პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი გენერალი - თბილისის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია
რუსი გენერალი - თბილისის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია

ჩემს ჯა­რებს თბი­ლი­სის აღე­ბაც შე­ეძ­ლოთ, მაგ­რამ ამის ბრძა­ნე­ბა არ გვქო­ნია, - ამის შე­სა­ხებ რუს­მა გე­ნე­რალ­მა, ანა­ტო­ლი ხრუ­ლი­ოვ­მა "კამ­სა­მოლ­სკა­ია პრავ­დას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"თბი­ლის­ში შეს­ვლის და­ვა­ლე­ბა ჩემ­თვის არა­ვის მო­უ­ცია. გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­და­წყვი­ტა ასე ან ვინ­მეს ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბის შე­ე­შინ­და. თბი­ლი­სამ­დე მი­ვი­დო­დით, სულ რა­ღაც 70 კი­ლო­მეტ­რი რჩე­ბო­და. ერთი ნახ­ტო­მი და იქ ვიქ­ნე­ბო­დით, რა პრობ­ლე­მაა", - გა­ნა­ცხა­და რუს­მა გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა.

"კამ­სა­მოლ­სკა­ია პრავ­დას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა ანა­ტო­ლი ხრუ­ლევ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 7 აგ­ვის­ტოს, ზუს­ტად ღა­მის 12 სა­ათ­ზე მას გე­ნე­რალ­მა კუ­ლახ­მე­ტოვ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­უ­რე­კა და უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად ძა­ლო­ვან ოპე­რა­ცი­ას იწყებ­და.

ინ­ტერ­ვი­უ­ში რუს­მა გე­ნე­რალ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ აგ­ვის­ტოს ომში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

ანა­ტო­ლი ხრუ­ლი­ო­ვი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დრო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქის 58-ე არ­მი­ას მე­თა­უ­რობ­და.

სოხუმი
1

რუსკი კარაბლ...

 

sponsored by ContentRoom

რუსი გენერალი - თბილისის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია

რუსი გენერალი - თბილისის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია

ჩემს ჯარებს თბილისის აღებაც შეეძლოთ, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია, - ამის შესახებ რუსმა გენერალმა, ანატოლი ხრულიოვმა "კამსამოლსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თბილისში შესვლის დავალება ჩემთვის არავის მოუცია. გენშტაბის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ასე ან ვინმეს ასეთი გამარჯვების შეეშინდა. თბილისამდე მივიდოდით, სულ რაღაც 70 კილომეტრი რჩებოდა. ერთი ნახტომი და იქ ვიქნებოდით, რა პრობლემაა", - განაცხადა რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა.

"კამსამოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში, გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი ხრულევმა ასევე აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს, ზუსტად ღამის 12 საათზე მას გენერალმა კულახმეტოვმა შეატყობინა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაურეკა და უთხრა, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალოვან ოპერაციას იწყებდა.

ინტერვიუში რუსმა გენერალმა ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომში გამარჯვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ანატოლი ხრულიოვი 2008 წლის აგვისტოს ომის დრო ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიას მეთაურობდა.