სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე საქართველოში და ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში -მიხეილ სააკაშვილი
სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე საქართველოში და ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში -მიხეილ სააკაშვილი

სად გა­მოვ­ძებ­ნო დრო, რომ ჩა­მო­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემი ფე­ხით ჩავ­ჯდე დი­ლეგ­ში და ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვა, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვარ­შა­ვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იგი არ აპი­რებს მშვი­დად უყუ­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

"არ ვა­პი­რებ მშვი­დად ვუ­ყუ­რო იმას, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ნად­გურ­დე­ბა ის, რისი გა­ნად­გუ­რე­ბაც 2008 წელს პუ­ტინ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა ტან­კე­ბით. ფაქ­ტია, იგი­ვე რა­ღაც ხდე­ბა, მაგ­რამ ნად­გურ­დე­ბა ახლა ტან­კე­ბის გა­რე­შე. ამი­ტომ ამა­ზეც არა­ვინ უნდა ელო­დოს ჩემ­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სი­უ­რო­ბას. დღეს ჩა­მო­ვე­დი აქ, ვხვდე­ბი პო­ლო­ნე­თის ლი­დე­რებს. ამას წი­ნათ ვი­ყა­ვი უნ­გრეთ­ში, შევ­ხვდი უნ­გრე­თის ლი­დერს, აქე­დან მივ­დი­ვარ უკ­რა­ი­ნა­ში, იქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს ვა­კე­თებ. ყო­ვე­ლი დღე გა­წე­რი­ლი მაქვს. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან ბევ­რი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა მაქვს, ამ ჩემს გრა­ფიკ­ში სად უნდა ჩავ­სვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და "გა­ზპ­რო­მის" კერ­ძო აქ­ცი­ო­ნე­რის, ოლი­გარ­ქის აკ­ვი­ა­ტე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რად­გან პუ­ტინ­მა ასე მო­ინ­დო­მა ან მისი ბოღ­მა ასე კარ­ნა­ხობს. სად გა­მოვ­ძებ­ნო დრო, რომ ჩა­მო­ვი­დე, ჩემი ფე­ხით ჩავ­ჯდე დი­ლეგ­ში და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვა. რა თქმა უნდა მე ამის დრო არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე საქართველოში და ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში -მიხეილ სააკაშვილი

სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე საქართველოში და ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში -მიხეილ სააკაშვილი

სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში და ყველაფერზე უარი ვთქვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში განაცხადა.

მისი თქმით, იგი არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო იმას, რომ ჩემს ქვეყანაში ნადგურდება ის, რისი განადგურებაც 2008 წელს პუტინმა ვერ მოახერხა ტანკებით. ფაქტია, იგივე რაღაც ხდება, მაგრამ ნადგურდება ახლა ტანკების გარეშე. ამიტომ ამაზეც არავინ უნდა ელოდოს ჩემგან განსაკუთრებულ პასიურობას. დღეს ჩამოვედი აქ, ვხვდები პოლონეთის ლიდერებს. ამას წინათ ვიყავი უნგრეთში, შევხვდი უნგრეთის ლიდერს, აქედან მივდივარ უკრაინაში, იქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ. ყოველი დღე გაწერილი მაქვს. საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობის, ტელევიზიებთან ბევრი საჯარო გამოსვლა მაქვს, ამ ჩემს გრაფიკში სად უნდა ჩავსვა საქართველოში ჩამოსვლა და "გაზპრომის" კერძო აქციონერის, ოლიგარქის აკვიატებების დაკმაყოფილება, რადგან პუტინმა ასე მოინდომა ან მისი ბოღმა ასე კარნახობს. სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე, ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა. რა თქმა უნდა მე ამის დრო არ მაქვს", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა