სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარლ ბილდტი - თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ
კარლ ბილდტი - თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ

შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კარლ ბილ­დტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს "ტვი­ტერ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ უნდა, მო­უს­მი­ნოს ევ­რო­კავ­შირ­ში თა­ვი­სი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებს, ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია. ჩვენ ამას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ", - და­წე­რა შვედ­მა მი­ნის­ტრმა "ტვი­ტერ­ზე".

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შვე­დე­თი­სა და ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს სა­ა­კაშ­ვი­ლის კლუ­ბის წევ­რე­ბი უწო­და.

სწო­რედ ასე ახ­სნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ის კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩი­უს­მა და კარლ ბილ­დტ­მა გა­მოთ­ქვეს.

"ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თა კლუ­ბი, რო­მელ­თაც აქვთ გარ­კვე­უ­ლი მე­გობ­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ისი­ნი უბ­რა­ლოდ თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. მარ­ტი­ვად ასეა. მათ, სამ­წუ­ხა­როდ, არ იცოდ­ნენ ის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი, რაც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუნ­დაც ომი. ზო­გი­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემ­ზა­რა­ვი იმ ფაქ­ტე­ბის, იმ კად­რე­ბის ნახ­ვა, რაც ჩვენ ვი­ხი­ლეთ 2008 წლის ომში, მათ შო­რის გაქ­ცე­უ­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი და ამას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა კი­დევ უფრო კარ­გად და მკაც­რად შე­ა­ფა­სებს", - გა­ნა­ცხა­და დღეს ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია გამჭვირ­ვა­ლო­ბა და რე­ა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის დამ­კვიდ­რე­ბა და ის სა­უბ­რე­ბი, რაც გვეს­მის, მათ შო­რის ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის მხრი­დან, რომ არ უნდა გა­მო­ვი­ძი­ოთ წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი, პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ არ უნდა იდ­გეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

კარლ ბილდტი - თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ

კარლ ბილდტი - თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს "ტვიტერზე" ეხმაურება.

"თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - დაწერა შვედმა მინისტრმა "ტვიტერზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს სააკაშვილის კლუბის წევრები უწოდა.

სწორედ ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა ის კრიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლინას ლინკევიჩიუსმა და კარლ ბილდტმა გამოთქვეს.

"ეს არის სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელთაც აქვთ გარკვეული მეგობრული ვალდებულებები და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუნდაც ომი. ზოგიერთი მოქალაქისთვის იყო აბსოლუტურად შემზარავი იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომში, მათ შორის გაქცეული მთავარსარდალი და ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად და მკაცრად შეაფასებს", - განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა და რეალური დემოკრატიის დამკვიდრება და ის საუბრები, რაც გვესმის, მათ შორის ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"