საქართველოს ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც ჰა­ე­რი მო­წამ­ლუ­ლი და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია

საქართველოს ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც ჰა­ე­რი მო­წამ­ლუ­ლი და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია

ყვე­ლამ იცის, რომ ადა­მი­ა­ნი ჟან­გ­ბა­დის გა­რე­შე ვერ ძლებს - საკ­მა­რი­სია, რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ვა­ჩე­როთ უჰა­ე­რო სივ­რ­ცე­ში და იღუ­პე­ბა. თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ სა­ში­შია მო­წამ­ლუ­ლი ჰა­ე­რი, რო­მე­ლიც ათას­გ­ვარ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოზ­რ­დილ ქა­ლა­ქებ­ში ატ­მოს­ფე­როს და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნე იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს სე­რი­ო­ზულ საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის. ამა­ში ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მო­ნათხ­რო­ბიც და­გარ­წ­მუ­ნებთ:

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე - "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი:

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მხრივ მარ­თ­ლაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - თბი­ლის­ში, იმი­ტომ, რომ აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს. პირ­ველ რიგ­ში რა უქ­მ­ნის სა­შიშ­რო­ე­ბას ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას? - უხა­რის­ხო ბენ­ზი­ნი და მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლი ბენ­ზი­ნის შე­მო­ტა­ნა კა­ნო­ნით არის აკ­რ­ძა­ლუ­ლი, ასეთ ბენ­ზინს აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც აღარ აწარ­მო­ებს, რად­გან იქაც აკ­რ­ძა­ლუ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰა­ერს ამოწ­მე­ბენ, იქ ტყვი­ას მა­ინც ნა­ხუ­ლო­ბენ. სა­ი­დან ჩნდე­ბა ჩვენ­თან ასე­თი ბენ­ზი­ნი? - ეს გა­მო­საკ­ვ­ლე­ვია, რად­გან ტყვია არის უმ­ძი­მე­სი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­შინ­ლად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შ­ვის გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. არ­სე­ბობს 200-მდე და­სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი, რო­მე­ლიც მომ­წამ­ვ­ლე­ლი და ტოქ­სი­კუ­რია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას მან­ქა­ნე­ბი­დან იღე­ბენ კა­ტა­ლი­ზა­ტო­რებს, ნა­წი­ლე­ბად შლი­ან და აბა­რე­ბენ, არა­და, კა­ტა­ლი­ზა­ტორს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დაჰ­ყავს.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­რეწ­ვე­ლო და­ბინ­ძუ­რე­ბას, აქ უპირ­ვე­ლე­სად ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნი უნ­და ვახ­სე­ნო, რო­მელ­საც იქ მოქ­მე­დი ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხა­ნა აბინ­ძუ­რებს. კარ­გა ხა­ნია, მიმ­დი­ნა­რე­ობს ომი იმის გა­მო, რომ რო­გორ­მე შე­ჩერ­დეს ამ ქა­ლა­ქის და­ბინ­ძუ­რე­ბა. ამ სა­კითხს იხი­ლავს პარ­ლა­მენ­ტი - მი­სი კო­მი­ტე­ტე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი, მაგ­რამ დღემ­დე ვე­რაფ­რით ხერ­ხ­დე­ბა ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ ეს სა­წარ­მო 2 მი­ლი­ონ 700 ათა­სი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა, საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში­ცაა გა­და­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ სა­წარ­მო მა­ინც მუ­შა­ობს. რა­ტომ­ღაც, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ პრო­ცესს წე­ლავს, ნა­ხე­ვა­რი პარ­ლა­მენ­ტი კი, დაბ­ნე­უ­ლია და არ იცის, რა გა­ა­კე­თოს: ჩვენ არ ვი­ცით, რა­შია საქ­მე. ამ დროს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ონ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბსაც ატ­მოს­ფე­როს სი­ლი­კო­მან­გა­ნუ­მით და­ბინ­ძუ­რე­ბა იწ­ვევს, იქ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არ ვა­ჭარ­ბებ, ამას რომ ვამ­ბობ: ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ეს ად­გი­ლი კარ­გა ხა­ნია ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტ­რო­ფის ზო­ნად იქ­ნე­ბო­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კას­პ­ში, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც იქ შე­ვი­და გერ­მა­ნუ­ლი ფირ­მა "ჰა­ი­დელ­ბერ­გ­ცე­მენ­ტი", ფილ­ტ­რე­ბი და­ა­ყე­ნეს და კას­პ­ში ახ­ლა უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

აქ­ვე უნ­და ვახ­სე­ნო რუს­თა­ვი, სა­დაც მცი­რე ზო­მის ქარ­ხ­ნე­ბი და მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნას­თან მიბ­მუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი ჰა­ერს აბინ­ძუ­რე­ბენ, თუმ­ცა, იმ­დ­რო­ინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, რო­ცა მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა მუ­შა­ობ­და, ახ­ლა ამ ქა­ლაქ­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს ბოლ­ნის­ში, სა­დაც ოქ­როს გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი წარ­მო­ე­ბი­დან მი­აქვთ წი­ა­ღი­სე­უ­ლი. იქ არის მთე­ბი, სა­დაც სარ­წყა­ვი სის­ტე­მაა მოწყო­ბი­ლი და ირ­გ­ვ­ლივ ტო­ნო­ბით ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი იღ­ვ­რე­ბა. ეს არის სა­წამ­ლა­ვი, რო­მე­ლიც კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნიდ­ზე უფ­რო მომ­წამ­ვ­ლე­ლია. ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი ორ­თ­ქ­ლ­დე­ბა, რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის ჰა­ერ­ში არ­სე­ბულ ორ­თ­ქ­ლ­თან და წარ­მო­შობს მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც მომ­წამ­ვ­ლე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმს, ამ ქა­ლაქ­ში ზღვის პრობ­ლე­მა გვაქვს: იქ ზღვა­ში ყო­ველ­დღე ჩა­ე­დი­ნე­ბა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის წყა­ლი - არა მარ­ტო ბა­თუ­მი­დან, არა­მედ ქო­ბუ­ლე­თი­და­ნაც. სწო­რედ ამი­ტომ დი­ა­რე­ე­ბის, კუ­ჭის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მო­წამ­ვ­ლი­სა და კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პი­კი ზაფხუ­ლო­ბით სწო­რედ შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზეა ხოლ­მე. ასე რომ, დამ­შ­ვი­დე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დ­ვი­ლად არა გვაქვს.

ზუ­რაბ ფუტ­კა­რა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯან­მ­რ­თე­ლი სამ­ყა­როს" თავ­მ­ჯ­დო­მა­რე:

- სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია მავ­ნე აირე­ბით. მა­თი კონ­ცენ­ტ­რა­ცია ხში­რად, და­საშ­ვებ ნორ­მას აღე­მა­ტე­ბა. ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა დე­და­ქა­ლაქ­ში: აქ ორი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს - პირ­ვე­ლი ის, რომ თბი­ლი­სი ქვა­ბულ­ში მდე­ბა­რე­ობს, მთე­ბი­თაა გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი და აქ გა­ნი­ა­ვე­ბა ანუ კო­ნდი­ცი­რე­ბა ძნე­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის გა­მო მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი გროვ­დე­ბა. კი­დევ ერ­თი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ აქ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა თავ­მოყ­რი­ლი მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვიც ქა­ლაქ­ში გროვ­დე­ბა. თუ ად­რე, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის 70% სამ­რეწ­ვე­ლო გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვ­ზე მო­დი­ო­და, ახ­ლა 70 პრო­ცენ­ტი სწო­რედ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე მო­დის. მე­სა­მე და არა­ნაკ­ლებ მტკივ­ნე­უ­ლი ფაქ­ტო­რია ის, რომ ბო­ლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან შემ­ცირ­და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ჰა­ე­რის გაწ­მენ­დას. ამ და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნე ძალ­ზე მა­ღა­ლია. აზო­ტის, ნახ­შირ­ჟან­გის, ოზო­ნის, ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბა ჰა­ერ­ში იწ­ვევს უამ­რავ და­ა­ვა­დე­ბას, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ფილ­ტ­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - დაწყე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი სიმ­სივ­ნით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბრონ­ქი­ტე­ბი­თა და სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბით. მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ძა­ლი­ან ზრდის ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ნაკ­ლე­ბა­დაა და­ცუ­ლი. ამი­ტო­მაც გახ­შირ­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი, სის­ხ­ლი­სა და სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქა­ლა­ქებს: ქუ­თა­ის­ში ხში­რია ნა­ლე­ქი და ქა­რი, რო­მე­ლიც ატ­მოს­ფე­როს ასე თუ ისე ანი­ა­ვებს და წმენდს, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში სხვა სა­ხის და­ბინ­ძუ­რე­ბას ვხვდე­ბით: იქ­ვეა ზეს­ტა­ფო­ნი, სა­დაც მუ­შა­ობს ქარ­ხა­ნა, რომ­ლის გა­მოც ამ მხა­რე­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ვი­საც ერ­თხელ მა­ინც გა­უვ­ლია, და­ი­ნა­ხავ­და, რო­გო­რი კვამ­ლი ამო­დის ქარ­ხ­ნი­დან. ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ეს გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე. ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად იმა­ტებს ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მ­ყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. თბი­ლი­სი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია. სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა და თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, და­ა­ვა­დე­ბა­თა რიცხ­ვი კი­დევ უფ­რო მო­ი­მა­ტებს. სწო­რედ ამი­ტომ, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მო­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ეს ძვი­რი დაგ­ვიჯ­დეს, მაგ­რამ მა­ინც ღირს - ღირს თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა სუფ­თა ჰა­ე­რი ისუნ­თ­ქონ და არ და­ა­ვად­დ­ნენ. ამავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და და­ვიწყოთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის გამ­წ­ვა­ნე­ბაც. მარ­თა­ლია, და­ვით ნარ­მა­ნ­იას წი­ნა­და­დე­ბას, თბი­ლის­ში მი­ლი­ო­ნი ხე უნ­და დავ­რ­გო­თო, არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყ­ვა, მაგ­რამ იან­გა­რი­შეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს თბი­ლის­ში, ყვე­ლამ თი­თო ხე რომ დარ­გოს და გა­ა­ხა­როს, მწვა­ნე საფ­რის დო­ნე რო­გორ გა­იზ­რ­დე­ბა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ასე გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ, არც მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა და არც სხვა რამ - და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან და­ვი­ხო­ცე­ბით. გამ­წ­ვა­ნე­ბა მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრობ­ლე­მაა. ბო­ლო წლებ­ში გა­სათ­ბო­ბად ხალ­ხი ხე­ებს ჩეხ­და და ჩვე­ნი ეკო­სის­ტე­მა ერ­თი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. თბი­ლი­სი, ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი, რუს­თა­ვი - ეს ის ქა­ლა­ქე­ბია, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­ღე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. ატ­მოს­ფე­როს და­ბინ­ძუ­რე­ბამ კი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლით შე­ამ­ცი­როს.

მა­რი­ნე არა­ბი­ძე, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

- სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ტა­რებთ მო­ნი­ტო­რინგს და ვა­მოწ­მებთ ჰა­ე­რის ხა­რისხს შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში: თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ზეს­ტა­ფონ­სა და რუს­თავ­ში. ამ ქა­ლა­ქებ­ში გვხვდე­ბა სხვა­დას­ხ­ვა და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მტვე­რი, ნახ­შირ­ჟან­გი, გო­გირ­დი­სა და აზო­ტის დი­ოქ­სი­დე­ბი, ოზო­ნი, ტყვია. ზეს­ტა­ფონ­ში კი გვხვდე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი - მან­გა­ნუ­მის დი­ოქ­სი­დი. თბი­ლის­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­მი დაკ­ვირ­ვე­ბის წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის გა­ზირ­ზე, მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე, თა­მარ მე­ფი­სა და აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ერ­თი ფო­ნუ­რი სად­გუ­რი კი ვაშ­ლიჯ­ვარ­შიც გვაქვს. ეს არის ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რი, რო­მე­ლიც 2012 წელს გად­მოგ­ვე­ცა ჰო­ლან­დი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით. ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ იქ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ე­ბენ ჰა­ე­რის მო­ნი­ტო­რინგს. ჰა­ერ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა ნახ­ში­რორ­ჟან­გის რა­ო­დე­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა, თუმ­ცა, სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სად გვხვდე­ბა. თი­თო­ე­ულ ქა­ლაქ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სა­ხის და­ბინ­ძუ­რე­ბაა იქ აღ­ნიშ­ნუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ზეს­ტა­ფონ­ში ჰა­ე­რი მან­გა­ნუ­მის დი­ოქ­სი­დით არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მთლად კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს. რა თქმა უნ­და, გამ­წ­ვა­ნე­ბა და სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­დეს. მხო­ლოდ ერ­თი უწყე­ბა ვე­რა­ფერს მო­ა­ხერ­ხებს, თუ მო­სახ­ლე­ო­ბაც არ ჩა­ერ­თო და არ და­ინ­ტე­რეს­და იმით, რომ სუფ­თა ჰა­ე­რი გვქონ­დეს. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ეტა­პობ­რი­ვად გა­სან­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია