პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ვინც მოხვედრილა, გაუგონია ნაზარეთელი უწმინდესი ოჯახის დების მონასტრული ორდენის შესახებ. ამ ორდენის შენობა ბევრი არაფრით განსხვავდება სხვა ნაგებობებისგან, მხოლოდ პლასტიკური სარკმლით, რომელიც ტროტუარის დონეზეა ჩადგმული წარწერით Okno Życia ("სიცოცხლის სარკმელი"). აქ დღისითაც ცოტა გამვლელია. სარკმლის სიახლოვეს ვიდეკამერებიც არ არის...
მონაზვნები ყოველთვის მზად არიან, რომ ვიღაც მოვა. აქ დედები საკუთარ შვილებს ტოვებენ...
კათოლიკურ პოოლონეთში აბორტები კანონით არის აკრძალული. ორსულობის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დედას ემუქრება საფრთხე ან ორსულობა გაუპატიურების შედეგად დადგა.