პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფანჯრის გაწმენდის 8 მეთოდი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე
ფანჯრის გაწმენდის 8 მეთოდი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე

ეს მე­თო­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქალ­ბა­ტო­ნებს გა­მო­ად­გე­ბათ, ვი­საც ალერ­გია აქვს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე.

1. ძვე­ლი და გა­მოც­დი­ლი მე­თო­დია: 2-3 სუფ­რის კოვზ ცარ­ცის ან კბი­ლის პას­ტის ფხვნილს და­ას­ხით ერთი ჭიქა წყა­ლი, და­ას­ვე­ლეთ ამ ხსნარ­ში ნა­ჭე­რი და გაწ­მინ­დეთ მინა. გაშ­რო­ბის შემ­დეგ შუშა გა­ზე­თით ან რბი­ლი ქსო­ვი­ლით გა­აპ­რი­ა­ლეთ.

2. ასე­ვე ცნო­ბი­ლი მე­თო­დია შუ­შე­ბის წყლი­სა და ქა­ფუ­რის სპირ­ტის ნა­ერ­თით (10:1-ზე) გაწ­მენ­და. მი­ნის გაშ­რო­ბის შემ­დეგ ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­აპ­რი­ა­ლეთ გა­ზე­თით.

3. კი­დევ ერთი მე­თო­დი "ქი­მი­ის" გა­რე­შე მი­ნე­ბის გაწ­მენ­დი­სა არის: თბი­ლი წყლი­სა და ძმ­რის (2 სუფ­რის კოვზ ძმარ­ზე ერთი ლიტ­რი წყა­ლი) ხსნა­რი.

4. თუ ფან­ჯრებს წყლი­სა და ცო­ტა­ო­დე­ნი ნავ­თის ხსნა­რით (0,5 სუფ­რის კოვ­ზი ნავ­თი გახ­სე­ნით 5 ლიტს წყალ­ში) გაწ­მენდთ, არა მხო­ლოდ გა­აპ­რი­ა­ლებთ მი­ნებს, არა­მედ მწე­რებ­საც და­აფრ­თხობთ.

5. კარ­ტო­ფი­ლის ფქვილ­საც შე­უძ­ლია სიბ­ზინ­ვა­რე მი­ა­ნი­ჭოს შუ­შას. ამი­სათ­ვის ერთ ლიტრ წყალ­ში გახ­სე­ნით 1 სუფ­რის კოვ­ზი სა­ხა­მე­ბე­ლი. ამ ხსნარ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ტი­ლო­თი გაწ­მენ­დის შემ­დეგ მი­ნე­ბი გა­ამ­შრა­ლეთ მშრა­ლი ჩვრით.

6. ძა­ლი­ან კარ­გად წმენ­დს შუ­შებს ასე­ვე ძვე­ლი კაპ­რო­ნის "კოლ­გო­ტე­ბი", რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ უნდა და­ას­ვე­ლოთ ცივ წყალ­ში. ხოლო გაჭ­რი­ლი ხახ­ვი ად­ვი­ლად მო­ა­შო­რებს ფან­ჯრებს ბუ­ზე­ბის­გან დარ­ჩე­ნილ ლა­ქებს.

7. ფან­ჯრის მი­ნე­ბი ასე­ვე სა­ო­ცარ ბზინ­ვა­რე­ბას იღებს, თუ მას გაწ­მენდთ სე­ლის ზეთ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი შა­ლის ქსო­ვი­ლით, ხოლო შემ­დეგ გა­და­უს­ვამთ ბამ­ბის ან კვლავ შა­ლის სუფ­თა ჩვარს.

8. თუ გსურთ მი­ნი­დან მარ­ტი­ვად მო­ა­შო­როთ სა­ღე­ბა­ვე­ბი, ჩარ­ჩოს და რა­ფის შე­ღებ­ვის წინ მი­ნე­ბი გაწ­მინ­დეთ გაჭ­რი­ლი ხახ­ვით ან ძმარ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ჩვრით.

ფანჯრის გაწმენდის 8 მეთოდი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე

ფანჯრის გაწმენდის 8 მეთოდი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე

ეს მეთოდები განსაკუთრებით იმ ქალბატონებს გამოადგებათ, ვისაც ალერგია აქვს საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებაზე.

1. ძველი და გამოცდილი მეთოდია: 2-3 სუფრის კოვზ ცარცის ან კბილის პასტის ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დაასველეთ ამ ხსნარში ნაჭერი და გაწმინდეთ მინა. გაშრობის შემდეგ შუშა გაზეთით ან რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.

2. ასევე ცნობილი მეთოდია შუშების წყლისა და ქაფურის სპირტის ნაერთით (10:1-ზე) გაწმენდა. მინის გაშრობის შემდეგ ამ შემთხვევაშიც გააპრიალეთ გაზეთით.

3. კიდევ ერთი მეთოდი "ქიმიის" გარეშე მინების გაწმენდისა არის: თბილი წყლისა და ძმრის (2 სუფრის კოვზ ძმარზე ერთი ლიტრი წყალი) ხსნარი.

4. თუ ფანჯრებს წყლისა და ცოტაოდენი ნავთის ხსნარით (0,5 სუფრის კოვზი ნავთი გახსენით 5 ლიტს წყალში) გაწმენდთ, არა მხოლოდ გააპრიალებთ მინებს, არამედ მწერებსაც დააფრთხობთ.

5. კარტოფილის ფქვილსაც შეუძლია სიბზინვარე მიანიჭოს შუშას. ამისათვის ერთ ლიტრ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი სახამებელი. ამ ხსნარში დასველებული ტილოთი გაწმენდის შემდეგ მინები გაამშრალეთ მშრალი ჩვრით.

6. ძალიან კარგად წმენდს შუშებს ასევე ძველი კაპრონის "კოლგოტები", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაასველოთ ცივ წყალში. ხოლო გაჭრილი ხახვი ადვილად მოაშორებს ფანჯრებს ბუზებისგან დარჩენილ ლაქებს.

7. ფანჯრის მინები ასევე საოცარ ბზინვარებას იღებს, თუ მას გაწმენდთ სელის ზეთში დასველებული შალის ქსოვილით, ხოლო შემდეგ გადაუსვამთ ბამბის ან კვლავ შალის სუფთა ჩვარს.

8. თუ გსურთ მინიდან მარტივად მოაშოროთ საღებავები, ჩარჩოს და რაფის შეღებვის წინ მინები გაწმინდეთ გაჭრილი ხახვით ან ძმარში დასველებული ჩვრით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს