საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი კონკიას საოცარი თავგადასავალი ნიუ-იორკში: ვინ არის "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტი"-ს გამომწვევი ქართველი ლამაზმანი (VIDEO + 24 PHOTO)

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ას­გან შე­ვიტყ­ვე, რომ ამე­რი­კა­ში ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნა საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დე­ლია. მი­სი ფო­ტო­ე­ბი ისე­თი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე იბეჭ­დე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: "კოს­მო­პო­ლი­ტე­ნი", "GQ", "ვიქ­ტო­რიას სეკ­რე­ტი" და ა.შ.

ვიქ­ტო­რია პლე­შა­კო­ვა წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლია, თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თ­ვე­ლია. 15-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ვიქ­ტო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეს­ტუმ­რა და ინ­ტერ­ვი­უ­ზეც დაგ­ვ­თან­ხ­მ­და.

- 14 წლის ვი­ყა­ვი, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­ს­ში, "მის თბი­ლი­სი-99"-ში რომ მი­მიწ­ვი­ეს. "მის მო­მა­ვა­ლი მო­დე­ლის" ტი­ტუ­ლი მო­მა­ნი­ჭეს. ამ კონ­კურ­ს­ზე ჩვე­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფი თეა მა­ქა­ცა­რია გახ­ლ­დათ, რომ­ლის მიწ­ვე­ვი­თაც "ქარ­თუ­ლი მო­დის სახ­ლის" სა­ხე გავ­ხ­დი. ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ ჩვე­ნე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი ავ­თო ცქვი­ტი­ნი­ძე­სა და მა­კა ასა­თი­ან­თან. რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს. კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ა­გენ­ტო "ამ­სას­თან" გა­ვა­ფორ­მე, კი­დევ ერთ კონ­კურ­ს­ში, "მის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯ­ვე. სა­ჩუქ­რად კი 175.000 დო­ლა­რი გად­მომ­ცეს. კონ­კურსს გერ­მა­ნე­ლი სტუ­მა­რი, ტო­მას ზო­ი­მე­რი ეს­წ­რე­ბო­და, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში დი­დი სა­ა­გენ­ტო ჰქონ­და. მან ნიუ-იორ­კ­ში მი­მიწ­ვია და ორ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­მი­ფორ­მა. მა­შინ მხო­ლოდ 15 წლის ვი­ყა­ვი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მო­დე­ლი ვარ, რო­მე­ლიც იქ სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. იქ "სა­მა­რი­ა­ჟოდ" და "კარ­გად გა­სა­თხო­ვებ­ლად" არ წავ­სულ­ვარ.

- ნიუ-იორ­კ­ში მარ­ტო გა­ემ­გ­ზავ­რე?

- კი, მარ­ტო გა­ვემ­გ­ზავ­რე. ნიუ-იორ­კ­ში "მეტ­რო­პო­ლი­ტენ მო­დელ აგენ­სის" ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე დამ­ხ­ვ­და.

- რო­მე­ლი­მე ბრენ­დის სა­ხე ხომ არ ყო­ფილ­ხარ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 50 ბრენ­დ­თან მი­მუ­შა­ვია. ასე­ვე, ხში­რად გა­მოვ­დი­ვარ ნიუ-იორ­კის, მა­ი­ა­მი­სა და სხვა მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე. ძა­ლი­ან კარგ ბრენ­დებ­თან მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა. "ე­ი­ვო­ნის" სა­ხე გახ­ლ­დით, "შა­ნე­ლის" პო­მა­დებს ვუ­კე­თებ­დი რეკ­ლა­მას, შამ­პუ­ნის - "პან­ტი­ნის" რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს. ასე­ვე ფო­ტო­სე­სი­ე­ბი მქონ­და ისე­თი ჟურ­ნა­ლე­ბის­თ­ვის, რო­გო­რე­ბი­ცაა "კოს­მო­პო­ლი­ტე­ნი" და "ვიქ­ტო­რიას სეკ­რე­ტი". 15 წე­ლია, ამ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ. ბო­ლოს სა­ა­გენ­ტო "ე­ლიტ­თან" ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი. კონ­ტ­რაქ­ტი დას­რულ­და და მათ მი­სი გაგ­რ­ძე­ლე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი. მინ­და, ცო­ტა და­ვის­ვე­ნო. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ვი­ფიქ­რებ, ურ­თი­ერ­თო­ბას მათ­თან გან­ვაგ­რ­ძობ თუ სხვა რო­მე­ლი­მე სა­ა­გენ­ტოს­თან და ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ. კონ­ტ­რაქ­ტის პი­რო­ბებ­ში კი დას­ვე­ნე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი... ამ 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად არის, რომ სა­მი თვე ვის­ვე­ნებ. თუმ­ცა, მო­დე­ლო­ბის ხიბ­ლი იმა­შიც არის, რომ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. მარ­თა­ლია, სა­მუ­შაო რე­ჟი­მით, მაგ­რამ ბევ­რი რამ ვნა­ხე. იქ ჩა­სუ­ლი, მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­საც ვა­ხერ­ხებ­დი. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე, ეს­პა­ნეთ­ში გახ­ლ­დით, სა­დაც ქარ­თუ­ლი ცენ­ტ­რი, "ევ­რო ჯორ­ჯი­ა" მუ­სი­კა­ლუ­რი ტა­ლან­ტე­ბის ყო­ველ­წ­ლი­ურ კონ­კურსს - "რე­ა­ლუ­რი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი" - ატა­რებს. ამ კონ­კურ­ს­ზე ჟი­უ­რის წევ­რად მი­მიწ­ვი­ეს. ამას­თა­ნა­ვე, იქ­ვე ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ "ფე­შენ ვიკ­ში" "MARBELLA LUXURY" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­რე კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­ვემ­გ­ზავ­რე.

- 15 წე­ლი საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასა­კია იმი­სათ­ვის, რომ გო­გო­ნა ამე­რი­კა­ში წა­ვი­დეს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­იწყოს. რო­გორ და­იმ­კ­ვიდ­რე თა­ვი?

- მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. არც შუ­ქი გვქონ­და და არც - წყა­ლი. სამ­სა­ხურ­ზე ლა­პა­რა­კი ხომ ზედ­მე­ტი იყო. ჩემს ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ოჯახს დავ­ხ­მა­რე­ბო­დი და ასეც მო­ვი­ქე­ცი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩე­მი სამ­შო­ბლო, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუ­ძე­ლი. ამის გა­მო დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავ­ვარ­დ­ნილ­ვარ. რო­გორც ჩანს, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესს საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შე­ვეწყ­ვე და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ვი­ძი­ნე.

- ამე­რი­კუ­ლი მო­დის ბიზ­ნეს­ში შენ გარ­და კი­დევ არის ქარ­თ­ვე­ლი?

- რა თქმა უნ­და, არი­ან. ამე­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბენ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი - ნი­ნი ქეი, უტა ბე­ქაია და სხვე­ბი.

- პირ­ვე­ლი კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის მე­რე რამ გა­და­გაწყ­ვე­ტი­ნა იქ დარ­ჩე­ნა?

- მე­ო­რე კონ­ტ­რაქ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს, რო­მელ­ზეც უარი არ ვთქვი. სულ მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ხან სად მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და ხან - სად. მუ­შა­ო­ბის გა­მო, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე.

- რო­მე­ლი­მე ფილ­მ­ში ხომ არ მი­გიწ­ვი­ეს?

- ფილ­მ­ში არა, მაგ­რამ შარ­შან მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში - project runway მო­დელ ჰა­ი­დი კლუმ­თან, დი­ზა­ი­ნერ ზაც პო­სენ­თან, სტი­ლისტ ტიმ გუნ-თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. პრო­ჯეცტ რუნ­წაყ-მ პო­პუ­ლა­რო­ბას­თან ერ­თად კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა.

- ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი თუ გყავს?

- ძა­ლი­ან ბევ­რი. ბავ­შ­ვო­ბი­დან ჩემ­ზე უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან მე­გობ­რო­ბა უფ­რო მხიბ­ლავ­და. ამი­ტომ ახ­ლაც ძი­რი­თა­დად, ჩემ­ზე უფ­რო­სი მე­გობ­რე­ბი მყავს. თა­ვი­სუ­ფალ დროს სულ ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- შე­ნი ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე რო­გო­რია?

- დი­ლის სა­უზ­მის შემ­დეგ ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტას ვა­მოწ­მებ. მე­რე კი კას­ტინ­გებ­ზე მივ­დი­ვარ. კვი­რის ბო­ლოს ჩე­მი აგენ­ტი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, თუ რო­მელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა "დამ­ბ­რო­ნა". მე­რე მიგ­ზავ­ნის მათ სა­ხელ­სა და გვარს და მი­სა­მართს. ამ მი­სა­მარ­თებ­ზე მივ­დი­ვარ და გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს.

- თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რამ­დე­ნად ხში­რად გაქვს?

- ძი­რი­თა­დად, ეს ზა­ფხულ­ში ხდე­ბა, რო­ცა ძა­ლი­ან ცხე­ლა. გარ­და ამი­სა, შა­ბა­თი და კვი­რა ყო­ველ­თ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი მაქვს. ამ დღე­ებ­ში მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან სტუმ­რად, ვმღე­რით, ვცეკ­ვავთ. ჩვე­ნი ბენ­დი გვაქვს და კარგ დროს ვა­ტა­რებთ. ზღვა­ზეც ხში­რად დავ­დი­ვართ ან ლაშ­ქ­რო­ბა­ში - კარ­ვე­ბით. მგო­ნი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს.

- წელს პირ­ვე­ლად ხარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 15 წლის უნა­ხავ თბი­ლის­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და?

- ვე­რა­ფე­რი ვი­ცა­ნი. მე­გო­ნა, სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. თბი­ლი­სი იმ­დე­ნად პა­ტა­რა მო­მეჩ­ვე­ნა, ჩე­მი სახ­ლიც კი და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლა. რო­გორც ჩანს, მე რომ გა­ვი­ზარ­დე, ასე იმი­ტომ მო­მეჩ­ვე­ნა. ახ­ლა ნელ-ნე­ლა მი­ვეჩ­ვიე.

- ამ 15 წლის მან­ძილ­ზე შე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გი­ნა­ხავს?

- არა. დე­დას ამე­რი­კა­ში წაყ­ვა­ნა მხო­ლოდ ორი წლის წინ მო­ვა­ხერ­ხე. "მწვა­ნე ბა­რა­თი" გა­ვუ­კე­თე და ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და. ის ერთ-ერთ ამე­რი­კულ ოჯახ­ში, ორ ბავ­შვს რუ­სულ ენას ას­წავ­ლის. "სკა­ი­პი" რომ შე­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დე­დამ მა­შინ პირ­ვე­ლად და­მი­ნა­ხა კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით და ბევ­რი იტი­რა. ახ­ლა ხომ ორი წე­ლია, იქ არის, მაგ­რამ რო­ცა მხე­დავს, მა­ინც სულ ეტი­რე­ბა. ამ­ბობს, სა­მი შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე და მა­ინც მარ­ტო დამ­ტო­ვე­თო. ერ­თი და გა­თხო­ვი­ლია და მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. მე­ო­რე და­საც ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი - ლი­ზი­კო. ამე­რი­კა­ში დე­და ჩემ­თან არ ცხოვ­რობს, ხან­და­ხან მსტუმ­რობს ხოლ­მე.

- ცო­ტა უტაქ­ტო შე­კითხ­ვა უნ­და და­გის­ვა. კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბა გაქვს?

- საკ­მა­ოდ კარ­გი. უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დ­ვი­ლად არ ვარ. მა­გა­ლი­თად, დე­ი­დას თბი­ლის­ში ბი­ნა ვუ­ყი­დე. რო­ცა ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე, ჩე­მი ოჯა­ხის არც ერ­თი წევ­რი არ მუ­შა­ობ­და. დე­და­სა და ჩე­მი დე­ბის გარ­და, ბი­ძა­სა და დე­ი­და­საც მუდ­მი­ვად ვეხ­მა­რე­ბო­დი. ახ­ლა დე­და შე­მეშ­ვე­ლა, ისიც ხომ მუ­შა­ობს და ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ და­მეს­ვე­ნა.

- ახ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ალ­ბათ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გყავს, თა­ნაც - სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის. თა­ვად რო­მე­ლი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ჰო, საკ­მა­ოდ ბევ­რი მა­მა­კა­ცი გა­მო­ხა­ტავ­და ჩე­მი მი­სა­მარ­თით სიმ­პა­თი­ებს. მე­გო­ბა­რი მე­ხუმ­რე­ბა ხოლ­მე, - შენ მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს კი არა, მგო­ნი, ხე­ებ­საც მოს­წონ­ხა­რო. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცებს, ორი წლის წინ გავ­თხოვ­დი და ჩე­მი მე­უღ­ლე, ზუ­რა ალა­ვი­ძე ქარ­თ­ვე­ლია. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ე.წ. აზი­ა­ტი ქარ­თ­ვე­ლია. ჩემს საქ­მე­ში სა­ერ­თოდ არ ერე­ვა და არა­ფერ­ში მზღუ­დავს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ვარ. ზუ­რას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს. ნიუ-იორ­კ­ში იტა­ლი­უ­რი რეს­ტო­რა­ნი გახ­ს­ნა.

- რა­ტომ შე­ა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თ­ველ­ზე?

- მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, აჯო­ბებს, თუ ქარ­თ­ველ მა­მა­კაცს გაჰ­ყ­ვე­ბი ცო­ლა­დო.

- და და­უ­ჯე­რე?

- რა თქმა უნ­და. ისი­ნი ხომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთ­ის­გან და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი გვაქვს, ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე ვსა­უბ­რობთ და ვმსჯე­ლობთ, თუმ­ცა, ნამ­დ­ვი­ლად არ ვგეგ­მავ­დი გა­თხო­ვე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და. ახ­ლა მი­ხა­რია, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი, ზედ­მე­ტად აღა­რა­ვინ შე­მა­წუ­ხებს.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- ამე­რი­კა­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ერ­თ­მა­ნე­თი სა­ბა­ლე­ტო წარ­მოდ­გე­ნა­ზე გა­ვი­ცა­ნით. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმე­გობ­რობ­დით. ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი გრძნო­ბა არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და მის­გან და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი მქო­ნია. ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბო­დი. ის სა­კუ­თარ თავ­ზე არა­ფერს მიყ­ვე­ბო­და, თუმ­ცა, მე­გო­ბარ გო­გო­ნებს მაც­ნობ­და ხოლ­მე.

- შვი­ლი არ გყავთ?

- არა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არც ვგეგ­მავთ.

- ზუ­რას ოჯა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რობს?

- კი, აქ არი­ან, მაგ­რამ ჩვენ­თან სტუმ­რად ხში­რად ჩა­მო­დი­ან ხოლ­მე. არ მინ­და, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ახ­ლა შე­ნი მე­უღ­ლეც სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია?

- არა. აგ­ვის­ტოს შუა რიცხ­ვებ­ში ჩა­მო­ვა და და­სას­ვე­ნებ­ლად სტამ­ბოლ­ში წა­ვალთ.

- მო­დე­ლის კა­რი­ე­რა ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­ცა მო­დე­ლო­ბას და­ას­რუ­ლებ, რას გა­ა­კე­თებ?

- მო­დე­ლის­თ­ვის ასა­კი სუ­ლაც არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი და რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ხარ. ჯერ ვერ გა­დავ­წყ­ვი­ტე, კა­რი­ე­რას რო­გორ გან­ვაგ­რ­ძობ. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მინ­და, რაც სამ­წუ­ხა­როდ, არ გა­მო­დის. უფ­რო მო­დე­ლე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­არ­სე­ბა­ზე ვფიქ­რობ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში.

- ამ სა­ა­გენ­ტოს ამე­რი­კა­ში გახ­ს­ნი?

- რა თქმა უნ­და.

- ე.ი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ აპი­რებ?

- რა­ტო­მაც არა? ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- მარ­თა­ლია, რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ხართ, მაგ­რამ სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- კი. მშვე­ნივ­რად ვამ­ზა­დებ ქარ­თულ კერ­ძებს. სხვა­თა შო­რის, ბა­ჟეს მომ­ზა­დე­ბა ზუ­რას დე­დამ მას­წავ­ლა. ღო­მი კი თა­ვად ვის­წავ­ლე. მე­გობ­რე­ბი სულ მპირ­დე­ბოდ­ნენ, გას­წავ­ლი­თო, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. წა­ვე­დი და ეს­პა­ნუ­რი ღერ­ღი­ლი ვი­ყი­დე. სი­მინ­დის ქვე­ყა­ნა ხომ ეს­პა­ნე­თია. გა­ვამ­ზა­დე ღო­მი და თა­იმს-სკვერ­ში ჩემს ქარ­თ­ველ მე­გობ­რებს წა­ვუ­ღე. ღო­მი და სულ­გუ­ნი რომ და­ი­ნა­ხეს, გა­და­ი­რივ­ნენ, - ნამ­დ­ვი­ლად ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, აქ თუ ღომს შევ­ჭამ­დი­თო, მითხ­რეს. მოკ­ლედ, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ვარ, თუმ­ცა, სა­დი­ლებს იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ.

- ქარ­თ­ვე­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე რას იტყ­ვი?

- ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს თით­ქ­მის ყვე­ლას. ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გად აც­ვი­ათ. ასე­ვე კარ­გად იმო­სე­ბი­ან ევ­რო­პა­შიც, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში - არა. მე უკ­ვე მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი თა­ვი­დან შოკ­ში იყო. იქა­უ­რებს "შუ­ბა­ზე" შე­უძ­ლი­ათ ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლი გა­ი­კე­თონ და ფეხ­ზე ე.წ. "ბა­ლეტ­კე­ბი" ჩა­იც­ვან. სა­ერ­თოდ არ ფიქ­რო­ბენ სტილ­ზე. სა­ღა­მოს კა­ბა­ზე შე­უძ­ლი­ათ ბო­ტა­სე­ბი ჩა­იც­ვან, თუმ­ცა ამას გა­მარ­თ­ლე­ბაც აქვს. სად­მე რომ მი­დი­ან, თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და იგ­რ­ძ­ნონ და ბო­ტასს იც­მე­ვენ, ჩან­თა­ში კი მა­ღალ­ქუ­ს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უდევთ და ლიფ­ტ­ში იც­ვ­ლი­ან. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ მეც ასე­თი ჩვე­ვა მაქვს. ლიფ­ტ­ში ვიც­ვ­ლი ხოლ­მე.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თბილისელი კონკიას საოცარი თავგადასავალი ნიუ-იორკში: ვინ არის "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტი"-ს გამომწვევი ქართველი ლამაზმანი (VIDEO + 24 PHOTO)

თბილისელი კონკიას საოცარი თავგადასავალი ნიუ-იორკში: ვინ არის "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტი"-ს გამომწვევი ქართველი ლამაზმანი (VIDEO + 24 PHOTO)

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ას­გან შე­ვიტყ­ვე, რომ ამე­რი­კა­ში ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნა საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დე­ლია. მი­სი ფო­ტო­ე­ბი ისე­თი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე იბეჭ­დე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: "კოს­მო­პო­ლი­ტე­ნი", "GQ", "ვიქ­ტო­რიას სეკ­რე­ტი" და ა.შ.

ვიქ­ტო­რია პლე­შა­კო­ვა წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლია, თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თ­ვე­ლია. 15-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ვიქ­ტო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეს­ტუმ­რა და ინ­ტერ­ვი­უ­ზეც დაგ­ვ­თან­ხ­მ­და.

- 14 წლის ვი­ყა­ვი, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­ს­ში, "მის თბი­ლი­სი-99"-ში რომ მი­მიწ­ვი­ეს. "მის მო­მა­ვა­ლი მო­დე­ლის" ტი­ტუ­ლი მო­მა­ნი­ჭეს. ამ კონ­კურ­ს­ზე ჩვე­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფი თეა მა­ქა­ცა­რია გახ­ლ­დათ, რომ­ლის მიწ­ვე­ვი­თაც "ქარ­თუ­ლი მო­დის სახ­ლის" სა­ხე გავ­ხ­დი. ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ ჩვე­ნე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი ავ­თო ცქვი­ტი­ნი­ძე­სა და მა­კა ასა­თი­ან­თან. რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს. კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ა­გენ­ტო "ამ­სას­თან" გა­ვა­ფორ­მე, კი­დევ ერთ კონ­კურ­ს­ში, "მის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯ­ვე. სა­ჩუქ­რად კი 175.000 დო­ლა­რი გად­მომ­ცეს. კონ­კურსს გერ­მა­ნე­ლი სტუ­მა­რი, ტო­მას ზო­ი­მე­რი ეს­წ­რე­ბო­და, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში დი­დი სა­ა­გენ­ტო ჰქონ­და. მან ნიუ-იორ­კ­ში მი­მიწ­ვია და ორ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­მი­ფორ­მა. მა­შინ მხო­ლოდ 15 წლის ვი­ყა­ვი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მო­დე­ლი ვარ, რო­მე­ლიც იქ სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. იქ "სა­მა­რი­ა­ჟოდ" და "კარ­გად გა­სათხო­ვებ­ლად" არ წავ­სულ­ვარ.

- ნიუ-იორ­კ­ში მარ­ტო გა­ემ­გ­ზავ­რე?

- კი, მარ­ტო გა­ვემ­გ­ზავ­რე. ნიუ-იორ­კ­ში "მეტ­რო­პო­ლი­ტენ მო­დელ აგენ­სის" ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე დამ­ხ­ვ­და.

- რო­მე­ლი­მე ბრენ­დის სა­ხე ხომ არ ყო­ფილ­ხარ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 50 ბრენ­დ­თან მი­მუ­შა­ვია. ასე­ვე, ხში­რად გა­მოვ­დი­ვარ ნიუ-იორ­კის, მა­ი­ა­მი­სა და სხვა მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე. ძა­ლი­ან კარგ ბრენ­დებ­თან მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა. "ე­ი­ვო­ნის" სა­ხე გახ­ლ­დით, "შა­ნე­ლის" პო­მა­დებს ვუ­კე­თებ­დი რეკ­ლა­მას, შამ­პუ­ნის - "პან­ტი­ნის" რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს. ასე­ვე ფო­ტო­სე­სი­ე­ბი მქონ­და ისე­თი ჟურ­ნა­ლე­ბის­თ­ვის, რო­გო­რე­ბი­ცაა "კოს­მო­პო­ლი­ტე­ნი" და "ვიქ­ტო­რიას სეკ­რე­ტი". 15 წე­ლია, ამ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ. ბო­ლოს სა­ა­გენ­ტო "ე­ლიტ­თან" ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი. კონ­ტ­რაქ­ტი დას­რულ­და და მათ მი­სი გაგ­რ­ძე­ლე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ უარი ვუთხა­რი. მინ­და, ცო­ტა და­ვის­ვე­ნო. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ვი­ფიქ­რებ, ურ­თი­ერ­თო­ბას მათ­თან გან­ვაგ­რ­ძობ თუ სხვა რო­მე­ლი­მე სა­ა­გენ­ტოს­თან და ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ. კონ­ტ­რაქ­ტის პი­რო­ბებ­ში კი დას­ვე­ნე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი... ამ 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად არის, რომ სა­მი თვე ვის­ვე­ნებ. თუმ­ცა, მო­დე­ლო­ბის ხიბ­ლი იმა­შიც არის, რომ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. მარ­თა­ლია, სა­მუ­შაო რე­ჟი­მით, მაგ­რამ ბევ­რი რამ ვნა­ხე. იქ ჩა­სუ­ლი, მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­საც ვა­ხერ­ხებ­დი. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე, ეს­პა­ნეთ­ში გახ­ლ­დით, სა­დაც ქარ­თუ­ლი ცენ­ტ­რი, "ევ­რო ჯორ­ჯი­ა" მუ­სი­კა­ლუ­რი ტა­ლან­ტე­ბის ყო­ველ­წ­ლი­ურ კონ­კურსს - "რე­ა­ლუ­რი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი" - ატა­რებს. ამ კონ­კურ­ს­ზე ჟი­უ­რის წევ­რად მი­მიწ­ვი­ეს. ამას­თა­ნა­ვე, იქ­ვე ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ "ფე­შენ ვიკ­ში" "MARBELLA LUXURY" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­რე კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­ვემ­გ­ზავ­რე.

- 15 წე­ლი საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასა­კია იმი­სათ­ვის, რომ გო­გო­ნა ამე­რი­კა­ში წა­ვი­დეს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­იწყოს. რო­გორ და­იმ­კ­ვიდ­რე თა­ვი?

- მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. არც შუ­ქი გვქონ­და და არც - წყა­ლი. სამ­სა­ხურ­ზე ლა­პა­რა­კი ხომ ზედ­მე­ტი იყო. ჩემს ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ოჯახს დავ­ხ­მა­რე­ბო­დი და ასეც მო­ვი­ქე­ცი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩე­მი სამ­შო­ბლო, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუ­ძე­ლი. ამის გა­მო დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავ­ვარ­დ­ნილ­ვარ. რო­გორც ჩანს, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესს საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შე­ვეწყ­ვე და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ვი­ძი­ნე.

- ამე­რი­კუ­ლი მო­დის ბიზ­ნეს­ში შენ გარ­და კი­დევ არის ქარ­თ­ვე­ლი?

- რა თქმა უნ­და, არი­ან. ამე­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბენ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი - ნი­ნი ქეი, უტა ბე­ქაია და სხვე­ბი.

- პირ­ვე­ლი კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის მე­რე რამ გა­და­გაწყ­ვე­ტი­ნა იქ დარ­ჩე­ნა?

- მე­ო­რე კონ­ტ­რაქ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს, რო­მელ­ზეც უარი არ ვთქვი. სულ მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ხან სად მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და ხან - სად. მუ­შა­ო­ბის გა­მო, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე.

- რო­მე­ლი­მე ფილ­მ­ში ხომ არ მი­გიწ­ვი­ეს?

- ფილ­მ­ში არა, მაგ­რამ შარ­შან მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში - project runway მო­დელ ჰა­ი­დი კლუმ­თან, დი­ზა­ი­ნერ ზაც პო­სენ­თან, სტი­ლისტ ტიმ გუნ-თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. პრო­ჯეცტ რუნ­წაყ-მ პო­პუ­ლა­რო­ბას­თან ერ­თად კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა.

- ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი თუ გყავს?

- ძა­ლი­ან ბევ­რი. ბავ­შ­ვო­ბი­დან ჩემ­ზე უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან მე­გობ­რო­ბა უფ­რო მხიბ­ლავ­და. ამი­ტომ ახ­ლაც ძი­რი­თა­დად, ჩემ­ზე უფ­რო­სი მე­გობ­რე­ბი მყავს. თა­ვი­სუ­ფალ დროს სულ ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- შე­ნი ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე რო­გო­რია?

- დი­ლის სა­უზ­მის შემ­დეგ ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტას ვა­მოწ­მებ. მე­რე კი კას­ტინ­გებ­ზე მივ­დი­ვარ. კვი­რის ბო­ლოს ჩე­მი აგენ­ტი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, თუ რო­მელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა "დამ­ბ­რო­ნა". მე­რე მიგ­ზავ­ნის მათ სა­ხელ­სა და გვარს და მი­სა­მართს. ამ მი­სა­მარ­თებ­ზე მივ­დი­ვარ და გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს.

- თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რამ­დე­ნად ხში­რად გაქვს?

- ძი­რი­თა­დად, ეს ზაფხულ­ში ხდე­ბა, რო­ცა ძა­ლი­ან ცხე­ლა. გარ­და ამი­სა, შა­ბა­თი და კვი­რა ყო­ველ­თ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი მაქვს. ამ დღე­ებ­ში მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან სტუმ­რად, ვმღე­რით, ვცეკ­ვავთ. ჩვე­ნი ბენ­დი გვაქვს და კარგ დროს ვა­ტა­რებთ. ზღვა­ზეც ხში­რად დავ­დი­ვართ ან ლაშ­ქ­რო­ბა­ში - კარ­ვე­ბით. მგო­ნი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს.

- წელს პირ­ვე­ლად ხარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 15 წლის უნა­ხავ თბი­ლის­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და?

- ვე­რა­ფე­რი ვი­ცა­ნი. მე­გო­ნა, სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. თბი­ლი­სი იმ­დე­ნად პა­ტა­რა მო­მეჩ­ვე­ნა, ჩე­მი სახ­ლიც კი და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლა. რო­გორც ჩანს, მე რომ გა­ვი­ზარ­დე, ასე იმი­ტომ მო­მეჩ­ვე­ნა. ახ­ლა ნელ-ნე­ლა მი­ვეჩ­ვიე.

- ამ 15 წლის მან­ძილ­ზე შე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გი­ნა­ხავს?

- არა. დე­დას ამე­რი­კა­ში წაყ­ვა­ნა მხო­ლოდ ორი წლის წინ მო­ვა­ხერ­ხე. "მწვა­ნე ბა­რა­თი" გა­ვუ­კე­თე და ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და. ის ერთ-ერთ ამე­რი­კულ ოჯახ­ში, ორ ბავშვს რუ­სულ ენას ას­წავ­ლის. "სკა­ი­პი" რომ შე­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დე­დამ მა­შინ პირ­ვე­ლად და­მი­ნა­ხა კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით და ბევ­რი იტი­რა. ახ­ლა ხომ ორი წე­ლია, იქ არის, მაგ­რამ რო­ცა მხე­დავს, მა­ინც სულ ეტი­რე­ბა. ამ­ბობს, სა­მი შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე და მა­ინც მარ­ტო დამ­ტო­ვე­თო. ერ­თი და გათხო­ვი­ლია და მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. მე­ო­რე და­საც ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი - ლი­ზი­კო. ამე­რი­კა­ში დე­და ჩემ­თან არ ცხოვ­რობს, ხან­და­ხან მსტუმ­რობს ხოლ­მე.

- ცო­ტა უტაქ­ტო შე­კითხ­ვა უნ­და და­გის­ვა. კარ­გი ანაზღა­უ­რე­ბა გაქვს?

- საკ­მა­ოდ კარ­გი. უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დ­ვი­ლად არ ვარ. მა­გა­ლი­თად, დე­ი­დას თბი­ლის­ში ბი­ნა ვუ­ყი­დე. რო­ცა ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე, ჩე­მი ოჯა­ხის არც ერ­თი წევ­რი არ მუ­შა­ობ­და. დე­და­სა და ჩე­მი დე­ბის გარ­და, ბი­ძა­სა და დე­ი­და­საც მუდ­მი­ვად ვეხ­მა­რე­ბო­დი. ახ­ლა დე­და შე­მეშ­ვე­ლა, ისიც ხომ მუ­შა­ობს და ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ და­მეს­ვე­ნა.

- ახ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ალ­ბათ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გყავს, თა­ნაც - სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის. თა­ვად რო­მე­ლი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ჰო, საკ­მა­ოდ ბევ­რი მა­მა­კა­ცი გა­მო­ხა­ტავ­და ჩე­მი მი­სა­მარ­თით სიმ­პა­თი­ებს. მე­გო­ბა­რი მე­ხუმ­რე­ბა ხოლ­მე, - შენ მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს კი არა, მგო­ნი, ხე­ებ­საც მოს­წონ­ხა­რო. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცებს, ორი წლის წინ გავ­თხოვ­დი და ჩე­მი მე­უღ­ლე, ზუ­რა ალა­ვი­ძე ქარ­თ­ვე­ლია. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ე.წ. აზი­ა­ტი ქარ­თ­ვე­ლია. ჩემს საქ­მე­ში სა­ერ­თოდ არ ერე­ვა და არა­ფერ­ში მზღუ­დავს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ვარ. ზუ­რას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს. ნიუ-იორ­კ­ში იტა­ლი­უ­რი რეს­ტო­რა­ნი გახ­ს­ნა.

- რა­ტომ შე­ა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თ­ველ­ზე?

- მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, აჯო­ბებს, თუ ქარ­თ­ველ მა­მა­კაცს გაჰ­ყ­ვე­ბი ცო­ლა­დო.

- და და­უ­ჯე­რე?

- რა თქმა უნ­და. ისი­ნი ხომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთ­ისგან და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი გვაქვს, ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე ვსა­უბ­რობთ და ვმსჯე­ლობთ, თუმ­ცა, ნამ­დ­ვი­ლად არ ვგეგ­მავ­დი გათხო­ვე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და. ახ­ლა მი­ხა­რია, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი, ზედ­მე­ტად აღა­რა­ვინ შე­მა­წუ­ხებს.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- ამე­რი­კა­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ერ­თ­მა­ნე­თი სა­ბა­ლე­ტო წარ­მოდ­გე­ნა­ზე გა­ვი­ცა­ნით. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმე­გობ­რობ­დით. ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი გრძნო­ბა არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და მის­გან და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი მქო­ნია. ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბო­დი. ის სა­კუ­თარ თავ­ზე არა­ფერს მიყ­ვე­ბო­და, თუმ­ცა, მე­გო­ბარ გო­გო­ნებს მაც­ნობ­და ხოლ­მე.

- შვი­ლი არ გყავთ?

- არა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არც ვგეგ­მავთ.

- ზუ­რას ოჯა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რობს?

- კი, აქ არი­ან, მაგ­რამ ჩვენ­თან სტუმ­რად ხში­რად ჩა­მო­დი­ან ხოლ­მე. არ მინ­და, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ახ­ლა შე­ნი მე­უღ­ლეც სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია?

- არა. აგ­ვის­ტოს შუა რიცხ­ვებ­ში ჩა­მო­ვა და და­სას­ვე­ნებ­ლად სტამ­ბოლ­ში წა­ვალთ.

- მო­დე­ლის კა­რი­ე­რა ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­ცა მო­დე­ლო­ბას და­ას­რუ­ლებ, რას გა­ა­კე­თებ?

- მო­დე­ლის­თ­ვის ასა­კი სუ­ლაც არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი და რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ხარ. ჯერ ვერ გა­დავ­წყ­ვი­ტე, კა­რი­ე­რას რო­გორ გან­ვაგ­რ­ძობ. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მინ­და, რაც სამ­წუ­ხა­როდ, არ გა­მო­დის. უფ­რო მო­დე­ლე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­არ­სე­ბა­ზე ვფიქ­რობ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში.

- ამ სა­ა­გენ­ტოს ამე­რი­კა­ში გახ­ს­ნი?

- რა თქმა უნ­და.

- ე.ი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ აპი­რებ?

- რა­ტო­მაც არა? ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- მარ­თა­ლია, რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ხართ, მაგ­რამ სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- კი. მშვე­ნივ­რად ვამ­ზა­დებ ქარ­თულ კერ­ძებს. სხვა­თა შო­რის, ბა­ჟეს მომ­ზა­დე­ბა ზუ­რას დე­დამ მას­წავ­ლა. ღო­მი კი თა­ვად ვის­წავ­ლე. მე­გობ­რე­ბი სულ მპირ­დე­ბოდ­ნენ, გას­წავ­ლი­თო, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. წა­ვე­დი და ეს­პა­ნუ­რი ღერ­ღი­ლი ვი­ყი­დე. სი­მინ­დის ქვე­ყა­ნა ხომ ეს­პა­ნე­თია. გა­ვამ­ზა­დე ღო­მი და თა­იმს-სკვერ­ში ჩემს ქარ­თ­ველ მე­გობ­რებს წა­ვუ­ღე. ღო­მი და სულ­გუ­ნი რომ და­ი­ნა­ხეს, გა­და­ი­რივ­ნენ, - ნამ­დ­ვი­ლად ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, აქ თუ ღომს შევ­ჭამ­დი­თო, მითხ­რეს. მოკ­ლედ, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ვარ, თუმ­ცა, სა­დი­ლებს იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ.

- ქარ­თ­ვე­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე რას იტყ­ვი?

- ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს თით­ქ­მის ყვე­ლას. ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გად აც­ვი­ათ. ასე­ვე კარ­გად იმო­სე­ბი­ან ევ­რო­პა­შიც, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში - არა. მე უკ­ვე მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი თა­ვი­დან შოკ­ში იყო. იქა­უ­რებს "შუ­ბა­ზე" შე­უძ­ლი­ათ ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლი გა­ი­კე­თონ და ფეხ­ზე ე.წ. "ბა­ლეტ­კე­ბი" ჩა­იც­ვან. სა­ერ­თოდ არ ფიქ­რო­ბენ სტილ­ზე. სა­ღა­მოს კა­ბა­ზე შე­უძ­ლი­ათ ბო­ტა­სე­ბი ჩა­იც­ვან, თუმ­ცა ამას გა­მარ­თ­ლე­ბაც აქვს. სად­მე რომ მი­დი­ან, თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და იგ­რ­ძ­ნონ და ბო­ტასს იც­მე­ვენ, ჩან­თა­ში კი მა­ღალ­ქუ­ს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უდევთ და ლიფ­ტ­ში იც­ვ­ლი­ან. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ მეც ასე­თი ჩვე­ვა მაქვს. ლიფ­ტ­ში ვიც­ვ­ლი ხოლ­მე.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება