პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
Faceამბები
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიჰადის ლიდერი თარხან ბათირაშვილი მოკლეს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიჰადის ლიდერი თარხან ბათირაშვილი მოკლეს

ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ერაყ­ში, ქურ­თის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტა­კე­ბი­სას მოკ­ლუ­ლია სი­რი­ა­ში მებ­რძო­ლი რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის მე­თა­უ­რი ომარ ალ ში­შა­ნი, იგი­ვე თარ­ნახ ბა­თი­რაშ­ვი­ლი. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ცდი­ლობს.

28 წლის ომარ ალ ში­შა­ნის სა­ხე­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა სი­რი­ის სამ­ხედ­რო ან­გა­რი­შებ­ში ვრცელ­დე­ბა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "წი­თუ­რი გე­ნერ­ლის" ფსევ­დო­ნი­მით ცნო­ბი­ლი ში­შა­ნი დიდი ხანი არაა, რაც "ერა­ყი­სა და ლე­ვან­ტის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ჩრდი­ლო­ეთ სექ­ტო­რის, ერაყ­სა და სი­რი­ა­ში მებ­რძო­ლი რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის მე­თა­უ­რია.

სი­რი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ბირ­კი­ან­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და.

2008 წელს, აგ­ვის­ტოს ომის დროს ბა­თი­რაშ­ვი­ლი ფრონ­ტის ხაზ­ზე იყო, რუ­სე­თის ტან­კებს თვალ­ყურს ადევ­ნებ­და და მათ კო­ორ­დი­ნა­ტებს ქარ­თულ სა­არ­ტი­ლე­რიო ნა­წი­ლებს გა­დას­ცემ­და.

Wall Street Journal წერ­და, რომ აგ­ვის­ტოს ომი­დან ორი წლის შემ­დეგ ბა­თი­რაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა უა­რე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. მას 2010 წელს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და­უდ­გი­ნეს და სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, რო­დე­საც გა­მო­ჯან­მრთელ­და, ის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად მი­იჩ­ნი­ეს და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიჰადის ლიდერი თარხან ბათირაშვილი მოკლეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიჰადის ლიდერი თარხან ბათირაშვილი მოკლეს

ინტერნეტსაიტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ერაყში, ქურთისტანის ტერიტორიაზე შეტაკებისას მოკლულია სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების მეთაური ომარ ალ შიშანი, იგივე თარნახ ბათირაშვილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას თარხან ბათირაშვილის ოჯახის წევრებთან ცდილობს.

28 წლის ომარ ალ შიშანის სახელი უკვე რამდენიმე თვეა სირიის სამხედრო ანგარიშებში ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, "წითური გენერლის" ფსევდონიმით ცნობილი შიშანი დიდი ხანი არაა, რაც "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ჩრდილოეთ სექტორის, ერაყსა და სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების მეთაურია.

სირიაში გამგზავრებამდე თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს ჯარში მსახურობდა.

2008 წელს, აგვისტოს ომის დროს ბათირაშვილი ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადასცემდა.

Wall Street Journal წერდა, რომ აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ბათირაშვილის ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა. მას 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო საავადმყოფოში რამდენიმე თვე გაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, როდესაც გამოჯანმრთელდა, ის სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია