საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან
ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან

შექ­მნი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­დან" მძღო­ლე­ბი გარ­ბი­ან. რო­გორც "რე­ზო­ნან­სმა" შე­ი­ტყო, მარ­ტო ერთი სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზი­დან 7 მძღო­ლი წა­ვი­და, რა­საც "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში" არ ადას­ტუ­რე­ბენ.

კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მძღო­ლებს პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნი­ათ და რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს არც ერთი ფაქ­ტი, კომ­პა­ნი­ი­დან მძღო­ლის წას­ვლას რომ და­ა­დას­ტუ­რებს.

ერთ-ერთი პრობ­ლე­მა, რა­საც "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში" ასა­ხე­ლე­ბენ, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვას უკავ­შირ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ის პრეს­ცენ­ტრის ცნო­ბით, კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე სან­ქცი­ე­ბი ტარ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე მძღო­ლი და­ჯა­რიმ­და კი­დეც. თუმ­ცა, რამ­დე­ნი მძღო­ლია და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი და რა სან­ქცი­ე­ბი გა­ტარ­და, არ სა­ხელ­დე­ბა.

რო­გორც მძღო­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი არ არის ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, რაც მათ აწუ­ხებთ. ისი­ნი კომ­პა­ნი­ას უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან ელე­მენ­ტა­რუ­ლი კონ­ტრო­ლიც არ არ­სე­ბობს და დღემ­დე გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებს მძღო­ლე­ბი გა­უ­მარ­თავ სის­ტე­მას უკავ­ში­რე­ბენ, რის გა­მოც მგზავ­რე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან, ხოლო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი კეთ­დე­ბა.

ბოლო დროს დე­და­ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა­ში დიდ პრობ­ლე­მად იქცა კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­უ­მარ­თა­ვია და მგზავ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. კომ­პა­ნი­ის არა­ერთ გან­ცხა­დე­ბას, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი მა­სობ­რი­ვად შე­ა­კე­თეს, მძღო­ლე­ბი მო­რიგ სიც­რუ­ეს უწო­დე­ბენ. მათი მტკი­ცე­ბით, შე­მოწ­მე­ბა სა­ერ­თოდ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და მდგო­მა­რე­ო­ბით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

პრობ­ლე­მა მხო­ლოდ კონ­დი­ცი­ო­ნერს არ უკავ­ში­რე­ბა. მძღო­ლებს გა­უ­მარ­თა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით უწევთ გა­და­ად­გი­ლე­ბა და დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბენ, რაც ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მგზავ­რე­ბის­თვის სა­რის­კოა.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ერთ-ერთი მძღო­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ, "რე­ზო­ნანსს" ესა­უბ­რა პრობ­ლე­მებ­ზე, რა­საც ის და ასო­ბით მისი კო­ლე­გა ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბა. უკ­მა­ყო­ფი­ლო მძღო­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­ტო ერთ სა­მარ­შრუ­ტო ხაზ­ზე სა­მუ­შაო შვიდ­მა მძღოლ­მა და­ტო­ვა - მათ პი­რო­ბებს ვერ გა­უძ­ლეს და გა­იქ­ცნენ.

მძღო­ლი ამ­ბობს, რომ "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის" მხრი­დან ელე­მენ­ტა­რუ­ლი ხელ­შე­წყო­ბაც არ აქვთ, რის გა­მოც მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ინ­ტე­რესს კარ­გავს.

"მხო­ლოდ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­უ­მარ­თა­ო­ბა რომ იყოს, კი­დევ გა­უძ­ლებ­და კაცი, თუმ­ცა აქაც იტყუ­ე­ბა კომ­პა­ნია, როცა პრე­სას­თან აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას და მძღო­ლებს სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბა. არც ერთი მძღო­ლი ამ მი­ზე­ზით არ და­უ­ჯა­რი­მე­ბი­ათ და ამას ვერც გა­ა­კე­თე­ბენ. დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით მოძ­რავ თით­ქმის ყვე­ლა სა­მარ­შრუ­ტო ტაქსში კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ყველ­გან გა­უ­მარ­თა­ვია და რო­მე­ლი ერთი უნდა და­ა­ჯა­რი­მონ? კონ­ტროლ­საც არ ახ­დე­ნენ, არც აინ­ტე­რე­სებთ, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა და რა პრობ­ლე­მე­ბია ამ სის­ტე­მა­ში. ერთხელ არ მო­სუ­ლან, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­ეს­წავ­ლათ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან

ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან

შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, "თბილისის მიკროავტობუსიდან" მძღოლები გარბიან. როგორც "რეზონანსმა" შეიტყო, მარტო ერთი სამარშრუტო ხაზიდან 7 მძღოლი წავიდა, რასაც "თბილისის მიკროავტობუსში" არ ადასტურებენ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მძღოლებს პრობლემები არ შექმნიათ და რეალურად არ არსებობს არც ერთი ფაქტი, კომპანიიდან მძღოლის წასვლას რომ დაადასტურებს.

ერთ-ერთი პრობლემა, რასაც "თბილისის მიკროავტობუსებში" ასახელებენ, მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩართვას უკავშირდება. კომპანიის პრესცენტრის ცნობით, კონკრეტულ ფაქტებზე სანქციები ტარდება და რამდენიმე მძღოლი დაჯარიმდა კიდეც. თუმცა, რამდენი მძღოლია დაჯარიმებული და რა სანქციები გატარდა, არ სახელდება.

როგორც მძღოლები აცხადებენ, კონდიციონერი არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ. ისინი კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ორგანიზაციის მხრიდან ელემენტარული კონტროლიც არ არსებობს და დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.

მიკროავტობუსებში შექმნილ პრობლემებს მძღოლები გაუმართავ სისტემას უკავშირებენ, რის გამოც მგზავრები ზარალდებიან, ხოლო სიტუაციის გამოსასწორებლად რეალურად არაფერი კეთდება.

ბოლო დროს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში დიდ პრობლემად იქცა კონდიციონერი, რომელიც მუდმივად გაუმართავია და მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს. კომპანიის არაერთ განცხადებას, რომ კონდიციონერები მასობრივად შეაკეთეს, მძღოლები მორიგ სიცრუეს უწოდებენ. მათი მტკიცებით, შემოწმება საერთოდ არ ჩატარებულა და მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

პრობლემა მხოლოდ კონდიციონერს არ უკავშირება. მძღოლებს გაუმართავი მიკროავტობუსებით უწევთ გადაადგილება და დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მუშაობენ, რაც ამ ადამიანებისა და მგზავრებისთვის სარისკოა.

მიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, "რეზონანსს" ესაუბრა პრობლემებზე, რასაც ის და ასობით მისი კოლეგა ყოველდღიურად აწყდება. უკმაყოფილო მძღოლის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში, მარტო ერთ სამარშრუტო ხაზზე სამუშაო შვიდმა მძღოლმა დატოვა - მათ პირობებს ვერ გაუძლეს და გაიქცნენ.

მძღოლი ამბობს, რომ "თბილისის მიკროავტობუსების" მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობაც არ აქვთ, რის გამოც მათი საქმიანობა ინტერესს კარგავს.

"მხოლოდ კონდიციონერის გაუმართაობა რომ იყოს, კიდევ გაუძლებდა კაცი, თუმცა აქაც იტყუება კომპანია, როცა პრესასთან აკეთებს განცხადებას და მძღოლებს სანქციებით ემუქრება. არც ერთი მძღოლი ამ მიზეზით არ დაუჯარიმებიათ და ამას ვერც გააკეთებენ. დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ თითქმის ყველა სამარშრუტო ტაქსში კონდიციონერი ყველგან გაუმართავია და რომელი ერთი უნდა დააჯარიმონ? კონტროლსაც არ ახდენენ, არც აინტერესებთ, რეალურად რა ხდება და რა პრობლემებია ამ სისტემაში. ერთხელ არ მოსულან, რომ სიტუაცია შეესწავლათ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია