''მერცხალა'', ''გერმანა'', ''ხოჭო'', - ეს რომა რცხილაძის მანქანების სახელებია. მუსიკოსს 5 ანტიკვარული მანქანა და ერთიც ანტიკვარული მოტოციკლი ჰყავს. ამბობს, რომ ასეთი მანქანებით მომსახურების სერვისი უნდა არსებობდეს საქართველოში.
ჩვენი რესპონდენტი ინტერვიუზე ''ხოჭოთი'' მოვიდა. მისი მეგობრები სწორედ ამ მანქანაზე ხუმრობენ თურმე, სპილოს მანქანა მოხურული აქვსო.
- რომა, თქვენი სიყვარული მანქანების მიმართ მთელმა საქართველომ იცის, პირველად საჭეს როდის მიუჯექით?
- 8-10 წლის ვიქნებოდი, როცა დედაჩემის ძმას, შუქრი ანდღულაძეს, ''0-21'' მოვპარე. სახლთან დაღმართზე დამიგორდა. დიდი მანძილი ვიარე დაღმართზე. საბედნიეროდ, გადავრჩი. დამტუქსეს მშობლებმა, დამსაჯეს, მაგრამ ჩემი პირველი სითამამე ამ მხრივ სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება. ეს იყო აზარტი.
70-იან წლებში, ფეხბურთელებს, ძმებ მაჩაიძეებს ჰქონდათ მანქანების გაქირავების სერვისი. მთავარი პრაქტიკა სწორედ იქ მივიღე. პატივი მცეს და მართვის მოწმობის გარეშე მათხოვეს ''ნივა მოსკვიჩი''. მაშინ ეს მანქანა პრესტიჟულობით უცხოურ მანქანას უტოლდებოდა. მთელი წლის განმავლობაში მყავდა, მისი დახმარებით ჩამოვყალიბდი მძღოლად. ერთი წლის თავზე ავიღე მართვის მოწმობაც. მერე უკვე აუცილებელიც გახდა მანქანის ყიდვა. შემდეგ ისე მოხდა, რომ უკვე მანქანა კი არა, მანქანები აღმოჩნდა ჩემს ავტოფარეხში.
- რომელი იყო თქვენი პირველი საკუთარი მანქანა?
- დაბადების დღეზე ჩემმა მეგობრებმა კუზიანი ''ზაპოროჟეცი'' მაჩუქეს. გასაღები პირდაპირ სუფრასთან მესროლეს. უკანა საქარე მინაზე დიდი ასოებით ეწერა რუსულად, - ''ნე აბიჟაი მალიშა''. მეორე მანქანა იყო ''05''. მერე უკვე ანტიკვარულ მანქანებზე გადავერთე. მანქანას ჩემთვის სხვა დატვირთვა აქვს. ისტორიას რომ ეხები, სულ სხვა შეგრძნებაა. ეს არის ჩემი სიმდიდრეც, კომფორტიც და სილამაზეც. დღევანდელი ძვირად ღირებული, თანამედროვე მანქანები არ მიზიდავს. მე უფრო წინა საუკუნის დასაწყისში გამოსულ მანქანებზე ვარ გადართული.
- სად პოულობდით ასეთ ანტიკვარებს?
- ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს (იცინის). უკვე ხუთი ცალი გვყავს მე და ჩემს მეგობარს, პარტნიორს ამ საქმეში.
- ამ მანქანაზე რას მეტყვით, რომლითაც მოხვედით?
- ეს ''ფოლკსვაგენია'' - ''ხოჭო''. ამ ჩანახატის ავტორი ადოლფ ჰიტლერი იყო. ჰიტლერის დროს იწყებდა თავის საქმიანობას ფერდინანდ პორშე. სწორედ პორშეს დაავალა ჰიტლერმა ამ სახალხო მოდელის შექმნა.
იხილეთ გაგრძელება