Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და თქვენს სერიალს თვალს ვადევნებ" - წერილი ცოლისგან ქმრის საყვარელს
"მე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და თქვენს სერიალს თვალს ვადევნებ" - წერილი ცოლისგან ქმრის საყვარელს

ძვირ­ფა­სო, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემ­მა ქმარ­მა ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის – შემ­თხვე­ვით უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი, წა­უშ­ლე­ლი მე­სი­ჯე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი – მე ვიცი თქვე­ნი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და ინ­ტე­რე­სით ვა­დევ­ნებ თვალს, აგერ უკვე მე­ო­თხე თვეა თქვე­ნი სე­რი­ა­ლის მომ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

მი­ზე­ზი, რა­მაც მი­ბიძ­გა, მო­მე­წე­რა თქვენ­თვის, არ არის არც ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და არც სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა. უბ­რა­ლოდ, სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო, მო­სა­წყე­ნი და ერ­თფე­რო­ვა­ნი გახ­და და მინ­და და­გეხ­მა­როთ, ის უფრო ოპ­ტი­მის­ტურ კა­ლა­პოტ­ში მო­აქ­ცი­ოთ.

ჯერ ერთი, მინ­და გი­თხრათ, რომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ყო­ჩა­ღი ხართ. სა­ერ­თო ჯამ­ში ტაქ­ტი­კა სავ­სე­ბით სწო­რია. ჩემი ქმა­რი ძა­ლი­ან ზარ­მა­ცია და თვი­თონ არა­ნა­ი­რად არ გა­დას­ცდე­ბო­და სწორ გზას და ფლირტს არ წა­მო­ი­წყებ­და. თქვე­ნი და­ჟი­ნე­ბა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა კი სწო­რედ ისაა, რაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია სა­ჭი­რო. ოღონდ ერთი პა­ტა­რა "მაგ­რამ" არ­სე­ბობს. არ ღირს ასე­თი ტი­პის მე­სი­ჯე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა: "დღეს სახ­ლში ხომ არ მი­მა­ცი­ლებთ?", "ერ­თად ხომ არ გვე­სა­დი­ლა?", "თე­ატ­რში ხომ არ გინ­დათ წას­ვლა?". ეს სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო წყლის ნაყ­ვაა. უყი­დეთ ბი­ლე­თი და და­პა­ტი­ჟეთ, რეს­ტო­რან­ში შე­უკ­ვე­თეთ მა­გი­და და უხ­მეთ, ერთი სი­ტყვით, ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღეთ – ის ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და თან, ზარ­მა­ცი, ამი­ტომ თა­ვად არ იმოქ­მე­დებს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე.

ამ ტი­პის მე­სი­ჯე­ბი: "მე თქვენ მინ­დი­ხართ", "უთ­ქვე­ნოდ ვი­წყენ" ასე­ვე კარ­გია, მაგ­რამ როცა უკვე მე­ო­თხე თვეა ანა­ლო­გი­ურ პა­სუხს ვერ იღებთ, მხო­ლოდ ამას: "სამ­სა­ხურ­ში შეხ­ვედ­რამ­დე", ნუთუ არ უფიქ­რდე­ბით: "რა­ტომ"? და ცო­ტა­თი რა­ტომ არ ცვლით ტაქ­ტი­კას?

იხი­ლეთ სრუ­ლად

"მე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და თქვენს სერიალს თვალს ვადევნებ" - წერილი ცოლისგან ქმრის საყვარელს

"მე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და თქვენს სერიალს თვალს ვადევნებ" - წერილი ცოლისგან ქმრის საყვარელს

ძვირფასო, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ქმარმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცის – შემთხვევით უყურადღებოდ დატოვებული მობილური, წაუშლელი მესიჯები და ყველაფერი – მე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და ინტერესით ვადევნებ თვალს, აგერ უკვე მეოთხე თვეა თქვენი სერიალის მომდინარე მოვლენებს.

მიზეზი, რამაც მიბიძგა, მომეწერა თქვენთვის, არ არის არც ეჭვიანობა და არც საკუთრების დაცვა. უბრალოდ, სერიალი, რომელიც პირველი თვეები საკმაოდ საინტერესო საყურებელი იყო, მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა და მინდა დაგეხმაროთ, ის უფრო ოპტიმისტურ კალაპოტში მოაქციოთ.

ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ერთმნიშვნელოვნად ყოჩაღი ხართ. საერთო ჯამში ტაქტიკა სავსებით სწორია. ჩემი ქმარი ძალიან ზარმაცია და თვითონ არანაირად არ გადასცდებოდა სწორ გზას და ფლირტს არ წამოიწყებდა. თქვენი დაჟინება და მიზანსწრაფულობა კი სწორედ ისაა, რაც ამ სიტუაციაშია საჭირო. ოღონდ ერთი პატარა "მაგრამ" არსებობს. არ ღირს ასეთი ტიპის მესიჯების გამოგზავნა: "დღეს სახლში ხომ არ მიმაცილებთ?", "ერთად ხომ არ გვესადილა?", "თეატრში ხომ არ გინდათ წასვლა?". ეს სრულიად უსარგებლო წყლის ნაყვაა. უყიდეთ ბილეთი და დაპატიჟეთ, რესტორანში შეუკვეთეთ მაგიდა და უხმეთ, ერთი სიტყვით, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ – ის ძალიან დაკავებული ადამიანია და თან, ზარმაცი, ამიტომ თავად არ იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ამ ტიპის მესიჯები: "მე თქვენ მინდიხართ", "უთქვენოდ ვიწყენ" ასევე კარგია, მაგრამ როცა უკვე მეოთხე თვეა ანალოგიურ პასუხს ვერ იღებთ, მხოლოდ ამას: "სამსახურში შეხვედრამდე", ნუთუ არ უფიქრდებით: "რატომ"? და ცოტათი რატომ არ ცვლით ტაქტიკას?

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"