პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბავშვი და ერთი ქალი ემსხვერპლა
შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბავშვი და ერთი ქალი ემსხვერპლა

შეკ­ვე­თილ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლია ორი ბავ­შვი და ერთი ქალი. რო­გორც ქო­ბუ­ლე­თის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა სულ­ხან ხა­ბაზ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­და­ურ­ბი­ნა. მი­სი­ვე თქმით, გზა­ზე სწრა­ფად გა­დამ­სვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის­თვის გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბი­სას მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, ჯერ ქალს და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი ბორ­დი­ურს.

"შეკ­ვე­თილ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ქალ­მა გა­და­ურ­ბი­ნა. მძღოლ­მა ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა მან­ქა­ნა, და­ე­ჯა­ხა ქალს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­დეგ კი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ვარ­და და გზის დამ­ცავ ჯე­ბირს შე­ას­კდა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი 4 წლამ­დე ასა­კის ბიჭი და 10 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა, .კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი კი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი", - აღ­ნიშ­ნა სულ­ხან ხა­ბაზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლს მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბავშვი და ერთი ქალი ემსხვერპლა

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბავშვი და ერთი ქალი ემსხვერპლა

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი ბავშვი და ერთი ქალი. როგორც ქობულეთის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა სულხან ხაბაზმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცენტრალურ გზაზე მოძრავ ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალბატონმა გადაურბინა. მისივე თქმით, გზაზე სწრაფად გადამსვლელი ქალბატონისთვის გვერდის ავლის მცდელობისას მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ბორდიურს.

"შეკვეთილში მოძრავ ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა გადაურბინა. მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მანქანა, დაეჯახა ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა, შემდეგ კი ავტომობილი გადავარდა და გზის დამცავ ჯებირს შეასკდა. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი 4 წლამდე ასაკის ბიჭი და 10 წლამდე ასაკის გოგონა, .კიდევ ერთი ქალბატონი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აღნიშნა სულხან ხაბაზმა.

მისივე თქმით, "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლს მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"