პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა ქავთარაძე დაკავების 8 საათს დეტალურად აღწერს: "დაგვადეს ბორკილები, დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, კინოებში რომ არის, ისე"
ნიკა ქავთარაძე დაკავების 8 საათს დეტალურად აღწერს: "დაგვადეს ბორკილები, დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, კინოებში რომ არის, ისე"

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრ­ლომ­ლებ­მა იუ­მო­რის­ტი ნიკა ქავ­თა­რა­ძე ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. Ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ნიკა ქავ­თა­რა­ძე პო­ლი­ცი­ას და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა ქავ­თა­რა­ძე შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოწ­მე­ბის მო­ტივს, შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ცი­ამ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა ქავ­თა­რა­ძეს, ის Facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­პოს­ტში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს მომ­ხდარს.

"ქუ­თა­ის­ში მე­გობ­რებ­თან ვი­ყა­ვი და დღი­სით, 4 სა­ათ­ზე, ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­გობ­რის ოფის­თან ვი­დე­ქით, ვე­ლო­დე­ბო­დით, რო­დის გა­მო­ვი­დო­და, ჩვენ უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით. ტრო­ტუ­არ­ზე ვი­დე­ქით ოთხნი: მე, "რუს­თვაი 2"-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, თე­მუ­კა პა­ტა­რი­ძე და კი­დევ ორი ჩვე­ნი მე­გო­ა­რი. გა­ი­ა­რა სა­პატ­რუ­ლო მან­ქნა­ნამ, ჩვენ­თან შე­ა­ნე­ლა, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე, მერე წა­ვი­და მო­შო­რე­ბით და­არ­ტყა წრე... მოგ­ვე­სალ­მა და სა­ბუ­თე­ბი მოგვ­თხო­ვა. რას­თან და­კავ­ში­რე­ბით-მეთ­ქი, რომ ვუ­თხა­რი, თქვეს, რომ გვაქვს გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ თქვენ ხართ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვე­შო. გა­მოგ­ვარ­თვეს სა­ბუ­თე­ბი და­ი­წყეს შევ­სე­ბა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით გვა­პა­ტიმ­რებ­დენ. მე ვუ­თხა­რი, რომ 42- ე მუხ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ვა­პი­რებ და სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას არ მივ­ცემ –მეთ­ქი. ძა­ლი­ან ცუდი შენ­თვი­სო.

რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ სა­ბუ­თე­ბი შე­ავ­სო, დაგ­ვა­დეს ბორ­კი­ლე­ბი ოთხი­ვეს და პა­ტა­რა ქუ­ჩა­ზე, სა­დაც უამ­რა­ვი მან­ქა­ნა და­დის, რაც შე­იძ­ლე­ბა დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ჩაგ­ვსვეს მან­ქან­ში, თავ­ზე ხე­ლის და­დე­ბით, კი­ნო­ებ­ში რომ არის, ისე.

ცოტა ხნის შემ­დეგ გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს მან­ქა­ნი­დან, მოგ­ვხსნეს ბორ­კი­ლე­ბი, შემ­დეგ კი­დევ დაგ­ვა­დეს, ალ­ბათ, სხვა ხალ­ხსაც რომ ენა­ხათ. წაგ­ვიყ­ვა­ნეს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა სა­დაც კეთ­დე­ბა იქ, და გზა­ში გვი­თხრეს, რომ ეს არ არის თბი­ლი­სი და თუ თვქენ "ამო­გი­ვარ­დე­ბათ", ქუ­თა­ის­ში სხვა წე­სე­ბია, მაგ­რამ გა­ა­ტა­რებთ დროს კა­პე­ზე­ზე და სა­სა­მარ­თლო შედ­გე­ბა ხვა­ლო. ეს და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სის­თვის. 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ჩვე­ნი ტეს­ტი­რე­ბა ვერ და­ი­წყო. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, შEუძ­ლე­ბე­ლი იყო კვე­ბა. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ამას­თან, დენი სამ­ჯერ წა­ვი­და. უბ­რა­ლოდ, გა­ი­წე­ლა ეს პრო­ცე­სი... 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი, რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი მუდ­მი­ვად ილა­ხე­ბო­და.

ჯერ ერთი მე­გო­ბა­რი შე­ვი­და, რო­მე­ლიც "სუფ­თა" აღ­მოჩ­ნდა და გა­მო­უშ­ვეს, მე­ო­რე შე­ვე­დი მე. და­ი­წყო ტეს­ტი­რე­ბა: გა­კეთ­და 10 ტეს­ტი ყვე­ლა ტი­პის ნარ­კო­ტიკ­ზე, ყვე­ლა­ფერ­ში უა­ტყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, ანუ "სუფ­თა" ვი­ყა­ვი. მა­რი­ხუ­ა­ნის 2 ტეს­ტი იყო, ერ­თში "სუფ­თა" ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მე­ო­რე ტეს­ტის გა­კე­თე­ბი­სას თვი­თონ ექ­სპერ­ტმა რო­გორც თქვა, რა­ღაც არას­წო­რად "და­ას­ვე­ლა", რის გა­მოც ვერ შრე­ბო­და. მოკ­ლედ, შეც­დო­მის გამო მე­ო­რედ გა­კეთ­და... გა­და­სა­ზუს­ტებ­ლად ისევ გა­კეთ­და და მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე სულ 6 ტეს­ტი გა­მო­ვი­და. მას მერე, რაც "სუფ­თა" აღ­მოვ­ჩნდი, პატ­რულ­მა სა­ბუ­თე­ბის შევ­სე­ბა და­ი­წყო, უნდა გა­მო­ვეშ­ვით. ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი, გან­ვიც­დი­დი, რომ 8 სა­ა­თი ტყუ­ი­ლად ვი­ჯე­ქი პატ­რუ­ლის მან­ქან­ში ბორ­კი­ლე­ბით, მაგ­რამ ჩემი სი­მარ­თე­ლე მა­ინც და­ვამ­ტკი­ცე", - ამ­ბობს ნიკა ქავ­თა­რა­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნიკა ქავთარაძე დაკავების 8 საათს დეტალურად აღწერს: "დაგვადეს ბორკილები, დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, კინოებში რომ არის, ისე"

ნიკა ქავთარაძე დაკავების 8 საათს დეტალურად აღწერს: "დაგვადეს ბორკილები, დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, კინოებში რომ არის, ისე"

საპატრულო პოლიციის თანამშრლომლებმა იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ნიკა ქავთარაძე პოლიციას დაკავებული ჰყავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა ქავთარაძე შემოწმების შემდეგ გათავისუფლდა. რაც შეეხება შემოწმების მოტივს, შსს-ს განმარტებით, პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.

რაც შეეხება ნიკა ქავთარაძეს, ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოპოსტში დეტალურად აღწერს მომხდარს.

"ქუთაისში მეგობრებთან ვიყავი და დღისით, 4 საათზე, ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის ოფისთან ვიდექით, ველოდებოდით, როდის გამოვიდოდა, ჩვენ უნდა შევსულიყავით. ტროტუარზე ვიდექით ოთხნი: მე, "რუსთვაი 2"-ის თანამშრომელი, თემუკა პატარიძე და კიდევ ორი ჩვენი მეგოარი. გაიარა საპატრულო მანქნანამ, ჩვენთან შეანელა, წერეთლის ქუჩაზე, მერე წავიდა მოშორებით დაარტყა წრე... მოგვესალმა და საბუთები მოგვთხოვა. რასთან დაკავშირებით-მეთქი,  რომ ვუთხარი, თქვეს, რომ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ თქვენ ხართ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშო. გამოგვართვეს საბუთები დაიწყეს შევსება და ადმინისტრაციული წესით გვაპატიმრებდენ. მე ვუთხარი, რომ 42- ე მუხლის გამოყენებას ვაპირებ და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემ –მეთქი. ძალიან ცუდი შენთვისო.

რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ საბუთები შეავსო, დაგვადეს ბორკილები ოთხივეს და პატარა ქუჩაზე, სადაც უამრავი მანქანა დადის, რაც შეიძლება დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, თავზე ხელის დადებით, კინოებში რომ არის, ისე.

ცოტა ხნის შემდეგ გადმოგვიყვანეს მანქანიდან, მოგვხსნეს ბორკილები, შემდეგ კიდევ დაგვადეს, ალბათ, სხვა ხალხსაც რომ ენახათ. წაგვიყვანეს ნარკოლოგიური ტესტირება სადაც კეთდება იქ, და გზაში გვითხრეს, რომ ეს არ არის თბილისი და თუ თვქენ "ამოგივარდებათ",  ქუთაისში სხვა წესებია, მაგრამ გაატარებთ დროს კაპეზეზე და სასამართლო შედგება ხვალო. ეს დამატებითი სტრესისთვის. 8 საათის განმავლობაში იქ ჩვენი ტესტირება ვერ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებინა, შEუძლებელი იყო კვება. სატელეფონო ზარები გარკვეულწილად შესაძლებელი იყო. ამასთან, დენი სამჯერ წავიდა. უბრალოდ, გაიწელა ეს პროცესი... 8 საათის განმავლობაში ჩვენი, როგორც დაკავებულების უფლებები მუდმივად ილახებოდა.

ჯერ ერთი მეგობარი შევიდა, რომელიც "სუფთა" აღმოჩნდა და გამოუშვეს, მეორე შევედი მე. დაიწყო ტესტირება: გაკეთდა 10 ტესტი ყველა ტიპის ნარკოტიკზე, ყველაფერში უატყოფითი პასუხი მიიღეს, ანუ "სუფთა" ვიყავი. მარიხუანის 2 ტესტი იყო, ერთში "სუფთა" ვიყავი, მაგრამ მეორე ტესტის გაკეთებისას თვითონ ექსპერტმა როგორც თქვა, რაღაც არასწორად "დაასველა", რის გამოც ვერ შრებოდა. მოკლედ, შეცდომის გამო მეორედ გაკეთდა... გადასაზუსტებლად ისევ გაკეთდა და მარიხუანაზე სულ 6 ტესტი გამოვიდა. მას მერე, რაც ''სუფთა'' აღმოვჩნდი, პატრულმა საბუთების შევსება დაიწყო, უნდა გამოვეშვით. ვიყავი ძალიან დასტრესილი, განვიცდიდი, რომ 8 საათი ტყუილად ვიჯექი პატრულის მანქანში ბორკილებით, მაგრამ ჩემი სიმართელე მაინც დავამტკიცე", - ამბობს ნიკა ქავთარაძე.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია