პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადამწვარი ქუჩები, შეიარაღებული პირები და მაიდანი პროტესტის უკიდურეს ზღვარზე - უახლესი ფოტოები და LIVE კიევიდან
გადამწვარი ქუჩები, შეიარაღებული პირები და მაიდანი პროტესტის უკიდურეს ზღვარზე - უახლესი ფოტოები და LIVE კიევიდან

კი­ევ­ში, მა­ი­დან­ზე მი­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვა. Unian-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­რი­კა­დე­ბის აღე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი , ისი­ნი ამ დრო­ის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­სა­მარ­თით "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებ­სა" და ქვებს ის­ვრი­ან.

ე.წ. მა­იდ­ნის თავ­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კო­მუ­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს კარ­ვე­ბი­სა და ბა­რი­კა­დე­ბის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ბუ­რა­ვებს უკი­დე­ბენ ცე­ცხლს.

და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, და­ი­ხუ­რა მეტ­რო­სად­გურ "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ედ­ნის" გა­სას­ვლე­ლი, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სხვა სა­ვაჭ­რო წერ­ტი­ლე­ბი.

უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ კი­ევ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზე მხო­ლოდ ე.წ. მა­იდ­ნის თავ­დაც­ვის წევ­რე­ბი დარ­ჩნენ, რო­მელ­თაც მო­ე­დან­ზე კვლავ ბა­რი­კა­დე­ბი აქვთ აღ­მარ­თუ­ლი.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, არ­სენ ავა­კოვ­მა ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ახალნდე­ლი მა­ი­და­ნი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრო­ექ­ტია.

კი­ე­ვის სო­ცი­ო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1-დან 5 ივ­ლისს გა­მო­კი­თხულ კი­ე­ველ­თა 82% აცხა­დებს, რომ ნე­გა­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი მა­ი­დან­ზე გაშ­ლი­ლი კარ­ვე­ბის მი­მართ.

უახ­ლე­სი ფო­ტო­ე­ბი

ნა­ხეთ პირ­და­პი­რი ეთე­რი კი­ე­ვი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

გადამწვარი ქუჩები, შეიარაღებული პირები და მაიდანი პროტესტის უკიდურეს ზღვარზე - უახლესი ფოტოები და LIVE კიევიდან

გადამწვარი ქუჩები, შეიარაღებული პირები და მაიდანი პროტესტის უკიდურეს ზღვარზე - უახლესი ფოტოები და LIVE კიევიდან

კიევში, მაიდანზე მილიციამ რამდენიმე შეიარაღებული პირი დააკავა. Unian-ის ინფორმაციით, მაიდანზე შეკრებილები, რომლებიც ბარიკადების აღებას აპროტესტებენ, ცეცხლსასროლი იარაღით არიან შეიარაღებული , ისინი ამ დროისთვის სამართალდამცავების მისამართით "მოლოტოვის კოქტეილებსა" და ქვებს ისვრიან.

ე.წ. მაიდნის თავდაცვის წარმომადგენლები კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს კარვებისა და ბარიკადების აღების საშუალებას არ აძლევენ და პროტესტის ნიშნად საბურავებს უკიდებენ ცეცხლს.

დაძაბული ვითარების გამო, დაიხურა მეტროსადგურ "დამოუკიდებლობის მოედნის" გასასვლელი, ასევე მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული კაფეები, რესტორნები, სხვა სავაჭრო წერტილები.

უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე მხოლოდ ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრები დარჩნენ, რომელთაც მოედანზე კვლავ ბარიკადები აქვთ აღმართული.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალნდელი მაიდანი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის პროექტია.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1-დან 5 ივლისს გამოკითხულ კიეველთა 82% აცხადებს, რომ ნეგატიურად არის განწყობილი მაიდანზე გაშლილი კარვების მიმართ.

უახლესი ფოტოები

ნახეთ პირდაპირი ეთერი კიევიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა