ ვიცი. პრობ­ლე­მე­ბის­გან გაქ­ცე­ვას ვცდი­ლობ­დი და და­სახ­მა­რებ­ლად გა­მოწ­ვდი­ლი ხელი რომ და­ვი­ნა­ხე, დავ­თან­ხმდი. იმ პე­რი­ოდ­ში ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვმუ­შა­ობ­დი. მერე ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სხვა რა­ი­ონ­ში გა­და­ი­ტა­ნეს და დავ­რჩი უმუ­შე­ვა­რი. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მა­ღა­ზი­ა­ში მო­ვე­წყვე.

- თქვენს მე­ო­რე მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვით?

- სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მის გვერ­დით ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს გყავ­დეს კარ­გი ქმა­რი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს კაცი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა, დღეს ცო­ცხა­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ისიც ჩვე­ნი რა­ი­ო­ნი­დან იყო და ჩემი გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. ჩემი გო­გო­ნა ჩვენს ამ­ბავს მა­ლე­ვე შე­ე­გუა, ვაჟი კი დიდ­ხანს, შვი­ლის საფ­ლავ­ზეც არ მიშ­ვებ­და, მერე დავ­ჭირ­დი და შე­მი­რიგ­და; ჩემს მე­უღ­ლე­საც შე­ე­გუა. მა­მას თა­ვი­დან­ვე ვუ­თხა­რი, რომ გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დი. უარი არ უთ­ქვამს. სა­მა­გი­ე­როდ, დედა ძნე­ლად შე­ე­გუა ამ ამ­ბავს, ძმა კი არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და... სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს მე­უღ­ლეს ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა. სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ ექიმ­მა მი­თხრა, მკურ­ნა­ლო­ბას აზრი არ აქ­ვსო. ისევ რა­ი­ონ­ში დავ­ბრუნ­დით. მხო­ლოდ აზ­როვ­ნე­ბა შე­ეძ­ლო, მოძ­რა­ო­ბა - არა. თვე-ნა­ხე­ვა­რი მა­ინც იცო­ცხლა, მერე კი კი­დევ ერთი მძი­მე დარ­ტყმა მი­ვი­ღე ცხოვ­რე­ბის­გან... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბი­ნის ქი­რის გა­დახ­და გა­მი­ჭირ­და. მე­გო­ბარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა: დე­და­ჩე­მის (რო­მე­ლიც ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იყი) სახ­ლში შედი და იცხოვ­რე, კარს მა­ინც გა­ა­ღე­ბო. ჩემი ნივ­თე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იქ ვცხოვ­რობ­დი. მერე ამა­ვე მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - ბი­ძა­ჩე­მის­თვის თბი­ლის­ში მომ­ვლელს ეძე­ბენ და წახ­ვა­ლო? ვი­ნა­ი­დან მა­ღა­ზი­ა­ში "კა­პი­კებს" მიხ­დიდ­ნენ და თავი ძლივს გამ­ქონ­და, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი.

- ახლა არ მი­თხრათ, რომ ბი­ძა­მისს მო­ე­წო­ნეთ?

- (იღი­მის) ცო­ლო­ბა კი მთხო­ვა, მაგ­რამ... კარ­გი გა­სამ­რჯე­ლო მქონ­და, ამ სახ­ლში თავს და­ცუ­ლად ვგრძნობ­დი. მო­ხუცს ვუვ­ლი­დი, თან - მისი შვი­ლიც ჩემ გვერ­დით იყო. ამ კაცს გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი ჰქონ­და. ვინ­მე სტუმ­რად თუ მო­ვი­დო­და, ეუბ­ნე­ბო­და, - არ გინ­და, რომ ბინა გად­მო­გი­ფორ­მოო? მეც მე­უბ­ნე­ბო­და, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვი და ეს ბინა შენი იქ­ნე­ბაო. 81 წლის იყო. ჰოდა, ერთხე­ლაც მის შვილს ვუ­თხა­რი: მა­მა­შე­ნი ცუ­დად ლა­პა­რა­კობს ბი­ნის გა­და­ფორ­მე­ბა­ზე და რამე არ ჩა­ი­დი­ნოს, მისი ავად­მყო­ფო­ბით ვინ­მემ არ ისარ­გებ­ლოს-მეთ­ქი. ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მო­იყ­ვა­ნეს. ამ კაც­მა თურ­მე, თვა­ლი და­მად­გა. ცოლს და­შო­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. ჩემ­ზე უკი­თხავს, - ეს ქალი ვინ არი­სო? მერე ხშირ-ხში­რად მო­დი­ო­და სტუმ­რად და პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით იქ­ცე­ო­და, სულ ეჩურ­ჩუ­ლე­ბო­და ამ ჩემი მო­ხუ­ცე­ბუ­ლის შვილს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი ან რა ჩემი საქ­მე იყო? ერთხელ ოჯა­ხის წევ­რებს ვთხო­ვე: ის მა­ღა­ზია, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო მე­პატ­რო­ნემ ჩემს სა­ხელ­ზე გა­ა­ფორ­მა. სულ მე­ში­ნია, ამის გამო შარი არ ავი­კი­დო და თუ ნე­ბას მომ­ცემთ, და­სავ­ლეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღით წა­ვალ, მა­ღა­ზი­ას პატ­რონს გა­და­ვუ­ფორ­მებ-მეთ­ქი. უარი არ უთ­ქვამთ. უკვე მივ­დი­ო­დი, როცა ამ ად­ვო­კატ­მა და­მი­რე­კა: სად ხარო? - და­სავ­ლეთ­ში მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. - რა­ტო­მო? - და­უ­ფა­რა­ვად ვუ­ამ­ბე ყვე­ლა­ფე­რი. საქ­ცი­ე­ლი მო­მი­წო­ნა...

- მა­ღა­ზია პატ­რონს უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­უ­ფორ­მეთ?

- იმ რა­ი­ონ­ში, "სა­გა­და­სა­ხა­დო­ში" ისე­დაც ყვე­ლა მიც­ნობ­და, მაგ­რამ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შემ­ხვდნენ და სა­ბუ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე რომ სჭირ­დე­ბო­და, მე ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღე­ში მო­მიგ­ვა­რეს. გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩნიე. თურ­მე, ამ ად­ვო­კატს ვი­ღაც ნაც­ნო­ბი ჩა­უ­რე­ვია საქ­მე­ში. თან, მეც მი­რე­კავ­და ხშირ-ხში­რად: აბა, ახლა რას შვრე­ბი, ახლა სად ხარო? მიკ­ვირ­და: რას გა­და­მე­კი­და-მეთ­ქი? მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი. იმ დღეს რა­ი­ონ­ში დავ­რჩი. მე­გობ­რის დე­დის სახ­ლში მი­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვამ­ზე­უ­რე, და­ვა­ლა­გე, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე სან­თე­ლიც და­ვან­თე, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლი­სის­კენ წა­მო­ვე­დი. უკვე სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ვი­ჯე­ქი, როცა და­მი­რე­კა: სად ხარო? - თბი­ლის­ში მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ სად ვარ, არ ვიცი-მეთ­ქი. ზამ­თა­რი იყო, თან - ღამე და ვერ გა­ვარ­ჩიე ად­გი­ლი. - მძღოლს მი­ე­ცი ტე­ლე­ფო­ნიო, - მთხო­ვა. ხა­შურ­ში რომ შე­ვე­დით, "მარ­შრუტ­კა" გზი­დან გა­და­ვი­და. მძღო­ლი მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, - ქალ­ბა­ტო­ნო, გა­დაბ­რძან­დი­თო. ლა­მის გა­და­ვი­რიე, - სად უნდა გა­და­ვი­დე-მეთ­ქი? მერე ეს ად­ვო­კა­ტი და­ვი­ნა­ხე, თა­ვი­სი მან­ქა­ნით და მუხ­ლე­ბი მო­მეკ­ვე­თა. - შენ აქ რა გინ­და-მეთ­ქი? - არა­ფე­რი, აქეთ ვი­ყა­ვი, დე­ი­დას­თან და რომ გა­ვი­გე, მო­დი­ო­დი, და­გე­ლო­დეო. ამა­სო­ბა­ში მძღოლ­მა ჩან­თა მო­მა­წო­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ად­ვო­კა­ტის მან­ქა­ნა­ში ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი.

- სად წა­გიყ­ვა­ნათ?

- ხა­შურ­ში, რო­მე­ლი­ღაც სახ­ლს მი­ა­ყე­ნა მან­ქა­ნა. მთელ სახ­ლში შუქი ან­თე­ბუ­ლი იყო, ვი­ღა­ცე­ბი აი­ვან­ზე გადი-გა­მო­დი­ოდ­ნენ. ად­ვო­კა­ტი ჩემ­კენ შე­მოტ­რი­ალ­და, შე­მომ­ხე­და და მი­თხრა: ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ დღე­ი­დან ჩემი ცოლი ხარ­თო. - ვა­ი­მე, ჩემს მკვდარ შვილს ვფი­ცავ, ლა­მის გავ­გიჟ­დი. ხომ ხე­დავ, ახ­ლაც, ამ ამ­ბავს რომ ვიხ­სე­ნებ, ხე­ლე­ბი მი­კან­კა­ლებს. მა­ში­ნაც, ყელ­ში რა­ღაც მო­მაწ­ვა და მან­ქა­ნი­დან არ გა­და­ვე­დი. ვუ­თხა­რი: ახ­ლა­ვე, სა­ი­და­ნაც მო­მიყ­ვა­ნე, იმ ად­გი­ლას დამ­სვი-მეთ­ქი. მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და. ცოტა ხან­ში მისი დე­ი­დაშ­ვი­ლი მო­მად­გა და, - პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით ნუ იქ­ცე­ვით, ახ­ლა­ვე გად­მო­დი­თო! შემ­რცხვა. მერე დე­ი­და­მი­სი შე­მე­გე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლია. თურ­მე, მა­საც გარ­დაც­ვლი­ლი ჰყო­ლია შვი­ლი. ავ­ტირ­დი. ყვე­ლა­ფე­რი შავი მეც­ვა... რომ და­მი­ნა­ხა, გა­გიჟ­და სი­ხა­რუ­ლის­გან, გულ­ში ჩა­მიკ­რა. ცალ­კე გა­ვიყ­ვა­ნე, ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე...

- რო­გორც ვხვდე­ბი, დღეს ამ ად­ვო­კატ­თან ერ­თად ცხოვ­რობთ...

- დავ­რჩი, აბა, რა მექ­ნა?! 20 დღე­ში ფეხ­ზე და­მე­მარ­თა ნერ­ვის ან­თე­ბა, მერე ძვალ­მაც დაშ­ლა და­ი­წყო და ახლა სა­ო­პე­რა­ციო ვარ. ჩემი მე­სა­მედ გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი შვი­ლებ­მა ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ უფალ­მა ხომ იცის, რომ ამის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ­დი?.. ვფიქ­რობ ხოლ­მე: ეტყო­ბა, რა­ღაც გო­ნე­ბა­ში მთლად კარ­გად ვერ მაქვს, თო­რემ ვერც ერთი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი ამ­დენს ვერ გა­უძ­ლებ­და-მეთ­ქი. ახ­ლა­ხან ჩემი ძმა ჩა­მო­ვი­და ჩემს სა­ნა­ხა­ვად. მი­თხრა: ვე­რა­ვინ ვე­რა­ფე­რი და­გაკ­ლო და ამ კა­ხელ­მა ხომ ხე­დავ, რო­გორ და­გაგ­დო! ერ­თით ვიმ­შვი­დებ გულს, რომ 53 წლის ასაკ­ში მო­გი­ტა­ცა, თო­რემ ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი შენი გა­თხო­ვე­ბის ამ­ბავ­სო (იცი­ნის).

მინ­და, ყვე­ლა ქალი ბედ­ნი­ე­რი იყოს და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ უფრო მე­ტად იზ­რუ­ნონ სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ყვე­ლამ მა­პა­ტი­ოს, მაგ­რამ არ მინ­და, ვნა­ხო ქალი, რო­მელ­ზეც ძა­ლა­დო­ბენ, რო­მე­ლიც სხე­ულს ყი­დის. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე უწე­სო­ბა­ზე მეც მე­ფიქ­რა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი რამ ჩემს გო­ნე­ბას არც გაჰ­კა­რე­ბია. თუ პა­ტი­ოს­ნად იცხოვ­რებ, შეძ­ლებ, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იპო­ვო ბედ­ნი­ე­რე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, აბა, რა არის, როცა მე­უღ­ლე მე­უბ­ნე­ბა: ოღონდ გა­მი­ცი­ნე და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ჯო­ხით ივლი თუ ჯო­ხის გა­რე­შეო?! ვფიქ­რობ, ყვე­ლა ქალი იმ­სა­ხუ­რებს ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას! მე რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი ცოტა ად­რე­ულ ასაკ­ში მცოდ­ნო­და, ასე არ გავ­წვალ­დე­ბო­დი.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რას გვირჩევს 53 წლის ასაკში მოტაცებული ქალი - "პირველად 14 წლისა მომიტაცა 13 წლით უფროსმა კაცმა..."

რას გვირჩევს 53 წლის ასაკში მოტაცებული ქალი - "პირველად 14 წლისა მომიტაცა 13 წლით უფროსმა კაცმა..."

"გამარჯობა. მსურს გიამბოთ ცხოვრებისგან დატანჯულ ქალზე, რომელსაც ერთი დღეც არ გაუხარია და ბედმა თუ უბედობამ, არანაირი განსაცდელი არ აარიდა. ჩემს თავზე მართლაც, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი გამოვიარე. ახლა დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შემიძლია; ჯოხის დახმარებით ძლივს დავდივარ. ვცხოვრობ კეთილი ადამიანების დახმარებით. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მოხუცი დედა მეცოდება: ბოლოს და ბოლოს, თავადაც ვიცი, თუ რა მწარეა შვილის სიკვდილი... მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მაგრამ ძალიან მინდა, გული გადაგიშალოთ", - ამ წერილის ავტორის სახლში რომ მივდიოდი, მეგონა, ცხოვრებისგან დაჩაგრულ, ფიზიკურად განადგურებულ ქალს შევხვდებოდი და მის საოცრად დამთრგუნველ ამბავს მოვისმენდი, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა.

არაჩვეულებრივ რესპონდენტთან საუბრისას გიჟივით, ხან მეცინებოდა, ხან - მეტირებოდა. გურული ქალი, გურულებისთვის დამახასიათებელი იუმორით მიყვებოდა გავლილ ეკლიან გზაზე. მან სიმწარეც ბევრი ნახა და სიხარულიც. ალბათ სიმწარე მეტი იყო, მაგრამ სულით არ დაცემულა, წაქცეული ყოველ ჯერზე წამოდგომას ცდილობდა ან სხვები ცდილობდნენ ამ ულამაზესი ქალის წამოყენებას, რომელსაც დრომ თუ განვლილმა მძიმე წლებმაც ვერაფერი დააკლო. ჰოდა, ალბათ ამიტომაც, ის მესამედ 53 წლის ასაკში გათხოვდა, უფრო სწორად - მოიტაცეს...

- ძალიან კარგი, ერთმანეთის მოსიყვარულე მშობლები მყავდა. საოცრად თბილ ოჯახში ვიზრდებოდი. მახსოვს, მამა სამსახურიდან 11 საათზე მოდიოდა, ჩვენ კი მას ველოდებოდით, რათა სუფრას ერთად შემოვსხდომოდით. სამი დედმამიშვილი ვიყავით და ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა მაგიდასთან. ოთახში მამა რომ შემოვიდოდა, ფეხზე ვდგებოდით. ტრაბახში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ყველასგან გამორჩეული ვიყავი. სოფელში ვინმე თუ გათხოვდებოდა ან ცოლს მოიყვანდა, მაყარში აუცილებლად მივყავდი, ვინმესთან აკვანი ან მზითევი თუ იყო წასაღები, პირველს მე მიშვებდნენ ღია კარში, - ნახონ, როგორი გოგო გვყავს სოფელშიო. 14 წლის ვიყავი, როცა მეზობლის ცოლის ძმამ მომიტაცა. ისიც ჩვენი რაიონიდან იყო და ჩემზე 13 წლით უფროსი გახლდათ.

- ეს როგორ მოხდა?

- მე და ჩემი და სკოლაში მივდიოდით, როცა ამ კაცმა მანქანა გაგვიჩერა. თავსხმა წვიმა იყო. მანქანაში ჩემი მეზობელი კაცი (ჩემი მომავალი მულის ქმარი) და მისი შვილები ისხდნენ, რომლებიც ასევე, სკოლაში მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩავჯექით. იმ დროში, უფრო სწორად, იმ საუკუნეში სიყვარულზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო და ბავშვებმა ბევრი არაფერი ვიცოდით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ჰოდა, მეც არაფერი მიეჭვია. შუაში ვიჯექი, უკანა სავარძელზე. სკოლასთან რომ მივედით, ბავშვები მანქანიდან გადავიდნენ. გადასვლა რომ დავაპირე, მომავალი მულის შვილმა კარი ცხვირწინ მომიჯახუნა და კარში ფეხი მომყვა. სიმწრისგან ავკივლდი. მძღოლმა, ჩემმა მომავალმა მეუღლემ კი მანქანა დაძრა და წავიდა. ტკივილმა ლამის გამაგიჟა, მაგრამ მაინც ვკითხე, - სად მიდიხარ-მეთქი? - ჩემთან წაგიყვან, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ხომ შეიძლებოდა, მეყვირა, მეკივლა, მაგრამ ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა ჩემს თავს, თან, ფეხიც ძალიან მტკიოდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

- ამასობაში თქვენმა დამ ალბათ, მთელი სკოლა შეყარა...

- პირიქით, გაკვეთილზე ისე შევიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ჩვენს სკოლაში ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი იყო. ის ქიმია-ბიოლოგიას გვასწავლიდა. თურმე, ვყვარებივარ. კლასში რომ ვერ მნახა, ჩემი დისთვის უკითხავს, - შენი და სად არისო? - წაიყვანესო, - უპასუხია. ამტყდარა ერთი ამბავი. დირექტორს ჩემი და სახლში გაუშვია: შენებს შეატყობინეო... დას დღემდე ვეუბნები: შენი ბრალია, ამ დღეში რომ ვარ, თავის დროზე ყურადღება ვერ მომაქციე-მეთქი. არადა, ის ჩემზე ერთი წლით უმცროსია...

- მომავალმა მეუღლემ შინ მიგიყვანათ თუ რომელიმე ნათესავთან?

- დის სახლში მიმიყვანა. ფეხი გასივებული მქონდა და რაღაც დამადეს, შემიხვიეს. მერე სკოლის ფორმა გამხადეს, ბაფთა მომხსნეს და მულმა თავისი შვილის კაბა ჩამაცვა... ამასობაში თურმე, მამა მეზობლის ოჯახში დანით მივარდნილა: მითხარით, სად არიან, თორემ არ გაცოცხლებთო. ეს რომ გაიგეს, სასწრაფოდ, თბილისში წამომიყვანეს. მამა მხოლოდ მაშინ შემირიგდა, როცა პირველი შვილი გამიჩნდა, დედა ცოტა უფრო ადრე, ჩუმად დამეკონტაქტა.

- მშობლებმა მოტაცებიდან რამდენი ხნის შემდეგ გნახეს?

- 4 თვის მერე, მანამდე მმალავდნენ. სხვათა შორის, ჩემი მამამთილი ძალიან განათლებული კაცი იყო. მას მამასთვის უთქვამს: ჩემს შვილს თუ იპოვით და თქვენი ნება თუ იქნება, მოკალითო. ერთი მულის გარდა (სულ 9 და-ძმა იყვნენ), არავინ იცოდა, სად ვიყავით. რამდენიმე თვე რომ გავიდა, მერე თურმე, მამას ყველა ეუბნებოდა: აწი რაღა დროსია, შვილს ნუ გააუბედურებო და მილიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

- როგორ შეეგუეთ 13 წლით უფროს კაცთან, მით უმეტეს - უსიყვარულოდ ცხოვრებას?

- მანამდე შეყვარებული არასდროს მყოლია და შეძლო ჩემი გულის მოგება. თავიდან შევეგუე კიდეც ბედს, მაგრამ მას მერე, რაც შვილები გაგვიჩნდა, ჩვენს ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია სულ უფრო გახშირდა. როცა საბოლოოდ, თავისად დამიგულა და მიხვდა, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მას სურდა, მბრძანებლობა დაიწყო. სოფლის და საოჯახო საქმეების კეთება მიწევდა, მერე ამას ბავშვების მოვლაც დაემატა და ცხადია, პროტესტის გრძნობაც გამიჩნდა. ამას მოჰყვა კონფლიქტი. მშობლებს არაფერს ვეუბნებოდი მანამ, ვიდრე საკუთარი თვალით არ შეესწრნენ იმას, თუ როგორ მაყენებდა მეუღლე შეურაცხყოფას.

- როცა ქმარი შეურაცხყოფას გაყენებდათ, მამამთილი მაინც არ ცდილობდა თქვენს დაცვას?

- როგორ არა! ერთხელ მივიდა კიდეც ცხონებული ჩემს მშობლებთან და უთხრა: ამ ბავშვს ნუ მოაკვლევინებთო... ერთხელ ჩემმა ქმარმა, ნასვამ მდგომარეობაში თოფი ისროლა ჩემს შესაშინებლად. მამამისი მილიციაში წავიდა და საკუთარ შვილს უჩივლა. ეშინოდა, ჩემთვის რაიმე არ დაეშავებინა... გაუსაძლისი იყო მეუღლის გვერდით ყოფნა, მაგრამ სად წავსულიყავი სამი ბავშვით ხელში? დედამ - არა, მაგრამ ერთხელ მამამ მითხრა: ნუ მოაკვლევინებ თავს, მიუყარე ბავშვები და ნახოს, როგორია უშენოდ ყოფნაო, მაგრამ მენანებოდა შვილები დასატოვებლად...

- ბავშვებთან ერთად არ მიგიღებდნენ?

- როცა ძალიან გამიჭირდა, მივხვდი, წასასვლელიც არსად მქონდა. მაშინ ბავშვებთან ერთად სახლიდან წასვლა დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა, თან - ჩემს ძმასაც ცოლი უნდა მოეყვანა და ბავშვებით ხომ არ მოგვადგებიო?.. მერე ჩემს გასაჭირს ისიც დაემატა, რომ მამამთილი გარდაიცვალა, დედამთილი ლოგინად ჩავარდა და მისი მოვლაც მე დამაწვა მხრებზე. უფროსი შვილი რომ წამოიზარდა, შედარებით გაუმჯობესდა ჩემი ცხოვრება. 9 წლის იყო, წისქვილში საფქვავი რომ მიჰქონდა და ცდილობდა, ჩემთვის ყოფა შეემსუბუქებინა.

- თქვენი მეუღლე არ მუშაობდა?

- საოჯახო საქმეებში არ ერეოდა, მხოლოდ თოხნას თუ ითავებდა. სამაგიეროდ, სამსახური ჰქონდა. სოფელში იყო ჩაის კულტურა და გადამზიდავად მუშაობდა, მაგრამ რად გინდა, შვილებისთვის არასდროს არაფერს ყიდულობდა, ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის, ამხანაგებთან ერთად ხარჯავდა. მოგეხსენებათ, იმ დროს ტურბაზები არსებობდა, ჩამოჰყავდათ რუსი ქალები და ერთობოდა...

- ამ ყველაფერს ცხადია, აპროტესტებდით, არა?

- სწორედ ამ პროტესტს მოჰყვებოდა ხოლმე ძალიან დიდი შეურაცხყოფა. მერე, როცა ჩხუბით გულს მოიოხებდა, სახლიდანაც გარბოდა. ასეთ დროს დედამთილიც მეუბნებოდა: შენთვის რა მაყურებინებს, როცა ჩემი შვილი სახლში არ არისო? როცა ვჭამდი, სულ მწყევლიდა და ამბობდა: შენ უქმნი ჩემს შვილს ისეთ პირობებს, რომ სახლიდან წავიდეს. არ აცლი დაღვინებას, დაჭკვიანებასო. არადა, როდისღა უნდა დაჭკვიანებულიყო?.. მერე ისეთი რაღაც შეგვემთხვა, რამაც მართლაც დაასერიოზულა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... სამსახურიც დაკარგა...

- როგორც მომწერეთ, შვილის სიკვდილის სიმწარე გამოცდილი გაქვთ...

- 21 წლის გახლდათ ჩემი უფროსი ვაჟი, როცა მომიკლეს. მანამდე, 19 წლისამ ცოლი მოიყვანა. ის გოგო დედისერთა იყო და ახალდაქორწინებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ცალკე სახლი ჰქონდა, გადაწყვიტეს, ცოტა ხანი გოგოს მშობლებთან ეცხოვრათ. იმ დღესაც ცოლოურში იყო და ქეიფობდა. თურმე, ვიღაცებმა ჩხუბი ატეხეს. ჩემმა შვილმა მოჩხუბრების გაშველება სცადა და ამ დროს, დანა მოხვდა, სასიკვდილოდ დაიჭრა. ფეხმძიმედ დარჩა ცოლი... მიმძიმს შვილზე ლაპარაკი. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო უკან წავიდა. ჩემი ვაჟკაცი 4 მაისს დავასაფლავეთ და 31-ში მეუღლეც გარდაიცვალა. სულ სვამდა. არადა, თურმე, პანკრეასის სიმსივნე ჰქონია, რომელიც ნერვული სტრესის დროს შხამს გამოჰყოფს... ღმერთმა ყველას აშოროს, სიზმარშიც არ გენახოთ ის, რაც შვილის სიკვდილის გამო გამოვიარე. იმ პერიოდში ლოგინად ჩავარდნილ ქმარსაც ვერ ვუვლიდი, არც მახსოვს ეს ყველაფერი. რამდენიმე თვე ლოგინშიც არ ვწვებოდი, იატაკზე ვიძინებდი და ამის გამო, თირკმლები დამიავადდა, ორჯერ მომიხდა ოპერაციის გაკეთება... დამრჩა დიდი ტკივილი და ვალები. აბა, ორი მიცვალებულის დაკრძალვას ცოტა თანხა უნდოდა? ისე კი, სოფელმა, ჩემებმა დიდი პატივი მცეს. იმ პერიოდში ქალიშვილი გათხოვილი იყო, უმცროსი ვაჟი კი გარდატეხის ასაკში გახლდათ და ეს სტრესი ვერ აიტანა. ჩემზე ამბობდა, - სულ ტირის, სულ ცუდ ხასიათზეაო და სახლიდან გარბოდა. რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერი მიჰქონდა... შეიძლება, მართლაც, ჩემი გლოვით მივიყვანე ამ მდგომარეობამდე, რომ განმარტოებას ცდილობდა, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? როცა ტკივილი მახრჩობდა, სიცილს ხომ ვერ დავიწყებდი? არადა, ამ მდგომარეობაშიც ოჯახს ვუვლიდი; ვცდილობდი, მეზობლები არ შემეწუხებინა და როცა საქმეს მოვრჩებოდი, კარს ჩავკეტავდი ხოლმე და ამის შემდეგ ვიწყებდი გლოვას. ვტიროდი ჩემს ბედს, გარდაცვლილ შვილს, თქვენ წარმოიდგინეთ, ქმარსაც და უმცროს ვაჟზეც ვდარდობდი, რომელიც ძალიან მაწვალებდა, სისხლს მიშრობდა. მეზობლები საყვედურობდნენ: დედას ასე ცუდად რატომ ექცევიო? ყველას ასე პასუხობდა: ვისაც ეგ უყვარდა, მოკვდა და მე არ მინდა სიკვდილი. ეს სახლი მამამ მე დამიტოვა და მარტო მინდა აქ ცხოვრებაო. ახლა კი მოვიდა გონს, ცოლიც ჰყავს და შვილებიც, მაგრამ მაშინ მის გამო ქუჩაში ამოვყავი თავი; იძულებული გამხადა, სახლიდან წავსულიყავი.

- ალბათ მშობლების სახლში წახვედით, არა?

- არა, ნათესავმა წამიყვანა სხვა ქალაქში, სამუშაოდ... მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ გავთხოვდი. ეს გადაწყვეტილება როგორ მივიღე? - თავადაც არ ვიცი. პრობლემებისგან გაქცევას ვცდილობდი და დასახმარებლად გამოწვდილი ხელი რომ დავინახე, დავთანხმდი. იმ პერიოდში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმუშაობდი. მერე ეს დაწესებულება სხვა რაიონში გადაიტანეს და დავრჩი უმუშევარი. რაღაც პერიოდის შემდეგ, მაღაზიაში მოვეწყვე.

- თქვენს მეორე მეუღლეზე რას გვეტყვით?

- საოცარი ადამიანი იყო. მის გვერდით ვიგრძენი, რას ნიშნავს გყავდეს კარგი ქმარი. ჩემს ცხოვრებაში ეს კაცი რომ არ გამოჩენილიყო, შეიძლება, დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ისიც ჩვენი რაიონიდან იყო და ჩემი გავლილი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცოდა. ჩემი გოგონა ჩვენს ამბავს მალევე შეეგუა, ვაჟი კი დიდხანს, შვილის საფლავზეც არ მიშვებდა, მერე დავჭირდი და შემირიგდა; ჩემს მეუღლესაც შეეგუა. მამას თავიდანვე ვუთხარი, რომ გათხოვებას ვაპირებდი. უარი არ უთქვამს. სამაგიეროდ, დედა ძნელად შეეგუა ამ ამბავს, ძმა კი არ მელაპარაკებოდა... სამწუხაროდ, ჩემს მეუღლეს ინსულტი დაემართა. სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიყვანე, მაგრამ ექიმმა მითხრა, მკურნალობას აზრი არ აქვსო. ისევ რაიონში დავბრუნდით. მხოლოდ აზროვნება შეეძლო, მოძრაობა - არა. თვე-ნახევარი მაინც იცოცხლა, მერე კი კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მივიღე ცხოვრებისგან... მისი გარდაცვალების შემდეგ, ბინის ქირის გადახდა გამიჭირდა. მეგობარმა შემომთავაზა: დედაჩემის (რომელიც ახალი გარდაცვლილი იყი) სახლში შედი და იცხოვრე, კარს მაინც გააღებო. ჩემი ნივთები გადავიტანე და გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდი. მერე ამავე მეგობარმა მითხრა, - ბიძაჩემისთვის თბილისში მომვლელს ეძებენ და წახვალო? ვინაიდან მაღაზიაში "კაპიკებს" მიხდიდნენ და თავი ძლივს გამქონდა, ამ შემოთავაზებას დავთანხმდი.

- ახლა არ მითხრათ, რომ ბიძამისს მოეწონეთ?

- (იღიმის) ცოლობა კი მთხოვა, მაგრამ... კარგი გასამრჯელო მქონდა, ამ სახლში თავს დაცულად ვგრძნობდი. მოხუცს ვუვლიდი, თან - მისი შვილიც ჩემ გვერდით იყო. ამ კაცს გაფანტული სკლეროზი ჰქონდა. ვინმე სტუმრად თუ მოვიდოდა, ეუბნებოდა, - არ გინდა, რომ ბინა გადმოგიფორმოო? მეც მეუბნებოდა, ცოლად გამომყევი და ეს ბინა შენი იქნებაო. 81 წლის იყო. ჰოდა, ერთხელაც მის შვილს ვუთხარი: მამაშენი ცუდად ლაპარაკობს ბინის გადაფორმებაზე და რამე არ ჩაიდინოს, მისი ავადმყოფობით ვინმემ არ ისარგებლოს-მეთქი. ოჯახის ადვოკატი მოიყვანეს. ამ კაცმა თურმე, თვალი დამადგა. ცოლს დაშორებული ყოფილა. ჩემზე უკითხავს, - ეს ქალი ვინ არისო? მერე ხშირ-ხშირად მოდიოდა სტუმრად და პატარა ბიჭივით იქცეოდა, სულ ეჩურჩულებოდა ამ ჩემი მოხუცებულის შვილს, მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი ან რა ჩემი საქმე იყო? ერთხელ ოჯახის წევრებს ვთხოვე: ის მაღაზია, სადაც ვმუშაობდი, რაღაც მიზეზების გამო მეპატრონემ ჩემს სახელზე გააფორმა. სულ მეშინია, ამის გამო შარი არ ავიკიდო და თუ ნებას მომცემთ, დასავლეთში რამდენიმე დღით წავალ, მაღაზიას პატრონს გადავუფორმებ-მეთქი. უარი არ უთქვამთ. უკვე მივდიოდი, როცა ამ ადვოკატმა დამირეკა: სად ხარო? - დასავლეთში მივდივარ-მეთქი. - რატომო? - დაუფარავად ვუამბე ყველაფერი. საქციელი მომიწონა...

- მაღაზია პატრონს უპრობლემოდ გადაუფორმეთ?

- იმ რაიონში, "საგადასახადოში" ისედაც ყველა მიცნობდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად შემხვდნენ და საბუთების მოწესრიგებას რამდენიმე დღე რომ სჭირდებოდა, მე ყველაფერი ერთ დღეში მომიგვარეს. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. თურმე, ამ ადვოკატს ვიღაც ნაცნობი ჩაურევია საქმეში. თან, მეც მირეკავდა ხშირ-ხშირად: აბა, ახლა რას შვრები, ახლა სად ხარო? მიკვირდა: რას გადამეკიდა-მეთქი? მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. იმ დღეს რაიონში დავრჩი. მეგობრის დედის სახლში მივედი, ყველაფერი გავამზეურე, დავალაგე, მიცვალებულის სახელზე სანთელიც დავანთე, მეორე დღეს კი თბილისისკენ წამოვედი. უკვე სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი, როცა დამირეკა: სად ხარო? - თბილისში მოვდივარ, მაგრამ სად ვარ, არ ვიცი-მეთქი. ზამთარი იყო, თან - ღამე და ვერ გავარჩიე ადგილი. - მძღოლს მიეცი ტელეფონიო, - მთხოვა. ხაშურში რომ შევედით, "მარშრუტკა" გზიდან გადავიდა. მძღოლი მომიბრუნდა და მითხრა, - ქალბატონო, გადაბრძანდითო. ლამის გადავირიე, - სად უნდა გადავიდე-მეთქი? მერე ეს ადვოკატი დავინახე, თავისი მანქანით და მუხლები მომეკვეთა. - შენ აქ რა გინდა-მეთქი? - არაფერი, აქეთ ვიყავი, დეიდასთან და რომ გავიგე, მოდიოდი, დაგელოდეო. ამასობაში მძღოლმა ჩანთა მომაწოდა და იძულებული გავხდი, ადვოკატის მანქანაში ჩავმჯდარიყავი.

- სად წაგიყვანათ?

- ხაშურში, რომელიღაც სახლს მიაყენა მანქანა. მთელ სახლში შუქი ანთებული იყო, ვიღაცები აივანზე გადი-გამოდიოდნენ. ადვოკატი ჩემკენ შემოტრიალდა, შემომხედა და მითხრა: ქალბატონო, თქვენ დღეიდან ჩემი ცოლი ხართო. - ვაიმე, ჩემს მკვდარ შვილს ვფიცავ, ლამის გავგიჟდი. ხომ ხედავ, ახლაც, ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ხელები მიკანკალებს. მაშინაც, ყელში რაღაც მომაწვა და მანქანიდან არ გადავედი. ვუთხარი: ახლავე, საიდანაც მომიყვანე, იმ ადგილას დამსვი-მეთქი. მანქანიდან გადავიდა. ცოტა ხანში მისი დეიდაშვილი მომადგა და, - პატარა გოგოსავით ნუ იქცევით, ახლავე გადმოდითო! შემრცხვა. მერე დეიდამისი შემეგება. არაჩვეულებრივი ქალია. თურმე, მასაც გარდაცვლილი ჰყოლია შვილი. ავტირდი. ყველაფერი შავი მეცვა... რომ დამინახა, გაგიჟდა სიხარულისგან, გულში ჩამიკრა. ცალკე გავიყვანე, ყველაფერი ვუამბე...

- როგორც ვხვდები, დღეს ამ ადვოკატთან ერთად ცხოვრობთ...

- დავრჩი, აბა, რა მექნა?! 20 დღეში ფეხზე დამემართა ნერვის ანთება, მერე ძვალმაც დაშლა დაიწყო და ახლა საოპერაციო ვარ. ჩემი მესამედ გათხოვების ამბავი შვილებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს, მაგრამ უფალმა ხომ იცის, რომ ამის გაკეთებას არ ვაპირებდი?.. ვფიქრობ ხოლმე: ეტყობა, რაღაც გონებაში მთლად კარგად ვერ მაქვს, თორემ ვერც ერთი ჭკუათამყოფელი ამდენს ვერ გაუძლებდა-მეთქი. ახლახან ჩემი ძმა ჩამოვიდა ჩემს სანახავად. მითხრა: ვერავინ ვერაფერი დაგაკლო და ამ კახელმა ხომ ხედავ, როგორ დაგაგდო! ერთით ვიმშვიდებ გულს, რომ 53 წლის ასაკში მოგიტაცა, თორემ ძალიან განვიცდიდი შენი გათხოვების ამბავსო (იცინის).

მინდა, ყველა ქალი ბედნიერი იყოს და ყველას ვუთხრა, რომ უფრო მეტად იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე. ყველამ მაპატიოს, მაგრამ არ მინდა, ვნახო ქალი, რომელზეც ძალადობენ, რომელიც სხეულს ყიდის. ხომ შეიძლებოდა, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე უწესობაზე მეც მეფიქრა, მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი რამ ჩემს გონებას არც გაჰკარებია. თუ პატიოსნად იცხოვრებ, შეძლებ, საბოლოოდ მაინც იპოვო ბედნიერება. ბედნიერებაა, აბა, რა არის, როცა მეუღლე მეუბნება: ოღონდ გამიცინე და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჯოხით ივლი თუ ჯოხის გარეშეო?! ვფიქრობ, ყველა ქალი იმსახურებს ამ ბედნიერებას! მე რომ საკუთარი თავის ფასი ცოტა ადრეულ ასაკში მცოდნოდა, ასე არ გავწვალდებოდი.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის

ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების მილიარდიან კოლექციას ყიდის -  "ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა... დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება..."

"პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" - არნოლდ შვარცნეგერი