პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი - გიორგი მარგველაშვილი
ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი - გიორგი მარგველაშვილი

ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი, რათა ნათ­ლად მეთ­ქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი არ არის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც შენ დას­ვამ ორ ოთახ­ში და არ გა­და­იყ­ვან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის თემა მა­შინ გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი, რო­დე­საც ად­გი­ლი მი­უ­თი­თეს.

"გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი ორი­ვე­ჯერ, რო­დე­საც ვამ­ბობ­დი, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მის შემ­დე­გაც. რად­გან მა­შინ ასე მი­მაჩ­ნდა სწო­რად. მაგ­რამ შემ­დეგ ვნა­ხე, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ნელ­და პრო­ცე­სი და სხვა ჭრილ­ში გა­და­ვი­და. ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლა იყო გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა ნათ­ლად მეთ­ქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი არ არის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც შენ დას­ვამ ორ ოთახ­ში და არ გა­და­იყ­ვან, დას­ვამ ორ ოთახ­ში და ეტყვი - ეს არის შენი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ეს თემა გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი, რო­დე­საც მი­მი­თი­თეს ად­გი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მდგრა­დო­ბა და მისი წო­წი­ა­ლი რომ არ უნდა ხდე­ბო­დეს, ეს ჩემი პი­როვ­ნე­ბის მიღ­მა თე­მაა. ამის ჩვე­ნე­ბა ეტყო­ბა იყო სა­ჭი­რო და ეს გან­ხორ­ცი­ელ­და კი­დეც", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­მოჩ­ნდა, რომ უნდა ემ­ტკი­ცა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არა შე­სახ­ლე­ბა­დია ხან ერთ შე­ნო­ბა­ში და ხან მე­ო­რე­ში.

"ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თია, მე­ო­რეა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა, სა­დაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნო პა­ტი­ვის­ცე­მა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი - გიორგი მარგველაშვილი

ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი - გიორგი მარგველაშვილი

ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციის თემა მაშინ გახდა პოლიტიკური, როდესაც ადგილი მიუთითეს.

"გულწრფელი ვიყავი ორივეჯერ, როდესაც ვამბობდი, რომ უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო და მის შემდეგაც. რადგან მაშინ ასე მიმაჩნდა სწორად. მაგრამ შემდეგ ვნახე, რომ უნივერსიტეტის გახსნის მიმართულებით რაღაცნაირად შენელდა პროცესი და სხვა ჭრილში გადავიდა. ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, დასვამ ორ ოთახში და ეტყვი - ეს არის შენი სამუშაო ადგილი. ეს თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი. საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობა, მდგრადობა და მისი წოწიალი რომ არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩემი პიროვნების მიღმა თემაა. ამის ჩვენება ეტყობა იყო საჭირო და ეს განხორციელდა კიდეც", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ უნდა ემტკიცა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია და არა შესახლებადია ხან ერთ შენობაში და ხან მეორეში.

"ჩემი ღირებულებები ერთია, მეორეა პოლიტიკური რეალობა, სადაც ვალდებულებაა, რომ ინსტიტუტის მიმართ გამოიჩინო პატივისცემა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა