თარხან ბათირაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ, არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას ერაყის ქალაქ მოსულის დამბასთან გამართულ ბრძოლაში მისი გარდაცვალების თაობაზე.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ახლო ნათესავებმა განუცხადეს, მასთან კავშირი გუშინ გვიან ღამით და დღეს დილითაც ჰქონდათ. ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი მასთან ერთად მყოფ პირებს დაუკავშირდნენ და მათ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. ბათირაშვილის ახლობლების თქმით, შეტაკების შედეგად ერთ-ერთი კავკასიელი მებრძოლი მართლაც დაიღუპა, რომელიც სავარაუდოდ, თარხანს მიამსგავსეს.
ინტერნეტსაიტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ერაყის ტერიტორიაზე შეტაკებისას მოკლულია სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების მეთაური ომარ ალ შიშანი.