პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამდღიანი დიეტა სწრაფი გახდომისა და ენერგიულობისთვის
სამდღიანი დიეტა სწრაფი გახდომისა და ენერგიულობისთვის

დი­ე­ტამ, რო­მელ­საც ქვე­მოთ წარ­მო­გიდ­გენთ, 1965 წლი­დან დღემ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და გა­ი­ა­რა. ის წმენ­დს ორ­გა­ნიზმს, სამ დღე­ში 5 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა; ამას­თან, მა­ტებს ენერ­გი­ას და უნი­კა­ლუ­რი მე­ტა­ბო­ლუ­რი რე­აქ­ცი­ის წყა­ლო­ბით დაბ­ლა სწევს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პრო­დუქტთა კომ­ბი­ნა­ცი­ას ნამ­დვი­ლად მა­გი­უ­რი ძალა აქვს: რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ქმნის უნი­კა­ლურ მე­ტა­ბო­ლურ რე­აქ­ცი­ას და ააქ­ტი­უ­რებს ცხი­მე­ბის წვას.

დი­ე­ტა სამდღი­ა­ნია და მკაცრ რა­ცი­ონს ით­ვა­ლის­წი­ნებს. მთა­ვა­რია, ზედ­მე­ტი არ ჭა­მოთ. ამას­თან, არ ჭა­მოთ, თუ არ გში­ათ, მაგ­რამ დი­ე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­უზ­მე, სა­დი­ლი ან ვახ­შა­მი გი­წევთ. დი­ე­ტის გა­მე­ო­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ 4-5 დღის შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ. დი­ე­ტის პრო­ცეს­ში ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის.

პირ­ვე­ლი დღე

სა­უზ­მე:

ჩაი ან შავი ყავა შაქ­რის შემ­ცვლე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ნა­ხე­ვა­რი გრე­ი­პფ­რუ­ტი ან ნა­ხე­ვა­რი გრე­ი­პფ­რუ­ტის წვე­ნი.

ერთი სა­დი­ლის კოვ­ზი არა­ქი­სის კა­რაქწას­მუ­ლი ერთი ნა­ჭე­რი გა­ხუ­ხუ­ლი პური.

სა­დი­ლი:

ჩაი ან შავი ყავა შაქ­რის შემ­ცვლე­ლით, ერთი ნა­ჭე­რი გა­ხუ­ხუ­ლი პური. ცო­ტა­ო­დე­ნი თი­ნუ­სი.

ვახ­შა­მი:

მცი­რე­ო­დე­ნი მწვა­ნე ბარ­და ან ლო­ბიო, 100 გრა­მი ნე­ბის­მი­ე­რი მჭლე ხორ­ცი ან წი­წი­ლა, 1 ვაშ­ლი, 1-2 სტა­ფი­ლო.

1 ჭიქა ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნი.

მე­ო­რე დღე

სა­უზ­მე:

ჩაი ან შავი ყავა შაქ­რის შემ­ცვლე­ლით, 1 კვერ­ცხი, 1 ნა­ჭე­რი გა­ხუ­ხუ­ლი პური, ნა­ხე­ვა­რი ბა­ნა­ნი.

სა­დი­ლი:

8 ცალი მა­რი­ლი­ა­ნი კრე­კე­რი, ერთი მომცრო თეფ­ში ხაჭო ან თი­ნუ­სი.

ვახ­შა­მი:

2 სო­სი­სი, ერთი მომცრო თეფ­ში ბრო­კო­ლი ან სხვა კომ­ბოს­ტო, ნა­ხე­ვა­რი ბა­ნა­ნი, 1-2 ცალი სტა­ფი­ლო, ნა­ხე­ვა­რი ჭიქა ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნი.

მე­სა­მე დღე

სა­უზ­მე:

ჩაი ან შავი ყავა შაქ­რის შემ­ცვლე­ლით, 5 ცალი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრე­კე­რი, 1 ვაშ­ლი, 30 გრა­მი ყვე­ლი.

სა­დი­ლი:

ჩაი ან შავი ყავა შაქ­რის შემ­ცვლე­ლით, ერთი მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი, ერთი ნა­ჭე­რი გა­ხუ­ხუ­ლი პური.

ვახ­შა­მი:

ერთი მომცრო თეფ­ში თი­ნუ­სი, ერთი მომცრო თეფ­ში ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, 1-2 ცალი სტა­ფი­ლო, 1-2 ნა­ჭე­რი ნეს­ვი (ნეს­ვი, შე­მოს­ვლამ­დე, შე­გიძ­ლი­ათ მო­ხარ­შუ­ლი გოგ­რით ან ანა­ნა­სით ჩა­ა­ნაც­ვლოთ), ნა­ხე­ვა­რი ჭიქა ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნი.

ამ დი­ე­ტის პრო­ცეს­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია დღე­ში 4 ჭიქა წყლის ან არა­კა­ლო­რი­უ­ლი სასმლის და­ლე­ვა.

დი­ე­ტის შემ­დეგ ერ­თბა­შად ნუ და­უბ­რუნ­დე­ბით კვე­ბის ჩვე­ულ რა­ცი­ონს. უმ­ჯო­ბე­სია, და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი შე­არ­ჩი­ოთ. ში­გა­და­შიგ გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი მო­ი­წყვეთ. არც ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი და­ი­ვი­წყოთ.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გახ­დო­მის ნაც­ვლად შე­იძ­ლე­ბა, უფრო მო­ი­მა­ტოთ წო­ნა­ში. და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და შიმ­ში­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ მო­გი­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სამდღიანი დიეტა სწრაფი გახდომისა და ენერგიულობისთვის

სამდღიანი დიეტა სწრაფი გახდომისა და ენერგიულობისთვის

დიეტამ, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, 1965 წლიდან დღემდე სერიოზული გამოცდა გაიარა. ის წმენდს ორგანიზმს, სამ დღეში 5 კილოგრამის დაკლების საშუალებას იძლევა; ამასთან, მატებს ენერგიას და უნიკალური მეტაბოლური რეაქციის წყალობით დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.

შემოთავაზებულ პროდუქტთა კომბინაციას ნამდვილად მაგიური ძალა აქვს: როგორც აღვნიშნეთ, ქმნის უნიკალურ მეტაბოლურ რეაქციას და ააქტიურებს ცხიმების წვას.

დიეტა სამდღიანია და მკაცრ რაციონს ითვალისწინებს. მთავარია, ზედმეტი არ ჭამოთ. ამასთან, არ ჭამოთ, თუ არ გშიათ, მაგრამ დიეტით გათვალისწინებული საუზმე, სადილი ან ვახშამი გიწევთ. დიეტის გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ 4-5 დღის შესვენების შემდეგ. დიეტის პროცესში ფიზიკური ვარჯიშები გათვალისწინებული არ არის.

პირველი დღე

საუზმე:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელის გამოყენებით, ნახევარი გრეიპფრუტი ან ნახევარი გრეიპფრუტის წვენი.

ერთი სადილის კოვზი არაქისის კარაქწასმული ერთი ნაჭერი გახუხული პური.

სადილი:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, ერთი ნაჭერი გახუხული პური. ცოტაოდენი თინუსი.

ვახშამი:

მცირეოდენი მწვანე ბარდა ან ლობიო, 100 გრამი ნებისმიერი მჭლე ხორცი ან წიწილა, 1 ვაშლი, 1-2 სტაფილო.

1 ჭიქა ვანილის ნაყინი.

მეორე დღე

საუზმე:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, 1 კვერცხი, 1 ნაჭერი გახუხული პური, ნახევარი ბანანი.

სადილი:

8 ცალი მარილიანი კრეკერი, ერთი მომცრო თეფში ხაჭო ან თინუსი.

ვახშამი:

2 სოსისი, ერთი მომცრო თეფში ბროკოლი ან სხვა კომბოსტო, ნახევარი ბანანი, 1-2 ცალი სტაფილო, ნახევარი ჭიქა ვანილის ნაყინი.

მესამე დღე

საუზმე:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, 5 ცალი ჩვეულებრივი კრეკერი, 1 ვაშლი, 30 გრამი ყველი.

სადილი:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, ერთი მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი გახუხული პური.

ვახშამი:

ერთი მომცრო თეფში თინუსი, ერთი მომცრო თეფში ყვავილოვანი კომბოსტო, 1-2 ცალი სტაფილო, 1-2 ნაჭერი ნესვი (ნესვი, შემოსვლამდე, შეგიძლიათ მოხარშული გოგრით ან ანანასით ჩაანაცვლოთ), ნახევარი ჭიქა ვანილის ნაყინი.

ამ დიეტის პროცესში ნებადართულია დღეში 4 ჭიქა წყლის ან არაკალორიული სასმლის დალევა.

დიეტის შემდეგ ერთბაშად ნუ დაუბრუნდებით კვების ჩვეულ რაციონს. უმჯობესია, დაბალკალორიული საკვები შეარჩიოთ. შიგადაშიგ განტვირთვის დღეები მოიწყვეთ. არც ფიზიკური ვარჯიშები დაივიწყოთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გახდომის ნაცვლად შეიძლება, უფრო მოიმატოთ წონაში. დაბალკალორიული საკვები კი მრავალფეროვანია და შიმშილობა ნამდვილად არ მოგიწევთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს