პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 წლის წინ, აგვისტოს ომში - ჟურნალისტი ჯარისკაცთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე
6 წლის წინ,  აგვისტოს ომში - ჟურნალისტი  ჯარისკაცთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე

2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, ყო­ველ ამ დღეს ემო­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ერ­დე­ბა, რომ არა­ერ­თხელ მოს­მე­ნი­ლის კი­დევ ერთხელ მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი ჩნდე­ბა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი, კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი იხ­სე­ნებს "რო­გორ წა­ვი­და "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ომში" , რა გა­დახ­და და რას გრძნობს ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­დე­საც ჯა­რის­კაც­თან ერ­თად ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. . .

- 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უკვე ეპი­ცენ­ტრში იყო და შიდა ქარ­თლი­დან არ გა­მო­სუ­ლა, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­პი­რის­პი­რე­ბის ზოლ­ზე არ გან­ლაგ­დნენ.

ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტ ნო­დარ ცხვი­რაშ­ვილ­თან ერ­თად კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბის და­ვა­ლე­ბა მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის­გან 7 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 15.00 სა­ათ­ზე მი­ვი­ღეთ. 17.00 სა­ა­თის­თვის "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უკვე გორ­ში იყო.

შუ­ა­ღა­მი­სას გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წესრგის აღ­დგე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს უკვე ომი იყო და 00.32 სა­ათ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" სა­იტ­ზე ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც გაჩ­ნდა. . .

მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, ბაია ცა­ნა­ვამ ჯგუ­ფის გორ­ში გამ­გზავ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­უ­ლად მი­ი­ღო, მაგ­რამ იმა­შიც გა­უ­მარ­თლა, რომ ჩემი მე­წყვი­ლე ნო­დარ ცხი­რაშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­ზეც თა­მა­მად ვი­ტყვი - ამ კაც­თან დაზ­ვერ­ვა­ში წას­ვლა შე­იძ­ლე­ბა.

ნო­დარ­მა ამ ომის შე­სა­ხებ უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­და­ი­ღო, რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ებს და 7 აგ­ვის­ტოს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ექ­ვსი წლის­წი­ნან­დე­ლი არ­ქი­ვიც კარ­გად მე­ტყვე­ლებს.

უნდა ვთქვა, რომ გორ­ში ჩა­სუ­ლებს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გაგ­ვი­მარ­თლა. გაგ­ვი­მარ­თლა იმით, რომ წინა ხაზ­ზე წას­ვლის მსურ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გულ­წრფე­ლო­ბის შტაბ­ში ახ­ლად გაც­ნო­ბილ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ი­ჯე­რეს. ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბით აღგვჭურ­ვეს და თით­ქმის ბრძო­ლის მთე­ლი პე­რი­მეტ­რიც შე­მოგ­ვა­ტა­რეს. მათ მან­ქა­ნა­ში ჩარ­თუ­ლი გა­დამ­ცე­მი იმ­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და ჩვენ სამ­ხედ­რო­ებს, რომ ომის პე­რი­პე­ტი­ებ­ში გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბელ კაცს გული გა­უს­კდე­ბო­და. ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით გა­უ­აზ­რებ­ლად ნამ­დვი­ლად არ მი­სარ­გებ­ლია, აფხა­ზე­თის ომში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ცხინ­ვალ­თან აშ­კა­რად გა­მო­მად­გა.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შუ­ა­გუ­ლი­დან გად­მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის ინ­ფორ­მა­ცია იყო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მხრი­დან რო­კის გვი­რაბ­თან რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მო­ახ­ლო­ე­ბას, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის მიერ ჯავა-ცხინ­ვა­ლის გზის მო­ნაკ­ვე­თის კონ­ტრო­ლის­თვის მოქ­მე­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"რუს­თა­ვის 2"-ის ჯგუფ­თან, პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვილ­თან და აკა ჯორ­ბე­ნა­ძეს­თან ერ­თად, 7-დან 8 აგ­ვის­ტოს ღამე და 8 აგ­ვის­ტოს შუა დღე სო­ფელ ერედვ­ში, ქარ­თუ­ლი მხა­რის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად დავ­ყა­ვით. 8 აგ­ვის­ტოს ქარ­თულ­მა ქვე­და­ნა­ყოფ­მა მარ­ჯვე­ნა ფლანგზე გა­და­ად­გი­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღო. გა­და­ად­გი­ლე­ბა ტრან­სპორ­ტით, ნა­წილ-ნა­წილ გა­და­წყდა. სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ხელი რომ არ შეგ­ვე­შა­ლა, მე და პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვილ­მა ჩა­ვი­მუ­ხელთ თუ არა, და­ვი­ნა­ხეთ, რომ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი აკა ჯორ­ბე­ნა­ძე სამ­ხედ­რო­ე­ბის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ამ მან­ქა­ნას­თან მე და პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვი­ლიც მი­ვე­დით, მაგ­რამ ად­გი­ლი უკვე აღარ იყო; შემ­დეგ მან­ქა­ნას უნდა დავ­ლო­დე­ბო­დით. ამა­სო­ბა­ში კი, რუ­სულ­მა თვითფრი­ნავ­მა სო­ფელ არ­ბოს­თან ქსუ­ი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა და­ბომ­ბა. ასე აღ­მოვ­ჩ­ნიდთ და­ბომბვის დროს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი­სა" და "რუს­თა­ვის-2"-ის ჯგუ­ფე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე.

შემ­დეგ იყო და­კარ­გუ­ლი კო­ლე­გე­ბის ძებ­ნის უსა­სი­ზღრე­სი და უმ­ძი­მე­სი ორი სა­ა­თი. ნა­თე­ლი იყო, რომ რუ­სულ­მა თვითმფრი­ნავ­მა სწო­რედ ის ქვე­და­ნა­ყო­ფი და­ბობ­მა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ნო­დარ ცხი­რაშ­ვი­ლი და აკა ჯორ­ბე­ნა­ძე იყ­ვნენ.

ღმერ­თის წყა­ლო­ბით ნო­და­რი და აკა გა­დარ­ჩნენ, მაგ­რამ იმის აღ­წე­რა და გახ­სე­ნე­ბა, რაც ქსუ­ი­სის გზა­ზე ვნა­ხეთ, ახლა, მოვ­ლე­ნე­ბის ექ­ვსი წლის თავ­ზე, არც ღირს. თუმ­ცა, ერთი ამ­ბა­ვი კარ­გა ხანს არ და­მა­ვი­წყდე­ბა - ქსუ­ი­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, სო­ფელ არ­ბო­ში ეკ­ლე­სია დგას. მას შემ­დეგ, რაც მე და პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვილ­მა, რო­გორც იქნა, ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი და აკა ჯორ­ბე­ნა­ძე ვი­პო­ვეთ, ამ ეკ­ლე­სი­ას­თან მი­ვე­დით; ქუ­თა­ი­სის ბრი­გა­დის ჯა­რის­კა­ცე­ბიც მო­ვიდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მებ­რძო­ლი და­ღუპ­ვო­დათ, თა­ვა­დაც დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ. მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩა­ი­ბეჭ­და ქარ­თველ ხუ­როთ­მო­ძღვარ­თა ნა­ლო­ლი­ა­ვებ კე­დელ­ზე მიბ­ჯე­ნი­ლი, სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნი­ლი და ბრძო­ლა­ში დაღ­ლი­ლი მე­ომ­რე­ბის ახ­ლობ­ლებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი-გამ­ხნე­ვე­ბა _ კარ­გად ვართ, არ გვი­ჯავ­როთ, ყვე­ლა­ნი კარ­გად ვართ. ამათ შემ­ყუ­რეს ისღა დამ­რჩე­ნო­და, თბი­ლის­ში რე­დაქ­ტო­რის­თვის და­მე­რე­კა და მეც­ნო­ბე­ბი­ნა, რომ ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლია. სხვა­გან ვერ­სა­დაც ვერ დავ­რე­კავ­დი, ვერც - დე­დას­თან თბი­ლის­ში, და ვერც - დას­თან ქუ­თა­ის­ში. მათ კი იცოდ­ნენ სა­დაც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მათ­თვის რომ ნო­და­რის გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი მე­ხა­რე­ბი­ნა, მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, ხი­ფა­თი ჩემ­თა­ნაც ახ­ლოს იყო.

ამის შემ­დეგ სო­ფელ ერედვ­ში დავ­ბრუნ­დით, თუმ­ცა სოფ­ლის მა­ლე­ვე და­ტო­ვე­ბა და გორ­ში ჩას­ვლა მოგ­ვიხ­და.

გორი. 8 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მო

გო­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში უამ­რავ ჟურ­ნა­ლისტსა და პო­ლი­ტი­კოსს მო­ე­ყა­რა თავი. გორ­ში ვნა­ხეთ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­დევ ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ნა­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი და ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი მზია სა­გა­ნე­ლი­ძე. ქა­ლა­ქის ცენ­ტრი სავ­სე იყო რე­ზერ­ვის­ტე­ბით. ექ­სტრე­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში დრო შე­უმ­ჩნევ­ლად გა­დი­ო­და. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში 12.00 სა­ა­თამ­დე ვი­ყა­ვით. შემ­დეგ ღა­მის გა­თე­ვა ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ, მამა იო­ა­ნე ცხვი­რაშ­ვილ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ტე­ლე­ვი­ზია "თრი­ა­ლე­თი­დან" მამა იო­ა­ნეს სახ­ლამ­დე ტაქ­სით მი­ვე­დით. მახ­სოვს, მძღოლ­მა მგზავ­რო­ბის ფული არ გა­მოგ­ვარ­თვა.

მამა იო­ა­ნე ჩვენს დამ­შვი­დე­ბას კი შე­ე­ცა­და, მაგ­რამ ნა­ნა­ხი­სა და გან­ცდი­ლის ასე იო­ლად და­ვი­წყე­ბა ძნე­ლი იყო; გან­სა­კუთ­რე­ბით ნო­და­რის­თვის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ა­ვი­ა­ციო და­ბომბვას შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა. მამა იო­ა­ნეს­თან ყოფ­ნი­სას არ დაგვვი­წყე­ბია თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნილ ახ­ლობ­ლებ­თან და სა­ა­გენ­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბა და თქმა, რომ ჩვენ უსაფრ­თხო ად­გილ­ზე ვართ.

გორი. 9 აგ­ვის­ტო

და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 08.00 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, მამა იო­ა­ნეს­თან ვსა­უზ­მობ­დით; სწო­რედ ამ დროს და­ი­წყო გო­რის და­ბომბვა.

20 წუთ­ში მე და ნო­და­რი გო­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში ვი­ყა­ვით. არც ქარ­თვე­ლი და არც უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი­დან იქ აღა­რა­ვინ დახ­ვდა - ყვე­ლა­ნი და­ბომბვის ად­გილ­ზე წა­სუ­ლიყ­ვნენ - ე.წ. კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა და წყალ­წმინ­დის ბაზა... ჩვენ მსგავ­სად, რა­მო­დე­ნი­მე უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იმის გარ­კვე­ვას ცდი­ლობ­და, სად მოხ­და პირ­ვე­ლი და­ბომბვა. ამა­სო­ბა­ში, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითფრი­ნა­ვი გო­რის თავ­ზე კვლავ გა­მოჩ­ნდა და ქა­ლა­ქი ისევ და­ბომ­ბა. უმო­წყა­ლოდ იბომ­ბე­ბო­და გო­რის ის ად­გი­ლე­ბი, თუ სად­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და შე­ნა­ერ­თი შე­იძ­ლე­ბო­და მდგა­რი­ყო - მათ შო­რის გო­რის სა­ტან­კო ნა­წი­ლი. სა­ტან­კო ნა­წი­ლამ­დე მი­ვაღ­წი­ეთ თუ არა, მივხდით, რომ აქ სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. ცე­ცხლი ეკი­და არა მარ­ტო სა­ტან­კო ნა­წი­ლის სა­ცავს, სა­ტან­კო ნა­წილ­თან მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსაც. ამ და­ბომბვის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი იყო და­ღუ­პუ­ლი, რამ­დე­ნი­მეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. აა­ლე­ბულ ქა­ლაქ­ში სულ რა­ღაც ერთ სა­ათ­ში რა­მეს და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო - გორი და­ბომ­ვის შემ­დეგ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რის კვამლში იძი­რე­ბო­და.

უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში დავ­ბრუნ­დით. გორ­ში გვი­ან სა­ღა­მომ­დე დავ­ყა­ვით.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რუ­სუ­ლი "სუ-25"-ის თვითმფრი­ნა­ვის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მფრი­ნა­ვის, პოლ­კოვ­ნიკ იგორ ზი­ნო­ვის სა­ბუ­თე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბი დაგ­ვი­რი­გეს. მა­შინ გა­მახ­სენ­და, თუ რა უც­ნა­უ­რი ბე­დის ვყო­ფილ­ვარ - სო­ხუმ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სო­ფელ შრო­მის თავ­ზე ჩვე­ნებ­მა რუ­სუ­ლი "სუ-25" ჩა­მო­ად­გეს, რომ­ლე­საც მა­ი­ო­რი ში­პ­კო მარ­თავ­და. მე მისი სა­ბუ­თე­ბიც ხელ­ში მე­ჭი­რა. ახლა ზი­ნო­ვის სა­ბუ­თე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბიც ჩემ­თან აღ­მოჩ­ნდა. ამ­ჯე­რად, თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის ად­გილ­ზე სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მიგ­ვას­წრეს, თუმ­ცა ეს ცუ­დის ნი­შა­ნი სუ­ლაც არ უნდა იყოს.

პოლ­კოვ­ნიკ ზი­ნო­ვის სა­ბუ­თე­ბის ქსე­რო­ას­ლებ­ში ქექ­ვი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­დან წა­მო­იყ­ვა­ნეს. სა­ბუ­თე­ბი­დან აშ­კა­რად ჩან­და, რომ პოლ­კოვ­ნი­კი რო­მე­ლი­ღაც ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობ­და. სხვა სა­ბუ­თებ­თან ერ­თად, მას თან ჰქონ­და ლექ­სი, ეტყო­ბა საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად. აი, რო­გორ "სუ­ლის­კვე­თე­ბით" ბომ­ბავ­და პოლ­კოვ­ნი­კი ზი­ნო­ვი ქა­ლაქ გორ­სა და ქარ­თულ სოფ­ლებს:

Пока у русского солдата

Есть спички, пули, самогон,

Сосите хрен, солдаты НАТО,

Дрожи от страха, Пентагон. . .

მე და ნო­დარ­მა გორი გვი­ან სა­ღა­მოს დავ­ტო­ვეთ და თბი­ლი­სის­კენ გა­მო­ვე­შუ­რეთ. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პო­დენ­ტე­ბი, მა­ნა­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, ფო­ტო­კო­რეს­პო­დენ­ტე­ბი ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი და მზია სა­გა­ნე­ლი­ძე გორ­ში 10 აგ­ვის­ტო­საც ვი­ყა­ვით. გო­რი­დან ხალ­ხი გა­დი­ო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­რი­დან გა­მოს­ვლა ქარ­თულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მაც და­ი­წყეს.

11 აგ­ვის­ტოს, დი­ლით ადრე რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის, აე­რო­პორ­ტი­სა და მა­ხა­თის მთის ტე­რი­ტო­რია და­ბომ­ბა. მე და მზია სა­გა­ნე­ლი­ძეს მა­ხა­თის მთა­ზე წას­ვლა მოგ­ვი­წია.

11 აგ­ვის­ტოს­ვე გა­ირ­კვა, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყო და თბი­ლის­ში საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ჩა­მოფ­რინ­დე­ბო­და...

კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

6 წლის წინ, აგვისტოს ომში - ჟურნალისტი ჯარისკაცთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე

6 წლის წინ,  აგვისტოს ომში - ჟურნალისტი  ჯარისკაცთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე

2008 წლის 7 აგვისტოს შემდეგ, ყოველ ამ დღეს ემოციები იმდენად ძლიერდება, რომ არაერთხელ მოსმენილის კიდევ ერთხელ მოსმენის სურვილი ჩნდება. "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი, კობა ბენდელიანი იხსენებს  "როგორ წავიდა "ინტერპრესნიუსი" ომში" , რა გადახდა და რას გრძნობს ჟურნალისტი, როდესაც ჯარისკაცთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდება. . .

- 2008 წლის 7 აგვისტოს "ინტერპრესნიუსი" უკვე ეპიცენტრში იყო და შიდა ქართლიდან არ გამოსულა, ვიდრე ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში დაპირისპირების ზოლზე არ განლაგდნენ.

ფოტოკორესპონდენტ ნოდარ ცხვირაშვილთან ერთად კონფლიქტის ზონაში გამგზავრების დავალება მთავარი რედაქტორისგან 7 აგვისტოს, დაახლოებით, 15.00 საათზე მივიღეთ. 17.00 საათისთვის "ინტერპრესნიუსი" უკვე გორში იყო.

შუაღამისას გაკეთდა განცხადება კონსტიტუციური წესრგის აღდგენის გადაწყვეტილების შესახებ. ეს უკვე ომი იყო და 00.32 საათზე "ინტერპრესნიუსის" საიტზე ეს ინფორმაციაც გაჩნდა. . .

მთავარმა რედაქტორმა, ბაია ცანავამ ჯგუფის გორში გამგზავრების გადაწყვეტილება დროულად მიიღო, მაგრამ იმაშიც გაუმართლა, რომ ჩემი მეწყვილე ნოდარ ცხირაშვილი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელზეც თამამად ვიტყვი - ამ კაცთან დაზვერვაში წასვლა შეიძლება.

ნოდარმა ამ ომის შესახებ უნიკალური ფოტომასალა გადაიღო, რაც შეეხება ინფორმაციებს და 7 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" ექვსი წლისწინანდელი არქივიც კარგად მეტყველებს.

უნდა ვთქვა, რომ გორში ჩასულებს, გარკვეულწილად, გაგვიმართლა. გაგვიმართლა იმით, რომ წინა ხაზზე წასვლის მსურველი ჟურნალისტების გულწრფელობის შტაბში ახლად გაცნობილმა სამხედროებმა დაიჯერეს. ჯავშანჟილეტებით აღგვჭურვეს და თითქმის ბრძოლის მთელი პერიმეტრიც შემოგვატარეს. მათ მანქანაში ჩართული გადამცემი იმდენ ინფორმაციას აწვდიდა ჩვენ სამხედროებს, რომ ომის პერიპეტიებში გაუთვითცნობიერებელ კაცს გული გაუსკდებოდა. ინფორმაციებით გაუაზრებლად ნამდვილად არ მისარგებლია, აფხაზეთის ომში მიღებული გამოცდილება ცხინვალთან აშკარად გამომადგა.

საბრძოლო მოქმედებების შუაგულიდან გადმოცემულ ინფორმაციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ინფორმაცია იყო, რომელიც რუსეთის მხრიდან როკის გვირაბთან რუსული ტანკების რაოდენობასა და მოახლოებას, ასევე, ქართული არტილერიის მიერ ჯავა-ცხინვალის გზის მონაკვეთის კონტროლისთვის მოქმედებებს უკავშირდებოდა.

"რუსთავის 2"-ის ჯგუფთან, პაატა იაკობაშვილთან და აკა ჯორბენაძესთან ერთად, 7-დან 8 აგვისტოს ღამე და 8 აგვისტოს შუა დღე სოფელ ერედვში, ქართული მხარის ქვედანაყოფებთან ერთად დავყავით. 8 აგვისტოს ქართულმა ქვედანაყოფმა მარჯვენა ფლანგზე გადაადგილების ბრძანება მიიღო. გადაადგილება ტრანსპორტით, ნაწილ-ნაწილ გადაწყდა. სამხედროებისთვის გადაადგილებაში ხელი რომ არ შეგვეშალა, მე და პაატა იაკობაშვილმა ჩავიმუხელთ თუ არა, დავინახეთ, რომ ფოტორეპორტიორი ნოდარ ცხვირაშვილი და ოპერატორი აკა ჯორბენაძე სამხედროების მანქანაში აღმოჩენილიყვნენ. ამ მანქანასთან მე და პაატა იაკობაშვილიც მივედით, მაგრამ ადგილი უკვე აღარ იყო; შემდეგ მანქანას უნდა დავლოდებოდით. ამასობაში კი, რუსულმა თვითფრინავმა სოფელ არბოსთან ქსუისისკენ მიმავალი გზა დაბომბა. ასე აღმოვჩნიდთ დაბომბვის დროს "ინტერპრესნიუსისა" და "რუსთავის-2"-ის ჯგუფები სხვადასხვა ადგილზე.

შემდეგ იყო დაკარგული კოლეგების ძებნის უსასიზღრესი და უმძიმესი ორი საათი. ნათელი იყო, რომ რუსულმა თვითმფრინავმა სწორედ ის ქვედანაყოფი დაბობმა, რომელთან ერთადაც ნოდარ ცხირაშვილი და აკა ჯორბენაძე იყვნენ.

ღმერთის წყალობით ნოდარი და აკა გადარჩნენ, მაგრამ იმის აღწერა და გახსენება, რაც ქსუისის გზაზე ვნახეთ, ახლა, მოვლენების ექვსი წლის თავზე, არც ღირს. თუმცა, ერთი ამბავი კარგა ხანს არ დამავიწყდება - ქსუისისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ არბოში ეკლესია დგას. მას შემდეგ, რაც მე და პაატა იაკობაშვილმა, როგორც იქნა, ნოდარ ცხვირაშვილი და აკა ჯორბენაძე ვიპოვეთ, ამ ეკლესიასთან მივედით; ქუთაისის ბრიგადის ჯარისკაცებიც მოვიდნენ, რამდენიმე თანამებრძოლი დაღუპვოდათ, თავადაც დაჭრილები იყვნენ. მეხსიერებაში ჩაიბეჭდა ქართველ ხუროთმოძღვართა ნალოლიავებ კედელზე მიბჯენილი, სიკვდილს გადარჩენილი და ბრძოლაში დაღლილი მეომრების ახლობლებთან სატელეფონო საუბრები-გამხნევება _ კარგად ვართ, არ გვიჯავროთ, ყველანი კარგად ვართ. ამათ შემყურეს ისღა დამრჩენოდა, თბილისში რედაქტორისთვის დამერეკა და მეცნობებინა, რომ ნოდარ ცხვირაშვილი ცოცხალია. სხვაგან ვერსადაც ვერ დავრეკავდი, ვერც - დედასთან თბილისში, და ვერც - დასთან ქუთაისში. მათ კი იცოდნენ სადაც ვიყავი, მაგრამ მათთვის რომ ნოდარის გადარჩენის ამბავი მეხარებინა, მიხვდებოდნენ, ხიფათი ჩემთანაც ახლოს იყო.

ამის შემდეგ სოფელ ერედვში დავბრუნდით, თუმცა სოფლის მალევე დატოვება და გორში ჩასვლა მოგვიხდა.

გორი. 8 აგვისტოს საღამო

გორის საინფორმაციო ცენტრში უამრავ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს მოეყარა თავი. გორში ვნახეთ "ინტერპრესნიუსის" კიდევ ერთი ჟურნალისტი მანანა მჭედლიშვილი და ფოტოკორესპონდენტი მზია საგანელიძე. ქალაქის ცენტრი სავსე იყო რეზერვისტებით. ექსტრემალურ ვითარებაში დრო შეუმჩნევლად გადიოდა. საინფორმაციო ცენტრში 12.00 საათამდე ვიყავით. შემდეგ ღამის გათევა ნოდარ ცხვირაშვილის ბიძამ, მამა იოანე ცხვირაშვილმა შემოგვთავაზა. ტელევიზია "თრიალეთიდან" მამა იოანეს სახლამდე ტაქსით მივედით. მახსოვს, მძღოლმა მგზავრობის ფული არ გამოგვართვა.

მამა იოანე ჩვენს დამშვიდებას კი შეეცადა, მაგრამ ნანახისა და განცდილის ასე იოლად დავიწყება ძნელი იყო; განსაკუთრებით ნოდარისთვის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საავიაციო დაბომბვას შემთხვევით გადაურჩა. მამა იოანესთან ყოფნისას არ დაგვვიწყებია თბილისში დარჩენილ ახლობლებთან და სააგენტოსთან დაკავშირება და თქმა, რომ ჩვენ უსაფრთხო ადგილზე ვართ.

გორი. 9 აგვისტო

დაახლოებით დილის 08.00 საათი იქნებოდა, მამა იოანესთან ვსაუზმობდით; სწორედ ამ დროს დაიწყო გორის დაბომბვა.

20 წუთში მე და ნოდარი გორის საინფორმაციო ცენტრში ვიყავით. არც ქართველი და არც უცხოელი კოლეგებიდან იქ აღარავინ დახვდა - ყველანი დაბომბვის ადგილზე წასულიყვნენ - ე.წ. კომბინატის დასახლება და წყალწმინდის ბაზა... ჩვენ მსგავსად, რამოდენიმე უცხოელი ჟურნალისტი იმის გარკვევას ცდილობდა, სად მოხდა პირველი დაბომბვა. ამასობაში, რუსული სამხედრო თვითფრინავი გორის თავზე კვლავ გამოჩნდა და ქალაქი ისევ დაბომბა. უმოწყალოდ იბომბებოდა გორის ის ადგილები, თუ სადმე სამხედრო ტექნიკა და შენაერთი შეიძლებოდა მდგარიყო - მათ შორის გორის სატანკო ნაწილი. სატანკო ნაწილამდე მივაღწიეთ თუ არა, მივხდით, რომ აქ საშინელება ტრიალებდა. ცეცხლი ეკიდა არა მარტო სატანკო ნაწილის საცავს, სატანკო ნაწილთან მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ სახლსაც. ამ დაბომბვის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი იყო დაღუპული, რამდენიმეს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. აალებულ ქალაქში სულ რაღაც ერთ საათში რამეს დანახვა შეუძლებელი იყო - გორი დაბომვის შემდეგ გაჩენილი ხანძარის კვამლში იძირებოდა.

უცხოელ კოლეგებთან ერთად, საინფორმაციო ცენტრში დავბრუნდით. გორში გვიან საღამომდე დავყავით.

საინფორმაციო ცენტრში ჩვენი სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა რუსული ”სუ-25”-ის თვითმფრინავის გადარჩენილი მფრინავის, პოლკოვნიკ იგორ ზინოვის საბუთების ქსეროასლები დაგვირიგეს. მაშინ გამახსენდა, თუ რა უცნაური ბედის ვყოფილვარ - სოხუმში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას სოფელ შრომის თავზე ჩვენებმა რუსული "სუ-25" ჩამოადგეს, რომლესაც მაიორი შიპკო მართავდა. მე მისი საბუთებიც ხელში მეჭირა. ახლა ზინოვის საბუთების ქსეროასლებიც ჩემთან აღმოჩნდა. ამჯერად, თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე სპეცსამსახურებმა მიგვასწრეს, თუმცა ეს ცუდის ნიშანი სულაც არ უნდა იყოს.

პოლკოვნიკ ზინოვის საბუთების ქსეროასლებში ქექვისას აღმოჩნდა, რომ საქართველოში საბრძოლველად საავადმყოფოდან წამოიყვანეს. საბუთებიდან აშკარად ჩანდა, რომ პოლკოვნიკი რომელიღაც ჰოსპიტალში მკურნალობდა. სხვა საბუთებთან ერთად, მას თან ჰქონდა ლექსი, ეტყობა საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად. აი, როგორ "სულისკვეთებით" ბომბავდა პოლკოვნიკი ზინოვი ქალაქ გორსა და ქართულ სოფლებს:

Пока у русского солдата

Есть спички, пули, самогон,

Сосите хрен, солдаты НАТО,

Дрожи от страха, Пентагон. . .

მე და ნოდარმა გორი გვიან საღამოს დავტოვეთ და თბილისისკენ გამოვეშურეთ. "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტები, მანანა მჭედლიშვილი, ფოტოკორესპოდენტები ნოდარ ცხვირაშვილი და მზია საგანელიძე გორში 10 აგვისტოსაც ვიყავით. გორიდან ხალხი გადიოდა, მოგვიანებით გორიდან გამოსვლა ქართულმა შენაერთებმაც დაიწყეს.

11 აგვისტოს, დილით ადრე რუსულმა ავიაციამ თბილისის საავიაციო ქარხნის, აეროპორტისა და მახათის მთის ტერიტორია დაბომბა. მე და მზია საგანელიძეს მახათის მთაზე წასვლა მოგვიწია.

11 აგვისტოსვე გაირკვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოფრინდებოდა...

კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია