პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კანდელაკის ავარიისა და ჩხუბის დეტალები - რას ყვება გამგებელი დაპირისპირებაზე
გიორგი კანდელაკის ავარიისა და ჩხუბის დეტალები - რას ყვება გამგებელი დაპირისპირებაზე

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი ალექ­სი მე­ლა­ძე, რო­მელ­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ას ჰყვე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თეთ­რი­წყა­როს გამ­გე­ბელ­მა ბესო წიკ­ლა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც მას უშუ­ა­ლოდ ალექ­სი მე­ლა­ძის­გან აქვს, კან­დე­ლა­კი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით მე­ლა­ძის ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც დე­პუ­ტატ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. წიკ­ლა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ეს უძღო­და წინ გი­ორ­გი კან­დე­კალ­სა და ალექ­სი მე­ლა­ძეს შო­რის შემ­დეგ მომ­ხდარ "ფი­ზი­კურ შე­კინ­კლა­ვე­ბას".

"ალექ­სი მე­ლა­ძე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია – მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს. მე 14 ივ­ლი­სი­დან შე­ვუ­დე­ქი გამ­გებ­ლად მუ­შა­ო­ბას, ის კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მა­ნამ­დეც მუ­შა­ობ­და. რა ურ­თი­ერ­თო­ბაც მქონ­და, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭია. რო­გორც კი ამ ამ­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, სა­მი­ნის­ტროს­თან მი­ვე­დი (სა­დაც მათი და­კი­თხვა მოხ­და) და რა ინ­ფორ­მა­ცი­აც ალექ­სის­გან მაქვს, დე­პუ­ტა­ტი და­ე­ჯა­ხა მის მან­ქა­ნას – მცი­რე შე­ჯა­ხე­ბა იყო, ამის შემ­დეგ ის მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და და ჩემს თა­ნამ­შრო­მელს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ამას მოჰ­ყვა შე­კინ­კლა­ვე­ბა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და ავ­ტო­მან­ქა­ნებ­საც", - გა­ნა­ცხა­და ბესო წიკ­ლა­ურ­მა. გამ­გებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რო­გორც გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, ისე ალექ­სი მე­ლა­ძე და­კი­თხეს. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მე­ლა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტია, წიკ­ლა­უ­რი აღ­ნიშ­ნულს უარ­ყოფს და გან­მარ­ტავს, რომ მას პარ­ტი­ას­თან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს წუ­ხელ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა წურ­წუ­მი­ას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 125-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც პი­რის ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

გიორგი კანდელაკის ავარიისა და ჩხუბის დეტალები - რას ყვება გამგებელი დაპირისპირებაზე

გიორგი კანდელაკის ავარიისა და ჩხუბის დეტალები - რას ყვება გამგებელი დაპირისპირებაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ინციდენტის შესახებ განსხვავებულ ვერსიას ჰყვება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თეთრიწყაროს გამგებელმა ბესო წიკლაურმა განუცხადა, იმ ინფორმაციით, რომელიც მას უშუალოდ ალექსი მელაძისგან აქვს, კანდელაკი საკუთარი ავტომანქანით მელაძის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც დეპუტატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. წიკლაურის განმარტებით, სწორედ ეს უძღოდა წინ გიორგი კანდეკალსა და ალექსი მელაძეს შორის შემდეგ მომხდარ "ფიზიკურ შეკინკლავებას".

"ალექსი მელაძე მუნიციპალიტეტის თანამშრომელია – მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. მე 14 ივლისიდან შევუდექი გამგებლად მუშაობას, ის კი მუნიციპალიტეტში მანამდეც მუშაობდა. რა ურთიერთობაც მქონდა, კეთილსინდისიერი და პატიოსანი ბიჭია. როგორც კი ამ ამბის შესახებ გავიგე, სამინისტროსთან მივედი (სადაც მათი დაკითხვა მოხდა) და რა ინფორმაციაც ალექსისგან მაქვს, დეპუტატი დაეჯახა მის მანქანას – მცირე შეჯახება იყო, ამის შემდეგ ის მანქანიდან გადავიდა და ჩემს თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას მოჰყვა შეკინკლავება, თუმცა გამოძიება გრძელდება. ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომანქანებსაც", - განაცხადა ბესო წიკლაურმა. გამგებლის ინფორმაციით, წუხელ შსს-ს თანამშრომლებმა როგორც გიორგი კანდელაკი, ისე ალექსი მელაძე დაკითხეს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მელაძე "ქართული ოცნების" აქტივისტია, წიკლაური აღნიშნულს უარყოფს და განმარტავს, რომ მას პარტიასთან არავითარი შეხება არ აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გიორგი კანდელაკს წუხელ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის ცემას გულისხმობს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა