მასწავლებელი, 49 წლის ლორი ან ჰილი სკოლაში მიასვლის პირველ დღეს მთვრალი გამოცხადდა კლასში. თან, როგორც ჩანს, შარვლის ჩაცმა დაავიწყდა, რადგან მხოლოდ საცვლის ამარა იყო.
დირექტორმა ჰილი საკლასო ოთახში შიშველი, საცვლის ამარა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. საბედნიეროდ, ეს მასწავლებლის პირველი დღე იყო და მხოლოდ სამუშაო გრაფიკის შესადგენად იყო სკოლაში მისული, მოსწავლეები კი საკლასო ოთახში არ ყოფილან. ჰილმა აღიარა, რომ არაყი ჰქონდა დალეული. ვაგონერის სკოლა უკვე ეძებს მის შემცვლელს.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.