პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე მანქანით მე ავიყვანე და შიშველი დავტოვეთ" - ყოფილი ძალოვანი მკვლელობის ღამეს იხსენებს
"გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე მანქანით მე ავიყვანე და შიშველი დავტოვეთ" - ყოფილი ძალოვანი მკვლელობის ღამეს იხსენებს

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ შს კა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი და­კი­თხა. ქო­ქი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ვინც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის დროს შსს–ში შე­მა­ვალ უწყე­ბებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში იყო.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ქო­ქი­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ის 2006 წლის 28 იან­ვარს, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ღა­მეს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის გია ალა­ნი­ას მძღო­ლი იყო. მი­სი­ვე თქმით, მან­ქა­ნას, რომ­ლი­თაც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე აიყ­ვა­ნეს თვი­თონ მარ­თავ­და. ქო­ქი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა კუდ–ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს სოსო თო­ფუ­რი­ძეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ქო­ქი­აშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, მან პი­რა­დად მო­უყ­ვა კუდ–ის მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს დათა ახა­ლა­ი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და პა­ტა­კი ჩა­ა­ბა­რა.

"სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტე­ბი რომ გა­ვი­და, სამ­სა­ხუ­რი­დან მან­ქა­ნა გაქ­რა და უკვე დავ­რწმუნ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ეს ფაქ­ტი იყო და მა­შინ მივ­მარ­თე დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს დათა ახა­ლა­ი­ას პა­ტა­კით. პა­ტაკ­ში გან­ვა­ცხა­დე ყვე­ლა ის გა­რე­მო­ე­ბა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე რო­გორც იყო. მერე გა­მე­სა­უბ­რა, მად­ლო­ბა მო­მი­ხა­და და გა­მო­მიშ­ვა",– გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ვით ქო­ქი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ რაც გირ­გვლი­ა­ნი და ბუ­ხა­ი­ძე სა­საფ­ლა­ო­ზე შიშ­ვე­ლი და­ტო­ვეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ტან­საც­მე­ლი კუ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის სოსო თო­ფუ­რი­ძის მან­ქა­ნით წა­მო­ი­ღეს და მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში მი­ი­ტა­ნეს. ქო­ქი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამა­ვე შე­ნო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა გირ­გვლი­ა­ნის და ბუ­ხა­ი­ძის სა­ბუ­თე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მე­ლიც მათ კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გია ალა­ნი­ამ ჩა­მო­არ­თვა და რო­მე­ლიც მე­ო­რე დი­ლით მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში დაწ­ვეს.

"ჩვენ­თან სი­გა­რეტს ოთა­ხებ­ში არ ეწე­ოდ­ნენ და როცა სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად გა­ვე­დი, უკვე ეს საქ­მე ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­შუ­ქე­ბუ­ლი იყო. იქ იდ­გნენ ბი­ბი­ლუ­რი­ძე და აფ­ცი­უ­რი და რა­ღაც ნივ­თებს წვავ­დნენ. რომ დავ­ხე­დე ტე­ლე­ფო­ნე­ბი, სა­ფუ­ლე, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, ბან­კის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბი იყო. ეს რა არის, რა აკე­თებთ მეთ­ქი და ეს იქი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი­აო",– გა­ნა­ცხა­და და­ვით ქო­ქი­აშ­ვილ­მა.

და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ ფი­გუ­რი­რებს 2006 წელს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ­თა საქ­მე­ში. ქო­ქი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ის და­კი­თხვა­ზეც არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

"გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე მანქანით მე ავიყვანე და შიშველი დავტოვეთ" - ყოფილი ძალოვანი მკვლელობის ღამეს იხსენებს

"გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე მანქანით მე ავიყვანე და შიშველი დავტოვეთ" - ყოფილი ძალოვანი მკვლელობის ღამეს იხსენებს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი დაკითხა. ქოქიაშვილის განმარტებით, ყველა თანამდებობის პირი, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს შსს–ში შემავალ უწყებებს ხელმძღვანელობდა, მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყო.

როგორც სასამართლო პროცესზე ქოქიაშვილმა განმარტა, ის 2006 წლის 28 იანვარს, გირგვლიანის მკვლელობის ღამეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის გია ალანიას მძღოლი იყო. მისივე თქმით, მანქანას, რომლითაც სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს თვითონ მართავდა. ქოქიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ავტომანქანა კუდ–ის მაღალჩინოსანს სოსო თოფურიძეს ემსახურებოდა. ქოქიაშვილის მტკიცებით, მან პირადად მოუყვა კუდ–ის მაშინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას მკვლელობის შესახებ და პატაკი ჩააბარა.

"სატელევიზიო სიუჟეტები რომ გავიდა, სამსახურიდან მანქანა გაქრა და უკვე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ეს ფაქტი იყო და მაშინ მივმართე დეპარტამენტის დირექტორს დათა ახალაიას პატაკით. პატაკში განვაცხადე ყველა ის გარემოება, თავიდან ბოლომდე როგორც იყო. მერე გამესაუბრა, მადლობა მომიხადა და გამომიშვა",– განაცხადა სასამართლო პროცესზე დავით ქოქიაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე შიშველი დატოვეს, აღნიშნული პირების ტანსაცმელი კუდის ხელმძღვანელის მოადგილის სოსო თოფურიძის მანქანით წამოიღეს და მოდულის შენობაში მიიტანეს. ქოქიაშვილის განმარტებით, ამავე შენობაში აღმოჩნდა გირგვლიანის და ბუხაიძის საბუთები და მობილური ტელეფონები, რომელიც მათ კუდის მაღალჩინოსანმა გია ალანიამ ჩამოართვა და რომელიც მეორე დილით მოდულის შენობაში დაწვეს.

"ჩვენთან სიგარეტს ოთახებში არ ეწეოდნენ და როცა სიგარეტის მოსაწევად გავედი, უკვე ეს საქმე ტელევიზიითაც გაშუქებული იყო. იქ იდგნენ ბიბილურიძე და აფციური და რაღაც ნივთებს წვავდნენ. რომ დავხედე ტელეფონები, საფულე, პირადობის მოწმობა, ბანკის პლასტიკური ბარათები იყო. ეს რა არის, რა აკეთებთ მეთქი და ეს იქიდან წამოღებული ნივთებიაო",– განაცხადა დავით ქოქიაშვილმა.

დავით ქოქიაშვილი საერთოდ არ ფიგურირებს 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა საქმეში. ქოქიაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ის დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ.

იხილეთ სრულად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ