პარტნიორები:

    გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა

     გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა

    ჩვენ დღეს ვგლოვობთ ჩვენს ძმებს, დებს, ვინც სამშობლოსთვის ომში უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ და ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ , რათა აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

    "ბუნებრივია, ერთმანეთს ვაძლევთ პირობას, ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღარასდროს არ განმეორდეს სისხლისღვრა და ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დავიცვათ მშვიდობით და იმ ბრძოლით, რომელსაც ყოველდღე ვაწარმოებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც შეხვდა და მათ მიუსამძიმრა.

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან დღეს 6 წელი შესრულდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე , 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

    რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა